ფონდის ხელმძღვანელის, ზაზა დოლიძის თქმით, კლუბების მხრიდან თანხების ხარჯვა გაკონტროლდება ასი პროცენტით
ფეხბურთის განვითარების ფონდმა, "ფეხბურთის განვითარების პროგრამის" ფარგლებში, საფეხბურთო კლუბების დაფინანსების პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. როგორც ჩვენთან საუბარში ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ განაცხადა, თანხები უკვე ჩაერიცხა უმაღლესი და პირველი ლიგის 34 კლუბს, ხოლო დარჩენილ სამ გუნდს: "ლიახვს", "დილას" და "ბათუმს" თანხები უახლოეს დღეებში ჩაერიცხებათ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, დაფინანსების პირველი ეტაპით გუნდები გაისტუმრებენ დავალიანებებს, რომლებიც არის ფეხბურთელების, მომწოდებლების, ფედერაციის და სხვა. დოლიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთლიანობაში კლუბებისთვის უკვე დარიცხულია 3.5 მილიონ ლარზე მეტი.

რაც შეეხებათ მეორე ლიგის გუნდებს, როგორც ფეხბურთის განვითარების ფონდში აცხადებენ, აპრილიდან დაიწყება დაფინანსების გაცემა. თუ რა ოდენობის თანხები მიიღეს კონკრეტულად კლუბებმა, ამაზე ფონდში პირველ აპრილს ისაუბრებენ.

როგორც უკვე ცნობილია, უმაღლესი ლიგის გუნდები 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 800 000 ლარს, ხოლო პირველი ლიგის გუნდები 300 000-ს. ეს თანხები ჩაირიცხება არა ერთჯერადად, არამედ რამდენიმე თვეზე გადანაწილდება.

ზაზა დოლიძე განმარტავს, რომ პირველი ეტაპის ჩარიცხვები მოხდა კლუბებიდან წამოსული საჭიროებებიდან გამომდინარე.

"თანხები გადანაწილდა მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ შუა სეზონში შემოვედით დაფინანსებაში. ის კლუბი, რომელსაც 300 000 ათასი აქვს ბიუჯეტი და ის გუნდი, რომელსაც 100 000, მათი დაფინანსება თანაბარი ამ ეტაპზე არ ყოფილა. ყველას მოთხოვნა გასტუმრებულია, ყველამ მიიღო ფინანსური რესურსი საჭიროებიდან გამომდინარე.

ყველა გუნდი 6 თვის ჩათვლით ამ თანხას მიიღებს. ზოგი ამას დახარჯავს თავისი ხარჯების მიხედვით. თუ ვინმეს თანხა დარჩება, ეს თანხა გრანტის სახით წარიმართება ამავე კლუბში, თუმცა ეს მოხდება საგრანტო განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

ვისი ხარჯებიც ჩვენის მიერ მიცემულ თანხებს სცდება, მათ თვითონ უნდა მოიძიონ დამატებითი სახსრები", - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძე გუნდებსა და ფონდებს შორის არსებულ კონსტრუქციულ ურთიერთობაზე მიუთითებს.

"კომუნიკაცია გვაქვს ყოველდღიური. კლუბებიც უკვე გაერკვნენ, თუ რაშია საქმე. მათ იციან, რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ და რა პერიოდულობით. არის დაბნეულობაც, ძირითადად, მეორე ლიგის გუნდებში, რადგან მათ დაფინანსება არ ჰქონიათ და დღეს ეს დაფინანსება გაუჩნდათ", - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, კლუბებს გაუჩნდათ სტაბილური შემოსავალი.

"მუნიციპალიტეტებიდან კლუბები რომ ფინანსდებოდნენ, ერთ წელს ერთი ბიუჯეტი ჰქონდათ, მეორე წელს - განსხვავებული, შემდეგ წელს კი შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონოდათ. ასეთ ვითარებაში კლუბები ვერ ახერხებდნენ გაეფორმებინათ გრძელვადიანი ხელშეკრულებები, გათვლა გაეკეთებინათ ახალგაზრდების განვითარებაზე და ა.შ.

ჩვენს შემთხვევაში კლუბებმა ზუსტად იციან, რომ თანხა აქვთ გარანტირებული და შესაბამისად, ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმების დროს მათ წინასწარ აქვთ განსაზღვრული თავიანთი ბიუჯეტი და გეგმები", - აღნიშნა დოლიძემ და განაცხადა, რომ კლუბების მხრიდან თანხების ხარჯვა გაკონტროლდება ასი პროცენტით.

უკვე დაწყებული პროექტის შეფასება უშუალოდ კლუბების წარმომადგენლებს ვთხოვეთ.

როგორც ბოლნისის "სიონში" აღნიშნეს, საჭირო თანხის ჩარიცხვაზე ფონდისგან არანაირი დაბრკოლება არ მიუღიათ.

"კლუბს დავალიანება არ გააჩნია. ჩვენ მივყვებით თვე-თვეზე. რაც მოვითხოვეთ, ის მივიღეთ. ჩვენთან არანაირი პრობლემა არ გააჩნია ფონდს და არც ჩვენ გვაქვს ფონდთან არანაირი პრობლემა.

რაც გვეკუთვნის, ის მოვითხოვეთ და მივიღეთ პირველი თვის სუბსიდიის სახით. სწორად გვქონდა მოთხოვნილი ყველაფერი და დაბრკოლებაც არ ყოფილა არანაირი", - განაცხადა "სიონის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა.

"ლოკომოტივის" წარმომადგენლის, გიორგი ყიფიანის განცხადებით, კლუბსა და ფონდს შორის გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება დაფინანსებასთან დაკავშირებით და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

"ჩვენ შორის გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ წლის განმავლობაში ეს ფონდი კლუბზე დახარჯავს 800 000 ლარს. ეს არის მისი ვალდებულება და ამას ვერცერთი მხარე ვერ გაექცევა. შეთანხმება არის "ლოკომოტივსა" და ფონდს შორის და ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს", - აღნიშნა ყიფიანმა.

მარტვილის "მერანის" დირექტორის, ელდარ ბაკურიას თქმით, პირველ ეტაპზე ჩარიცხული თანხით, კლუბმა ყველა ვალდებულება შეასრულა.

"ჩაგვერიცხა გარკვეული თანხა. არ ვიცი, ზუსტად რამდენია. ყველა ვალდებულება, რაც გვქონდა, გავისტუმრეთ.

ნორმალურად მუშაობს ფონდი. თქვეს, რომ ყოველთვიურად, კონტრაქტიდან გამომდინარე ჩარიცხავენ ფულს და ამ ეტაპზე კარგად მიდის მუშაობა", - განაცხადა ბაკურიამ.

ფოთის "კოლხეთის" პრეზიდენტის, თემურ ბართაიას თქმით, გარკვეული თანხა კლუბმა უკვე მიიღო.

"ამ თანხით გადავწყვიტეთ ის პრობლემები, რომლებიც იყო გუნდის წინაშე. დავარიგეთ 1 თვის ხელფასი. დარჩენილი თანხა კი მივმართეთ იმ საჭიროებებისკენ, რომელთა წინაშეც ვდგავართ.

იმედს ვიტოვებ, რომ ფონდსა და გუნდებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება.

ბევრი კითხვა მაქვს ტექნიკური ხასიათის. დღეს ვხვდები ფონდის ხელმძღვანელს და ყველა ამ კითხვას დავსვამ. ეს თანხა, რომელიც არის განსაზღვრული, 2016 წელზე არის გათვლილი. მაქვს კითხვები იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც გააჩნია კლუბს და რომელიც გადასახდელია; აგრეთვე, რა და როგორ იქნება 2015 წლის სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბართაიამ.

მოამზადა ლექსო ნაბახტეველმა

tornike
აი უბრალოდ თუარ გრცხვენიათ რომ მეორე ლიგის განვითარებაზე საუბრობთ.ბიჭები ზოგი სხვა ქალაქში მიდის სათამაშოდ ტოვებენ ოჯახებს რომ იქ აგებული 2 კაპიკით არჩინონ ოჯახები ჯერ აქამდე რას იგებედნენ და ახლა 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ.უბრალოდ სირცხვილია რა.ერთი წამით ადექი და მათ ადგილას წარმოიდგინე თავი ბატონო "ზაზა" რო აკეთებდე შენს საყვარელ საქმეს. და ამით არჩენდე ოჯახს და ხელფფაასი არ დაგირიცხონ 2 თვე როგორი იქნება შენი რეაქცია ? აიძულებთ ბიჭებს უარი თქვან თავის საყვარელ საქმეზე და ეძიონ სხვა სამსახური.მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი ნახონ რამეეეე ამ ქვეყანაში.ყველა მესი და რონალდო ვერ იქნება მოდიდა მიეცით რა ამ ბიჭებს საშუალება აკეთონ ის საქმე რაც უყვართ იმ დონეზე რასაც შეძლებენ და არჩინონ ოჯახები.ბევრი ბიჭი რომელსაც დასახული ქონდა მიზნად გამხდარიყო ფეხბურთელი ვერ აქცევდა იმდენ ყურადღებას სწავლას რამდენიც საჭირო იყო.მოგეხსენებათ დგევანდელ საქართველოში უდიპლომო კიარა ხალხს 2 უნივერსიტეტი აქვთ დამთვრებული და ტაქსისტები არიან.დაფიქრდით და ნუ გაწირავთ მეორე ლიგის ფეხბურთლებს ბირჟისთვის და ლოთობისთვის...............
inkognito
ძლიან დიდი უიმედობის განცდა მაქვს ამ პროგრამასთან დაკავშირებით
dave
უცნობს - ძალიან საინტერესოა საიდან აქვთ მეორე ლიგის გუნდებს დაფინანსება 200 ათასი ლარი, და თუ აქვთ და მაინც ასეტ დღეშია ფეხბურთი, ალბათ სწორია რომ ასე აღარ გაგრძელდეს :))))) და რამდენი გუნდი ფინანსდებოდა ამ ოდენობის თანხით ეგეც დაწერეთ თუ შეიძლება :))) 200 ატასი იქნება თუ 50 ატასი, ეს თანხა თუ მარტ
qutaiseli
გადაყრილი ფულია ეგეაც ისე ვატყობ მე ეგ ფული ხელფასებში და მაიმუნობაში წავა და არა ფეხბურთის რასაც ქვია განვითარებაში უკვე პრეტენზიებით შემოდიან არიქა მეორე ლიგა და მეოთხე ლიგაო მორჩა კინო ვერ მიხვდა სახელმწიფო რო სანამ თვითონ არ აიღებს ფეხბურთის მიხედვას სულ ესე ვათხანალია და ბარდაგი იქნება.
უცნობი
ცინიზმს საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს?თურმე მეორე ლიგის გუნდებს დაფინანსება არ ქონიათ და ესენი საჩუქრად აძლევენ.არადა გუნდებს მინიმუმ 200 ათას ლარს ართმევენ და 50 ათასს უბრუნებენ და იმასაც როდის მიცემენ,ღმერთმა იცის.როგორ უნდა იკმაროს მეორე ლიგის გუნდმა 50 ათასი ლარი 6 თვის განმავლობაში,როცა მინიმუმ 90 ათასი ლარია საჭირო,პასუხს ვერავინ გაძლევს.ვერ გაიგეს,რომ სახლის შენება საძირკვლიდან უნდა დაიწყო და არა სახურავიდან.მეორე ლიგის გუნდები სულს ღაფავენ და მასიურ გაფიცვამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.ნუთუ ამას უცდიან?
პენსიონერი
30-40 წლის მუშაობის სტაჟის მქონე ადამიანებს 150 ლარი აქვთ პენსია. პენსიონერთა გუნდი რომ შევქმნათ, პირველ ლიგას კი გავქაჩავთ. დაგვაფინანსებენ ნეტავი?
დდ
და ამ 3მა კლუბმა რა დააშავა რატო არ ვურიცხავთ? გეკითხათ ბარემ თქვე კაი ალხო თუ მნიშვნელოვანი კითხვები ხიხია?
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
ლევან კობიაშვილი: ფეხბურთის განვითრების პროგრამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა
რატომ გაზარდა ფეხბურთის ფედერაციამ საწევრო გადასახადი? - კლუბების პოზიცია
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს
მერანი-სამტრედია 2:3 - შეცვალე და მოიგე!
ზაზა დოლიძე: თავის ნებაზე და ხუშტურებზე ფონდის სახსრებს ვერავინ განკარგავს
როგორ ემზადება მარტვილი საქართველოს სუპერთასის მატჩისთვის
"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან
ქართული საფეხბურთო კლუბების აღდგენა: ტენდენცია თუ?..
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ბერძნები, ნიგერიელი და გადარჩენის შანსი - ინტერვიუ მარტვილის "მერანის" დირექტორთან
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
ინფრასტრუქტურა: 4,5 მილიონი ფოთის სტადიონისთვის, 25 მილიონი - ბათუმის
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
"მერანის" დირექტორი ქომაგთან კამათს უარყოფს და "ლელოს" სტატიას ეხმაურება
მერანი-კოლხეთი 1:1 - ისევ ბეწვის ხიდზე...
რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო