ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩემპიონატის ახალი ფორმატი: კლუბებთან შეთანხმებულია, რას იტყვის აღმასკომი?

ჩემპიონატის ახალი ფორმატი: კლუბებთან შეთანხმებულია, რას იტყვის აღმასკომი?

კლუბების ხელმძღვანელებმა სფფ-ის გენერალურ მდივან დავით მუჯირთან გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატზე იმსჯელეს...
შაბათს ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების ხელმძღვანელები სფფ-ის გენერალურ მდივან დავით მუჯირს შეხვდნენ და საქართველოს მომავალი გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატზე იმსჯელეს...

ფედერაციის მოდელი

კლუბების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ჩემპიონატის ორი მოდელი არსებობდა. სფფ-ის შეთავაზებული ფორმატის გარდა, საკუთარი მოსაზრება ჰქონდა ბოლნისის "სიონს", რომელსაც თავიდან გუნდების ნაწილიც იზიარებდა, მაგრამ საბოლოოდ, სფფ-ის და "სიონის" წარმომადგენელთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ, უმრავლესობამ პირველი მოიწონა და განხილვისთვის აღმასკომს გადაეგზავნა. ახლა სწორედ ამ ორგანოს წევრებზეა დამოკიდებული, დამტკიცდება ეს ფორმატი თუ მასში ცვლილებები შევა.

სფფ-ის მოდელი ასეთია: მომავალი ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება და 15 დეკემბერს დასრულდება. 14 გუნდი ორ 7-7-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა. სავარაუდოდ, ჩემპიონი თბილისის "დინამო" და ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდებიან, დანარჩენებს კი წილისყრა დაალაგებს. ჩემპიონი და ევროპალიგის საგზურის ერთი მფლობელი ჯგუფების გამარჯვებულთა 2-მატჩიან ფინალურ დაპირისპირებაში გაირკვევა, ხოლო ევროპალიგის დანარჩენი ორი საგზურის პატრონი - ჯგუფებში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულ გუნდებს შორის პლეი ოფითა და ეროვნული თასის გათამაშებით.

უმაღლესი ლიგიდან 4 გუნდი გავარდება. ჯგუფებში ბოლო, მე-7 ადგილებზე გასული 2 გუნდი პირდაპირ დაქვეითდება, ხოლო მე-5 საფეხურზე გასულები მეორე ჯგუფის მეექვსეადგილოსნებს პლეი ოფებში შეხვდებიან და მათ შორის 2 უიღბლოც ასევე ორი მატჩით გამოვლინდება.

რადგან 2017-18 წლების ევროგათამაშების საგზურის მფლობელები გარდამავალ ჩემპიონატში უნდა გაირკვეს, წელსვე გაიმართება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება. სფფ-ის მიერ წარდგენილი მოდელით, თითოეული ეტაპის გამარჯვებული 2-მატჩიან დაპირისპირებაში აღარ გაირკვევა. იქნება მხოლოდ ერთი თამაში, როგორც, მაგალითად, გერმანიაში.

თასის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველი ლიგის 8 გუნდი დაიწყებს. ამ რვიდან 4 გამარჯვებულს მე-2 ეტაპზე პირველი ლიგის დარჩენილი 10 და უმაღლესის ასევე 10 მონაწილე დაემატება, სულ 24 - ევროთასების მონაწილეთა გარდა. 1/8-ფინალიდან, წყვილებში გამარჯვებულ 12 გუნდს ევროთასების მონაწილე 4 გუნდიც დაემატება, ფინალი კი, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება. მაგრამ თუ თასის მფლობელი ჩემპიონიც გახდება, ფინალისტი ევროპალიგაზე ვერ გავა.

