ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

U20. ირლანდია-საქართველო 35:7 - კარგად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა [VIDEO]

U20. ირლანდია-საქართველო 35:7 - კარგად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა [VIDEO]

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილის დასაკავებლად ბრძოლას იტალიის ნაკრებთან მატჩით გააგრძელებენ
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისურ მანჩესტერში მიმდინარეობს, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩი ლიდერთან, ირლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 7:35 დამარცხდა.

"უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის" თამაში ძალიან კარგად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა. საწყის ხუთ წუთში ჩვენი ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და ტურნირზე პირველი ლელო მიითვალა.

ირლანდიელებს, ისევე, როგორც სხვა მეტოქეებს, შერკინებაში ვჯაბნიდით. პირველივე შერკინებაში მოწინააღმდეგე "გადავთელეთ". საჯარიმო გუნდის კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ აუტში გადაიტანა. დერეფანი, რომელიც ამ ტურნირზე ჩვენი ნაკრების ყველაზე სუსტი კომპონენტია, მოვიგეთ და მორკინალების დარტყმებით მივეძალეთ. ჯერ მეორეხაზელმა ოთარ გიორგაძემ წაიწია წინ, შემდეგი დარტყმა მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ განახორციელა, წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ლობჟანიძემ აიტაცა, მარცხნივ დაიძრა, მოძრაობაში ორი ცრუ მოძრაობა გააკეთა, მეტოქეებს ხელიდან გაუსხლტა და ლელოში შეაღწია. გარდასახვა დავით მოძღვრიშვილმა გაიტანა - 7:0. მე-5 წუთი მიმდინარეობდა.

იხილეთ ვიდეო

ამის მერე ერთმანეთზე ცუდი ამბები ხდებოდა ჩვენს თავს. ჯერ, მე-8 წუთზე მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი გააძევეს თამაშის ბოლომდე მეტოქისთვის ფეხის ჩარტყმის გამო და 72 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი დავრჩით ფავორიტი ირლანდიის წინააღმდეგ.

მერე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ გიორგაძე დაშავდა. პირველ ტაიმში ასევე ტრავმის გამო მიხეილ ბაბუნაშვილიც გამოგვაკლდა. თამაშის მიწურულს მსაჯმა შეცვლაზე შესული ლუკა გოგინავა გაასინბინა და შეხვედრა სულაც 13 კაცით დავასრულეთ.

შუალედში კი იყო ბრძოლა, თავდადებული, უკანდახევის და ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. ირლანდიელები შესანიშნავად თამაშობდნენ რაკში. შედეგად, უპირატესობას აღწევდნენ და ჩვენი გუნდის დაცვას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ. ისევ არ გამოგვივიდა დერეფანში თამაში.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" მხოლოდ დაცვაზე არ ფიქრობდნენ და რამდენჯერმე ხელდახელ ბურთაობითა და მორკინალების დარტყმების მონაცვლეობით შეტევების ორგანიზებაც სცადეს. სამწუხაროდ, მონაგარს ჩვენმა გუნდმა ვეღარაფერი შემატა. ირლანდიელებმა კი ოთხი ლელო გაგვიტანეს და საპრემიო ქულაც მიითვალეს.

მეტოქის გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა მგეზავმა ჯონი მაკფილიპსმა დააგროვა. მან ერთი ლელო, სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (18 ქულა). მატჩის საუკეთესო მორაგბედ კი ირლანდიელთა მეორეხაზელი შონ ოკონორი დაასახელეს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ახლა მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ახალი ზელანდიის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა უელსის გუნდთან. "ბების ბექსმა" ბოლო წუთზე ჯორდი ბარეტის საჯარიმოს წყალობით მინიმალური სხვაობით მოიგო - 18:17. მიუხედავად ამისა, ახალზელანდიელები პირველობისთვის მებრძოლი ოთხეულის მიღმა დარჩნენ და ახლა მე-5 ადგილის დაკავებას შეეცდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის კი სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, ინგლისი და ირლანდია იბრძოლებენ.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. A ჯგუფი. III ტური

ირლანდია-საქართველო 35:7

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

16. გიორგი ხუროშვილი, 17. ლუკა გოგინავა, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. სანდრო ილურიძე, 23. რატი შანიძე

ლ: ლობჟანიძე. გ: მოძღვრიშვილი.

ირლანდია: 15. ბრეტ კონონი, 14. ტერი კენედი, 13. ჯიმი ობრაიანი, 12. პაულ კირნანი, 11. ჰუგო კინანი, 10. ჯონი მაკფილიპსი, 9. ნიალ სანდერსი 1. ჯეიმზ ბოლარდი, 2. ვინსენტ ობრაიანი, 3. ვახტანგ აბდალაძე, 4. ევან მინტერნი, 5. შონ ოკონორი, 6. გრეგ ჯოუნზი, 7. კონალ ბონერი, 8. კელვინ ბრაუნი.

16. ადამ მაკბარნი, 17. ენდრიუ პორტერი, 18. ადამ კოლი, 19. ჯეიმზ რაიანი, 20. მაქს დიგანი, 21. სტივენ კერიენსი, 22. შონ დეილი, 23. ჯეიკობ სტოკდეილი

4ლ: პორტერი, კინანი, კენედი, მაკფილიპსი. 3გ: მაკფილიპსი (2), კონონი. 3ს: მაკფილიპსი.

უელსი-ახ.ზელანდია 17:18

სატურნირო მდგომარეობა

1. ირლანდია - 13 ქულა, 2. ახ.ზელანდია - 10, 3. უელსი - 7, 4. საქართველო - 1

B ჯგუფი

შოტლანდია-იტალია 27:19

ინგლისი-ავსტრალია 17:13

სატურნირო მდგომარეობა

1. ინგლისი - 14 ქულა, 2. შოტლანდია - 9. 3. ავსტრალია - 7, 4. იტალია - 0

C ჯგუფი

არგენტინა-იაპონია 39:20

სამ.აფრიკა-საფრანგეთი 40:31

სატურნირო მდგომარეობა

1. არგენტინა - 13 ქულა, 2. სამ.აფრიკა - 11, 3. საფრანგეთი - 5, 4. იაპონია - 0

პლეი ოფი. 20 ივნისი

IX ადგილისთვის

საქართველო-იტალია

იაპონია-საფრანგეთი

V ადგილისთვის

ახ.ზელანდია-უელსი

შოტლანდია-ავსტრალია

ნახევარფინალი

ინგლისი-სამ.აფრიკა

ირლანდია-არგენტინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kutaisski

შერკინებაში მსოფლიოში უძლიერსები ვართ დიდებშიც. სისწრაფე და ხელით თამაში - მოვიკოჭლებთ. ერთ სასიამოვნო მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება ამ მატჩში, რომელიც კომენტატორებს,ალბათ, უნებლიედ გამოეპარათ, ვინც თამაშს უყურა, მიაქცევდა ყურადღებას: სანამ შერკინება დადგებოდა, "ირლანდიელი" ვახტანგ აბდალაძე ჩვენ ბიჭებს ქართულად ელაპარაკებოდა და იქვე მდგომი ირლანდიელი მოთამაშე გაკვირვებით უყურებდა მისთვის უცხო ენაზე საუბარს მისი პარტნიორისგან თანაც ეღიმებოდა, ძან მაგარი მომენტი იყო. ვახტანგ აბდალაძეს წარმატებები მინდა ვუსურვო, კარგ ნაკრებშია და ბოლომდე მანდ დარჩეს, 6 ერს მაინც ითამაშებს და შემოსავალიც ღირსეული ექნება.

• Gio

კარგი ბიჭები არიან მაგრამ აშკარად ეტყობა რომ მწვრთნელი ვერ ქაჩავს ბევრი შეცდომები დაუშვეს ამ ბიჭებმა მაგრამ მწვრთნელის შეცდომები უფრო შესამჩნევია მარტო შერკინებით თამაშს ვერ მოიგებ თან შერკინება შეიძლება მომავალში საერთოდ აღარ იყოს რაგბში უკვე მიდის ამაზე ლაპარაკი ამ ბიჭებს კარგი მწვრთნელი და მოკლე დროში მაგარ გუნდს დააყენებს

• ოთო-ს

სამწუხაროდ მსოფლიოს ჩვენს მოგებულ შერკინებებზე მეტად, ჩვენი კბენები და წიხლები დაამახსოვრდა, იმიტომ რომ რაგბის მსოფლიო ელიტაში შედეგზე მეტად რაინდობა ფასობს და არა წვრილფეხა ხულიგნობა

• oto

დიდი მადლობა ბიჭებს მსოფლიოზე რომ გააქვთ საქართველოს სახელი! რაც შეეხება მათ თამაშს. 1) შერკინებაში ვერავინ გვიდგება! 2) სამწუხაროდ ყველა მოგებულ შერკინებას,რომელსაც კიდეზე ვურტყავთ, 90%ი დერეფნებს ვკარგავთ! (ძალიან დიდი სამუშაოა დერეფნებზე) 3)უკანა ხაზის ბიჭების მეიმედება, რადგანა ვფიქრობ კარგი ხელით მოთამაშეები იზრდებიან და ნაკრებს გამოადგებიან! 4) მაგრამ ასევე ძალიან დიდი სამუშაოა აქვთ სისწრაფეებზე! ვფიქრობ მძლეოსნობის ტრენერი აუცილებელია რათა ბიჭებმა გააუმჯობესონ სპრინტები! და ბოლო მე-5) დისციპლინა!!! რომელიც ყველაზე მთავარი და გადამწყვეტია! ასევე ჩემი აზრით აუცილებელია ფსიქოლოგის მუშაობა! იტალიასთან დისციპლინა და აუცილებლად მოვიგებთ!!!

• gogig

დისციპლინის გამო თავი შევირცხვინეთ. რაგბისტებს ვზრდით თუ ხულიგნებს? დროა ამას მივხედოთ. სხვა შემთხვევაში, ევროპელები გვეტყვიან კერ მოედანზე მოქცევა ისწავლეთ და 6 ერზე ამის შემდეგ იოცნებეთო.

• მერაბი

მადლობა, ბიჭებო, გულისთვის, სულისთვის, ოსტატობისთვის. კიდევ მეტი და მეტი! თქვენ შეგიძლიათ ეს!წინ, საქართველო! რაგბი ჩვენი თამაში და მძლავრი მხარე რომ არის, ყველას მყარად დავანახოთ! გენაცვალეთ! მძლავრი ქართული რაგბის უძლეველ მომავლად ჩამოყალიბებას გისურვებთ!

• თემო

დაჩი გეთანხმები, კარგი ანალიზია, არ ვიცი ასეთ მოკლე ხანში დერეფნებს თუ ეშველება, მაგრამ დისციპლინა შეიძლება გამოსწორდეს, ახლა ყველაზე მთავარია ტრავმებმა არ დაგვრიოს ხელი, ორი კაცი ისედაც დისკვალიფიცირებულია

• musenbazi

რა უდისციპლინობაა, მე-7 წუთზე ცენტრში სრულიად უწყინარ სიტუაციაში წითელი ბარათი რომ დაიმსახურო მოხერხება უნდა, მთელი თამაში შერკინების იმედად სანამდე უნდა ვიყოთ ხელით თამაშს და ორ-სამ პას გადაბმულად როდის გავაკეთებთ? ამდენი აუტის წაგება ნუ კოშმარია და მთელი თამაში დაცვაში თამაშით ვერანაირ გამოცდილებას და პროგრესს ვერ მივიღებთ... სამწუხარო რეალობააა

• გოგის

გოგი როგორი პესიმისტი ყოფილხარ, ვნერვიულობ შენზე

• შაკო

მოვიგებთ იტალიასთან და ირლანდიასთანაც მოვიგებდით რო არ გაეძევებინათ სპანდერაშვილი

• bujanga

ჯიგრები ხართ ბიჭებო..ბოლომდე იბრძოლეთ..ასეთი წაგებები უფრო მეტ გამოცდილებას შეგძენთ...წინ უამრავი შერკინებები გელოდებათ..ერთადერთი გუნდია მეოთხეადგილოსანი რომელმაც ქულა აიღო...გამარჯვებები ბიჭებო..

• dachi

გოგი რატომ გგონია რომ ვერმოუგებენ? რითია იტალია ჩვენზე ძლიერი? მე ვფიქრობ რომ მოვუგებთ. დისციპლინა თუ შევინარჩუნეთ იტალიას ნამდვილად მოვუგებთ. ჩვენი დაცვის გარღვევა გაუჭირდებათ. დერეფანი უნდა გამოვასცოროთ და მწყობრად და ორგანიზებულად შეუტიოთ. დამიჯერე ვერაფერს ვერ დაგვიპირისპირებენ. შერკინებით ვერ გვაჯობებენ. გადამწყვეტი იქნება დისციპლინა. ფსიქოლოგიურად ჩვენ უფრო მზად ვართ ამ თამაშისთვის.

• მერაბი

მადლობა, ბიჭებო, გულისთვის, სულისთვის, ოსტატობისთვის. კიდევ მეტი და მეტი! თქვენ შეგიძლიათ ეს!წინ, საქართველო! რაგბი ჩვენი თამაში და მძლავრი მხარე რომ არის, ყველას მყარად დავანახოთ! გენაცვალეთ! მძლავრი ქართული რაგბის უძლეველ მომავლად ჩამოყალიბებას გისურვებთ!

• გოგი

ვერც იტალიას მოუგებენ.

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა

18 წ. | ცვლილებებით და გადაადგილებებით ირლანდიასთან

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"არმაზი" მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნით გაძლიერდა

"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ

რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს

ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

U20. საქართველო-ირლანდია 18:24 - ექსტრაკლასი და შავი ცისარტყელა [VIDEO]

"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის

დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, ირლანდიას მოუგეს! []PHOTO]

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა

5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]

ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის

პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა

ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]

ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!

საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატზე ირლანდიასთან დამარცხდნენ

U20. "უმცროსი ბორჯღალონები" მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგებთან დამარცხდნენ [VIDEO]

ლეგიონერები: ორი ლელო პრო დე2-ში

ლეგიონერები - ევროთასები და გოგინავას ლელო პრო დე2-ში

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო

ბოლო წუთზე გატანილი გოლი, გაწევ-გამოწევების, ყვითელი და წითელი ბარათების წვიმა თელავში [VIDEO]

ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში

U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]