ნუკრი რევიშვილი: "ისევ იმ ყარაულის სახელი შეგვრჩება, თოფი შემთხვევით რომ გაუვარდება ხოლმე, თუკი..."
ნუკრი რევიშვილი მკურნალობას თბილისში აგრძელებს. ხეტაფეში, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრის 53-ე წუთზე ჩვენი მეკარე სერხიო ბუსკეტსთან შეტაკებისას დაშავდა - წარბი გაუსკდა, ტვინის შერყევა მიიღო და ყბა-სახის ძვალი ოთხ ადგილას გაუტყდა.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

- რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

მატჩის შემდეგ ის მადრიდის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 8 ივნისს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, რევიშვილმა "ლელოს" ინტერვიუზე უარი არ უთხრა:

- მოტეხილობა ოთხ ადგილზე მქონდა. ესპანელებმა ფირფიტები ჩამიდგეს და ოპერაცია წარმატებით ჩამიტარეს. მადლობა ლევან კობიაშვილს და ფეხბურთის ფედერაციას, კლინიკას ოპერაციის ხარჯები მათ დაურიცხეს და საერთოდაც, გვერდიდან არ მშორდებოდნენ. საქმე ფულში არაა, ეს პრობლემა არ იქნებოდა, მთავარი ყურადღებაა, რასაც სულ ვგრძნობდი. გვერდიდან არ მომშორებია ნაკრების ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი, ჩვენი პრესატაშე ოთარ გიორგაძე და ესპანეთში საქართველოს კონსული ზურაბ პოლოლიკაშვილი. სამწუხარო ის არის, რომ დასვენება გამიგრძელდება.

- ვარჯიშს როდის განაახლებთ?

- მალე რეაბილიტაციის კურსს დავიწყებ და ექიმები მაიმედებენ, რომ 10 ივლისიდან ვარჯიშს შევძლებ.

- როგორც გვითხრეს, შესაძლოა, დამცავი ჩაფხუტით ითამაშოთ...

- ტრავმის შემდგომ პერიოდში უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს... (იცინის) ისე, ახლა მაინც ხომ არ იტყვიან, ნაკრებში ფეხბურთელები თავს ზოგავენო?

- და მაინც, რა მოხდა 7 ივნისს ესპანეთთან მატჩში? ეს დღემდე ვერ აუხსნია ბევრს...

- ამას ვერავინ ახსნის... მაგრამ ფაქტია, რომ სლოვაკეთთან და რუმინეთთან წაგებებისა და საერთოდ, ჩავარდნების შემდეგ ეს ჩვენი ნაკრებისთვის აღმოჩნდა წამალიც, საშველიც და ყველაფერი. ეს იგივე იყო, მონადირე სახლში ხელცარიელი რომ დაბრუნდეს და ჭიშკართან მოკლული დათვი დახვდეს. ასეთ საშველს ვერც წარმოვიდგენდით. მომავალი შესარჩევი ციკლის თამაშებამდე ეს თითოეულ ჩვენგანსა და მთლიანად გუნდს თავდაჯერებულობასა და რწმენას შესძენს, რომ შეუძლებელი არაფერია.

არ დაგვავიწყდეს, ამ თამაშებში ლორია, კანკავა და ანანიძე ვერ გვეხმარებოდნენ, ბოლოს კი მჭედლიძეც დაგვაკლდა. ეს ხალხი კი ნაკრებისთვის დიდი ძალაა.

- ვაისმა სლოვაკეთთან და რუმინეთთან შერცხვენილი გუნდის ასე მოფერიანება როგორ მოახერხა?

- რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მას შემდეგ ვაისი სულ ეძებდა ჩვენთვის უფრო მისაღებ სათამაშო სქემას და მგონი, იპოვა კიდეც. რაც მთავარია, ამაში ხელი ფეხბურთელებმაც შეუწყვეს. სათამაშო დისციპლინა რომ დავიცავით, ეს იყო მთავარი.

- ეს ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ სლოვაკეთთან და რუმინეთთან რა დაგემართათ?

- სამწუხაროდ, რაღაც არ აეწყო და მეტოქეებს ვერაფერი დავუპირისპირეთ. ხომ იცით, ბუნებაში არაფერი იკარგება - ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის გუნდი ლიგიდან გავარდა - ჩემი, კანკავას, ჭანტურიასა და ოქრიაშვილის... ყველა კლუბს ვეძებთ. ამ ყველაფერმა ჩვენზეც და საერთო განწყობაზეც იმოქმედა. საერთოდაც, გუნდი აფორიაქებული იყო. მაგრამ 8 წუთში 2 გაშვებული გოლი მაინც მეტისმეტი იყო.

- ესპანეთთან მატჩამდე ეს გავარდნილი გუნდები ლიგებში არ დაუბრუნებიათ, მაგრამ მაინც ითამაშეთ...

- ხეტაფეს მატჩამდე ბევრი რამ შეიცვალა. წაგებებით ხალხი იმედგაცრუებული დავტოვეთ, თავმოყვარეობა კი თითოეულ ჩვენგანს გააჩნია. მეორე მხრივ, ესპანეთთან და სხვა გრანდებთან სპეციალურად მოტივირება არავის სჭირდება - მათთან თამაში და თავის გამოჩენის სურვილი ისედაც დიდი სტიმულია.

- საერთოდ, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კარგა ხანს ვაისსა და გუნდს შორის ურთიერთგაგება არ არსებობდა...

- მე სხვაგვარად ვიტყოდი. წლები გადიოდა და საქართველოს ნაკრები ვერაფერს აღწევდა. ამ დროს, დაინიშნა ცხადაძე, რომელმაც არა მხოლოდ გულშემატკივარში, არამედ, თითოეულ ჩვენგანში იმედი გააჩინა. კახას ძალიან შევეჩვიეთ და მას შემდეგ ასეთ გუნდში მუშაობა მოურინიოსაც გაუჭირდებოდა. მაგრამ ამ შეკრებაზე კარგი ის მოხდა, რომ ვაისმა გუნდის წევრები ახლოს გაიცნო, ბიჭებმა კი კარგად გავუგეთ...

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არაფერს გვარგებს, ესპანეთთან მოგებაზე რომ ჩავიციკლოთ. ასეთივე სათამაშო დისციპლინა და კონცენტრაცია სტაბილურად უნდა გამოვავლინოთ და დარწმუნებულები იყავით, შესარჩევ ციკლს წინაზე ღირსეულად დავასრულებთ. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენი თამასაც თავადვე უნდა ავწიოთ. ასე რომელიმე ქართველს ტოპ-ლიგაში აიყვანენ, მერე სხვები მიჰყვებიან და ბოლოს დარწმუნდებიან, რომ ქართველებშიც არიან საინტერესო ფეხბურთელები.

სხვაგვარად, მოლდოვასთან და მსგავს ნაკრებებთან რომ წავაგოთ, ეს მოგება ფასს დაკარგავს და ისევ იმ ყარაულის სახელი შეგვრჩება, თოფი შემთხვევით რომ გაუვარდება ხოლმე.

- ახალ სეზონში რომელ გუნდში გიხილავთ?

- ახლა ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. "მორდოვია" პირველ ლიგაში გავარდა და დარჩენა არ მსურს. ლაპარაკი იყო თურქეთის სუპერლიგის სამ გუნდზე და ვნახოთ. ერთი ის მაფიქრებს, რომ ტრავმირებული ვარ და არ ვიცი, ასეთ მდგომარეობაში ვინმე წამიყვანს?

ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ სარანსკში ნახევარი წლით დავრჩე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიტო
გუშინ კაზინოშიც არ ზოგავდა თავს :)
გააუქმეთ ქართული ფეხბურთი
მოიგეთ არა კვახი. თქვენი ნათამაშები ფეხბურთი არ გაიშვა. მეორე თამაშშივე ჩაფლავდებით. გვაიმედებენ ფედერაციის ხალხი, ფეხბურთელები და ფეხბურთში დაკავებული ხალხი რო არ მოვითხოვოთ ამათთვის დაფინანსების შეწყვეტა. თვითონაც იციან, რომ არაფერი გამოვა, მაგრამ მუქთა ფული უნდათ და რა ქნან.
Guadua
ნუკრი, ნუ ახურებ ახლა შენაც,კაცი შემთხვევით შეიძლება ჭიქაშიც ან უნიტაზშიც დაიხრჩოს და დაიუმტვრას.შენ შეგნებულად არ მიფრინავდი თავით რომ მეტოქე გაგაჩერებინა,მიდოდი ბურტზე,ისიც იმავეზე და დაეჯახეთ ერთმანეთს, მოსდა შემთხვევითობა, მადლობა რომ გაუძელი, მადლობა უფალს რომ გადარჩი და გამოჯანრთელდები, მაგრამ ეს სპორტის შემადგენელი ნაწილია და აქ შემთხვევითობა მუდამ არის, ვერავის დააკნინებ და ვერც ვერავის შეაქებ,ეგაა და ეგ. ჩემთვსი უმტავრესია რომ ტვინსი შერყევა არ გქონდეს ისეთი რომ დანარჩენს შენს ცხოვრებაზე იმოქმედოს უარყოფითად,ეგაა უმთავრესი წარმატებები სპროტულ კარიერაში!
bebeto
თვით კმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ თორემ დაგვღუპავს.შრომა უნდა გავაგრძელდეს,ასევე როგორმე სტაბილურიბას უნდა მივაღწიოთ.წინ უამრავი რთული მატჩები ელის ნაკრებს,კარგად უნდა მოემზადონ ამისთვის,სწორი ანალიზი და სტრატეგია უნდა შეიმუშაონ.მიწაზე რაც უფრო მალე დავეშვებიტ მიტ უფრო კარგი იქნება გუნდისთვის. თუმცა ესპანეთთან გამარჯვება არავის დაავიწყდება.
giorgi
ახლა არა, მაგრამ 3:1-ს და 5:1-ს რომ წააგებთი ისე რომ სტადიონზე სიარულის მეტი არ გექნებათ გაკეთებული მაშინ ვიტყვით, თანაც ყველა ფეხბურთელს არ ვიგულისხმებთ.
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
კახა ცხადაძე: ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ეს შედეგი ვერ დაიდო...
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ᓡᕐᕛᓗᓐᓕ
"ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ესპანეთში ვისენტე დელ ბოსკეს შეხვდა
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
ბაქოს "ინტერი": ამათაც უნდა ვუქომაგოთ!
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ლეო მესი ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის ელჩად დანიშნა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია
[VIDEO] ესპანეთმა ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი დაჯაბნა და ფინალში გავიდა
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
დავით თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" ბესიკ ამაშუკელი მიიყვანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
პროექტი: მადრიდის "რეალის" საფეხბურთო აკადემიის ანალოგი საქართველოში?
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
შოთა არველაძე მადრიდის "რეალშია"!
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ᓡᓘ
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ლევან მჭედლიძე: "ემპოლიში" ყველა გაოცებულია, ვინ არის ეს ექიმიო
შესაძლოა, ნუკრი რევიშვილმა პეტრ ჩეხის დარად, ჩაფხუტით ითამაშოს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან