რაზე ისაუბრეს ილია კოკაიამ, ვისენტე დელ ბოსკემ და "რეალის" ხელმძღვანელებმა...
რამდენიმე დღეა, ესპანეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია.

იმერული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი გვამცნობს, რომ კოკაია შეხვდა ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს, ვინც თავის დროზე "რეალის" ფეხბურთელი იყო, მერე კი "გალაქტიკოდ" წოდებული დიდი გუნდის თავკაციც.

როგორც შევიტყვეთ, ამ შეხვედრის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. პოლოლიკაშვილს ქართველი ქომაგის წინაშე წარდგენა არ სჭირდება - ის ფეხბურთის დიდი ქომაგია და რამდენიმე წლის წინ თბილისის "დინამოშიც" მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

რაზე ისაუბრა კოკაიამ დელ ბოსკესთან და "რეალის" ხელმძღვანელ პირებთან? ამის თაობაზე უფრო დაწვრილებით მას შემდეგ შევიტყობთ, როცა ვიზიტი დასრულდება. ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ "ზესტაფონის" მფლობელის ესპანური ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი "რეალის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სტრუქტურის გაცნობა და იქაური გამოცდილების, ასე ვთქვათ, გადმოქართულებაა.

ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი იდეაა. არავინ დავობს იმაზე, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს სწორედ "ფესვებში" უჭირს და ჩვენი ფეხბურთის საშველი არ იქნება, თუ ბავშვთა ფეხბურთს არ მიეხედა.

როგორც ჩანს, "ზესტაფონის" მფლობელი ამ პრობლემით სერიოზულადაა დაინტერესებული. ბავშვთა ფეხბურთის მხრივ, განსაკუთრებით მწვავედ დგას პრობლემა რეგიონებში, მათ შორის - დასავლეთ საქართველოში, რომელიც ქართული ფეხბურთის ტალანტების დიდი სამჭედლო იყო...

რა თქმა უნდა, "რეალი" სხვა სიმაღლეა, მაგრამ ძლიერი საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება "ზესტაფონში" უტოპია სულაც არ არის. მკითხველს შევახსენებთ, რომ კლუბის განკარგულებაშია ორი შესანიშნავი ბაზა (თბილისსა და ზესტაფონში).

ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მოთამაშე ჭაბუკების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისურ კლუბებს წარმოადგენს. ამაში დამნაშავე არც ნაკრებების მწვრთნელები არიან და არც კლუბების ხელმძღვანელები. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისის გარდა, დღევანდელ საქართველოში არსად არ არის შექმნილი თუნდაც ნორმალური პირობები ბავშვის განვითარებისთვის. საკმარისია, ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდეს რეგიონში, რომ იმ წამსვე თბილისში გარბის.

...არაერთხელ გვინახავს, ამბიციურ ქართულ კლუბებს სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობა რომ დაუწყიათ და ძალიან ცოტა შემთხვევაში ყოფილა ეს პროექტი წარმატებული. იმედი გვაქვს, "ზესტაფონისა" და "რეალის" შემთხვევაში სხვანაირად იქნება და აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.

მადრიდული კლუბი, ალბათ, ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში და როცა საქმე "რეალს" ეხება, ძალიან ბევრი სასარგებლო რამის სწავლა შეიძლება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koka
Lelo. Chadit azerebtan. Da turqetshi naxet rogor ashuqeden fexdurts televiziit ai amaze weret rom baudrunot xalxi stabioneds
kote
Tengo-ს ვეთამხმები - რეალური პრობლემა ჩვენს ჩემპიონატში უნდა ვეძებოთ. უპირველესი პრობლემა იმაშია, რომ ჩემპიონატში ძირითადად სახელმწიფო კლუბები თამაშობენ, რომლებშიც ხვალინდელ დღეზე არავინ ფიქრობს - ყველამ იცის, რომ დროებითაა იმ კლუბში და შესაბამისად არც ახალგაზრდები აინტერესებს არავის, ყველას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს.
Giorgio
მიუყვანეთ ბავშვები კოკაიას და ნახავთ, ორ წელში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიც არ ეყოლება.
irakli sesikelashvili
ესეთ ადამიანებს რომ არ ვაფასებთ იმიტომაცაა ესეთ დღეში ჩემპიონატი რაც მაგან ხეჩიკაშვილმადა ფიფიამ გააკეთეს ქართულ ფეხბურთში მაგის მეათედი რომ გააკეთოს ყველა კლუბის ფრესიდენტმა მაშინ გვეშველება
kaxa
ბავშვობიდან უნდა ისწავლოს ფეხბურტის ფილოსოფია და პროფესიონალად ჩამოყალიბდეს, ამიტომ არის ეს საქმე დასაფასებელი. ბატონ ილიას კი უღრმესი მადლობა ამ საშვილიშვილო საქმეში. მიეცით გასაქანი ასეთ ადამიანებს.
Tengo
ამიხსენით ერთი რამ თუ ბავშთა აღზრდაშია პრობლემა დღევანდელი სიტუაცია მაშ რატომ ახალგაზდური ნაკრებები ესპანეთს, ინგლის... ტოლ სწორედ ეთამაშებიან და ზრდასრული ასაკში ამხელა განსხვავებს?? იქნებ ჩემპიონატის ბრალია??
enguri
ილია კოკაიას სულ "პადნოჟკებს" რატომ უდებენ? მართლა ძალიან მაინტერესებს.. ჯერჯერობით რასაც ვუყურებ ამ კაცზე საღი აზრი და სწორი ხედვა არავის არა აქვს და რაც მთავარია საქმეს აკეთებს!!!
gulshematkivari
ყოჩახ ბატონო კოკაია-მჯერა რომ,თქვენ ამას შეძლებთ,გისურვებთ წარმატებებს.
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
უარი ვარსკვლავებზე - მოურინიოს თხოვნა პერესს
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
"ლივერპულის" მცველი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
"ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ესპანეთში ვისენტე დელ ბოსკეს შეხვდა
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
ლეო მესი ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის ელჩად დანიშნა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"ახლა მაინც ხომ არ იტყვიან, ნაკრებში ფეხბურთელები თავს ზოგავენო?"
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ᓡᓘ
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
შოთა არველაძე მადრიდის "რეალშია"!
ᓡᕐᕛᓗᓐᓕ