ინტერვიუ უიმბლდონის საბჭოთა ფინალისტთან
საბჭოთა ჩოგბურთის ლეგენდა ალექსანდრე მეტრეველი კარიერისა და ჩინოვნიკური ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს...

- 71 წლის ბრძანდებით. აქედან რამდენი მიუძღვენით ჩოგბურთს?

- გამოდის, რომ 66 წელი. მართლაც შთამბეჭდავი პროცენტია. საერთოდ, ტიპური საბჭოთა ბიოგრაფია მაქვს. დაღამებამდე ფეხბურთს ვთამაშობდით, სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობას მივსდევდით. ნაკრებში მიძახებდნენ - სწრაფად დავრბოდი, მაღლა ვხტებოდი.

- გახსოვთ პირველი დღე კორტზე?

- იქ უფროსმა ძმამ მიმიყვანა. თავიდან არ უნდოდათ ჩემი მიღება - ამბობდნენ, ძალიან პატარააო. სწრაფად მოვხვდი ქალაქის იუნიორთა გუნდში, შემდეგ რესპუბლიკის ნაკრებში, ბოლოს საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ბევრი მოთამაშე არ გვყავდა, ამიტომაც პირველი ნაკრები იუნიორებთან ერთად ვარჯიშობდა. მე "დიდების" დონეს ვერ ვქაჩავდი და ამიტომაც, გოგონებთან ერთად ვმეცადინეობდი. მათი ლაპარაკისგან თავი დიდდებოდა.

- განათლებასა და სპორტს შორის არჩევანი გაგიჭირდათ?

- არჩევანის გაკეთებამ არ მომიწია. ჩოგბურთი იყო შანსი - რაღაც გენახა ცხოვრებაში. ვინ იტყოდა უარს ტურნირებსა და შეკრებებზე? ამასთან, სკოლის დირექტორს უყვარდა სპორტი და ყველანაირად მხარს მიჭერდა. ხანდახან ეს მაღიზიანებდა, რადგან მინდოდა დამემტკიცებინა, რომ სხვებზე ნაკლები არ ვიყავი.

- მშობლები არ გაიძულებდნენ განათლებისა და პროფესიის მიღებას?

- მაშინ ასეთი დრო იყო - მთავარია თავი გამოგეჩინა, ხალხში გასულიყავი. მშობლებს მხოლოდ უხაროდათ, რომ საინტერესო ცხოვრება მქონდა, მათთვის სუვენირები ჩამომქონდა. თუმცა, ხანდახან, თვეობით ვიკარგებოდი.

- 1973 წლის უიმბლდონის ფინალი - თქვენი მთავარი მატჩია კარიერაში?

- ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. გამოცდილება არ მეყო ამ მატჩის კარგად ჩასატარებლად. მახსოვს, მოსალოდნელი წვიმის გამო ფინალის გადატანა უნდოდათ, რათა ქალებისა და მამაკაცების გადამწყვეტი მატჩები ერთ დღეს არ ყოფილიყო. შემდეგ ძველი გრაფიკი დააბრუნეს, მე კი მორალურად უკვე მოშვებული ვიყავი. საბოლოოდ, უფრო გამოცდილმა კოდეშმა მომიგო, თუმცა გაჭირვებით - 8:9 მეორე სეტში მას დიდი ხანი დაამახსოვრდა.

- რომელი იყო მთავარი მატჩი?

- შესაძლოა, ნებისმიერი მატჩი სსრკ-ის ნაკრებში დევისის თასზე. რაც უნდა იყოს, შენი ქვეყნის წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე - სიამაყის განსაკუთრებული გრძნობაა. ამიტომაც, ამ ტურნირისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით: შეკრებებს გავდიოდით, მატჩის ჩატარების ადგილას ადრე მივდიოდით, კორტს ვეჩვეოდით...

- ინდივიდუალურ ტურნირებს არ ასპონსორებდნენ?

- ძალიან ხელმომჭირნედ.

- საკუთარი თავისთვის რისი უფლების მიცემა შეეძლო უიმბლდონის ფინალისტს?

- ფინანსურად წაგებაში მივდიოდით. ყველაფერი ნორმირებული იყო - გამოგვიყოფდნენ სასტუმროს, კვებას... ხშირად, ეს არ გვყოფნიდა და საკუთარი ფულის დამატება გვიხდებოდა.

- საიდან ასეთი დამოკიდებულება?

- მაშინ სპორტში მხოლოდ ორი პროფესიული სახეობა იყო: ჩოგბურთი და ჭადრაკი. წესიერად არავინ იცოდა და არც უნდოდათ სცოდნოდათ - სწორად როგორ წარემართათ პროცესი. არ მახსენდება უპრობლემო გასვლები - ყველაფერი არეული იყო. მოჭადრაკეებს უფრო მარტივად ჰქონდათ საქმე, რადგან ასაკოვანი მამაკაცები თამაშობდნენ. თან მათ ბევრი არ სჭირდებოდათ.

- საპრიზო თანხები დანახარჯებს არ ფარავდა?

- მაგალითად, უიმბლდონის ფინალისთვის ჰონორარი არ მიმიღია. მთელი ფული გუნდის ადმინისტრატორთან მიდიოდა და ის ანაწილებდა დღიურ ხარჯებს. შემდეგ არჩევანის უფლება მოგვცეს: ყოველდღიური ფული თუ საპრიზო თანხა. მაგრამ, იმის გამო, რომ ინგლისში შეიძლება რამდენიმე თვე დავრჩენილიყავით, დღიური თანხებით უფრო მეტი გამოდიოდა.

- არასამართლიანია. არ გიცდიათ პრობლემის მოგვარება?

- ყველაფერი რთულად იყო. ერთხელ, იტალიაში ტურნეს დროს, საქმე აბსურდამდე მივიდა. მოვილაპარაკეთ, რომ საპრიზო თანხებს ორად გავყოფდით: ნახევარს მე დავიტოვებდი, ნახევარს სპორტკომიტეტს ჩავაბარებდი. დავიწყე მოგება, თანხა გროვდებოდა. მეორე წრის შემდეგ დაიწყეს ყვირილი: "50/50-ზე არ გამოვა. მოდი, 40/60-ზე იყოს". ბოლოს მხოლოდ 30 პროცენტი დამიტოვეს, რის შესახებაც საბჭოთა კავშირში არავინ არაფერი იცოდა.

- ამ წესების გვერდის ავლა არ შეიძლებოდა?

- მხოლოდ ნაღდი ფულით. მაშინ მსხვილი ნომინალები არ იყო და თითქმის კონტრაბანდით მიწევდა ბანკნოტებით სავსე ჩემოდნის გადატანა. არც ისე სასიამოვნო მომენტები გადავიტანე.

- როგორ დახარჯეთ?

- ვიყიდე ბოლო მოდელის "ვოლგა". ეს იყო ყველაზე დიდი მოგება ჩემს კარიერაში.

- რა უპირატესობას გაძლევდათ პოპულარობა?

- მაგალითად, კარგი ეკიპირება. დავუმეგობრდი ფირმა Dunlop-ს - ისინი ჩოგნებსა და სპორტულ ფეხსაცმელს მაწვდიდნენ, რითაც რეკლამას უწევდნენ საკუთარ პროდუქციას საბჭოთა კავშირში, სადაც რთული იყო შეღწევა.

- იმპორტი სამამულო ეკიპირებაზე უკეთესი იყო?

- რა თქმა უნდა. ერთხელ დაგვტუქსეს. თხილამურებისა და ჩოგნების მწარმოებელი ქარხნის დირექტორმა გვითხრა: "რატომ არ უდგახართ გვერდით მშობლიურ წარმოებას? ძალიან ცუდია". ჩვენ ვუპასუხეთ: "თქვენ რატომ დადიხართ უცხოური ტანსაცმლით? ჯერ ნორმალური სიმები გვიჩვენეთ და მერე ვილაპარაკოთ".

- ჯოკოვიჩს საბჭოთა ჩოგანი რომ მივცეთ, ასევე კარგად ითამაშებს?

- თავიდან, საერთოდ ვერ შეძლებს თამაშს. შეჩვევა სჭირდება - ის ხისგან არის დამზადებული, მძიმეა და პატარა თავი აქვს. საერთოდ, ჩოგბურთში რევოლუცია ინვენტარმა შემოიტანა. როცა ფაბრიკებმა განავითარეს ჩოგნები, ბურთები, კორტის საფარი, სპორტის ეს სახეობა უფრო დინამიკური გახდა.

- ვინ არის უკეთესი: თანამედროვე ჩოგბურთელები თუ თქვენი თაობა?

- შედარება არ შეიძლება. პროგრესი ცხოვრების ყველა სფეროშია. ყველაფერი სრულყოფას განიცდის. დღევანდელი მოთამაშეები ფიზიკურად უფრო ძლიერები და ტექნიკურები არიან. მაგრამ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეს სანახაობრივ მხარეს ძალიან აზარალებს. დღეს ყველაფერი ძალიან მაღალ სიჩქარეებზე ხდება - იშვიათად არსებობს კორტზე რაიმე ილეთის შესრულების საშუალება. ასეთივე ისტორიაა სპორტის სხვა სახეობებში. ავიღოთ ფეხბურთი. თავდამსხმელმა მიიღო ბურთი, მას კი უკვე თავს დააცხრა მცველების მთელი ბრბო. ფინტის შესრულება შეუძლებელი ხდება.

- ხმამაღალი სახელი ეკიპირების გარდა, სხვა რამესაც გაძლევდათ?

- მე ვცხოვრობდი საქართველოში - არც ისე კონსერვატულ რესპუბლიკაში საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩვენთან კარგი იყო, ამიტომაც არავინ ფიქრობდა საზღვარგარეთ გაქცევაზე. მახსოვს, ერთი ცნობილი რეჟისორი არ დაბრუნდა და დიდი სკანდალი ატყდა! მე კი მშვიდად მიშვებდნენ საზღვარგარეთ, მეუღლესთან ერთადაც კი. თუ უმაღლეს დონეზე ხელს მიშლიდნენ, საქართველოს მთავრობა ყოველთვის მეხმარებოდა.

- ყველაზე საშინელი ადგილი, სადაც ყოფნამ მოგიწიათ.

- ბევრს ვმოგზაურობდი, რადგან ნაკრები საშინაო მატჩებს თითქმის არ ატარებდა. ხშირად მიწევდა ინდოეთში თამაში - იქ საშინელი სიღარიბე იყო. ძალიან ცუდი სასტუმროები, საშინელი კვება: უყურებ კერძს, რომელიც, უბრალოდ, ბინძურია.

- რომელი ადგილი გამოირჩეოდა ფუფუნებით?

- უიმბლდონი. ის დღესაც საუკეთესოა პირობების თვალსაზრისით. ჩემს დროს, ორგანიზებისთვის ერთი პოლიციელი საკმარისი იყო, რომელიც სახეზე ცნობდა ყველა სპორტსმენს, ჟურნალისტსა და მომსახურე პერსონალს. აკრედიტაციაც კი არ დაგვქონდა თან.

- რითი გაკვირვებდნენ მეტოქეები?

- მაშინ პრესასა და ტელევიზიაში ჩოგბურთი ისე არ შუქდებოდა, როგორც დღეს. ამიტომაც, ბევრ ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა ავტომატურად ვითარდებოდა. ხანდახან განცვიფრებული ვრჩებოდით ვინმეს თამაშის მანერის ან ტაქტიკის გამო. ხანდახან, გაკვირვებას იწვევდა არა თავად ჩოგბურთელი, არამედ ჩოგანზე სიმების დაჭიმულობა...

- მამაკაცთა რეიტინგი მეგობრული იყო?

- ტურნირების დროს გვქონდა ურთიერთობა. ერთად ვისვენებდით, რესტორნებში ერთად დავდიოდით.

- სვამდით?

- გააჩნია რას. პირველ ადგილზე ყოველთვის სპორტი იყო.

- პოლიტიკის გამო გაუგებრობა ყოფილა?

- ეს უფრო ორგანიზებაზე ახდენდა გავლენას. მუდმივად იცვლებოდა გასვლების კალენდარი, ბილეთები ბოლო მომენტში იყიდებოდა.

- ქუჩაში გცნობდნენ?

- მსოფლიოში ნაკლებად, შინ კი ყოველთვის. მაგარი მანქანა მყავდა - ასეთით საქართველოში არავინ დადიოდა.

- რა მანქანა?

- Ford Mustang. ამერიკის შეერთებულ შტატებში მაჩუქეს იმის სანაცვლოდ, რომ მათ ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა. ამერიკაში თამაში ყოველთვის პრობლემა იყო - დიდი დატვირთვები, შედეგს კი, როგორც წესი, ვერ აღწევდი. ერთხელ გადავწყვიტეთ არ წავსულიყავით და რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკეს: "რა გინდათ? ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ ჩამოდით". ვპასუხობ: "აი, ეს მანქანა".

- სსრკ-ში ესეც ჩემოდნით ჩამოიტანეთ?

- ბორნით. რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, მაგრამ ნაცნობები დამეხმარნენ. პეტერბურგში ჩამაბარეს და მერე მთელი ქვეყნის გავლით ვმოგზაურობდი, როგორც მეფე.

- დიადი სპორტსმენებიდან ვის იცნობდით?

- თბილისის "დინამოს" თითქმის მთელ შემადგენლობას ვიცნობდი. ლევ იაშინსაც - ერთად ვიმგზავრეთ ინდოეთში.

- როგორ გახდით საქართველოში სპორტის მინისტრის მოადგილე?

- 70-იანი წლების ბოლოს საჩოგბურთო კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. ბოლო ტურნირი გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, რომელიც საკმაოდ იოლად მოვიგე. თბილისში დაბრუნების შემდეგ, მეგობრებმა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობა შემომთავაზეს, სპორტის სფეროში. ჩემი სადებიუტო წელი დაემთხვა "დინამოს" თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებას. სწორედ მე ვიღებდი მსაჯებს, სტუმრებს.

საინტერესო იყო. სწრაფად გავიზარდე თავმჯდომარის მოადგილის სავარძლამდე. იქ გამოვიყენე ჩემი ავტორიტეტი იმისთვის, რომ სპორტი საქართველოში განვითარებულიყო. იმ დროს სისტემა არ მუშაობდა. მაშინ ასეთი პრობლემა იყო - როგორ დაგვეხარჯა ფული. კარგი სასტუმროები უნდა გვეპოვა ბიჭებისთვის, კვების ორგანიზება, გადაჯდომების გარეშე ფრენა. ვებრძოდით დეფიციტს.

- რატომ შეცვალეთ ჩინოვნიკის სავარძელი კომენტატორის სამუშაოზე?

- საბჭოთა კავშირი იშლებოდა და მე ამ პროცესს მაქსიმალურად მოვშორდი. ანა დმიტრიევა უკვე მუშაობდა ტელევიზიაში და მან შემომთავაზა ეს სამუშაო. მას შემდეგ განუყრელი წყვილი ვართ. დმიტრიევა ხანდახან იცინის ჩემს დამოკიდებულებაზე ქალთა ჩოგბურთის მიმართ.

- რა დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი?

- მამაკაცთა ჩოგბურთი უფრო მიყვარს და არ ვმალავ ამას. გოგონების თამაშის დონე ძალიან დაბალია, ამასთან, რეიტინგის პირველი ათეული დანარჩენებზე ერთი თავით მაღალია. ამიტომაც არის, რომ ყოველ ტურნირზე 20-30 სეტი გროვდება "მშრალი" ანგარიშით. არავინ ბოლომდე არ იბრძვის, სანახაობა არასაკმარისია.

- რეიტინგის მეორე ასეულში მყოფი რომელიმე მამაკაცი მოუგებს სერენა უილიამსს?

- რომელ ასეულზეა ლაპარაკი. მეორე ათასეულში მყოფიც შეძლებს მის დამარცხებას.

- მაშინ რატომ იღებენ ქალები და მამაკაცები თანაბარ ჰონორარს?

- გარკვეულწილად, ეს გამართლებულია. ჩოგბურთი - მძიმე ცხოვრებაა. რაც უნდა იყოს, ქალებს სრულიად განსხვავებული ნერვული სისტემა და აზროვნების წყობა გააჩნიათ. ისინი ისედაც ემოციურები არიან, სპორტი კი მუდმივი სტრესია. ამ ბიჭებს შეუძლიათ მთელი წელი იმოგზაურონ ტურნირებზე გოგონებთან ერთად, რომლებსაც ასეთი მეგზურები მხოლოდ უხარიათ. მაგრამ, რომელი ნორმალური ბიჭი იმოგზაურებს ქალთან ერთად? ამიტომაც არის ფსიქიკაში გადახრები.

- არატრადიციული ორიენტაცია?

- რა თქმა უნდა. ასეთები ჩემს დროსაც იყვნენ და დღესაც არსად გამქრალან. დღეს ძალიან არამოდურია ამაზე ლაპარაკი - ყველა აღშფოთებას გამოთქვამს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს აქტუალური ფენომენია, ამასთან, სწორედ WTA-სთვის დამახასიათებელი. სიმართლე გითხრათ, გოგონები მეცოდებიან.

- მამაკაცთა რეიტინგში გეები არ არიან?

- ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი ვიცი. ერთ დროს დადიოდა ჭორები არც ისე ცნობილ ამერიკელზე, მაგრამ არ დადასტურდა.

- ორი წელი მარია შარაპოვასთვის - სამართლიანი სასჯელია?

- დანაშაულზე პასუხი უნდა აგო. მელდონიუმის დონე მის სისხლში დაშვებულზე ათჯერ მეტი იყო. ასეც ვფიქრობდი, რომ დისკვალიფიკაცია სერიოზული იქნებოდა - ძალიან გაიწელა საქმის გარჩევა უმაღლეს დონეზე.

- საერთოდ, ღირს რომ მან კარიერა გააგრძელოს?

- კარგი კითხვაა. ყველაფერი სურვილსა და მისწრაფებაზეა დამოკიდებული. ჩოგბურთმა იცის ისტორიები, როცა სპორტსმენები დიდი პაუზის შემდეგ ბრუნდებოდნენ და ყველას უგებდნენ. მაგრამ აქ არ უნდა დავივიწყოთ ფსიქოლოგია - ასეთი სკანდალის შემდეგ კორტზე დაბრუნება მძიმეა. ქალთა ჩოგბურთის სამყარო ძალიან სასტიკია, იქ არ არიან მეგობრები. დღეს შარაპოვას ყველა აკრიტიკებს, თან არც ისე სასიამოვნო სიტყვებით. კარგი თამაშისთვის განწყობა ძალიან რთული იქნება.

- სხვები არ იღებენ დოპინგს?

- დარწმუნებული ვარ, რომ იღებენ. მაგრამ ისინი არ დაუჭერიათ.

- თქვენს დროს დოპინგს იყენებდნენ?

- ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. შეიძლება იყენებდნენ კიდეც.

- გყავთ საყვარელი ჩოგბურთელი?

- ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური - როჯერ ფედერერი. ის თამაშობს, იღებს სიამოვნებას მომხდარისგან და არ მუშაობს კორტზე. თუ არსებობს სრულყოფა ტექნიკური და ფიზიკური თვალსაზრისით, ეს სწორედ ფედერერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე
[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
როჯერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა - ატირებული ნადალი და ჯოკოვიჩი... ემოციური საღამო ლონდონში [VIDEO]
მეკარეები, რომლებიც "ოქროს ბურთისთვის" იბრძოდნენ
დინო ძოფის ვერდიქტი "ბარსა"-"იუვეს" მატჩზე: რის ქამბექი, რა ქამბექი?!
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშე
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
France Football-მა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
World Soccer-მა მსოფლიოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!