საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მესამე მატჩი გამართა
15 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატის A ჯგუფში ბოლო, მესამე მატჩი ირლანდიელ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 7:35 დამარცხდა.

"მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე ანგარიში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" გახსნეს - ჩვენი გუნდის კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ ლელო მატჩის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე დადო, დავით მოძღვრიშვილმა კი გარდასახა.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯმა მოედნიდან ილია სპანდერაშვილი გააძევა, რომელმაც ნერვები ვერ მოთოკა და მეტოქეს აკრძალული წესებით გაუსწორდა. შესაბამისად, ინიციატივა ირლანდიელებმა იგდეს ხელთ და ტაიმი ანგარიშით 20:7 მოიგეს.

მეორე ნახევარში ირლანდიელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და ბონუს-ქულაც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებზე მსაჯმა ლუკა გოგინავაც გააძევა და საქართველოს ნაკრები მოედანზე სულაც 13 კაცით დარჩა... მეოთხე ლელო ირლანდიელებმა სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ახლა ტურნირზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან (0:55) და უელსთან (9:10) დამარცხდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ირლანდიის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და ინგლისის ნაკრებები გააგრძელებენ.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

16. გიორგი ხუროშვილი, 17. ლუკა გოგინავა, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. სანდრო ილურიძე, 23. რატი შანიძე.

tttt
კარგი ბიჭები არიან, რაგბის მომავალი ნამდვილად საიმედო ხელშია, თუმცა გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ დისციპლინა ჩვენი აქილევსის ქუსლია. უდისციპლინო გუნდს არც მსაჯი წყალობს და ყველა საკამათო სიტუაციაში მეტოქის მხარეს იჭერს.
dima
მეც მომწონს ეს ბიჭები, უბრალოდ ერთს დავამატებ: ის ხარვეზები რასაც თქვენ ბრძანებთ, ხომ არ აჯობებს უცხოელმა მწვრთნელმა გამოასწოროს? მადლობას ვუხდი ეხლანდელ სამწვრთნელო შტაბს კარგი მუშაობისათვის, თუმცა ეხლა ბიჭები იმ ასაკში არიან, რომ უცხოელების გამოცდილება უნდა მიიღონ, სანამ გვიანი არ არის...
შვეტე იასონ
დროა მოგებაზედაც ვიფიქროთ.მარტო კაი თამაშებიც მოსაწყენია გამარჯვებებიც გვინდა.გადაულახავი დაბრკოლება არც უელსი იყო და არც ირლანდია.აუტის მოწოდებას თამაშიდან თამაშამდე არ უნდა სწავლობდეს ნაკრები.
B-52
ასეთი თამაში დისციპლინის დაცვით, აუტის ოდნავ უკეთ მოწოდებით და იტალია გავლილია! თუ ასეთი სასწაული ტემპით გავაგრძელებთ განვითარებას საერთოდაც ბევრ ბობოლას დავამწუხრებთ უახლოეს მომავალში
bu
ძალიან მომწონს ჩვენი ნაკრები, მაგარი გუნდი გვყავს. შეცდომები კი ამ ასაკში ყველას მოსდის, ეგ არაფერი
giga
დისციპლინა თუ გამოვასწორებთ, იტალიას ვაჯობებთ.
e
მაგარი ბიჭები ხართ ჩვენ ამაყები ვართ
ყოჩაღ ბიჭებო
ეს ის წაგებული თამაშებია რომლის შემდეგ მაინც უნდა შევაქოთ ჩვენი ბეჭები, ასეთი დონის ტურნირზე ასეთ გრანდებთან პირველად ისტორიაში, ყოჩაღ ბიჭებო, ბოლო თამაშმაც დაგვანახა რო გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვამაყობ თქვენით.
shako
მომავალ წელს ზელანდიას თუ არა უელსს მაინც წავაქცევთ.
დისციპლინა
ერთი მოთამაშის სუსტი ნერვების გამო, მთელი გუნდი და მათთან ერთად მათი გულშემატკივრებიც დავისაჯეთ. ის ბიჭი ალბათ განიცდის, მაგრამ გუნდის ასეთი დაღალატება უნდა სამაგალითოდ ისჯებოდეს
giga bakibukashvils
giga-"მალე 6 ერის ნაკრებები თქვენ ფეხებთან დაერთხმებიან შემოგევლეთ.უფალმა დაგლოცოტ". აბა ბიჭოოოოოოოოოოო! კაი ბაქი-ბუქი გასმოგივიდა. ეს როგორ ? საქართველო წინ წავა და ექვსი ერის ნაკრებები უკან ან ადგილზე გაიყინება? კაი რა.... ეს იგივეა თქვა, დავეწიოთ და გაუსწროთ ამერიკას-ნიკიტა ხრუშჩოვი.
rati
პროგრესი აშკარაა, უბრალოდ მეტი დისწიპლინაა საჭირო. არ შეიძლება ისეთი შეცდომების დაშვება როგორც გუშინ სპანდერაშვილს მოუვიდა, თუმცაღა ახალგაზდაა და იმედია კარგად გაითავისებს გუშინდელ შეცდომას და მომავალში მსგავსი რამ აღარ მოხდება. დიდი იმედი მაქვს იტალიას დავამარცხებთ.
ნოდარი
გული არ დაგწყდეთ, ბიჭებო. ყველანი გახარებულები ვართ და ვამაყობთ თქვენით. ასეთ დონეზე პირველად თამაშობთ და შეცდომებისაგან არავინაა დაზღვეული. ახლა იტალიას და მერე საფრანგეთს გაუსწორდით და მომავალ წელს, თბილისში საჩემპიონოდაც ითამაშებთ. რაღაც-რაღაც სუსტი წერტილები კი გაქვთ ჯერ-ჯერობით, მაგრამ მაგას აღმოფხვრით სამომავლოდ. არავისზე ნაკლებები თქვენ არ ხართ. წარმატებები და სიხარული!
giga
კაი ბიჩები ხართ არაუშავს კარგი გაკვეტილი იყო მალე 6 ერის ნაკრებები ტქვენ ფეხებტან დაერტხმებიან სჰემოგევლეთ.უფალმა დაგლოცოტ.
999
აბა რა გეგონათ...
ზაზა
ნეტა ყველაფერზე ასეთი მომავლის რწმენა დამრჩეს ამ ქვეყანაში რაც ამ თამაშმა დამანახა
irakli arqania
ყველაფერი წინ გაქვთ ბიჭებო ეგ არაფერი უფრო მეტი დისციპლინა რაქების მალე გასუფთავება და ხაზის უფრო მაგარი თამაში და აუტიც
გიორგი
თამაშიდან თამაშამდე ესეთი პროგრესი გუნდს განეცადოს არ გამიგია... კმაყოფილი ვარ თამაშით, სამწუხაროა რომ კაცნაკლული დავრჩით, მე მომწონს ეს ნაკრები, კარგი გამოცდილება მიიღეს
zz
ეგ არაფერი, ეს ბიჭები ბევრჯერ გაგვახარებენ მომავალში, სპანდერაშვილიც ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს!
ფაკო
გულს ნუ გავიტეხთ ბიჭებო... კიდევ ცოტა გამცდილება, დისციპლინა და .... მომავალი ჩვენია!!! მადლობა თავდადებისათვის!
me
კაი ბიჭები არიან ოღონდ ცოტა მეტი დისციპლინა უნდათ და მეტი ესეთი თამაშები მაღალ დონეზე. მერე ნერვებსაც ეშველება ალბათ და მოვიგებთ ესეთ მატჩებს. მომავალ წელს მეტს ველოდები ამ ბიჭებისგან
kaxa
მომავალი ჩვენია ბიჭებო თქვენ გაიხარეთ.
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
"არმაზი" მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნით გაძლიერდა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
U20. საქართველო-ირლანდია 18:24 - ექსტრაკლასი და შავი ცისარტყელა [VIDEO]
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის
დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, ირლანდიას მოუგეს! []PHOTO]
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
U20. ირლანდია-საქართველო 35:7 - კარგად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა [VIDEO]
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
ბოლო წუთზე გატანილი გოლი, გაწევ-გამოწევების, ყვითელი და წითელი ბარათების წვიმა თელავში [VIDEO]
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა