საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი თუ წევრობის კანდიდატი გუნდს გამოიცვლის
ახლოვდება სეზონის დასასრული და ადვილია იმის პროგნოზირება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი თუ წევრობის კანდიდატი გუნდს გამოიცვლის.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბევრ ჩვენებურს აკლია სათამაშო პრაქტიკა. გარდა ამისა, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ საქართველოს ნაკრების ერთმა-ორმა ფეხბურთელმა უკეთეს გუნდშიც გადაინაცვლოს...

ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი) - საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდს ურთულესი დროება უდგას. სარანსკის საფეხბურთო კლუბი ძალიან ახლოსაა რუსული პრემიერლიგის დატოვებასთან. გარდა ამისა, უკვე თვეებია, "მორდოვიაში" ხელფასები აღარ რიგდება და ფეხბურთელები გაფიცვასაც აპირებენ. სავარაუდოდ, რევიშვილი და სარანსკელთა მეორე ქართველი - მამუკა კობახიძე ახალი კლუბების ძებნას შეუდგებიან. ეს უკანასკნელი კონტრაქტით ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის.

სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი) - ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს შანსი აქვს, გაცილებით უკეთეს კლუბში გადავიდეს. კვირკველია ყაზანის "რუბინის" დაცვის ლიდერია. მისი გადაბირება რამდენიმე ტოპ-კლუბს სურს (ყოველ შემთხვევაში, სურდა), მათ შორის - "დორტმუნდს", "ლივერპულს", "ნაპოლის"... ეგაა, ყაზანელები ჩვენებურს იოლად და იაფად არ შეელევიან.

გიორგი ნავალოვსკი ("სკა ენერგია", რუსეთი) - საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გუნდი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ვიცით, რომ თუნდაც სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარე, გიორგის ამის გაკეთება ძალიან უნდა. მან რუსეთის პირველი ლიგის ჭაობს თავი უნდა დააღწიოს. ნავალოვსკის თავისუფლად შეუძლია საშუალოევროპული დონის გუნდში თამაში. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი) - თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი გუნდს გამოიცვლის და კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ "ქაირათში" გააგრძელებს. კვეკვესკირს იქ დახვდება ჩვენი ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე, რომელმაც პირველად ათამაშა ის ეროვნულ ნაკრებში. უყურებ აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩებს და რწმუნდები, რომ კვეკვესკირი უკვე გადაიზარდა ბაქოს "ინტერისთვის". ვიცით ისიც, რომ ამ ფეხბურთელის მიმართ გულგრილი არც თბილისის "დინამოა". მოკლედ, ვნახოთ...

სანდრო კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა) - "დნიპრომ" ის ერთხელაც დაიბრუნა, თუმცა არავინ იცის, რა იქნება ზაფხულში. სანდრომ ბოლო დროს რამდენიმე ტრავმა გადაიტანა, მათ შორის, ერთი - სულ ცოტა ხნის წინ. კობახიძე არც "დნიპროს" სათადარიგოთა სკამისთვის გვემეტება და არც - საშუალო უკრაინული კლუბისთვის. ალბათ, ურიგო არ იქნება, თუ კობახიძე რომელიმე ევროპულ კლუბში მოსინჯავს ძალას და პოსტსაბჭოთა საფეხბურთო სივრცეს საბოლოოდ მოწყდება. ერთი ცხადია - მის ასაკში ფეხბურთელს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ექნება კი ეს პრაქტიკა "დნიპროში"?

ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი) - ვფიქრობ, ეს ზაფხული გადამწყვეტი იქნება საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის. ახლა ჯანოს საქმეები კარგად ვერ მიდის. "სახალხო გუნდის" შემადგენლობაში მან თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის მატჩები ჩაატარა. ევროპული კლუბი ანანიძისთვის მართლაც კარგი საჯილდაო ქვა იქნებოდა.

თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირი", თურქეთი) - აგერ, ცინცხალი ინფორმაცია, რომელიც გუშინ მოვიპოვეთ: საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თურქულ კლუბში აღარ დარჩება. თან ეს იმისდა მიუხედავად, შეინარჩუნებს თუ არა "ესქიშეჰირი" ადგილს თურქეთის უპირველეს საფეხბურთო ლიგაში. გავიგეთ ისიც, რომ ოქრიაშვილს აღარც ბელგიურ "გენკში" ვიხილავთ, რომლის საკუთრებაშიც ის დღემდე რჩება. არის შანსი, რომ თორნიკემ ისევ ბელგიაში გააგრძელოს კარიერა, ან ჰოლანდიაში. წესით, აპრილის ბოლომდე ბევრი რამ უნდა გაირკვეს.

