"ქართველებმა ბუქარესტის "დინამოს" დასცინეს" - რუმინული მედია "სამტრედიის" გამარჯვებაზე
"სამტრედიამ" სლოვენიური შეკრება დაასრულა. გია ცეცაძის გაწვრთნილებმა საქართველოში გამომგზავრებამდე მეორე საკონტროლო შეხვედრა ბუქარესტის "დინამოსთან" გამართეს და ყველასთვის მოულოდნელად, 5:1 გაანადგურეს...

"სამტრედიამ" სლოვენიურ შეკრებაზე ბუქარესტის "დინამო" 5:1 გაანადგურა [VIDEO+PHOTO]

ამ სპარინგს რუმინული სპორტული არხი "დიგისპორტი" გამოეხმაურა. არხის ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი, სათაურით - "ქართველებმა "დინამოსთან" იმხიარულეს".

"ქართველებს უპირატესობა იმიტომაც ჰქონდათ, რომ ევროპალიგის შესარჩევ ციკლში ითამაშებენ და მოსამზადებელი ეტაპი "დინამოზე" ადრე დაიწყეს. ამას გარდა, "დინამოს" ბევრი ახალწვეულიც ჰყავდა და დაცვაში არაერთი პრობლემა გამოჩნდა. მაგრამ ქართველები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ისე თავისუფლად თამაშობდნენ, თითქოს, ოპონენტებს დასცინოდნენ. "დინამოს" დაცვა ხშირად ისეთ შეცდომებს უშვებდა, ქართველები თამაშით დიდ სიამოვნებას იღებდნენ" - ვკითხულობთ "დიგისპორტზე".

აქვე ვიტყვით, რომ "სამტრედია" შეკრებიდან გუშინ დაბრუნდა და "გაბალასთან" ევროპალიგის შეხვედრისთვის მზადებას საქართველოში გააგრძელებს.

მეტოქე: იმედი და სიფრთხილე

"გაბალასთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა "აზერისპორტს" იმერული კლუბის მმართველი დირექტორი პაატა შალამბერიძე ელაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ შარშან "გაბალა"-"დინამოს" მატჩისას მომხდარ ინციდენტს თავიდან ავიცილებთ.

"ძალიან კარგი მეტოქე შეგვხვდა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ თანაბარი შანსები გვაქვს. ჩვენ არ გვაშინებს ის ფაქტი, რომ "გაბალამ" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. მართალია, დიდი ხანია, რაც ჩვენ ევროთასებზე არ გვიასპარეზია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უშანსოდ ვართ. ჩვენ კარგი და სრულფასოვანი გუნდი გვყავს", - ამბობს შალამბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქართული და აზერბაიჯანული კლუბები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. სამწუხაროდ, "ნეფთჩი"-"ჩიხურასა" და "გაბალა"-"დინამოს" მატჩების დროს და შემდეგაც გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სამტრედიელთა დირექტორმა ამის თაობაზეც ილაპარაკა:

"რაც შეეხება გასულ ორ წელიწადში ფეხბურთის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთის თამაში გვსურს".

მეზობლები კი მხნედ არიან. საერთოდ, აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს ბრმად არ უნდა მივენდოთ - თამაშის წინ მეტოქის ამგვარი ხერხებით დაბნევა მიღებული ფორმაა, მაგრამ მათ მიერ გავრცელებულ ცნობებს მაინც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ასეთი განცხადება "აზერისპორტთან" იქაური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა გააკეთა:

"ჩვენთვის ძალიან წარმატებული წილისყრა იყო. ყველა მეტოქის დამარცხება შესაძლებელია".

ქართულ გუნდზე "გაბალას" ნახევარმცველმა რაშად იუბოვმა პატივისცემითა და სიფრთხილით ილაპარაკა:

"სუსტი მეტოქე არ შეგვხვედრია. ორი საინტერესო მატჩი გველის. კარგია, რომ შარშანდელივით ქართული გუნდით ვიწყებთ - შორს წასვლა არ მოგვიწევს. არც ინფორმაციებზე სირბილი დაგვჭირდება.

ვერ დავეთანხები იმ აზრს, თითქოს "გაბალას" შარშანდელი შემადგენლობა უფრო ძლიერი იყო. ფავორიტზე კი პირველი შეხვედრის შემდეგ ვილაპარაკებ. ის, რომ "სამტრედიამ" ევროთასებზე ბოლოს 20 წლის წინ ითამაშა, არაფერს ნიშნავს.

შეხედეთ, ევროპის ჩემპიონატზე რა ამბები დატრიალდა. შესაძლოა, ჩვენ უფრო შთამბეჭდავად გამოვიყურებით, მაგრამ გამორიცხული არ არის, მოედანზე ყველაფერი სხვაგვარად შემოგვიბრუნდეს. მთავარია, პირველ შეხვედრაში გოლი არ გავუშვათ".

"აზერისპორტმა" ევროთასებზე გასული გუნდების დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასა და აღნიშნა, რომ "გაბალას" ძლიერი თავდამსხმელი არ ჰყავს:

"გუნდმა ჯერ მხოლოდ 16-კაციანი განაცხადი წარადგინა. მალე მათ რამდენიმე ფეხბურთელი დაემატება. დღეისთვის, გუნდში 10 ლეგიონერია, ადგილობრივი - 6. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მათგან მხოლოდ ერთია ფორვარდი - სერგეი ზენიოვი. ისიც სუფთა ცენტრფორვარდი არ არის, მოედნის სიღრმიდან უყვარს მოქმედება.

საერთოდ, ის ქართულ შეკრებაში არც მონაწილეობდა და გუნდს ახლა შეუერთდა. მოკლედ, რომან გრიგორჩუკის გუნდს "სამტრედიასთან" მატჩამდე აშკარად შეექმნა თავდამსხმელის პრობლემა.

შესაძლოა, მან დუბლებიდან ორმეტრიანი რამილ გასანოვი დაიმატოს, რომელიც სიმფეროპოლის "ტავრიაშია" ნათამაშები და დუბლების ჩემპიონატში 17 გოლი გაიტანა.

სხვა პოზიციები კი სავსებით შთამბეჭდავად გამოიყურება, განსაკურებით - შუა ხაზი. კვეკვესკირისა და ოზობიჩის მოსვლის შემდეგ ნახევარდაცვა უფრო კრეატიულიც უნდა გახდეს. მათ გარდა, გუნდში დაიმატეს ლიბერიელი უიქსი, რომელიც კვიპროსში თამაშობდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენო
გაბალა თავის სტადიონზე თამაშობს?
Sano
Pirvel arxze iqneba es tamashi? An meoreze?
guka
მართლაც დასანანია რომ ეს თამაში სამტრედიაში ვერ იმართება ზესტაფონი კი დარწმუნებული ვარ ვერ დაიტევს მაყურებელს ეხლა მთავარია ბილეთები სად გაიყიდება
giorgi
gundebs romlebsaz sakutar stadionze ar sheuzliat uefas egidit tamashi, ra undat saertod uefaze? jer stadionebi aashenet da infrastrukturaze izrunet da mere uefa, sirzxvilia sanamde unda ikos kartuli klubebi aset dgeshi.
gizog
სამტრედიელებო გაიხრეთ, რომ ჯავრი ამოგვყარეთ რუმინელებზე. ამჯერად საკლუბო დონეზე, მაგრამ სანაკრებო დონეზეც მალე მოხდება იგვე. რაც შეეხება ,,გაბალა'-ს თქვენ იცით, იბრძოლეთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ქართველი რაგბისტები და გამარჯვებაც თქვენ და მთლიანად საქართველოს დარჩება. გახსოვდეთ მთელი საქართველო თქვენთანაა.
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"სამტრედიის" დირექტორი: აზერბაიჯანელებთან ინციდენტები არ გვჭირდება!
წიტაიშვილის საკითხი 10 იანვარს გადაწყდება - "ჩერნომორეცის" მწვრთნელად გრიგორჩუკი დანიშნეს
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელს გადაყენებას უპირებენ
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ᓖᓕᓘᓐᓓ ᓡᓘᓭᓘᓜᓐᓕᓐ: ᓠᓣᓙᓘᓡ ᓡᓙᓐᓜᓓᓐᓚᓘ ᓡᓐᓨᓘᓜᓔᓚᓘ ᓡᓘᓖᓛᓐᓠᓘᓐ, ᓠოᓛᓔᓚᓘᓪ ᓣᓜᓓᓐ ᓓᓐᓕᓘᓕᓘᓬᓧᓝᓗ
"სამტრედიამ" და ჰენრი ნდონგმა ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი გაწყვიტეს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐ" ᓣᓤᓠᓝ ᓓᓐ ᓣᓤᓠᓝ ᓫᓚᓘᓔᓠᓓᓔᓑᓐ - ᓞᓚᓣᓡ ᓠᓔᓕᓐᓖ ᓒᓔᓬᓐᓫᓔ ᓓᓐ ᓙᓘᓓᓔᓕ ᓡᓐᓛᓘ
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ნიკა კვეკვესკირი: კიდევ არის გზა გასავლელი, კიდევ ბევრი შრომაა საჭირო...
"სამტრედიის" დირექტორი: ჩემპიონთა ლიგამდე კიდევ 5 ლეგიონერი გვეყოლება!
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
კახა ცხადაძე მალე "გაბალას" მწვრთნელად დაინიშნება
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
"სამტრედიის" გეგმები: გაძლიერება და თურქული შეკრება "ყარაბაღის" წინ