ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ცნობილი რუსი კომენტატორი: ზაზა ფაჩულია ცუდი ცენტრია ნებისმიერი გუნდისთვის

ცნობილი რუსი კომენტატორი: ზაზა ფაჩულია ცუდი ცენტრია ნებისმიერი გუნდისთვის

ცნობილი რუსი კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი ზაზა ფაჩულიასა და მის ტრანსფერზე სკეპტიკურად ლაპარაკობს
ზაზა ფაჩულიას ტრანსფერმა "გოლდენ სტეიტ უორიორსში" დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში.

- ზაზა ფაჩულიას ხელფასმა "გოლდენ სტეიტში" NBA-ს ბოსები აღაშფოთა

- ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" - რატომ არჩია ზაზამ ფულს საჩემპიონო პერსპექტივა

ცნობილი რუსი კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი ორიგინალურობას იჩენს, ზაზა ფაჩულიასა და მის ტრანსფერზე სკეპტიკურად ლაპარაკობს. მან ინტერვიუ მისცა გამოცემა "ჩემპიონატს", სადაც მთლიანად "გოლდენ სტეიტზე" მსჯელობს.

ცალკე თავი ზაზაზეა. აი, შეკითხვა:

- ბატონო ვლადიმირ, თვლით, რომ ფაჩულია იდეალური ცენტრია კარი-ტომპსონი-დურანტი-გრინისთვის?

- ფაჩულია ცუდი ცენტრია ნებისმიერი გუნდისთვის. მისი პიროვნებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქართველის ტექნიკური მონაცემები არ შეესაბამება NBA-ს ცენტრის დონეს. იგი ძალიან ცუდია შეტევაში. კაცის მოტყუებაც უჭირს, არც სტაბილურად სტყორცნის სამი მეტრის დისტანციიდან. ის, უბრალოდ, ფიზიკურადაა დიდი და სამწამიან ზონაში ჭიდაობს.

ჩემი ნება რომ იყოს, ფაჩულიას NBA-ს ცენტრების ოცდაათეულშიც არ შევიყვანდი.

ვლადიმირ გომელსკის სიტყვების წაკითხვისას ნებისმიერ ქართველს გაუჩნდება შეგრძნება, რომ იგი ღვარძლით ლაპარაკობს. ეგებ, ტიმოფეი მოზგოვი ემეტებოდა "გოლდენ სტეიტისთვის"? აუცილებლად უნდა ვკითხოთ: მოზგოვი თუ ფაჩულია? თუმცა, ვინც NBA-ს მატჩებსა და ზაზა-ტიმოფეის დაპირისპირებებს ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ ქართველთან რუს ცენტრს ბევრი არაფერი გამოსდის. იქნებ სწორედ ეს აბრაზებს ბატონ გომელსკის?

ერთი შეკითხვაც და დავამთავროთ: ფაჩულია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 13 წელია თამაშობს. რუსმა კომენტატორმა უკეთ იცის, ფაჩულია სასტარტოში უნდა იყოს თუ "მილუოკის", "ატლანტას", "დალასის" მწვრთნელებმა?

ზაზა არც "ატლანტაში" აუყვანიათ სასტარტოდ, არც "მილუოკიში" და არც "დალასში", მაგრამ თავისი შრომით სამივე გუნდში პირველივე სეზონში ჩაჯდა ძირითადში. იმიტომ, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია და არა მხოლოდ "ჭიდაობით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• მეჭვოფი

https://www.youtube.com/watch?v=ohALGr2H0Po https://www.youtube.com/watch?v=AMT6WmGf80I უყურეთ ამ ჰაილაითებს და დასკვნები თავად გამოიტანეთ, ამ ჰაილაითებში ასახულ შესრულებათა ნაწილს, ზაზა არც კი შებედავს. ესეც არის რეალობა

• მეჭვოფი

ზაზა როგორც პიროვნულად ისე პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანია, მაგრამ ის რადაც ჩვენ ვსახავთ, ძალიან გადამეტებულია. მთლიანობაში ზაზა საშუალოზე დაბალი დონის ცენტრია ნბა-ს მასშტაბით. წინა სეზონი საუკეთესო იყო მის კარიერაში, მაგრამ იმავე წინა სეზონში მნიშვნელოვანი ჩავარდნები ჰქონდა. ისე კი ობიექტურად თუ მივუდგებით საკითხს, მოზგოვი ტაქტიკურ-ტექნიკურად ზაზაზე ძლიერი ცენტრია

• ალეკო

არ სჭირდება გოლდენს ზაზას ბომბარდირობა, საკმარისები ყავს შეტევაში ვისაც სროლა შეუძლია.ზაზას დაცვაში რაც შეუძლია ზუსტად ეგ არის საჭირო გუნდისათვის.

• ქართველი

სიმწრისაგან არ იცის რა თქვას გომელსკიმ. ქართველების მიმართ მისი დამოკიდებულება ახალი ამბავი არ არის

• ბესო72

გომელსკების საგვარეულო არასოდეს წყალობდნენ საქართველოს და ახლა მითუმეტეს ... სულ ცოტა ხანში დაუმტკიცებს ფაჩულია და საქართველოს ნაკრები თავის სიძლიერეს ჯერ რუსეთში და შემდეგ თბილისში... წარმატებები ფაჩულიას და საქართველოს ნაკრებს !

• ARAGORN

ისევ გასკნდნენ რუსები შურით, გაირღვენ ... იმ ხისთავიანების საყურადღებოდ რუსები რომ მეგობრები გონიათ ჩაბრძანდნენ მოსკოვში და ნახავენ რა მეგობრებიც არიან..

• ჯონი

მან მოზგოვზე ისაუბროს, ზაზას შეფასებას თავი დაანებოს. ზურაბ საკანდელიძეს და მიხეილ ქორქიას უმადლოდნენ ოლიმპიური ჩემპიონებ რომ გახდნენ. ყველაზე მეტად სასიამოვნო იყო ნიკოლოზ დერიუგინმა ცეესკას 59 ქულა, რომ ჩაუგდო...

• ziko

მაგას პირის გაღებაში უხდიან ფულს, ჰოდა დანარჩენი ქართველებზეა.

• სვანი.

გომელსკი არ არის რუსი ის ებრაელია სუფთა სისხლის ჟიდი.

• shoda

კომენტარებში უტვინოების კორიანტელია! -ეგ კაცი ისეა რუსი, როგორც თქვენა ხართ ჩინელები. თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? -მაგათ რომ ქართველები გულზე არ ეხატებათ, ამის დამადასტურებელი ბატონი ჟირინოვსკია. -მაგრამ მთავარი ეგ არ არის. მთავარი ისაა, რომ (მიუხედავად ზაზას დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა) ეგ კაცი ნაწილობრივ სწორს ლაპარაკობს! თუ არ გჯერათ, ჩამოვვა ზაზა, ითამაშებს საქართველოს ნაკრებში და დარწმუნდებით!

ზაზას ტექნიკაში და ნახტომში პრობლემა რომ აქვს, ახალი ამბავი არაა. ზაზა ბილ რასელი არაა, მაგრამ დახასიათებისას გომელსკის რუსობა დადებით მხარეებზე ყურადღების არგამახვილებაში გამოჩნდა. არადა მოზგოვს კი არა, ნბა-შ- ბარე ორს არა აქვს ზაზასნაირი ბლოკი; იგი ძლიერია მოხსნაში, ადგილის შერჩევაში, სტაბილურად ისვრის ჯარიმებს, აქვს კარგი პასი ...

• llcl

ღმერთმა გვიმრავლოს ზაზას მსგავსი კალათბურთელები და პიროვნებები, ესეთი პატრიოტები, გომელსკებმა და odalyanebma კი რაც უნდათ ის ილაპარაკონ, არ მოიშალოთ ნერვები ქართველნო

• murtalo

კომენტარი ავტვირთე და ისევ მისი სიფათი გამოჩნდა სურათზე:)...მასზე ხუთიოდე წლით უფროსი ვარ,ბევრს დავხეტიალობ ქვეყანაზე და ღმერთსა ვთხოვ სადმე შემახვედროს...გეფიცებით ყველა ქართველის სახელით ერთს მაგრად დავთეთქვავ:).

• murtalo

ზაზა რომ ნბა-ს ვარსკვლავი არაა ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ბევრ ასპექტში ცენტრების საუკეთესო ათეულში შედის ან ახლოსაა ათეულთან და რა პლიუსებიც აქვს საუკეთესოდ არის ჩამოთვლილი Data M.-ს საუცხოო კომენტარში. ზუსტად ასეთი ცენტრი სჭირდება "გოლდენს"და გომელსკის მსგავს შოვინისტებს თურმე მეტი გაეგებათ კალათბურთისა, ვიდრე "გოლდენის" სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას. პატარა გომელსკი (დიდი რა ნაგავიც იყო კარგად მახსოვს, რაც კარგ მწვრთნელობას არ გამორიცხავს, თუმცა ნბა-ში არასდროს არავინ გაუწვრთნია, ცსკა და სსრკ-ს ნაკრები იყო მისი "საკუთრება")მაშინ იყო წასაკუზი როცა ლიტვაში საქართველოსა და რუსეთის მატჩის დროს ქართველებს გაუზრდელი ღორები გვიწოდა რეპორტაჟისას, როცა რუსეთის ჰიმნზე ქართველი და ლიტველი გულშემატკივრები არც ადგნენ და კარგადაც უსტვინეს. ქართველებს უამრავი მიზეზი გვაქვს ზიზღი გვქონდეს "უფროსი ძმისა" გამომდინარე არა მარტო უახლესი, არამედ 200-ზე მეტ წლიანი ურთიერთობისა. მას კი რა მიზეზი აქვს ჩვენდამი ზიზღის?რა დავუშავეთ? მხოლოდ ის , რომ შურიან, დამპალ პიროვნებას ვერ მოუნელებია ელემენტარული წარმატება ქართველისა, თუ საქართველოსი.ბოღმით იხრჩობა...აბა ჩვენ არც ტერიტორიები წგვირთმევია,არც ფრესკები გვითეთრებია ეკლესია -მონასტრებში, არც ხელშეკრულებები დაგვირღვევია და არც ზურგი გვიქცევია ომში. ასე რომ რუსეთუმე ბატონ დათოს რაღაც- რაღაცეები მაგრად ეშლება(რბილად რომ ვთქვათ)გაუნათლებელი ბოვშია და მისი გამოსწორება კიდევ შეიძლება თუ მოისურვებს....რაც შეეხება ბატონ ოდალას, აქ მძიმედაა საქმე. მისთვის რბილ გამონათქვამს ვერ ვპოულობ თუნდაც ისეთს, რომ კომენტარი არ დაიბლოკოს.ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ბატონო ოდალ ეს თქვენი ბრალი არაა, ასე გაგზარდეს ოჯახში ღრუზინებმა, "გამზრდელი" წაიკითხე და მიხვდები ვის მოეთხოვება პასუხი...და ბოლოს ისევ ზაზაზე. ჩვენმა ქართველმა ვაჟკაცმა კალათბურთელმა რომელ გუნდშიც არ ითამაშა ნბა-ში, ყველგან მაყურებელთა ფავორიტი, ყველაზე საყვარელი კალათბურთელი იყო..ყველგან!...მასზე აუგი არასდროს არავის არ დასცდენია, ბრძოლასი არავისთვის არაფერი დაუთმია და უკან არასდროს დაუხევია. ჰოდა ეს ყველაფერი ნბა-ში ხშირად იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ვარსკვლავური სტატისტიკური მაჩვენებლები.გაიხარე ზაზა, ძალიან გვიყვარხარ და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ. ბოდიში, ცოტა გამიგრძელდა:).

• გიორგი

დათო საშუალო დონის კალათბუღტელი ოლ სტარის გამოკითხვაში 2-ჯერ რომ ვერ უნდა ხვდებოდეს მგონი კამათი არ არის საჭირო. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება მგონი კალათბუღტის გაგებაში არ არის და ჯობია პროფესორობას თავი დაანებოს

• niko

მორიგი პროვინციული მოდა ყველა საღორეში გაზრდილის თავის ერს გრუზინი, ღრუზინი ეძახოს, პირველ რიგში თვითონ რომ მასეთ გარემოშია გაზრდილი მაგრად აიტაცე პპროვინციული გამონათქვამი

• დათო

აქ ერთი წერს მამა-შვილს არც ერთს არ ეხატებოდაო ქართველები გულზეო.კი მაგრამ რატომ უნდა უყვარდეს?შენ გიყვარს რუსები? მამამისი მსოფლიოში აღიარებულია,მათ შორის ამერიკაშიც ერთერთ საუკეთესო მწვრთნელად. რაც შეეხება ფაჩულიას ის მართლა საშუალო დონის კალათბურთელია და ეს საკამათო არაა

• დ.ნ.

სტრატეგიული და ტაქტიკური თვალსაზრისით ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გუნდი იდეალურად იყენებდა ზაზას პოტენციალს, მაგრამ გოლდენში ეს კონტრაქტი არის შეურაცმყოფელი.

• g.g-ს

რას ჰქვია, გვინდა თუ არა? NBA-ში საშუალო ცენტრი, ძალიან მაგარია! NBA-ა, ეს! ცუდს და საშუალოს შორის, უუუუუუუუუუშველებელი სხვაობაა! ისე, ამერიკაში თუნდაც ცუდი, ზოგადად კალათბურთელს ცუდს არ ნიშნავს. და საერთოდ, ზაზა ფაჩულიაზე რომ ცუდი კალათბურთელობის თქმა არ შეიძლება, ამას თუ კიდე მტკიცება უნდა... "გოლდენ სტეიტის" პატრონები ვერ ყოფილან!

• g.g

ცუდი ცენტრია ეს მართლაც ზედმეტი ნათქვამია მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ ზაზა ასოცოაციაში საშუალო დონის ცენტრია და ეს გვინდა თუ არა ესეა.

• odala-ს და DataM-ს

უპირველესად Odala-ს, შეურაცჰყოფას (გვ)აყენებ ქართველებს ზოგადად და მ.შ. "ამ გრუზინებთან" დაკავშირებით. "მესამე პირში" მიმართვის ლოგიკით, არა ხარ ქართველი და შესაბამისად, რაღაც ბოღმა გაქვს? თუ ეგრეა, დიიდი და მრავალჯერადი "მოკითხვა" ჩვენგან. თუ ქარტველი ხარ და უბრალოდ, წერა არ იცი - ცოტა წაიმეცადინე და მერე (და)წერე, მით უმეტეს, რომ კალათბურთშიც, აშკარად ვერ ხარ... მეორე ადრესატს- გაიხარე!

• omari

შე დამპალო

• Data M.

Odala სწორედაც რომ ღრუზინულ კომპლექსებს ავლენ, რაც საკუთარის არაადეკვატურ შეფასებაში ვლინდება ამასთან კალათბურთში გაუთვითცნობიერებასაც. ზაზაზე არავინ ამბობს რომ მეგაბარსკვლავია, ამერიკელი ანალიტიკოსები ზაზაზ ვარიანტს როგორც იდეალურს რამოდენიმე ძირითადი კომპონენტის გამო განიხილავენ, ჯერ ერთი დარჩენილ სახელფასო ლიმიტში ვერც ერთი ცენტრი ვერ მისცემდა გოლდნეს Iმას რაც ზაზას შეუძლია და შეუძლია ის რომ შეტევაში Uბურთო კაცზე სწორი პიკი ითამაშოს, გოლდენის თამაშშI ყველაზე მნიშVნელოვანი ელემენტია და Mერე გადმოვარდნილ ბურთზე იბრძოლოს, პლიუს ინტელექტის ხარჯზე ის GააკეთOს რასაც ბოგუტი სვებოდა ნაკლები წარმატებით, პირველი პასი სამქულიანზე, ზემოთ ამოწეულმა მიიღოს და ტან სივრცე გამოანთავისუფლოს ბექ დორ შერბენისთის თან პასი პიკი არამოძრავ MაღლებთAნ დატოვოს კარი/ტომპსონი/დიურანტი, ეს წინ უკან რაც შეეხება უკეთესი ჯანმრთელობის ხარჯზე გადამწყვეტ MომენტებშI თხუტმეტ წუთზე მეტს ითამაშებს ზაზა Dა ფარზე იმ ჩავარდნებს ამოავსებს რაც ოკლაჰომა/კლივლენდთან Iყო. იგივე დალასით როცა დაეჯახა და ... კარლაილისგან საკმარისი დრო მიიღო, ისეთი უსუური ნაღდად არ იყო როგორც ვარეჟაო/ბოგუტი/ეზილი/სპეიტსი მთელი სერია (ბოგუტის რამოდენიმე ძLიერი თამაშის მიუხედავად Kლივლენდთან). ჰოდა ჰორფორდზე რაც შეეხება იმ კომენტარს 19 წლის ჰორფორდმა - დრაფტის მესამე ნომერმა (!) "ამოაგდო", რომელიც თავიდანვე უსახელოდ მისული ლეგიონერი Iყო და თავის მეოთხე სეზონს თამაშOბდა და კი, არც სახელი ქონია ზაზას არასოდეს, არც ფიზიკა რაღაც სასწაული მარა ყველა გუნდში სადაც მიდიოდა მაქსიმალურად სასარგებლო იყო (ნდობის, როლის, დროის და ხელფასის ფონზე) და სწორედ ამერიკელი ანალიტიკოსები, ი ეს პი ენ-ის ამბობენ რო ზაზა დიურანტზე არანაკლებ წარმატებული ტრანსფერია (Aმას ამბობბენ ზაზაზე და არა ვთქვათ დევიდ ვესტზე, რომელიც ასევე Mინიმალუეზეა) რატო? იმიტო რო Bევრად ნაკლებ ფასად ბოგუტზე Mეტს თუ არა Nაკლება ნაღდად არ Iზავსო და რა ვქნათ ახლა რადგან შენნაირებს დიდი ერებისადმი კომპლექსები აქვთ თავები დავიბრმავოთ?

• 777

შოვინისტმა, რვარძლიანმა რუსმა აბა მეტი რა უნდა თქვას.

• odala

მაგარი არაკომპეტენტური ჟურნალისტები ხართ. მოზგოვს კი არა რომელ ცენტრს ჯობია? ჩვენი კაცია და მაგრა მიყვარს ზაზა, მაგრამ რასაც ეს მასტი ლაპარაკობს სრული სიმართლეა. მიეჩვიეთ ძალიან რუსებისგან სულ ქებას და გაგიტყდათ? ყველა კრიტიკა კიდევ რატომ გგონიათ ბოღმა ამ გრუზინებს? ჰო, ამერიკელები რომ სულ ღადაობენ ზაზაზე, იმათაც ბოღმა სჭირთ. თვალი გაახილეთ რა. თქვენს მიერ ჩამოთვლილ გუნდებს, არც ერთს არ ჰყავდა ცენტრი და მაგიტომ ათამაშეს ზაზა, თორემ ატლანტაში პირველი 1-2 სეზონის მერე დასვეს სკამზე და 19 წლის ჰორფორდს დაუთმეს პოზიცია. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ზაზა არის decent back up center. წადით ახლა და გაარკვიეთ ახლა რას ნიშნავს ეგ. იმას მაინც ვერ გაიგებთ გოლდენ სტეიტში გადასვლა რას ნიშნავს და რომ ეს ბარსელონაში გადასვლის ტოლფასი სულაც არ არის.

• dato

დავიწყებ იმით რომ ზაზა ბევრად უფრო ძლიერი ცენტრია ვიდრე მოზგოვიი,წინა სეზონში ზაზას ძაალიან ძლიერი სეზონი ქონდაა მოზგოვმა მოიგო ბეჭედი მაგრამ მაგას ისეთივე მნიშვნელობა ქონდა გუნდში როგორიც კიდევ ერთ რუს ააქქ საშა კაუნსს :D ხოლო რაც შეეეხება სასტარტოში იქნება თუ არა ზაზა ძალიან დიდი ალბათობიტ ზაზას ძირითადის ცენტრი იქნება რადგან ვინც ეხლა ყავს გოლდენს ცენტრები ვარეჟაო სპეიტსი ორივეს ბევრად ჯობიაააა ზაზა არის უჭკვიანესი ცენტრი ძაან ცოტაააა ზაზას დონის ცენტრებიი ზუსტად ესეთი ცენტრი ჭირდებაა გოლდენსს ზაზას დასამკიცებელი არაფერი აღარ ააქ მომდევნო სეზონშიც ძააან დონე სეზონს დადებსსს

• გიგა-ს

ფაჩულია ძირითადი ცენტრი რატო არ იქნება ? ბოგატი გაუშვეს ვარეჟაო თავისუფალი აგენტია და მაგასაც უშვებენ ეზელი გაუშვეს ვინ უნდა გაუწიოს კონკურენცია ?

• uhu

გომელსკის პოზიცია გასაგებია: მას ის კალაბურთელი უფრო მოსწონს, რომელიც მის ცოლს ჰყვარობს. შეიძლება თვითონაც არ იკარგავს იმედს, რომ ერთი ჯანიანი კალათბურთელის ყურადღება დაიმსახუროს.

• Vaxo

Chemi neba rom ikos vkitxavdi xom ar jobia taviant pexburts mixedon jer da mere chvenze ilaparakon?

• ჯონდო

იუ 13 წელი ისე ათამაშებენ ნბა-ში?

• გიგა

ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" ძირითადში არ იქნება და ანაზღაურებაც შესაბამისია. ის უკვე "დალასშიც" ვეღარ ხვდებოდა ძირითადში, თანაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. ასე რომ, გომელსკის სიტყვების გასაქარწყლებლად ზაზამ თავი უნდა გამოიჩინოს.

• irakli

ეს გომელსკი ქართველებისადმი სულ ასეთი ნეგატირუ დამოკიდებულებით გამოირჩევა, მახსოვს ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში რუსეთთან რომ ვიყავით, მაშინ სთხოვეს შეფასება ჯგუფის ყველა გუნდის, და საქართველო აქ ერთი თამაშისთვისაა ჩამოსულიო და ჯგუფში ყველაზე სუსტად მოგვიხსენია. საქართველოს ნაკრებმა მერე რაც ქნა ყველას გვაზსოვს :)

• ლუკა

ზაზამ დაამტკიცა დალასში რომ შეუძლია ასხლეტილი ბურთების მოხსნით და ქულების სტაბილური რაოდენობით დახმარება გუნდისთვის. და ის ნიუანსები რასაც ზაზა აკეთებს მოედანზე: პასები, დაცვაში პოზოციის სწორი შერჩევა, პასების ჩაჭრა, მაღალი პროცენტული მაჩვენებელი საჯარიმო ტყორცნების. ეს მხოლოდ გამოცდილებით მოდის. ეს არის სტატისტიკა რომელზეც თვალის დახუჭვა არის არასაკალათბურთო დილეტანტიზმი. გომელსკის აშკარა იმპერიალისტური შოვინიზმი ღრღნის. დაწყნარდი გომელსკი! ზაზა წელს გაიბრწყინებს გოლდენსტეიტში. ჯანმრთელობას ვუსურვებ ზაზას, მთავარია ახლა ჯანმრთელად იყოს.

• კახა

ნბა-ში მალე პირისპირ შეხვდებიან რუსების მოზგოვი და ფაჩულია და ძალიან საინტერესო იქნება გომელსკის კომენტარები ზაზა რომ მიაჩმორებს ყველანაირად. ისე არც მამა გომელსკის და არც შვილს ქართველები დიდად არ ეხატებოდნენ გულზე

[VIDEO] თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და "ვირტუსი" ზედიზედ მეხუთედ ფინალში

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია

გომელსკი: საქართველოს ნაკრები ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს

გომელსკი: შენგელიას სტაბილური სროლა არა აქვს, სამაგიეროდ სხვა პლუსები გააჩნია

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

გომელსკი: შენგელია თავისი თვისებებით გუნდის ლიდერის როლს ძალიან კარგად მიესადაგება

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

გომელსკიმ შერმადინი და პუარე ცსკა-სთვის დაიწუნა

გომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს

კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]