ნიკა ძალამიძე ("რიზესფორი", თურქეთი) - ცენტრალურ ნახევარმცველს ძალიან უჭირს თურქული სუპერლიგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. ერთი მხრივ, ეს გასაგებია - თურქულ კლუბებს ხშირად ჩაჰყავთ სათამაშოდ სახელოვანი ვეტერანები. მაგალითად, ძალამიძის პოზიციაზე "რიზეში" სედრიკ მაკიადი თამაშობს, რომელსაც არაერთი მატჩი ჩაუტარებია გერმანულ ბუნდესლიგაში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ძალამიძე მალე გუნდს გამოიცვლის. ყველაზე მეტად სავარაუდოა პოლონეთში დაბრუნება. ამ ქვეყანაში ნიკას უკვე უთამაშია "ვიძევისა" და "იაგელონიას" რიგებში.

გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია) - აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა "დუისბურგი" ადგილს მეორე ბუნდესლიგაში. თუ ასე მოხდა, ჭანტურიას დარჩენის ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ არა და, როგორც გერმანული პრესა წერს, "დუისბურგს" გიორგის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ჭანტურიას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ აქვს. ის ბოლო დროს "დუისბურგის" ლიდერადაც ჩამოყალიბდა, თუმცა... მისგან კიდევ მეტს და მეტს ველით.

ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია) - საქართველოს ნაკრების ფორვარდს ტოსკანურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლია. ძალიან პარადოქსული სიტუაციაა - ამის მიუხედავად, "ემპოლის" ხელმძღვანელობა ჩვენებურს ვერ ელევა. სათვალავში უნდა ჩავაგდოთ ლევანის ხშირი ტრავმიანობაც, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან უშლის ხელს მის პროგრესს. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში.

მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია) - ბოლო დროს, ძირითადად, მწვრთნელის ხუშტურების გამო ვაწაძე "ორჰუსის" სათადარიგოთა სკამზე ზის. არადა, უთამაშებელიც კი ინარჩუნებს გუნდის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას. თუ ასე გაგრძელდა, ზაფხულში ვაწაძე გუნდს აუცილებლად გამოიცვლის. როგორც თავად გვითხრა, აქვს ბელგიური და ჰოლანდიური ვარიანტები.

გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბ) - თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მიმზიდველი ლუკმაა უცხოური კლუბებისთვის. ეგაა, "დინამოსიც" გვესმის - საქართველოს ჩემპიონატის ლიდერს ქვილითაიას შენარჩუნება და ევროტურნირებზე (დიდი ალბათობით - ჩემპიონთა ლიგაზე) გამოყენება სწადია. ამას წინათ, თურქულმა პრესამ ქვილითაიას მიმართ "ტრაბზონსფორის" ინტერესზე დაწერა. შესაძლოა, "დინამოს" ფორვარდისთვის ბრძოლაში არნემის "ვიტესიც" ჩაერთოს.

გიორგი მერებაშვილი ("ლევადიაკოსი", საბერძნეთი) - მერებაშვილისთვის უკეთესი ლიგა და უკეთესი გუნდი გვემეტება. ვერ ვიტყვით, რომ მას სათამაშო პრაქტიკა აკლია, თუმცა ვფიქრობთ, თავად ფეხბურთელსაც უნდა სურდეს ახალ ასპარეზზე ძალების მოსინჯვა.

თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რა არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უმთავრესი პრობლემა. ვგულისხმობთ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას, რაც აუცილებლად იჩენს ხოლმე თავს სანაკრებო მატჩებში.

მეორე პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ხშირად კარიერის გასაგრძელებლად ირჩევენ ისეთ კლუბებს, რომლებიც საშუალოევროპულ დონესაც კი ვერ აკმაყოფილებენ.

აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ ფეხბურთელების გარდა, მათ არჩევანზე პასუხისმგებლობა ხშირად ათასი ჯურის აგენტ-მენეჯერებს ეკისრებათ, რომლებიც არაფერს დაგიდევენ, ოღონდ ფინანსურად მათთვის სასურველი ტრანსფერი "გაჩარხონ".

ისე, ხშირ შემთხვევაში, ფეხბურთელიც დამნაშავეა. ოღონდ ფინანსურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იყოს და, ისიც ნაკლებად დაგიდევთ, რა ამბიციისა და გაქანების გუნდში მოუწევს კარიერის გაგრძელება.

ეს ყველაფერი კი საქართველოს ნაკრების თამაშზე ნეგატიურად აისახება. მერე გვიკვირს, რატომ ვერ ვუგებთ ყაზახეთს...

და კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრები არ შეიძლება მხოლოდ ლეგიონერებზე იყოს დამოკიდებული. თუ ეროვნული ჩემპიონატი შედარებით მაღალი დონის ტურნირი გახდება, ეს ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდს მნიშვნელოვნად წაადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კაკო
ქართულ ფეხბურთს ჰყავს კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი, ის ახლა შუქურას ღირსებას იცავს, ირაკლი კომახიძე. მე მჯერა ეს ბიჭი მალე საფეხბურთო სამყაროს აალაპარაკებს.
ლერი
ჯერ ერთი ძალიან მცირე ჩამონათვალია.რაც ჩვენი ფეხბურთში შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს და მეორეც,ჩამონათვალიდან მხოლოდ კვირკველიას და ალბათ კვესკვერის წინსვლაზე შეიძლება საუბარი.სხვებს(მჭედლიძეს არ ვგულისხმობ) კი,რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს იმ დაბალი დონის გუნდებშიც არ ენდობიან და სათადარიგოთა სკამზე სხედან.
vaimedauishen
ამ ჩამონათვალიდანაც აშკარად ჩანს რა საშინელ დღეშია ქართული ფეხბურთი. ჟურნალისტი კი ცდილობს სიტუაციის გალამაზეას, მაგრამ ამ აპოკალიფსურ სურათს არაფერი ეშველება.
T.D.
აქ ზოგიერთები წერენ, ჩვენი ფეხბურთელები ფიზიკურად სუსტები მაგრამ ტექნიკურები არიანო. საერთოდ აზრზე ხართ რა არის ფეხბურთში ტექნიკა? ერთადგილზე მატაობა წინსვლისა და სახიფათო სიტუაციის შექმნის გარეშე? აბა ერთი ეროვნულ ნაკრებში(!) დათვალეთ ერთ თამაშში ზუსტი პასები ან პასის ისე მიღება, რომ სამ მეტრში არ გადაუვარდეს ბურთი ან კარში დარტყმის ტექნიკა და შეადარეთ ნებისმიერ ევროპული ნაკრების ფეხბურთელთა მონაცემებს.ინერციით მოგვყვება ამჟამად უსაფუძვლო აზრი, რომ აპრიორი ტექნიკურები ვართ. ტექნარების თაობები მაშინ იზრდებოდნენ როცა ბავშვებს ეზოებში და უბნებში სათამაშო სივრცე ჰქონდათ და თითქმის ყოველდღე დილიდან ღამემდე (სანამ ბურთს ხედავდნენ, სად იყო განათებული სტადიონები) სიამოვნებით(!) თამაშობდნენ და არა ისე, როგორც ეხლა დადიან ბავშვები სამუშაოდ და არა სავარჯიშოდ, რადგან იციან, რომ თუ გაუმართლებთ, მომავალში "კაი მაყუთს" გააკეთებენ და აიწყობენ ცხოვრებას.
dato
დავით ვოლკოვს მიაქციეთ ყურადღება, ბიჭი ნამდვილად მაგარი დადგება
ika
შეიძლება ტეხნარი არ იყო ნიჭით მარა ფიზიკურად ხომ უნდა იყო ძლიერი როცა ფეხბურთელი გქვია:D
სირბილის სწავლების ცენტრი
ფიზიკური კონდიციებით რომელი მათგანი აკმაყოფილებს საშუალო ევროპული კლუბის მოთხოვნებს? არ მიკვირს სადაც არიან იქაც იშვიათად რომ უწევთ თამაში - თორემ ტექნიკურები რომ არიან ამაზე არავინ დავობს.
saba
ან ოქრიაშვილს რა აცინებს ან ამის მერე რატო გჟერათ ნაკრების ან რატო გაქვთ იმის იმედი რ ჭანტურია ოქრიაშვილი ანანიძე მჭედლიძე და დანარჩენი "სტარები" გაიბრწყინებენ და მოუმატებენ?
qomagi
დავიჯერო ეხლა ოქრიაშვილმა, ჭანტურიამ, ვაწაძემ (ყველას არ ჩამოვთვლი), ქართულ კლუბებში მოისურვონ თამაში და რომელიმე ქართული კლუბი უარს ეტყვის?! დინამოში და ლიგაზე თამაში მათთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ასე შეიძლება კარგ გუნდებზე გასვლა სხვა გზა არ არსებობს. ქვილითაია კიდევ დინამომდან თუ წავა მგრადაც მიქარავს... გადმოდით ქართულ კლუბებში და ითამაშეთ ევროტურნირებზე. ასე ძნელია ამის მიხვედრა. ხლხც გაახარებთ, ევრო ტურნირებზეც ითამაშებთ და რაიცით რამოხდება... (ისე პატრიოტული აღზრდა მარტო ჯარიკაცს კი არ ჭირდება)
zaza
ავტორი ბრძანებს "ხშირად ჩვენი ფეხბურთელები კარიერის გასაგრძელებლად ისეთ კლუბებს ირჩევენ რომლებიც საშუალო ევროპულ დონესაც კი ვერ აკმაყოფილებენ" ირჩევენ არა, სხვა გამოსავალი არ აქვთ და მითუმეტეს არჩევანის საშუალება... არ მგონია ავტორის მიერ დასახელებული ფეხბურთელებიდან რომელიმე კმაყოფილი იყოს თავისი კლუბით ან სათამოშო პრაკტიკით მაგრამ რა გინდა რომ ქნას თუ არავის არ ჭირდება?!
Aburjga
სტადიონზე წასვლა შემაძულა ე.წ. ფანებმა, რომლებიც ფეხბურთში ვერ ერკვევიან, თამაშს არც კი უყურებენ, დაკავებული არიან უაზრო ღიანცელით და უშვერი სიტყვებით ყვირილით ლანძღავენ მსაჯებს (უმიზეზოდ უფრო ხშირად, მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს და მათ გულშემატკივრებს, თამაშის შემდეგ აწყობენ აყალ-მაყალს! არ ვიცი ამას რა ეშველება?! მე კი ნამდვილად აღარ წავალ სტადიონზე!
emzar takidze
ოქრი მალე უნდა გადავიდეს ნორმალურ გუნდსი სადაც იტამასებს.ამეტაპზე მაგაზე დიდი ტალანტი ქარტველებს არგვყავს.უპრაქტიკოა და ნაკრებსი ყველაზე გამორცეულია.
Too
ნუ გიყვართ ქართველ ჟურნალისტებს წინასწარ საუბარი. დორტმუნდი და ლივერპული კარგად ჟღერს მაგრამ რეალობა სხვაა. ქვილითაია გადავა ანჟის დუბლებში.კვირკველიას რეალი შესთავაზებს და დარჩება რუბინში. ოქრიაშვილი გალოთდება და ზამთრის ტრანსფერზე სადმე სერბეთის მეორე ლიგაში გადავა და ვაწაძე სიონს შეუერთდება 2თვით. ვაწაძე მაინც ყველაზე მეტად მიყვარს :) წარმატებები...
გივია
იყო დრო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სიტის, ნიუკასლის, აიაქსის, კიევის დინამოს, მილანის, რეინჯერსის, ფრაიბურგის, კიოლნის, შალკეს ლიდერები თუ არა წამყვანი მოთამაშეები მაინც იყვნენ. სულ რაღაც 20 წელიწადში სპორტის სახეობის მსგავსი დეგრადაცია გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი. მერე კიდევ გვიკვირს თურმე რატომ ჩაანაცვლა (პოპულარობით) ფეხბურთი რაგბმა, კალათბურთმა, ჭიდაობამ, ნელ-ნელა ჩოგბურთი და წყალბურთიც კი ანაცვლებს ფეხბურთს და ართმევს მაყურებელს. ნეტავ რატომ გვიკვირს სტადიონებზე ხალხი რო არ დადის?
giorgi
ერტერტი მტავარი პრობლემა ნაკრების ფეხბურტელების ტაბიანტ გუნდებსი უტამასებლობაა.ეს რომ მოგვარდება დარცმუჰებული ვარ ნაკრებიც ბევრად უკეტესად ატამასდება.
წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები მზარდია - "ტრანსფერმარკეტის" საფასო განახლებები
რა ელის რუსული პრემიერლიგის ქართულ კვარტეტს ზამთარში
"როტორი" დამარცხდა, კვირკველია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
დვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"ანანიძეს იმდენად შეეშინდა, ლოცვა დაიწყო; რაღაც მომენტში, მეგონა, ტიროდა" - სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანოს შესახებ
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
ანანიძის "სპარტაკმა" კვირკველიას "რუბინი" დაამარცხა
sport-express: საბა კვირკველია - ქართველი მეფე სოლომონი
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
მატჩის დღე! ნუთუ ეს მართლა შეგვიძლია? საქართველო VS ესპანეთი
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან