ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა უთხრა მატერაციმ ზიდანს 10 წლის წინათ?

რა უთხრა მატერაციმ ზიდანს 10 წლის წინათ?

...და 250 შესაძლო ვერსია
2006 წლის 9 ივლისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იტალიის ნაკრებმა საფრანგეთს თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგო და მეოთხედ გახდა პლანეტის უძლიერესი გუნდი.

იტალიელებმა ხუთივე პენალტი დიდებულად შეასრულეს, დავიდ ტრეზეგემ კი ბურთი ხარიხას გაარტყა და ასე დაუთმო ჩემპიონობა მეტოქეს.

ამ მატჩის 110-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის თავი მკერდში ჩაარტყა და "სკუადრა აძურას" ცენტრალური მცველი ძირს დაანარცხა. არგენტინელ არბიტრ ორასიო ეპისონდოს გვერდითა მსაჯმა უკარნახა ინციდენტის შესახებ და მანაც მყისვე გააძევა მოედნიდან ლეგენდარული 10-იანი.

ეს, ალბათ, ყველაზე სკანდალური გაძევება იყო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რადგან ერთი, რომ მუნდიალის ფინალში მოხდა და მეორე, ამ წითელი ბარათით ზინედინ ზიდანმა კარიერა დაასრულა.

ზიზუმ ტრიუმფის ნაცვლად, სკანდალი მიიღო, მატჩის ერთ-ერთი გმირი კი სწორედ მარკო მატერაცი გახდა და არა საფრანგეთის ნაკრების ლიდერი.

გარდა იმისა, რომ მატერაციმ მსაჯს ზიდანი გააგდებინა მოედნიდან, მან გოლიც გაუტანა ფრანგებს და შემდეგ თერთმეტმეტრიანების სერიაშიც ივარგა.

ზიდანი თუ მატერაცი?

ზიდანის და მატერაცის ეპიზოდი დღემდე არ კარგავს აქტუალობას, 10 წელიწადში კი ამ თემაზე უამრავი რამ შეიქმნა, მათ შორის, სიმღერები, კომპიუტერული თამაშები, ტანსაცმელი შესაბამისი დიზაინით, კომიქსები, წიგნები და ა.შ.

ამ თემაზე, პრაქტიკულად, ყველამ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და საგულისხმოა, რომ პოზიციები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ბევრისთვის მატერაცი გმირია, რომელმაც გუნდის ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყო. ბევრისთვის მარკო არამზადაა, რომელმაც მიზნის მისაღწევად მორალურ ზღვარს გადააბიჯა და გააკეთა ის, რისი გაკეთებაც დანაშაულის ტოლფასია.

ასევე, იყოფა აზრები ზიდანთან დაკავშირებით - ბევრისთვის ის გმირია, რომელიც ღირსების შელახვას არავის აპატიებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ზიზუმ გუნდი გაწირა და საკუთარი ინტერესები ნაკრებზე, ან, გნებავთ, ქვეყანაზე მაღლა დააყენა. აი, მაგალითად, რას ამბობს საფრანგეთის ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი რაიმონ დომენეკი:

"როდესაც ტიერი ანრიმ ირლანდიას გოლი ხელით გაუტანა და ჩვენ გავედით მსოფლიოს ჩემპიონატზე, მან საკუთარი იმიჯი შესწირა გუნდის ინტერესებს, რაც უნდა დავუფასოთ. აი, ზიდანმა კი საკუთარ ღირსებას შესწირა გუნდის ინტერესები, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

მომწონს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე მაღლა საერთო ღირებულას, ამ შემთხვევაში კი ქვეყნის ინტერესს აყენებს".

რა უთხრა მატერაციმ ზიდანს?

და მაინც, რა უთხრა ასეთი მატერაციმ ზიდანს, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით, თავი ვერ შეიკავა და მეტოქეს მკერდში ჩაარტყა? - მარკომ იუმორისტული წიგნიც კი გამოუშვა სათაურით: "სინამდვილეში, რა ვუთხარი ზიდანს?" - თუმცა, ამ წიგნში მატერაციმ 250 შესაძლო ვერსია გამოაქვეყნა და მკითხველს კიდევ უფრო აუბნია თავგზა.

იყო სრულიად უწყინარი, ძირითადად, ასეთი ვერსიები: "ზიზუ, ტოტი უკეთესად ურტყამს პენალტს, ვიდრე შენ" - ან ასეთი: "ზიზუ, დაგვიბრუნეთ ჯოკონდა" - გასაგებია, რომ ასეთი ფრაზების გამო ზიდანი მატერაცის თავს არ ჩაარტყამდა და ამ წიგნით მარკომ საიდუმლოს არათუ ახადა ფარდა, კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა.

თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამის შესახებ მატერაციმ ფრანგულ ჟურნალ "ეკიპთან" ისაუბრა და ყველაფერი ნათელი გახდა - იტალიის ნაკრების მცველი დიალოგს დეტალებში იხსენებს:

- ზიდანი მატერაცის: მაისურზე ნუ მქაჩავ, თუ ასე მოგწონს, გაგიცვლი თამაშის შემდეგ.

- მატერაცი ზიდანს: მაისური არ მინდა, შენი ბოზი და მირჩევნია...

სწორედ ამ გადაძახილს მოჰყვა ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ეპიზოდი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, "ეკიპმა" კი მატერაცის კიდევ არაერთი კითხვა დაუსვა ამ თემის და ზოგადად, ფინალური მატჩის გარშემო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ...

- ნანობთ იმას, რაც ზიდანს უთხარით?

- სკანდალების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ და ამიტომ ჩემთვის უსიამოვნოა ის, რაც მოხდა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ გაცილებით უარესები მომისმენია რომში, ნეაპოლში, მილანში, ტურინში და ზოგადად, იტალიურ სტადიონებზე. შესაძლოა, ჩვენი ფეხბურთი უფრო ბინძურია, მაგრამ არ მეგონა, თუ ზიდანი ასე გამოვიდოდა წყობიდან. დამიჯერეთ, მისი გაძევება არ ყოფილა ჩემი მიზანი.

- შეცვალა თქვენი ცხოვრება იმ ეპიზოდმა?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი ცხოვრება იმ ორმა გოლმა შეცვალა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიტანე: ერთხელ თავით და მეორედ თერთმეტმეტრიანების სერიაში. მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ და შესაბამისად, ტყუილად არ მიცხოვრია.

- დრო რომ უკან დაბრუნდეს, იმავეს ეტყოდით ზიდანს?

- ის ფრაზა ემოციურ ფონზე ვთქვი და დრო რომ უკან დაბრუნდეს და ყველაფერი გააზრებული მქონდეს, ასეთ ფრაზას ნამდვილად არ ვიტყოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი მიზანი ზიდანის მოედნიდან გაგდება არ ყოფილა და ეს უბრალოდ, ემოციური გადაძახილი იყო. მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა და დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, დარჩენილ დროში საფრანგეთი კაცნაკლული იქნებოდა თუ არა.

- ბევრისთვის თქვენ გმირი ხართ, ბევრს კი ეზიზღებით...

- არც ზიზღს ვიმსახურებ და არც სიყვარულს ვითხოვ. მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ და ეს მყოფნის იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• მადონა

რა დამავიწყებს იმ წუთებს, რაც ზიზუს გამო ვინერვიულე და მაშინვე ჩანდა, რომ ზიზუ ამას ,,უბრალოდ და არაფრის გამო" არ გააკეთებდა. მად დაამტკიცა რომ უპირველესად ადამიანად დაიბაა და მერე გახდა ფეხბურთელი. მატერაცი კი უკანასკნელი არამზადასავით მოიქცა. ჩემპიონი თუ ხარ ღირსეულადაც უნდა გაჩემპიონდე და იჩდმპიონო!!!!!!

• ზიზუ

ზიზუ ლეგენდად დარჩა და ეგ იტალიელი რომ არა ზიზუ კაციშვილს არ ემახსოვრებოდა გინდა თასით ერბინა და გინდა ორში გრძელით : )))))

• asurbanifali

რა სისულეებს წერთ, კაცი ღირსებას რომ დათმობს, იგი არც ქვეყნისთვის ივარგებს და არც არავისთვის...ზიდანი დარჩება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად და ღირსეულ ადამიანად, მატერაცი კი იქნება სიმულაციების და უღირსებობის სინონიმი...

• geria

არც შევადარებ კაცა არაკაცს

• giorgi

ზიდანს და მატერაცს არც ჰევადარებ ერტმანეტს ზიდანს უბრალოდ არ ეკადრებოდა ეგეტი ..... ტავის გასვრა

• soccer

მატერაცი სულ ასეთი არაკაცი იყო, ისე ზიდანი მარტო მაგ მომენტის გამო არ მოიქცა ასე, მთელი თამაში ტვინს უბურღავდა ეგ იყო მწვრთნელის დავალება, ზიდანის კარიერას თუ გადავხედავთ ეგეც კაი არაკაცი იყო თითქმის ყოველ მეორე თამაშზე არასპორტულად იქცეოდა

• me var me

არის რაღაცეები, რომლებიც არათუ ქვეყანაზე, არამედ თვით სიცოცხლეზე მეტია. ერთერთი აქედან ღირსებაა. ამიტომ ზიდანის ქმედება არის ისეთი ქცევა, რომელსაც დღეს კაცები იშვიათად სჩადიან. დის რა ღირსების დაცვაზეა საუბარი როცა თანამედროვე ,,ვაჟკაცი" ბიჭები ერთ ადგილსაც თავისუფლად მისცემენ, ოღონდაც რაღაც სარგებელი მიიღონ.ამიტომაც ყოჩაღ ზიდანი. დიახ კაცუნას, სწორედ იმ წუთში და იმ ადგილზე უნდა გასცე საკადრისი პასუხი ნაბიჭვარს.

• ra sulelia sidani

როგორ ავარდა .გადაედზახა ბოზი დედაშნი კარგარდ გორაობდა ჩემს მკლავებში წუხელო .

• hm

მატერაცი ცუდად მოიქცა, თუმცა ზიზუს მეტი ჭკუა-გონება მართებდა, ამ სიტუაცუაში, როცა ქვეყნის ეროვნული მაისური ეცვა და მსოფლიოს ფინალს თამაშობდა. ფებურთიდან კაცურად წასვლა ძალიან პათეტიკურად ჟღერს... დაიცავი ბოლომდე შენი ქვეყნის ინტერესები, თავის ჩარტყმა მერეც შეიძლებოდა როცა ყველაფერი მორჩებოდა. იტალიელები კიდევ რისი იტალიელები არიან თავიანთი მოქმედებით თავი მსოფლიოს თუ არ დაამახსოვრეს. მოკლედ მათ გარეშე ფეხბურთი მოსაწყენი იქნებოდა, თუ შოუ გინდათ დაუძახეთ მათ და აუცილებლად შემოგთავაზებენ :) კაცობა და ამბავი მერე მოედანს გარეთ

• natia

Zidans edreba materaci? Zidani msoflio legendad darcheba fegburtis istoriashi da materaci cota xans emaxsovrebat isic ara chempionobit aramed maag incidentit. Materacis rom axseneben yveka ambobs eg isaa xo zidanma ro chaartyao. Zidanze kide aravis kitxulobs vinaa an materacis ro chaartya egaao. Me mainc mgonia magan kargad icis ro zidantan verasdros axlisac ver miva rogorc fegburteli da eg uxetqavs guls

• ფანი

ზიდანი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი!

• Gio

ზიდანმაც ცუდათ უთხრა მაისურს მოგცემო რაზეც მატერაციმ დამსახურებული პასუხი გასცა! და კიდევ იუვენტუსში თამაშობდა ზიდანი და პირველად არ იყო რომ შეურაწყოფა მიაყენეს მაგრამ რატომღაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაახსენდა ღირსება

• alexandre

კი ბატონო, ზიზუ გენიოსი იყო. მაგრამ ჩვენ სხვაზე გავამახვილოთ ყურადღება. მატერაცი - იტალიელი, ჩვენსავით სამხრეთელი და ცხელსისხლიანი, წერს: პირადი ღირსება არ უნდა შესწირო ქვეყნის ინტერესესს, ანუ შეურაცყოფა უნდა გადაეყლაპაო. ჩვენ კი ყველა ვამბობთ: ზიდანი მაგარია, კაცურად დაამთავრა კარიერა. ასეცაა - ზიზუ აფრიკელია, და არ მოითმინა. ჰო და ჩვენც აფრიკელები ვართ, ვაქებთ, მაგარიაო. მე კი მიმაჩნია, თუ მხოლოდ შენ გეხება მოთმენა არ მოთმენა - როგორც ჩათვალო საჭიროდ - ისე ქენი. მაგრამ როცა შენი სამშობლოს სახელს წარმოადგენენ - ნამდვილად გმართებს ტკივილის (ფიზიკური და მორალური) ატანა.

• gio

ალჟირელი კაი ბიჭი ზიდანი, კაი ბიჭის დას რო შეურაცყოფა მიაყენა აბა რა ეგონა მატერაცის:დ ნუ თამაშის მერე თასით ხელში მატერაცი რომ დარბოდა, მაგას არაუშავს მთავარია კაცობა:დ

• jemalis

ჩემთვის ზიდანი ნამდვილი ჯელტმენია და მატერაცი ნამდვილი ... ჯემალი თქვენ მინდა გითხრათ რომ ზიზუს ყველაზე კაცური კარიერის დასასრული ქონდა. :)

• jemali

იტალიაში თუ მოსულა გინება, ყველასთან კი არ უნდა მოიყვანო, მოკლედ გაუფუჭა კარიერა უძლიერეს ფეხბურთელს და პიროვნებას, ჩემთვის ერთ–ერთი ლეგენდაა ზიდანი ფეხბურში.

• sake

ვატო 100%-ინი ხარ.მატერაცი, ფეხბურთელიც ბინძური მჩეხავი იყო,ხოლო ამ არაკაცობისთვის,როგორც ცნობილია ბუფონისგანაც საკმაოდ მოხვდა გასახდელში.ცუდი ისაა,რომ არა ზიდანი ეს არაკაცი (თუნდაც ჩემპიონი)დღეს არავის ეხსომებოდა.

• ვატო

მატერაცი შენი არაკაცი დედა ვატირე !

კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!

"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია

"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე

[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს

"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს

"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ

[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა

მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა

სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი - მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები

დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს

U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

მატერაცი: ზიდანს ვუთხარი, რომ მაისურა კი არა, მისი და მინდოდა

"შენს დას ვამჯობინებ" - მატერაციმ თქვა, რა უთხრა ზიდანს მანამდე, სანამ ფრანგი თავს დაარტყავდა

პსჟ თუ ინტერი? - ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

კანავარო ზიდანის გაძევებაზე: მატერაციმ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა

ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25

საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ზიდანი გახდება

IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა

"ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს" - ზინედინ ზიდანი

მატერაცი: იტალიელები ჩემ გათელილ მიწას უნდა ჰკოცნიდნენ, ნაცვლად კი მაგინებდნენ

"ვფიქრობ, ეს უნდა ვაღიარო" - მატერაციმ ზიდანთან ინციდენტი გაიხსენა

მატერაცი და ტრეზეგე რუსეთში ევროპის ჩემპიონატის ექსპერტად იმუშავებენ

ზიდანმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებმაც "რეალში" ყველაზე მეტად აღაფრთოვანეს - სიაში კრიშტიანო რონალდო არაა