ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ფსიქოლოგიური პრობლემები გერმანიაში მქონდა. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს"

"ფსიქოლოგიური პრობლემები გერმანიაში მქონდა. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს"

გიორგი პაპუნაშვილის თქმით, თბილისის "დინამო" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გულშემატკივარი გაახაროს!
20 წლის გიორგი პაპუნაშვილი "ვერდერიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია საქართველოს ჩემპიონისთვის, რომელიც ხვალ, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სომხეთის "ალაშკერტს" უმასპინძლებს.

პაპუნაშვილმა უკვე გაიარა შეკრება "დინამოსთან" ერთად და სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. გუშინ "ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ფეხბურთელი, რომელიც მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება, ცხადია, დროში შეზღუდულია, მაგრამ მაინც შევეცადეთ, მოგვეცვა ყველა საინტერესო საკითხი, რომელიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს აინტერესებს...

- გერმანიაში გატარებული პერიოდით დავიწყოთ. რას ელოდით და რა დაგხვდათ "ვერდერში"?

- გერმანიაში გატარებული პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო. ევროტურნირებზე ვითამაშე "დინამოში" და როცა "ვერდერში" წავედი, კარგ ფორმაში ვიყავი. ჩავედი და პირველი სამი თვე იქაურ ფეხბურთთან და დატვირთვებთან შესაგუებლად დრო დამჭირდა. მერე უკანა კუნთის პრობლემა მქონდა და ერთი თვე გამიცდა. ამის შემდეგ ვითამაშე ორი თვე და საზარდული მეტკინა.

ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა და ისე გავიდა ეს ერთი წელიწადი, ბოლომდე ვერ გადავეწყვე გერმანულ ფეხბურთზე, ვერ ავუწყვე ფეხი, უპირველესად, ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით. ეს არავის ბრალი არ არის, მხოლოდ ჩემი ბრალია...

ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით ნიჭიერები არიან. აქ განსხვავება მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაშია. სულ სხვა დონეზე დგას ეს კომპონენტი. რომ არა ეს მნიშვნელოვანი ნიუანსი, ბევრი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებდა იქ. ახლა უკვე ვიცი, ზუსტად რა მოთხოვნებია ევროპაში და რა უნდა გავაკეთო იმ შემთხვევაში, თუ კიდევ წავალ იქ სათამაშოდ. ვიცი, რაში უნდა მოვუმატო, რა კომპონენტები უნდა გავაუმჯობესო...

- საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ. რა მოგცათ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო ქვეყანაში გატარებულმა დრომ?

- უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო ჩემთვის ეს პერიოდი. ძალიან ხშირად მიწევდა ცხოვრება და ვარჯიში ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან კლაუდიო პისარო, კლემენს ფრიტცი და სხვები. ასეთი ფეხბურთელებისა და პროფესიონალებისგან ყოველთვის რაღაცას სწავლობ...

ერთი წლის განმავლობაში იქ დამხმარე არავინ მყოლია. მარტო ვიყავი. თამამად ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის უდიდესი სპორტული და ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება.

- გარკვეული ხნის განმავლობაში "ვერდერის" პირველ გუნდშიც ვარჯიშობდით...

- ძალიან მაგარი იყო! ცხრადღიანი შეკრება გვქონდა, დღეში სამჯერადი ვარჯიშებით. გოლიც გავიტანე, თამაშებიც ვითამაშე... საკუთარი თავით თან კმაყოფილიც ვიყავი და თან - უკმაყოფილოც. ტრავმებმაც თავისი როლი ითამაშა. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ სამჯერ მივიღე ტრავმა...

- თუ იყო "ვერდერში" ისეთი ფეხბურთელი, ვინც გერმანიაში მყოფს ბოლომდე დაგიდგათ გვერდით?

- ენა არ ვიცოდი, ვსწავლობდი, არ იყო იოლი... ვერ მოგატყუებთ - ისეთი არავინ ყოფილა, განსაკუთრებით რომ დამდგომოდა გვერდით. იქ ყველა თავის საქმეს აკეთებს. ჩამოსული ფეხბურთელები უფრო ინტერესდებოდნენ ხოლმე ჩემი ამბებით.

