საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIII ტური

წამდაუწუმ გოლების მომლოდინეებს ჩვენგან პერიფრაზირებული იოსებ გრიშაშვილის ეს სიტყვები გაგვახსენდა, იმდენად თვალსასეირო, სანახაობრივი, მღელვარე, დიდი საფეხბურთო კომპონენტებით აღსავსე გამოდგა მატჩი.

ერთი სიტყვით, ბრძოლა კი არა, ნამდვილი ომი იყო, ხოლო ორივე მხარე - მხოლოდ საუკეთესო თავდაცვად აღიარებულ შეტევაზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ აგვეკვიატა წარსულის საფეხბურთო დიდებით ნოსტალგირებულებს აზრი - ამდენი თუ შეგვეძლო, აქამდე სად ვიყავითო?!.

არადა, დასაწყისში თამაშს ისეთი პირი უჩანდა, თითქოს, "ჩიხურას" ადვილად უნდა დაემარცხებინა მეტოქე. სტარტიდან 4 წუთიც არ იყო გასული და, საჩხერელებმა სამჯერ შეძლეს მოწინააღმდეგის მეკარის შეწუხება, ხოლო მე-5 წუთზე ვოლკოვის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მცველებისგან ისევ ვოლკოვმა დაისაკუთრა და იმდენად ძლიერად და ზუსტად დასცხო, ნადირაძემ მხოლოდ მოგერიება შეძლო (აღება ნებისმიერ მეკარეს გაუჭირდებოდა), უკუგდებულზე კი განუგრავამ არ დაახანა - 1:0.

მე-7 წუთზე კორიფაძემ სწრაფი რეიდი განახორციელა თავისი საჯარიმო მოედნის სიახლოვიდან, ორ მცველს მაღალოსტატურად გადაუტარა თავზე ბურთი და ფილიგრანული პასი მისცა ვოლკოვს. მეკარის თავგანწირვამ არ მისცა საშუალება მაყურებელს, დამტკბარიყო ულამაზესი გოლით...

ერთი წუთის შემდეგ იმავე ვოლკოვმა მაინც შეაგდო, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რაც ოდნავ საეჭვო ჩანდა...

მე-10 წუთზე ლოვრეჩიჩმა შორეული ჯარიმიდან ზედ თავზე დაასვა ბურთი ჩიკვაიძეს და ანგარიში 2:0 გახდა.

აქ კი ცხინვალელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათი დაბნეულობა დიდხანს არ გაგრძელდა, კახა კაჭარავას შეგირდები მალევე მოეგნენ გონს და უმკაცრესი პრესინგით მეტოქეს მეტი გოლი აღარ გაატანინეს - მაშინაც კი, როცა ბოლოსკენ კაცნაკლულნი დარჩნენ.

პირიქით, თანდათანობით, მეთოდურად გაუშინაურდნენ საჩხერელთა საჯარიმო მოედანს და მე-17 წუთზე ივანიშვილმა ოდნავ არაზუსტად დაარტყა, რასაც კუჭუხიძემ ასპროცენტიანი საგოლე შანსის განიავებით უპასუხა, ხოლო მე-19 წუთზე ქოჩლაძემ დაუბრუნა თამაშს ინტრიგა აუღებელი დარტყმით - 2:1 და ეს ინტრიგა შეხვედრის ბოლომდე შენარჩუნდა.

კიდევ ერთი ასპროცენტიანი შანსი დაიკარგა კირკიტაძე-ლოვრეჩიჩის შთამბეჭდავი კომბინაციის შემდეგ, ტაიმის ბოლოს კი "ჩიხურა" სამჯერ ბეწვზე გადაურჩა გოლს. ერთ ეპიზოდში ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო ორჯერ ჰამზიჩმა სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა.

მეორე ტაიმის დასაწყისი პირველის ანალოგიური იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად სტუმრები მოგვევლინნენ დომინანტებად. 50-ე წუთზე კიდევ ორი სასწაული ვნახეთ! სხვა რა უნდა ეწოდოს ჰამზიჩის ქმედებას, როცა ლექვთაძის მიერ სულ რაღაც ხუთიოდე მეტრიდან უძლიერესად დარტყმულიც მოიგერია და იქვე - დამატებულიც!

შემდგომში, უამრავი მომენტიდან განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო კირკიტაძისა და დობროვოლსკის კინაღამ გატანილი გოლები, 75-ე წუთზე, კუჭუხიძესთან ჭიდილში "ბოლო იმედის" ჯარიმისთვის ქარდავას დამსახურებული წითელი ბარათი და კიდევ ერთი სასწაული - ჩვეულებად ექცა რა სარდალიშვილს შეცვლაზე შესვლისას გოლის გატანა, ამჯერადაც არ დაუკლია საამისო ცდა და რამდენჯერმე ღირსიც იყო, შეეცვალა ანგარიში.

განსაკუთრებით, ეს ზემოხსენებულ მომენტზე ითქმის, როცა მის გარდაუვალ საგოლე დარტყმას სასწაულებრივი "სეივით" შეეგება ნადირაძე.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIII ტური

06.04. ივანწმინდა

ჩიხურა-ცხინვალი 2:1

გოლები: 1:0 განუგრავა (5), 2:0 ჩიკვაიძე (10. ლოვრეჩიჩის პასით), 2:1 ქოჩლაძე (19)

ჩიხურა: ჰამზიჩი, კირკიტაძე, მეგრელიშვილი, განუგრავა, კუჭუხიძე (87. მუმლაძე), კორიფაძე, ვოლკოვი (56. სარდალიშვილი), ლოვრეჩიჩი (59. ჭანკოტაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია.

სათადარიგოები: კუპატაძე, კაკაშვილი, დეკანოიძე, რეხვიაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ცხინვალი: ნადირაძე, გორგიაშვილი, ქოჩლაძე, ქარდავა, ბაჩიაშვილი (87. ძაგოევი), ბეჭვაია, კაკუბავა, მაისაშვილი, ლექვთაძე (71. ჯიშკარიანი), ივანიშვილი, ისიანი (67. ლობჯანიძე).

სათადარიგოები: კერესელიძე, ბურძენიძე, ბუტვევი, ნოზაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: ლექვთაძე (69)

გაძევება: ქარდავა (75)

არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები:

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 17

ო. მარცვალაძე (დილა) 14

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 13

მომდევნო, XXIV ტური

10 აპრილი, კვირა

კოლხეთი -ჩიხურა

საბურთალო-ლოკომოტივი

დინამო (ბთ)-გურია

დილა-სიონი

მერანი-საპოვნელა

ტორპედო-სამტრედია

ზუგდიდი-შუქურა

ცხინვალი-დინამო (თბ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
ჩიხურა-კოლხეთი 3:1 - გუნდურად, დამაჯერებლად... [VIDEO]
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
რევაზ არველაძე: შუკერი მთლად გაგიჟდა, ჩვენი პროექტი აღმასკომზე გააქვს...
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"ჩიხურა" თურქულ შეკრებაზე მეორე სპარინგს უნგრულ "კიშვარდასთან" გამართავს
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ჩიხურა-დინამო(თბ) 2:1 - დაბრუნებაც ასეთი უნდა! [VIDEO]
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ცხინვალი-სიონი 4:2 - ჯამარაული და ჟვანია ქართულ ფეხბურთს უბრუნდებიან
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
ალტახი-ჩიხურა 1:1 - ძველი კალაპოტით [VIDEO]
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ასეთები საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელნი არიან - ლაშა "ჩიკვაიძის" 10 წელი "ჩიხურაში"
"ტორპედომ" 10 ახალწვეული წარადგინა - ზიდანი 9 ნომერია
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
დინო ჰამზიჩი: "ფოლაზე" უფრო ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია
უმაღლესი ლიგა. საშუალედო ნომინანტები და სიმბოლური: დიახ, იაშვილი!
თბილისის "დინამო": კოვტალიუკი, ქოჩლაძე და შულაია დაკვირკვების ქვეშ...
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
გიორგი განუგრავამ "სამტრედია" დატოვა
ეროვნული ლიგა. XXI ტური: "ჩიხურა" "შუქურასთან" მარცხს გადაურჩა
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ჩიხურა-შუქურა 1:1 - შანსი დარჩა შანსად
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
დინამო(თბ)-ჩიხურა 5:0 - დინამოელთა რეკორდი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" უშეცდომოდ!..
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"პასუხს 15 იანვრამდე ველოდები" - სად გააგრძელებს კარიერას დინო ჰამზიჩი?
[ლელოს სტუმარი] გიორგი ნადირაძე: რა ფული? ეს ხომ ჩემი ოცნების ასრულება იყო?!
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
დინამო(თბ)-დილა 5:0 - ეფექტურიც და ეფექტიანიც! [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
საჩხერის "ჩიხურა": თურქეთში ბულგარელების წინააღმდეგ
ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
უმაღლესი ლიგის XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
უმაღლესი ლიგა. I წრის შეჯამება: ვინ, როდის, რამდენჯერ?