"გულშემატკივარი ჩვენი მე-6 მოთამაშეა და იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით დასახულ მიზანს მივაღწევთ"
საკალათბურთო გუნდი "ქუთაისი 2010" ბოლო წლებში ქართული კალათბურთის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

ქუთაისელები ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან და გამონაკლისი არც წლევანდელი სუპერლიგაა. კოტე ტუღუშმა, რომელიც "ქუთაისის" მთავარ მწვრთნელად მიმდინარე სეზონის წინ დაინიშნა, ბრძოლისუნარიანი გუნდი შეკრიბა და პლეი ოფის საგზური რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა.

ქუთაისელები ახლა საკუთარი მოედნის უპირატესობის მოსაპოვებლად იბრძვიან. ბოლოსწინა ტურში მათ "ბათუმი" დაამარცხეს და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ. 27 აპრილს კოტე ტუღუშის გუნდი სტუმრად კიდევ ერთ უშუალო კონკურენტს, თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება და რეგულარული გათამაშების ლიდერის რანგში დასრულებას შეეცდება.

მიმდინარე სეზონსა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ,,ქუთაისის" მთავარ მწვრთნელს, კოტე ტუღუშს ვესაუბრეთ.

- თავდაპირველად, "ბათუმთან" განვლილ შეხვედრაზე ვისაუბროთ. ზღვისპირელების დამარცხების შემდეგ პირველ ადგილზე გადაინაცვლეთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ეს გამარჯვება?

- მოგეხსენებათ, პლეი ოფისთვის საკუთარი მოედნის უპირატესობის მოსაპოვებლად ვიბრძვით და ამ მხრივ, "ბათუმთან" ძალზე პრინციპული თამაში გვქონდა. გულშემატკივრები ჩვენგან თავდადებულ ასპარეზობას ელოდნენ, დარბაზი გადაჭედილი იყო და გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიყავით, მაგრამ ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს.

"ბათუმი" კარგი გუნდია, თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა გათამაშებას და ბუნებრივია, ჩვენთან სათამაშოდ კარგად მომზადებული ჩამოვიდა. პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით, მაგრამ შემდეგ სწორი დასკვნები გავაკეთეთ, მეორე ნახევარში თამაშში გარდატეხა შევიტანეთ და დაძაბულობის მიუხედავად, უპირატესობა მატჩის ბოლომდე არ გაგვიშვია ხელიდან.

რეგულარულის ბოლო ტურში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის თბილისის "დინამოსთან". წლეულს დედაქალაქური გუნდი სამჯერ დავამარცხეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეოთხე შეხვედრაში ადვილად შევძლებთ მის ძლევას. "დინამოს" თავისი მიზნები აქვს და დარწმუნებული ვარ, წინ დიდი ბრძოლა გველის. შემდეგ კი უკვე პლეი ოფი დაიწყება.

ასე რომ, სიხარულის დრო არ გვაქვს, მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, საჩემპიონო ბრძოლა სწორედ ახლა იწყება.

- სეზონი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა წლევანდელი სუპერლიგის ავ-კარგზე საუბარი უკვე შეიძლება. მიმდინარე გათამაშებით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- მოგეხსენებათ, სეზონის დაწყებამდე გათამაშების წესები შეიცვალა და ჩემი აზრით, ამან კალათბურთის განვითარებაზე დადებითად იმოქმედა. რეგულარული ჩემპიონატი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გათამაშების ცხრილში ისეთი სიმჭიდროვე იყო, რომ წინასწარ ვერ იტყოდი, ვინ იქნებოდნენ ლიდერებში და ვინ აუტსაიდერებში.

ჩემპიონატის დაძაბულობაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო ტურის წინ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, ვინ გახდება რეგულარულის გამარჯვებული. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ განსაკუთრებით დაძაბული პლეი ოფები გველის წინ.

- "ქუთაისი" პირველ ადგილზეა და ბუნებრივია, თქვენი გუნდის ასპარეზობით უკმაყოფილო არ იქნებით, თუმცა იყო გარკვეული ჩავარდნებიც...

- ბოლო წლების განმავლობაში ქუთაისს ყოველთვის სერიოზული გუნდი ჰყავდა, რომელიც მუდამ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა. ახალი მწვრთნელისთვის ყოველთვის რთულია გუნდის სხვა რელსებზე გადაყვანა, ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება. რა თქმა უნდა, სურვილი მქონდა, შემადგენლობასა და ტაქტიკაში გარკვეული კორექტივები შემეტანა, მაგრამ "ქუთაისი" ყოველთვის გამოირჩეოდა გუნდური თამაშით და ვეცადე, გუნდის ეს პლუსი შემენარჩუნებინა. ამდენად, რადიკალური ცვლილებებისთვის არ მიმიმართავს.

რაც შეეხება ჩავარდნას, როგორც იცით, წლეულს თამაშების რაოდენობა გაორმაგებულია. ადრე თუ 14 თამაში გვიწევდა რეგულარულში, ახლა ორჯერ მეტს ვთამაშობთ. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სტაბილურად ასპარეზობა ძალიან რთულია. ქორქია-საკანდელიძის მემორიალის მოგების შემდეგ დიდი ჩავარდნა დაგვეწყო, ზედიზედ 4 თამაში წავაგეთ და საქმეც გავირთულეთ, მაგრამ შემდეგ რეაბილიტაცია მოვახერხეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და დაკარგული პოზიციები დავიბრუნეთ.

ჩემი აზრით, ამჟამად დამსახურებულად ვართ პირველ ადგილზე. რა თქმა უნდა, პრობლემები და ხარვეზები საკმაოდ გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპისთვის კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მოვუმატებთ.

- გუნდურ თამაშზე გაამახვილეთ ყურადღება, თუმცა იყო ისეთი თამაშებიც, როცა მატჩის ბედი კონკრეტული კალათბურთელის გამორჩეულად კარგმა ინდივიდუალურმა თამაშმა გადაწყვიტა. თუნდაც "ბათუმთან" შეხვედრა გავიხსენოთ, სადაც გუნდს ფაშაევმა მოაგებინა...

- ჩვენს გუნდში არიან ისეთი ინდივიდუალისტები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. თუნდაც ფაშაევი, გიორგი ბარბაქაძე, რიჩარდ მათიაშვილი, რომლებსაც არაერთი კარგი თამაში აქვთ ჩატარებული. თუმცა, ჩემთვის მთავარია, რომ გუნდურად ვითამაშოთ და შეხვედრა მოვიგოთ. ყველა კალათბურთელი თავის როლს ასრულებს, ბოლომდე იბრძვის და გამარჯვებაც ყველას ერთობლივი დამსახურებაა.

- წლეულს "ქუთაისს" სამწამიან ზონაში თამაში შედარებით უჭირს. თითო-ოროლა მატჩს თუ არ ჩავთვლით, წინახაზელები შედეგიანობით ვერ გამოირჩევიან. რა არის ამის მიზეზი?

- ჩვენი ცენტრების თამაშით გულშემატკივარიც უკმაყოფილოა, მაგრამ ნებისმიერი თამაშის სტატისტიკას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ სამწამიან ზონაში თითქმის ყველა მეტოქეს ვჯობნით.

რიჩარდ მათიაშვილი არის ის კალათბურთელი, რომლისგანაც გულშემატკივრები ბევრად მეტს ელიან, ვიდრე ის დღეს თამაშობს. თუმცა მიზეზთა გამო წლეულს შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ავლენს. "ბათუმთან" ტრავმამაც შეუშალა ხელი, ხელზე ორი თითი ჰქონდა დაზიანებული, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და თავი არ დაუზოგავს.

- "ქუთაისის" ლეგიონერებზე რას იტყვით, კმაყოფილი ხართ მათი თამაშით?

- მიკულიჩი გუნდს კარგად შეეწყო და თამაშიდან-თამაშამდე უკეთ გამოიყურება. ბრიტონისგან კი უფრო მეტს ველოდი, თუმცა გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. ბევრ ქულას ვერ აგდებს, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან კარგად ერთვება თამაშში და გუნდში თავის როლს კარგად ასრულებს.

- პლეი ოფში მეტოქედ რომელ გუნდს ისურვებდით?

- ეს კითხვა გულშემატკივრებისგანაც ხშირად მესმის... ერთს ვისურვებდი - ჩემი ბიჭები პლეი ოფს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად მომზადებულნი შეხვდნენ, მეტოქეს კი მნიშვნელობა არ აქვს. პლეი ოფში სუსტი გუნდი არ არსებობს და ნებისმიერთან მძიმე ბრძოლა გველის.

აქ ერთი მიზნით ვარ ჩამოსული - "ქუთაისს" ჩემპიონობა მოვაპოვებინო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ძალიან თანაბარი ჩემპიონატია. იმ გუნდებიდან, რომლებიც საპლეიოფო ოთხეულშია გასული, ყველას ჩემპიონობის თანაბარი შანსი აქვს. გადამწყვეტი ის იქნება, კონკრეტული თამაშისთვის ვინ უკეთ მოემზადება.

- ბოლოს გულშემატკივრობაზეც გკითხავთ...

- ჩვენს ქომაგებზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. ყოველთვის, როცა საშუალება მომეცემა, მადლობას ვუხდი მათ ასეთი ერთგული გულშემატკივრობისთვის. პირველ ადგილზე რომ ვართ, მათი დიდი დამსახურებაცაა. სწორედ ამიტომ ვიბრძვით საკუთარი დარბაზის უპირატესობის მოსაპოვებლად, რადგანაც ჩვენთვის საკუთარი ქომაგების წინაშე თამაში ძალიან დიდი პლუსია.

გულშემატკივარი ჩვენი მე-6 მოთამაშეა და იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით დასახულ მიზანს მივაღწევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
თსუ-მ და ქუთაისმა ნახევარფინალური სერიები გამარჯვებით დაიწყეს
ზესტაფონის "მარგვეთმა" გორში "ივერიონი" ბოლო წუთებზე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
სუპერლიგა. IV ტური: ჩემპიონი წინ მიიწევს
სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
საქართველოს კალათბურთელთა B ნაკრები პოლონეთის B ნაკრებთან 36 ქულის სხვაობით დამარცხდა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
ქუთაისი-ბათუმი 73:74 - კიდევ ერთი ვნებათაღელვა ქუთაისში
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე გასვლითი შეხვედრა ბულგარეთში "ბალკანთან" მოიგო
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: სუპერლიგის ლიდერები თასმაც გამოკვეთა
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
"ქუთაისმა" ესპანურ "ბილბაოსთან" ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში "ქუთაისი" "ლევიცესთან" დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა
სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური: "ქუთაისმა" "ოლიმპს" ისევ მოუგო
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ორი ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების 2-2 ოქრო და ბრინჯაო
ბ/რ ჭიდაობა. ახალგაზრდული ნაკრები: სასარიში დახვეტილი მედლები
სუპერლიგა. X ტური: ორი მატჩის ერთი სცენარისტი
საკალათბურთო სუპერლიგის პლეი აუტი საინტერესოდ დაიწყო
ფიბა-ევროპის თასზე მოხვედრის შემთხვევაში “ქუთაისი 2010”-ის მეტოქეები წილისყრამ გაარკვია
სუპერლიგა. ფინალი. V მატჩი: გამარჯვების დღე ქუთაისში [VIDEO+PHOTO]
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასის მატჩი სლოვაკეთში ბრძოლაში დათმო
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
ევროტურნირებისთვის სამზადისში მყოფმა "ქუთაისი 2010"-მა ლატვიაში 4 ამხანაგური მატჩი გამართა
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისმა" "კაკტუსის" ეკლებს გაუძლო
სუპერლიგა. ფინალი: "ქუთაისი" სერიაში დაწინაურდა
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: არნახული წარმატება - 8 კაცი და 8 მედალი! [VIDEO]