უკვე მერამდენე წელიწადია, "დინამოში" ახალი ფეხბურთელები მაინცდამაინც ევროტურნირების დაწყების წინ მოდიან
თბილისის "დინამომ" ავსტრიული შეკრება დაასრულა და საქართველოში დაბრუნდა, სადაც სომხურ "ალაშკერტთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის მზადებას გააგრძელებს.

ჩვენ კი საქართველოს ჩემპიონის ავსტრიული შეკრება გავაანალიზოთ...

"დინამოს" მთავარ მწვრთნელ იურაი იარაბეკს გუნდში ყველა პოზიციაზე თითქმის თანაბარი ძალის ორი ფეხბურთელი ჰყავს და ეს ნათლად გამოჩნდა სწორედ ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც თბილისელებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან ჩაატარეს სპარინგები.

რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როცა გუნდში ასეთი კონკურენციაა, მაგრამ, მეორე მხრივ, გარკვეული შიშიც ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლო და მოასწრო ამ შეკრებაზე სლოვაკმა სპეციალისტმა გუნდის შეთამაშება.

ანტონი სკრიბე, მატია შპიჩიჩი, მატიას კურიე, სტეფან ველევი, გიორგი ლომაია და მშობლიურ გუნდში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული გიორგი პაპუნაშვილი - აი, "დინამოს" ახალწვეულები ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში.

ავსტრიულ შეკრებაზე "დინამომ" 5 ამხანაგური მატჩი გამართა. ერთის გარდა, ყველა მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო - პოლონეთის ჩემპიონი "ლეგიაც", ბულგარეთის ჩემპიონი "ლუდოგორეციც", ისრაელის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ხაიფას "მაკაბიც", რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის ყველაზე ტიტულოვან კლუბ კიევის "დინამოზე".

ამით იმის თქმა გვსურს, რომ იმავე "ლუდოგორეცთან" (0:3) თუ კიეველ თანაკლუბელებთან მარცხი (0:2) ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ. მაგრამ აი, ავსტრიულ ბუნდესლიგაში ახლახან აღზევებულ ლასკ-თან (ლინცი) წაგება, ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელი უნდა ყოფილიყო "დინამოს" სამწვრთნელო შტაბისთვის.

თან, ეს იმის მიუხედავად, რომ ლინცის გუნდთან "დინამომ", ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა.

თუმცა, იარაბეკი ექსპერიმენტებზე უარს არც სხვა სპარინგებში ამბობდა - ყველა საკონტროლო შეხვედრაში სხვადასხვა შემადგენლობა იწყებდა თამაშს.

ამას გარდა, იარაბეკმა რამდენიმე ფეხბურთელი (სტეფან ველევი, მატიას კურიე, უჩა ლობჟანიძე, ზაზა ჭელიძე) სხვადასხვა პოზიციაზეც მოსინჯა. ერთი მხრივ, დადებითი მომენტია, როცა გუნდში ამდენი უნივერსალი გყავს, მაგრამ... ძალიან არ გვინდა, რომ შესაძლო შეუთამაშებლობამ წლევანდელ ევროკამპანიაში "დინამოს" ასპარეზობაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

მით უფრო, რომ ამის მწარე გაკვეთილი "დინამოს" ქომაგებს კარგად უნდა ახსოვდეთ: ორი წლის წინათ, გუნდის მთავარ მწვრთნელად ცნობილი ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი რომ დაინიშნა (ზედ ევროტურნირების წინ!), მისი ხელმძღვანელობით "დინამომ" უცხოურ შეკრებაზე ყველა მატჩი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა და ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისურმა გრანდმა ორივე მატჩი წააგო... ყაზახურ "აქტობესთან". მაშინ ვერც ბილეკმა მოასწრო თავისი ახალი გუნდის გაცნობა და ვერც ფეხბურთელებმა მოასწრეს ახალი მწვრთნელის იდეების გათავისება.

უკვე მერამდენე წელიწადია, "დინამოში" ახალი ფეხბურთელები მაინცდამაინც ევროტურნირების დაწყების წინ მოდიან და, ჯერჯერობით, ამ ყველაფერს სიკეთე არ მოუტანია.

ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, 2011 წელს მოხდა, როცა ესპანური "დესანტით" (ჩისკო, ალვარო, კოტო, იაგუე) გაძლიერებულმა "დინამომ" ევროპალიგის პლეი ოფამდე მიაღწია და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად სულ მცირედი დააკლდა...

აქედან გამოსავალი ის არის, რომ "დინამომაც" და სხვა ქართულმა კლუბებმაც საევროპოდ ახალი გუნდის შექმნა ზაფხულში კი არა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაიწყონ...

ავსტრიული სპარინგები

დინამო-ლეგია 1:1 (იხილეთ ვიდეო)

დინამო: სკრიბე - ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, შპიჩიჩი - პარუნაშვილი, ალვარო - ჯიღაური, კურიე, ჭანტურიშვილი - ქვილითაია; შეცვლაზე შევიდნენ: ჭელიძე, თევზაძე, ველევი, ცინცაძე, გელაშვილი, კიტეიშვილი, მიქელაძე, ვოლკოვი, კირკიტაძე.

დინამო-ლუდოგორეცი 0:3 (იხილეთ ვიდეო)

დინამო: სკრიბე - ლობჟანიძე, ჭელიძე, რენე ფერეირა, შპიჩიჩი - ცინცაძე, პარუნაშვილი - ჯიღაური, კურიე, კიტეიშვილი - ქვილითაია; შეცვლაზე შევიდნენ: ლომაია, ამისულაშვილი, ველევი, ალვარო, ჭანტურიშვილი, გელაშვილი, თევზაძე, ვოლკოვი, მიქელთაძე.

დინამო-მაკაბი 2:0 (იხილეთ ვიდეო)

დინამო: სკრიბე - ლობჟანიძე, ამისულაშვილი (60. ჭელიძე), რენე ფერეირა, თევზაძე (64. ალვარო) - პარუნაშვილი (68. ცინცაძე), ველევი - ჯიღაური (46. შპიჩიჩი), კურიე (77. მიქელთაძე), კიტეიშვილი (77. ვოლკოვი) - ქვილითაია (68. გელაშვილი).

დინამო-ლასკ 0:2 (იხილეთ ვიდეო)

დინამო: ლომაია - კირკიტაძე (62. ველევი), ჭელიძე, რენე ფერეირა (62. ამისულაშვილი), შპიჩიჩი (46. თევზაძე) - ცინცაძე, ალვარო - პაპუნაშვილი (46. ლობჟანიძე), მიქელთაძე (62. კურიე), ვოლკოვი (62. კიტეიშვილი) - გელაშვილი (62. ქვილითაია).

დინამო (თბ)-დინამო (კ) 0:2 (იხილეთ ვიდეო)

დინამო: სკრიბე - ველევი, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი (85. თევზაძე) - ცინცაძე (46. ალვარო), პარუნაშვილი (62. ჭელიძე) - ჯიღაური (67. პაპუნაშვილი), კურიე (46. კიტეიშვილი), ჭანტურიშვილი (85. ვოლკოვი) - ქვილითაია (60. გელაშვილი/85. მიქელთაძე).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qomagi-s
ოპტიმიზმი კარგია მაგრამ ვაი და დინამომაც რომ გაასხას, საინტერესოა მერე რას დაწერ ქართულ ფეხბურთზე?!
status quo
ეგენიც გაასხამენ უიმედოდ,ვაი და ვუი ქართულ ფეხბურთს....
qomagi
ბოლო იმედი დინამო დარჩა. თუმცა ეს წელი განსხვავებული იქნება,ქართული ფეხბურთის ხელახლა დაბადების,ამას დინამო შეძლებს..სკეპტიკოსებო სექტემბერში შეგახსენებთ დინამო როცა ჯგუფში იქნება. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ჩიხურას სამტრედიას და დილას გამო,თუმცა გულით მჯერა რომ დინამო ახალ ისტორიას დაწერს პატარა ქვეყნიდან...დიდება ქართულ ფეხბურთშ,მას ვერავინ მოკლავს და ვერ დამარავს სანამ ნამდვილი ქომაგები ვიარსებებთ..
პაატა
აბსოლუტურად ვეთანხმები ჟორას შეფასებაში.ეროვნული ჩემპიონატის დონე თუ არ ამაღლდა გაგვიჭირდება შდეგის დადება/.დინამოს წარმატებები გაგვიხარდება წელსაც..
სანტექნიკი ჟორა
ილუზიებს ნუ შევიქმნით. დღევანდელი დინამო არ არის მზად არც ევროპა ლიგისთვის და მითუმეტეს არც ჩემპიონთა ლიგისთვის. ეს უკვე ტრადიციული წინასაევროპო ვითომდა გაძლიერებები ახალი ლეგიონერებით არის მენეჯმენტის უშედეგო პიარსვლა. დინამო ვერ იქნება ევროპის დონის გუნდი თუ ჩემპიონატში სხვა რამოდენიმე გუნდის დონე არ იქნება ევროპული. საქართველოს ჩემპიონატიდან უეფას შეჯიბრებებზე გადართვა ძალიან უჭირთ ქართულ გუნდებს. რა დაემართა სამტრედიას და ჩიხურას ვნახეთ. და ეს მხოლოდ აზერბაიჯანულ და მოლდოვურ გუნდებთან! არც ფიზიკურად, არც ინტელექტუალურად, არც ფსიქოლოგიურად ქართველი ფეხბურთელები არ არიან ევროპელებთან კონკურენტუნარიანები დღეს. საქართველოს ნაკრები არის ამის კარგი დამადასტურებელი; მხოლოდ ლეგიონერები ქაჩავენ ნაკრებში, ერთიორი ადგილობრივის გამოკლებით. თუმცა გულშემატკივრის პესიმიზმით დაავადება არაფერს მოგვიტანს კარგს, ჩვენი მოვალეობაა გავამხნევოთ ჩვენი გუნდები.
lova
ერთი შეხედვით სოლიდური შემადგენლობაა მარა რამდენათ იქნებიან ფიზიკურად მომზადებულები ამაშია საქმე ყოველთვის ფიზიკა უჭირთ ქართულ გუნდებს და თავდაჯერებულობა თუ ეს მოგვარდა მართლა შეიძლება წარმატების იმედი გვქონდეს
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ყაზახეთის ნაკრები თბილისის "დინამოს" ყოფილ მწვრთნელს ჩააბარეს
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში?
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓛᓔᓠᓔᓑᓐᓨᓕიᓚᓘ: ...ᓗᓘᓗᓥᓝᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛოᓨᓘ" ᓙᓘ ᓐᓠᓐ, ᓡᓮᓕᓐ ᓒᓣᓜᓓᓨᓘ ᓕᓗᓐᓛᓐᓨᓝᓑᓓᓘ
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკის ნაცვლად ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ᓠᓝᓛᓐᓜ ᓤᓘᓤᓘᓐ: ᓞᓐᓡᓣᓮიᓡᓛᓒეᓑᓚᓝბᓐს ᓡᓐᓙᓣᓗᓐᓠ ᓗᓐᓕᓖᓔ ვᓘღᓔბ! [ᓡᓠუᓚᓘ ᓕერᓡᓘᓐ]
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
სამწვრთნელო თემა: საინტერესო ტენდენციები ქართულ ფეხბურთში
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...