ვიმეორებთ, ეს ჯერ მხოლოდ პროექტია და საბოლოო სახით როგორი ვარიანტი დამტკიცდება, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

"სიონის" წინადადება

ზემოთ "სიონის" მიერ წარდგენილი პროექტი ვახსენეთ. ამაზე უფრო ვრცლად კლუბის გენერალური დირექტორი ლადო ბურდული გველაპარაკა:

- მე დავემორჩილები და პატივს ვცემ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საბოლოოდ ყველა კლუბის წარმომადგენელი მოიწონებს. უბრალოდ, ხომ შესაძლებელია, ჯგუფებში არათანაბარი ძალის გუნდები გადანაწილდნენ? ჩემპიონი, ევროსაგზურის მფლობელები და გავარდნილები 12 ან 14 თამაშით გამოვლინდება, რაც არასწორად მიმაჩნია. მეტი თამაშია საჭირო და აქ "სიონის" მაგალითის მოყვანაც შემიძლია - ყოფილა შემთხვევა, გუნდი ფორმაში გვიან შესულა და პირველი წრის აუტსაიდერს, ბოლოს მე-3 ადგილი დაგვიკავებია.

მსაჯის უნებლიეთ დაშვებულმა ერთმა შეცდომამ, შესაძლოა, შედეგზე საბედისწერო გავლენა იქონიოს. სტარტზე ჩავარდნა წარუმატებლობის ტოლფასი იქნება.

ჩვენი ვარიანტით კი, აჯობებდა, გარდამავალი ჩემპიონატი ორ წრედ, ანუ 26 ტურად გამართულიყო.

- კი, მაგრამ ნახევარ წელიწადში 26 ტური როგორ ჩატარდებოდა?

- ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუ ჩემპიონატი ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით ჩატარდებოდა. თამაშები ყოველ 4-5 დღეში გაიმართებოდა. "დინამოს" მსგავსი ბაზა და მოსამზადებელი პირობები ბევრ გუნდს არ აქვს და მიმაჩნია, რომ ფეხბურთელების გაზრდისა და მომზადების საუკეთესო საშუალება სწორედაც ბევრი თამაშია.

- სანაკრებო პაუზები? ასეთ მჭიდრო გრაფიკში ჩაეტეოდა?

- დიახ, ესეც შესაძლებლად მიმაჩნია.

- ასეთი კალენდარი ევროთასების მონაწილეებს მძიმე მდგომარეობაში არ ჩააგდებს?

- თამაშებს ყველა გადადებს, სულ ასე ხდებოდა...

- როგორც ვიცით, თქვენს პოზიციას "გურიაც" იზიარებდა...

- არამხოლოდ "გურია", კიდევ რამდენიმე გუნდი იყო. მაგრამ მე ბულგარეთში ვარ და სხდომას არ დავსწრებივარ. საბოლოოდ, ფედერაციის მოდელი უფრო მისაღები აღმოჩნდა და მეც საერთო აზრს დავეთანხმები. ეს მოდელიც მსჯელობისთვის ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალზე ფიქრით გამოიტანეს. ეს ჩემი აზრია და დაპირისპირებას არ გულისხმობს.

- განსხვავავებული აზრი საინტერესოა, მაგრამ პლეი ოფები ხომ ჩემპიონატს ინტერესს შესძენს?

- ამაზე ორი აზრი არ არის და ეს მეც მომწონს, მაგრამ ახლა მსაჯობაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მათ შეცდომის დაშვების უფლება აღარ ექნებათ.

ახალ ფორმატზე მოსაზრება რამდენიმე კლუბის წარმომადგენელმაც გაგვიზიარა.

ზურაბ ჩაკვეტაძე, ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორი:

"კარგი ფორმატია და მიმაჩნია, რომ ჩემპიონატი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება".

გიორგი ყიფიანი, თბილისის "ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი:

"რადგან 2 კლუბი ლიცენზიის არქონის გამო ლიგაში არ დაუშვეს, ბევრს ეგონა, რომ 14-გუნდიანი ჩემპიონატი ორ წრედ გაიმართებოდა. გუშინ კი სფფ-მ თავისი მოდელი შემოგვთავაზა, რაც მისაღებია. მიმაჩნია, რომ ასე ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველის. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ჩემპიონი, ევროსაგზურების მფლობელი და გავარდნილები პლეი ოფებით გამოვლინდებიან.

ჩვენს ჩემპიონატში ხშირად ოქროს მედლის მფლობელი წინასწარაა ცნობილი, ეს ფორმატი კი მაყურებელს ბოლო თამაშამდე ინტერესს შეუნარჩუნებს. ამ კუთხით ეს უდავოდ გამართლებულია. იყო განსხვავებული აზრიც, მაგრამ საბოლოოდ ყველა მაინც შევთანხმდით".

ავთანდილ წიკლაური, ქობულეთის "შუქურას" მენეჯერი:

"დასამალი არ არის, რომ ორწრიანი ჩემპიონატის მომხრე ვიყავი, მაგრამ ამ ფორმატით ჩემპიონატი ისე დაიძაბება და საინტერესოდ წარიმართება, რომ სფფ-ის ინიციატივა და იდეა მომეწონა. ყველა თამაშს აზრი მიეცემა - ყველას ჩემპიონატის დონის გაზრდა გვსურს და ჩემი გადასახედიდან, ამ კუთხით, ეს აუცილებლად დადებითად იმოქმედებს".

მალხაზ მახარაძე, ბათუმის "დინამოს" სპორტული მენეჯერი:

"არანაირი კამათი და დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ, "სიონი" და "გურია" 26-მატჩიან ჩემპიონატს ემხრობოდნენ, მაგრამ ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რადგან ყოველ 4-5 დღეში ტურის გამართვა ძნელია და პლუს ამას, სანაკრებო პაუზები იყო ჩასასმელი. გარდამავალ ჩემპიონატში ასე აჯობებს. გარდა ამისა, 26 მატჩი დიდი ხარჯიც იქნებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ara, kapiki...

მოკლედ, მაგარი აჭრილები არიან ფედერაციაში. ყველაფერი ამის გვირგვინი კი ეროვნული ნაკრების "უნიკალური" თამაშია. აბა ვინ გამოიცნობს, რამდენიშნა ციფრით დამთავრდება ესპანეთთან თამაში? ისე, რაც არ უნდა მოიგონოთ, რაც არ უნდა სიახლე დანერგოთ, თუ ეროვნულ ნაკრებს პატარა შედეგი მაინც არ ექნა, შაურია თქვენი ფასი.

• davita

ცადითთთთთთთთთთთთთ კალაზის დსმულებო და მონებო

• Giorgi567

მართალი ის არის ამ გაზაფხული შემოდგომის ფორმატით უფრო დასუსტდებიან ჩვენი გუნდები ევროშესარჩევებზე,მეორე წელს 8, 9 თვე გადის და რა იქნება არავინ იცის. თან არანაირი ინფრასტრუქტურა არაა იმისთვის რო ზაფხულში ითამაშონ

• avto

შენ და კობიაშვილი ჯერ არ მოსულხართ და უკვე ამდენი "ქენით' და თქვენი "ფომატები" გასაგებია რაც იქნება... ნორმალური ხალხის ხელშე ამხელა დაფინანსებით მაგარი საქმე გაკეთდებოდა მაგრამ ესენი უნდა მოშორდნენ!

• cezo

ეგ ვერ გავიგე რა,გაზაფხულიდან აგვისტომდე რა უნდა აკეთოთ

• Malxazi

ერთი ვერ გავიგე გაზაფხულზე რა იქნება?

• fak

რა მოგწონთ ხალხო თქვენც არ იცით ძან კაი მოდელია მარა საქართველოში ხომ ყველმ ყველაფერი იცის

• დიტო

თასის პირველი ეტაპი ჯგუფური რომ იყოს არ შეიძლება პირველი ლიგის გუნდებს მარტამდე 1 შეხვედრის ცატარება რომ არ მოუწიოთ

• აპოლონ

არაკვალიფიციური ხალხის დოღია ფედერაციაში. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ სიჭინავას პრეზიდენტობისას, ყველა ფროფესიონალი იყო. ამათ კი ნაღდად ჯობდა.

• draivi

კობიაშვილი და კობიაშვილის გუნდი არანორმალურთა დაჯგუფებაა, რომლებიც რაც მალე ჩამოშორდებიან ქართულ ფეხბურთს მით უკეთესი.

• jango

ამხელა იდიოტიზმი ჯერ არ გამიგონია. სანამ თქვენ ამ სტატიას დაწერიდთ,სხვა საიტზე იყო ეს თემა და ნახეთ აი რეებს წერს ხალხი. -- 1) ამოეღოთ თასის გათამაშება ამ წლით 2)მეოთხე ადგიზლე გასული გაეშვათ ევროპალიგაზე 3)ყოველი მატჩი ჩაეტარებინათ ყოველ მეხუთე-მეექვსე დღეს 4) შეემცირებინათ ფანჯრის ზომა სანაკრებო მატჩების დროს 5) დაეწყოთ ჩემპიონატი 2 აგვისტოდან ისე კი ეს 10 გუნდიანი ჩემპიონატი იქნება საკონტროლო გასროლა პირდაპირ კეფაში ქართულ ფეხბურთს. პროფანები მართავენ სფფ-ს და ღუპავენ ფეხბრუთელებსაც და ფეხბურთსაც Like · Reply · 4 hrs -- არც ფორმატი ვარგა და არც ის, რომ გაზაფხული - შემოდგომაზე გადავდივართ! უკვე არ ვიცი რამდენჯერ დავწერე ამის თაობაზე და არავინ ყურადღება არ მაქცევს. ვიმეორებ, ამ სისტემით ჩემპიონი გამოვლინდება სადღაც ნოეობერში, ხოლო ევროტურნირებში ის და პრიზიორები ჩაერთვებიან მომავალი წლის ივლის -აგვისტოში, ანუ ცხრა თვის შემდეგ!!! თუ გაითვალისწინებთ ჩვენი ჩემპიონატის "ცვალებად ხასიათს" მიხვდებით, რომ ამ დროისათვის, სავარაუდოთ, სულ სხვა გუნდები იქნებიან ღისები ამ ტურნირში ჩართვის. ძველ ქომაგებს კარგად ემახსოვრებათ, როგორ ცდილობდა ლობანოვსკი, სწორედ ამ მიზეზით, შეეცვალა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფორმატი და გადაე...See More Unlike · Reply · 4 · 19 hrs -- 7 gundi jgufshi vigaca bolo turshi isvenebs da ai eg vigaca sxvis imedze iqneba didi manipulaciis sashualeba eqneba gunds romelic boloswina turshi itamashebs da boloshi isvenebs tu dachirda rameshi mokled kentad dayofa ukve sasharo saqmea ak chempionati iqneba waekideba ertmanets naxxevari safexburto samyaro imedia vcdebi mara didi shansia amis arc winaswarmetyvelad vigrdznob tavs ase tu moxda imitom ro maketken midis saqme --- მოკელდ კობიაშვილო ფეხბრუთის მკვლელი ხართ შენ და სენი კამანდა და ეგაა! რაც შეეხება წილისყრას, ის უნდა მოხდეს სხვანაირად დინამო და დილა ერთ ჯგუფში, სამტრედია და ჩიხურა მეორეში, რომ პირველი 4 ადგილის პრიზიორები აცილებული იქნეს წილისყრას აი დანარჩენი 10 კი წილისყრაზე უნდა მოხვდეს.

• გუგა

რუსეთი და უკრაინაც ევროპულ მოდელზე გადავიდნენ და ჩვენ ვიკიდებთ და წარსულში ვბრუნდებით, მოკლედ ფედერაციაც მთავრობასავით წარსულიკენ მიექანება :))) აცრილები არიან დასავლეთზე

• zaza

მაგარი სისულელე იქნება თუ 2 ჯგუფს გააკეთებენ...

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...

[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

ჯაბა დვალი: გადავწყვიტე, დავრჩე!..

ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა

რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]

საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

ბათუმის "დინამო": საევროპო განაცხადის სიურპრიზები

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...

გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

კახა ჩხეტიანი: მიხარია, რომ ფინალში ლამაზი ფეხბურთით გავედით

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]

რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!

ოთარ მარცვალაძე ბათუმის "დინამოშია", მაგრამ "იაგელონიასთან" პირველ მატჩს გამოტოვებს

მალხაზ მახარაძე: "იაგელონიას" შარშან 1:0 მოვუგეთ...

დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ბათუმის "დინამო": ფროლოვი პარასკევიდან, ანგისა აგვისტოდან [PHOTO]

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"

ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]

კახა ჩხეტიანი: "ტორპედოს" მიზანი ყველა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა

ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა

ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!

ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...

19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო