ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ

ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ

ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც მას ასოციაციაში მოსვლისთანავე დახვდა
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ოთარ ხიზანეიშვილმა Sportall.ge-სთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც მას ასოციაციაში მოსვლისთანავე დახვდა. გარდა ამისა, ასოციაციის პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა.

- მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. რა სახის პრობლემები დაგხგდა ასოციაციაში, რა გაკეთდა და რა იგეგმება უახლოეს მომავალში?

- პრობლემები იყო, მაგრამ ყველაფერი დალაგდა. აღარ არის არეულობა - ერთი ორგანიზმივით ვმუშაობთ. ყველანი ერთ დონეზე ვართ და თავს არავისზე მაღლა არ ვაყენებ. უბრალოდ, მიყვარს ფეხბურთი, ვხედავდი, რომ სპორტის ამ სახეობაში ძალიან დიდი არეულობა იყო და ის ერთსულოვნება, რომელიც ამ პატარა წრეშია საჭირო, წლების განმავლობაში აღარ იყო.

დიდი სურვილი მაქვს, რომ დაძაბულობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, ფუტსალი კი წინ წავიდეს და განვითარდეს.

რამდენიმე დღის წინ 2-წლიანი პროგრამა წარვადგინეთ, რომელიც მალე საზოგადოებისთვისაც სრულად იქნება ცნობილი. ამ პროგრამის მიზანი ფუტსალის მასობრიობაა.

ერთ-ერთი ნაწილი სკოლებს ეხება, რაშიც განათლების სამინისტრო ძალიან გვეხმარება. მოვიკითხეთ სკოლებში და მართალია, ფიზკულტურის გაკვეთილები ტარდება, მაგრამ ფეხბურთს დიდი ყურადღება არ ექცევა. ჩვენი სურვილია, უკვე მე-6 კლასიდან სკოლებში ვასწავლოთ ბავშვებს ფუტსალის ელემენტები... ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვმა მომავალშიც აუცილებლად ფუტსალი უნდა ითამაშოს - ბევრ დიდ ფეხბურთელს სწორედ აქედან დაუწყია დიდი ფეხბურთის თამაში და ჩემი გუნდის ამოცანაც სწორედ ესაა, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი დაკავდეს და ისწავლოს ის, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგება.

ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც გაამართლებს, რადგან არის ამის სურვილი და მოთხოვნა. ეს ყველაფერი სტარტს ახალი სასწავლო წლიდან აიღებს. ასევე მოხდება მასწავლებლების გადამზადებაც.

გარდა ამისა, გვსურს ჩამოვაყალიბოთ 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებები, რათა ეროვნულ ნაკრებს ჰქონდეს კარგი შევსება. ეროვნულში მოთამაშე ფეხბურთელებიდან დღეს რამდენიმე უკვე ასაკშია და ნაკრები შევსებას საჭიროებს.

გვსურს მწვრთნელთა გადამზადებაც, რომ რამდენიმე კვალიფიური სპეციალისტი გვყავდეს. ეს წაადგება როგორც ნაკრებს, ისე ჩემპიონატს. უკრაინელებთან და ყაზახებთან ვმეგობრობთ ამ კუთხით და უახლოეს პერიოდში უკრაინელები ჩამოვლენ და მწვრთნელებისთვის სემინარებს ჩაატარებენ.

- როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ბექა კვიციანი ედავება ასოციაციას სასამართლოში. კონკრეტულად, რა საკითხებთან დაკავშირებით მიდის დავა და რატომ?

- ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ: მზად ვარ, ყველა ადამიანთან ვითანამშრომლო, ვინც ფუტსალს მხარში დაუდგება და წინ წასწევს. იმავეს თქმა შემიძლია ბექა კვიციანზე. ამ დღეებში სასამართლო იყო, გვედავებოდნენ რაღაცაზე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა თემებთან დაკავშირებით - არ ჩავრეულვარ.

კვიციანს პირადად შევხვდი. ვიცოდი, რომ აქვს ფუტსალში რაღაც გაკეთებული, წვლილი მიუძღვნის ამ სფეროში, მაგრამ როგორც გავიგე, "შავ პიარს" მიკეთებს. ამას ყურადღებას არ ვაქცევ. თუ ადამიანს ჩემი რამე არ მოსწონს, მოვიდეს და მითხრას. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ვინმეს მიწას წერილობით გაუთხრის, მით უმეტეს, მაშინ, როცა ადამიანი ამის ღირსი არ არის. საერთოდ, არც ვიცი რაზე დავობენ.

მსურს საქმე გამჭირვალედ ვაკეთო, ხოლო ვინ რას წერს და ვის რა აქვს ჩემი საწინააღმდეგო, არ ვიცი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ ვინმეს რომელიმე თემაზე საუბარი სურს, მზად ვარ მოვუსმინო, თუნდაც ჟურნალისტების და თუნდაც მთელი საზოგადოების თანდასწრებით. მოვედი, სუფთა ვარ, ყველაფერს კანონიერად ვაკეთებ, რათა ჩემი საქმიანობა წაადგეს ქართულ ფუტსალს.

საერთოდ, ქართველების უარყოფითი მხარეა ეს - ერთმანეთთან დავა გვიყვარს. არ უნდა იყოს ასე. მოდით, ვისაც გესმით ეს სპორტი, დავსხდეთ, ვისაუბროთ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს და საერთო გზა გამოვნახოთ...

- საუბარი იყო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე. იგეგმება სამისოდ მუშაობა თუ საბოლოოდ, უარი ითქვა?

- მსგავსი ღონისძიების ჩატარება სახელმწიფოსა და სფფ-ის დახმარების გარეშე არ გამოვა. განაცხადი შეტანილი გვაქვს და ვნახოთ... სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამაზე და დღის წესრიგში კვლავაც არის ეს თემა.

გამომდინარე იქიდან, რომ პოტენციალი არის ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე დარბაზიცაა, სავსებით შესაძლებელია ვუმასპინძლოთ ამ ტურნირს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უარს არ ვაცხადებთ.

- დასრულდა საქართველოს ფუტსალის მორიგი ჩემპიონატი. როგორ შეაფასებდით ჩემპიონატს?

- მოდით, ჯერ გამარჯვებულ გუნდ თსუ-ზე ვიტყვი. დავესწარი რამდენიმე მატჩს, ვნახე მათი თამაშები - ძალიან კარგი და ორგანიზებული გუნდია. წლებია ისინი ამ დონეზე თამაშობენ და სწორი მენეჯმენტის, სწორი მართვის და ერთად შეკრულობის დამსახურებაა ეს ყველაფერი. რამდენიმე ფეხბურთელი რომ დაიმატონ ევროტურნირებისთვის, არ იქნება ცუდი.

გუნდის უფროსს როცა ვესაუბრე, მივხვდი, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს, განვითარდეს ფუტსალი. ამ გუნდს აქვს პოტენციალი, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად იასპარეზოს.

თხოვნა იყო გუნდიდან, რომ პირველ 4 მატჩს თბილისმა უმასპინძლოს და ეს თხოვნა გავითვალისწინე, ვესაუბრე სფფ-ს და ვნახოთ, გამოვა თუ არა პირველი სტადიის ჩატარება საქართველოს დედაქალაქში.

მომწონს ასევე "თელასიც". ნუ ეწყინებათ სხვა გუნდის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელებს, მაგრამ ძირითადად ეს ორი გუნდია. სხვებთანაც ვიმეგობრებ, მოვუსმენ, უბრალოდ, მსურს ძლიერი ჩემპიონატი გვქონდეს.

ბოლო ჩემპიონატი, ორგანიზებულობის კუთხით, ძალიან კარგი იყო, მაგრამ დონეს რაც შეეხება, ძალიან დაბალია, რადგან კლუბები არ გვყავს. უნდა გაძლიერდნენ კლუბები, ინტერესი უნდა გაჩნდეს... არ შეიძლება გუნდები აგებდნენ 15-0-ს... უნდა მოიხსნას "მე" მიდგომა, ვაქციოთ "ჩვენ"-ად და მერე გვექნება ძალიან ძლიერი ჩემპიონატი, ჩემპიონი გუნდი კი უფრო ძლიერი იქნება და ევროტურნირებზე გვასახელებს.

ფუტსალის ოჯახი პატარაა და მარტივად გასაკეთებელია ეს, თუ ერთიანობა და ერთსულოვნება იქნება.

- გაიმართა 16-წლამდელთა ჩემპიონატიც...

- 52-მა სკოლამ გამოთქვა ამ ტურნირში მონაწილეობის სურვილი და დაახლოებით 650-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი მომეწონა, კარგად ჩაიარა, რამდენიმე ბავშვი ძალიან მომეწონა კიდეც, მათი ნომრები ჩავიწერე და მსურს, რამდენიმე გუნდში მივიყვანო, თუნდაც გასასინჯად. დიდი ფეხბურთისკენ ისწრაფვიან და არ ვარ წინაღმდეგი, პირიქით, მსურს ხელი შევუწყო.

მგონია, შემდეგ წელს უფრო მეტი სკოლა გამოიჩენს სურვილს - ნაკრების შევსება აქედანაც წამოვა. რა თქმა უნდა, ეს რეგიონებშიც იქნება. ვიყავით სამტრედიაში, მოვინახულეთ უნარშეზღუდული ბავშვები, ჩამოვიყვანეთ ისინი აქ, ვეტერანებთან ვათამაშეთ და ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ. პანკისიდან გვსურს ახლა კიდევ ბავშვების ჩამოყვანა და იგივენაირად ვეტერან ფეხბურთელებთან ამხანაგური მატჩი გავმართოთ.

- გამგეობაშია ახალი სუბიექტები. იგეგმება თუ არა კიდევ სუბიექტების დამატება?

- გამგეობაში დავით სირაძე შემოვიდა, რომელიც პროფესიონალია, ძალიან უყვარს ფეხბურთი. ამიტომ მის აზრებს ყოველთვის ვითვალისწინებ და მომავალშიც გავითვალისწინებ. ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ აბზიანიძეა, რომელიც, მსგავსად სირაძისა, პროფესიონალი და ძალიან მონდომებული ადამიანია.

აუცილებლად ვაპირებ გამგეობის გაზრდას, უბრალოდ, ჯერ წესდების შეცვლა მსურს. გადავხედე მას და რაღაც-რაღაცები არ მომწონს. უახლოესი 1 თვის მანძილზე შეიცვლება ის და იქნება სფფ-ის მსგავსად, რადგან მათი წესდება ძალიან მომწონს.

მსურს ნაკრებიდან და რეგიონებიდანაც შემოვიყვანო გამგეობაში რამდენიმე სუბიექტი...

- როგორია სფფ-ს ხელშეწყობა?

განვითარების პროგრამას უახლოეს დღეებში სფფ-საც წარვუდგენთ. მოგეხსენებათ, მათ მძიმე დრო უდგათ, დიდი ვალები აქვთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ მქონდა მათთან საუბარი და დახმარება იქნება.

მალე გაირკვევა, თუ როგორ და რამდენით დაგვეხმარებიან... ჩვენ მათი წევრი ვართ და თუ სფფ თავის წევრს არ დაეხმარა, ისე არაფერი გამოვა.

პარალელურად, ვეძებ სპონსორებს. ფუტსალის მიხედვა დიდ თანხებთან არაა დაკავშირებული. გვსურს, სფფ-სთან ერთად, სპონსორმაც ჩადოს თანხა და აუცილებლად გამოვა რამე.

• gigi

ისე, ფუტსალის პრეზიდენტი ჰქვია ამ დალოცვილს და ის ვერ გაურკვევია, რას ედავებიან მის უწყებას?! ეს მინიმუმ ზერელე დამოკიდებულება და არაპროფესიონალიზმია..

• Duduna

Xoda sasamartlo gadawyvetilebis kanonier dzalashi shesvlistanave rom dagemshvidobebian futsalidan, mere ,,dainteresdi" ras gedavebodnen

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო

ამ საკითხს ყურიდან ყურში ვერ გავატარებთ... ანუ აქვს თუ არა ხმის უფლება ფუტსალს?

"მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა წარმოუდგენელია სახელმწიფოს და სფფ-ს გარეშე"

საფიქრალი: როგორ ჩამოვიშოროთ კოსოვო? არსებობს რამდენიმე არგუმენტი

"კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის"

ვეტერანები აკაკი დევაძის დასახმარებლად 120 ათასი ლარის შეგროვებას ვარაუდობენ

ვითომ მუნდიალი აფხაზეთში, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს

სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა

ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...

დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!

ვინ იქნება საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი?

ოთარ ხიზანეიშვილი სფა-ს პრეზიდენტად რეგისტრაციაში გაატარეს

[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი

ლანჩხუთის "გურია" მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენლის სტუმრობას ელის

მხარდაჭერა დევას! საქველმოქმედო კონცერტი და შემოსავალი ქართული კლასიკოდან

ყველაფერი მოგვარებულია - ოთარ ხიზანეიშვილს რეესტრი პრეზიდენტად ორ დღეში დაარეგისტრირებს

გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა