უზბეკური ფერგანის ქალთა 25.000-იანი ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს მარიამ ბოლქვაძე
გერმანული ბრაუშვაიგი ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მასპინძლობს. შეჯიბრებაში ორი ქართველი მონაწილეობს. ეკატერინე გორგოძემ სტარტზე ლიზა მატვიენკო (გერმანია) დაამარცხა - 6:4, 2:6, 7:5 და მერვედფინალში ანა ვრლიჩსა (ხორვატია) და იტალიელ მარტინა კარეგაროს შორის უძლიერესს შეხვდება.

თანამემამულეს მხარი ვერ აუბა სოფიო ქვაცაბაიამ: მართალია, მან საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით განვლო, მაგრამ გუშინ ძირითადი ბადის პირველ წრეში ტენა ლუკაშთან (ხორვატია) წააგო - 0:6, 2:6, არადა, როგორც ვწერდით, წინა დღეს წყვილებში გორგოძემ და ქვაცაბაიამ სწორედ ტენა ლუკაშისა და ბერნარდა პერას (აშშ) დუეტს სძლიეს - 1:6, 6:2, 10:5.

მეოთხედფინალში ჩვენები მასპინძლებს - კრისტინა გერლაჩსა და კრისტინა ჰობგარსკის დაუპირისპირდებიან.

უზბეკური ფერგანის ქალთა 25.000-იან ტურნირზე ერთეულებში მარიამ ბოლქვაძემ მე-7 ნომრად განთესილ იანა სიზიკოვას (რუსეთი) სძლია - 6:1, 6:4 და წყვილებში ასპარეზობის მესამე ნომერ პოლინა მონოვასა და იანა სიზიკოვას (ორივე - რუსეთი) ტანდემთან მარცხისთვის (1:6, 4:6) რევანში აიღო.

ბოლქვაძე მერვედფინალში მეწყვილეს - ჩინელ ქსინიუ გაოს გაუწევს მეტოქეობას. აზიელმა ანა ბლინკოვა (რუსეთი) გაისტუმრა მაყურებლებში - 1:6, 6:1, 6:4.

ანტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე შოთა მეფარიძემ ორ მეტოქეს სძლია - ლუკა სიმკისსა (დიდი ბრიტანეთი, 6:2, 6:4) და სეფა სულოღლუს (თურქეთი, 6:2, 7:6), მაგრამ გადამწყვეტი ორთაბრძოლა ალექსანდრ ბაბანინესთან (ავსტრალია) დათმო - 6:4, 1:6, 3:6.

ძირითად ბადეში გიორგი ჯავახიშვილმა ლეონ შუტთან (გერმანია) წააგო - 1:6, 1:6.

ჯავახიშვილისა და მეფარიძის დუეტმა წყვილებში ჯოვანი სამანასა (ლიბია) და ბარტ ვან ლეისენთან (ჰოლანდია) ერთ ხელში კი იმარჯვა - 6:3, მაგრამ ორი წააგო - 2:6, 6:10 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ალექსანდრე მეტრეველი: ბოლომდე მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
"მზიურში" ზიმბაბვეს დავხვდებით - ინტერვიუ ალექსანდრე მეტრეველთან
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს
შოთა მეფარიძე: უიმბლდონზე მოსახვედრად არაფერს დავიშურებ
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა იზმირის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: მეტრეველი ესენის ტურნირის 1/4-ფინალში უბრძოლველად გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ალექსანდრე მეტრეველი: წყვილები ჩვენი სუსტი წერტილია
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელები: ალექსანდრე მეტრეველი ესენის ტურნირს გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელები: პირველები რეიტინგში დაწინაურდნენ
დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა: საქართველო VS ზიმბაბვე
სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე ბრეშას ტურნირის წყვილებში 1/2-ფინალში გავიდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა