...ჩვენ თავს ვიტყუებთ
ვინც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს თვალს ადევნებს, არა მგონია, არ დამეთანხმოს - წლევანდელი პირველობის დონე იმდენად დაბალია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. ფაქტია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ისიც ფაქტია, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ ბევრი რამ სასიკეთოდ უნდა შეცვალოს, მაგრამ...

ეს პროგრამა ვერ იქნება ქმედითუნარიანი, თუ ქართული ფეხბურთით კერძო სექტორი არ დაინტერესდა...

ვინ მოთვლის, რამდენ ადამიანს ჩაუდია ფული ქართულ ფეხბურთში. ყველაზე თავს ვერ დავდებთ და, არაერთი მათგანი მართლაც რომ წრფელი სიყვარულით ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება ქართულ ფეხბურთს. საუბედუროდ, დღეს ჩვენს ფეხბურთში კერძო ინვესტორი სანთლითაა საძებარი. არადა, ცოტა ხნის წინ ასე არ იყო.

აქსიომაა: კერძო ინვესტორის მიერ დაფინანსებული კლუბი უფრო თანამედროვე რელსებზე დგას, უფრო ფიქრობს მომავალსა და ინფრასტრუქტურაზე...

ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებს რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ იქ ძირითადად კერძო კლუბების მიერ აღზრდილი ფეხბურთელები თამაშობენ. ჩვენ გვყავს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კლუბები, ამ უკანასკნელთ კი ჰყავთ ქომაგი და მათ გარეშე დღეს ქართულ ფეხბურთს არსებობა გაუჭირდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ თავს ვიტყუებთ.

განა, რა პროგრესზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა ესა თუ ის კლუბი გამგებლის ან გუბერნატორის პირად სურვილებზეა დამოკიდებული; როცა ის თვიდან თვემდე სახელმწიფოსგან ელის წყალობას.

ცალკეა გაბერილი შტატები, ახლობლობისა და ძმაკაცობის ყბადაღებული თემა, რომელიც, განსაკუთრებით, სახელმწიფო კლუბებში იჩენს თავს. ისეთი შემთხვევებიც ვიცით, რომ გუნდში უშუალოდ... საკრებულოს მაღალჩინოსნებისა თუ გამგებლის რეკომენდაციით მიუღიათ ფეხბურთელი...

ქართულ საკლუბო ფეხბურთში აუცილებლად უნდა დაიწყოს შემოტრიალება და ამ შემოტრიალების მთავარი შემოქმედნი კერძო ინვესტორები უნდა იყვნენ. მომავალი მათია.

ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში არაერთი ისეთი ინვესტორი იყო, რომელთა გამოყენებაც ჩვენი ფეხბურთის საკეთილდღეოდ გაცილებით უკეთ შეიძლებოდა. ეგაა, თითქმის ყველა მათგანი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩვენი საკლუბო ფეხბურთის უპერსპექტივობაში რწმუნდებოდა და მის მიერ დახარჯულ ერთობ სოლიდურ თანხას წყალში გადაყრილად მიიჩნევდა...

...და არც გაემტყუნებოდა, არადა, იმ გუნდების ნოსტალგია ჩვენში დღესაც ცოცხალია.

გახსოვთ "ამერი"? ამ გუნდმა ქართულ საკლუბო ფეხბურთში ახალი იმედი და სიო მოიტანა. გლდანში, ამერელთა პატარა და კოხტა სტადიონზე თამაშის ცქერა ერთი დიდი სიამოვნება იყო. იმ გუნდმა რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა ევროთასებზე...

მაგრამ გავიდა დრო და კლუბის მფლობელი ზურაბ ფოცხვერია მიხვდა - ქართულ ფეხბურთში ფულის ხარჯვა არ იყო მომგებიანი და პერსპექტიული საქმე.

თავის დროზე, "ვისოლს" ქუთაისის "ტორპედოს" ბევრი გულშემატკივარი ემდუროდა, მაგრამ, ჩემი სუბიექტური აზრით, მაშინდელი "ტორპედო" ახლანდელზე უკეთესი, პერსპექტიული გუნდი იყო. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს "ვისოლს" ფეხბურთისკენ გახედვა აღარ უნდა.

ალბათ, ბევრს არ დაგვიწყებიათ "თბილისი". ეს გუნდი თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობდა. ამ გუნდმა შეიძინა ერთგული გულშემატკივარი. ამ გუნდს ჰყავდა საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ფეხბურთელები. და დღეს ეს გუნდი აღარ არის.

ვერავინ იტყვის, რომ კლუბის მეპატრონე თემურ უგულავამ "თბილისს" რამე დააკლო, მაგრამ მოხდა ის, რაც სხვა შემთხვევაში - უგულავამ ბევრი ითმინა, მოვლენებს დააკვირდა და ბოლოს წასვლა გადაწყვიტა.

სხვათა შორის, ის "თბილისი" არმიელთა სტადიონზე თამაშობდა, რომელიც დღეს... საერთოდ აღარ არსებობს. იმ ადგილზე ახლა კორპუსებია წამოჭიმული. როცა ამას ყოველდღე ხედავ, ქართული ფეხბურთის თუნდაც მცირე პროგრესზე წერა აზრს კარგავს.

ილია კოკაია და "ზესტაფონი". ზესტაფონში არის ბაზა და სტადიონი - საუკეთესოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა. კლუბს თბილისშიც აქვს გამორჩეული ბაზა. კოკაიამ 40 მილიონი დაახარჯა "ზესტაფონს" და ის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ ფეხბურთიდან მოკვეთა...

მაგალითების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. მგონი, საჭირო აღარ არის. ისედაც ყველაფერი ცხადია. ძალიან კარგი იქნება, თუ რამდენიმე წასული ინვესტორი მაინც დაბრუნდება, რა თქმა უნდა - ახალ ინვესტორებთან ერთად. ძველების სასარგებლოდ მათი საფეხბურთო გამოცდილება მეტყველებს.

რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იოლი პროცესი, მაგრამ დღეს ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ისეთ დღეშია, რომ იოლი საერთოდ არაფერი არ არის! უმთავრესი ისაა, ქართულ საკლუბო ფეხბურთში ფულის დამბანდებელ ინვესტორს დარჩეს იმის განცდა, რომ ის ფულს წყალში არ ყრის.

აქვე ალალი მადლობა რომან ფიფიას, გურამ რუხაძეს, ბესო ჩიხრაძეს, "საბურთალოს" შეფობას და იმ თითო-ოროლა კერძო ინვესტორს, ჯერაც რომ ემსახურებიან ქართულ ფეხბურთს...

მერე რა, რომ ყაზახეთია?..

გადაწყვეტილი ამბავია - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ალმათის "ქაირათს" გაწვრთნის. სწორედ ამ გუნდს ავარჯიშებდა საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი.

როგორ უნდა შეფასდეს ცხადაძის კარიერისთვის ეს ნაბიჯი?

ჩვენ წლების განმავლობაში მივეჩვიეთ იმას, რომ ყაზახური ფეხბურთი ჩვენსას ვერ დაეტოლებოდა. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. ყაზახებმა საკლუბო ფეხბურთში მაგრად გაგვასწრეს და სანაკრებო ფრონტზეც რომ არ ჩამოგვრჩებიან, ეს ერთად ვნახეთ ერთი კვირის წინ...

"ქაირათს" კარგი შემადგენლობა ჰყავს, ფინანსურადაც ულხინს და ყაზახეთის ჩემპიონობაც სურს. შემადგენლობა ტყუილად როდი ვახსენეთ: ცხადაძე-მწვრთნელისთვის ძალიან დიდი გამოწვევა უნდა იყოს ანდრეი არშავინთან და ანატოლი ტიმოშჩუკთან მუშაობა.

სხვისი არ ვიცი და, პირადად მე "ქაირათი" გაცილებით ძლიერი გუნდი, სხვა საფეხური მგონია, ვიდრე თუნდაც ბაქოს "ინტერი". ნუ დაგვავიწყდება, რომ ბოლო დროს ყაზახური კლუბები ევროთასებზე წარმატებებს მიეჩვივნენ.

მალე ზაფხული მოვა, მანამდე ცხადაძე თავის თარგზე მოჭრის გუნდს და დიდი იმედი გვაქვს, ევროტურნირებზეც კარგად ათამაშებს. ყაზახეთს კი ისეთი ჩემპიონატი აქვს, გასეირნებით თითქმის ვერავისთან გაისეირნებ. იქ მრავლად არიან კარგი ლეგიონერები სერბეთიდან, რუსეთიდან, ბალკანეთის ქვეყნებიდან, აფრიკიდან...

მოკლედ, ამ ეტაპზე, როცა სეზონი ჯერ არ დასრულებულა, "ქაირათი" მისაღები ვარიანტია, თუმცა მჯერა, ეს არ არის ცხადაძე-მწვრთნელის მწვერვალი და ის კარიერაში უფრო ძლიერ გუნდსაც გაწვრთნის.

ახლა კი სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ - ყაზახური ფეხბურთი ქართულზე წინაა! სხვა თუ არაფერი, სადღეისოდ იქაურ საკლუბო ფეხბურთში იმხელა ფული იხარჯება, ჩვენ რომ არც დაგვესიზმრება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

niko
ვეთანხმები ყველაფერს მაგრამ ეს ცხადაძე რა შუაში იყო? ნუ დაგვღალეთ ამ ცხადაძით.
Cemo giga
სანამ არ იქნება კერძო სექტორი, არ იქნება ფეხბურთი.
giga
გამაგიჟებს ე ხალხი რა. ანეგდოტია ეგეთი, ცოლი მთვრალ ქმარს არ უღებს კარებს და ქმარი ეუბნება, გამიღე ლამაზი ყვავილები მაქვს ლამაზი ქალისთვისო. გაუღო და ეკითხება სადაა ლამაზი ყვავილებიო, და ქმარი: და ლამაზი ქალი სადააო? :D ანალოგიურად, სად არის კერძო სექტორიო; და ფეხბურთი სადაა?
kvaxa
ძალით ფულს არავინ ჩადებს ფეხბურთში. ეს 5 წელი იმიტომ აიღეს რომ სიტუაცია გამოსწორდეს, რაღაც დონემდე. მერე იმ დაბალ დონეზე 5 წელი სახელმწიფო შეგინარჩუნებს სტაბილურად. სადაც სტაბილურობაა იქ ბიზნესი უფრო მიდის, რადგან გათვლა უფრო ადვილია. გარდა ამისა 10 გუნდა ჩემპი გაზრდის კონკურენციას ფეხბურთელებში. უკვე იმ 1000 ლარის გულისთვის სირბილი მოუწევს. დღეს ამბობს 1000 ლარად რატო ვითამაშოო, ხვალ ადგილი და ის ფულიც რომ არ ექნება თავს შეიწუხებს. თუ ფეხბურთელებმა არ მოინდომეს, თუ ის ტრენერები არ მოვიშორეთ ვინც ახალგაზრდებს დაწინაურებაში ფულს თხოვს სტადიონზე ხალხი არ მივა. არავინ არ უყურებს ამათ მაიმუნობას არც ტელევიზორში და არც ნოუკამპი რომ აუშენო, იქ. ფედერაციამ გადადგა დიდი ნაბიჯი, ახლა ჯერი ტრენერებზე და ფეხბურთელებზეა. ამის მერე მოვა ქომაგი და ბოლოს ბიზნესმენი. აბა თქვენ ჯერ კრიშა გინდათ და მერე სახლი.
Giorgi567
სანამ არ იქნება სტადიონები, სანამ ყველა უმაღლესის გუნდს არ ექნება დინამოს, ან საბურთალოს დონის აკადემია მანამდე ვიქნებით სხვა ქვეყნების ჩამონათვალში ამან გაგვასწრო იმან და ა.შ კერძო ინვესტორი რო დააინტერესო ჯერ ფედერაცია უნდა იყვეს მაგალითის მიმცემი მე ფედერაციას ვთხოვდი შექმნას ქართული ფეხბურთის ტელევიზია რომელიც უმაღლესი ლიგიდან რეგიონალურის და ბავშვთა ფეხბურთის ჩათვლით გააშუქებს თამაშებს. არ მგონია იყოს წამგებიანი,
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

კახა ჭუმბურიძე: მე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტად? ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
წყალბურთი: "დინამომ" და "თბილისმა" მეტოქეები მარტივად დაამარცხეს
წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონატის ფინალი: "დინამომ" პირველი შეხვედრა მოიგო
"ქართველი გულშემატკივრის გარდა, არავის წინაშე არ ვარ ვალდებული!.."
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ვისაც წუმპეში ყოფნა უჯობს - ანუ გზა, რომელიც დიდ ფეხბურთამდე ვერ მიგვიყვანს
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
წყალბურთი: ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "თბილისმა" ანგარიში გაათანაბრა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი გადადგა, კლუბში ჟორდანია-უგულავას ჯგუფი მოდის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
წყალბურთი. ჩემპიონატი: ლიდერებმა კვლავ გაიმარჯვეს
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
"ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია - კლუბის პრეზიდენტის კომენტარი
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
"ზურაბ ფოცხვერია წაგებული შეხვედრის შემდეგაც პრემიას გვაძლევდა" - "ამერის" გახსენება [VIDEO+PHOTO]
ანატოლი პისკოვეცი გვიბრუნდება - უკრაინელი სპეციალისტი ისევ "გაგრას" გაწვრთნის
ბესიკ ჩიხრაძე: ფეხბურთი მომგებიანი რომ გახდეს, ამას 5-წლიანი პროგრამა არ ეყოფა
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
წყალბურთი. "თბილისი" საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
გურამ რუხაძე: დღევანდელი ფედერაციის აპოლოგეტობას ვერავინ დამწამებს...
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტი თბილისის "ოლიმპია"
[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი
[ექსკლუზივი] თბილისის "ამერის" აღდგენა ფინელ ინვესტორს სურს
როგორ გადავარჩინოთ ფეხბურთი - რას ურჩევენ კლუბები სპორტის ახალ მინისტრს?
თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
"ტორპედოს" პრეზიდენტი: ჟორდანიას მეგობრები ქუთაისის მერს უკვე ელაპარაკნენ...
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ვის მისცეს ხმა ფიფას გამოკითხვაში საქართველოს წარმომადგენლებმა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"