- ევროპიდან საქართველოში დაბრუნება იოლი არ არის. ფსიქოლოგიურ პრობლემებს ხომ არ წააწყდით?

- ფსიქოლოგიური პრობლემები გერმანიაში მქონდა. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ მაქვს. 6 წელია "დინამოში" ვარ. ეს გუნდი ჩემთვის ნამდვილი ოჯახია. ვემზადები ჩვეულებრივად 12 ივლისის მატჩისთვის, რომელშიც ჩვენი მოწინააღმდეგე სომხური "ალაშკერტი" იქნება.

- "დინამო" ახლა უკვე ერთადერთია ქართულ კლუბებს შორის, ევროთასებზე რომ ითამაშებს. ალბათ, თქვენი პასუხისმგებლობა განსაკუთრებულია...

- რა თქმა უნდა და ვგრძნობთ კიდეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. დიდი იმედით ველოდებით "ალაშკერტთან" შეხვედრას. თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაახაროს ქართველი გულშემატკივარი. თამაშის წინ არ გვინდა ზედმეტი დაპირებები. უმჯობესია, მინდორზე ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია.

- რა ინფორმაცია გაქვთ "ალაშკერტზე"?

- ჩვენი გუნდის მეორე მწვრთნელი იმყოფებოდა მათ თამაშზე და როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო მასალა აქვს. როგორ უტევს გუნდი, როგორ იცავს თავს... თამაშამდე დარჩენილ დროში "ალაშკერტის" თამაშს დეტალურად გავარჩევთ.

- ეს "დინამო" განსხვავებულია იმისგან, თქვენ რომ თამაშობდით. რას იტყვით ამ ფორმაციის გუნდზე?

- რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, რამდენიმე მოვიდა, არიან ახალი ლეგიონერები... კარგი შეკრება გავიარეთ ავსტრიაში. იქ კიდევ უფრო შეიკრა გუნდი. ჩავატარეთ საკონტროლო მატჩები...

- რას იტყვით "დინამოს" სლოვაკ მწვრთნელზე?

- ის შედარებით მეტ აქცენტს აკეთებს ფიზიკურ მომზადებაზე და ეს ძალიან კარგია. ქართველებს გვაკლია ფიზიკური მომზადება და ეს ფაქტია...

- როგორია თქვენი ამჟამინდელი ფუნქციონალური მდგომარეობა? როგორც ვიცით, შეკრების დასაწყისში ტრავმა გაწუხებდათ...

- დიახ, ტრავმირებული ვიყავი და სწორედ ამის გამო გამოვტოვე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩი შვედეთთან. მთლიანობაში 19 დღე გამიცდა. 3 დღის დაწყებული იყო შეკრება, გუნდთან ერთად ვარჯიშს რომ შევუდექი. ვარჯიშები და თამაშები ძალიან დამეხმარა.

უზომოდ მოტივირებული ვარ. ყველას გვინდა, რაღაც ისეთი გავაკეთოთ, რაც ქართველ გულშემატკივარს გაახარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• namdvili zaza

ეს ძალიან, ძალიან ნიჭიერი ბიჭია! ვერდერის მწვრთნელი სკრიპნიკი სერიოზულად ფიქრობდა დაეტოვებინა ძირითად გუნდში მაგრამ არჩევანი გერმანელზე გააკეთა და დააწინაურა მთავარ გუნდში. საქართველოს ჩემპიონატიდან ბუნდესლიგაში ძალიან რთულია ფეხის მოკიდება მაგრამ 100% დარწმუნებული ვარ ეს ბიჭი უკეთეს გუნდშიც კი მოხვდება. მთავარია ჩემპიონთა ან ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდნენ და დაიტაცებენ დინამოს ლიდერებს...

• beqnu

მიდი პაპუნ , გვჯერა თქვენი , იბრძოლეთ ბოლო წამამდე , მჯერა რომ შეგვიძლია ჯგუფურზე გასვლა , ლიგის თუ არა ევროპის.მაინც

• თორნიკე

გივია - ს . სამწუხაროდ ისღა დამრჩენია რომ სრულად დაგეთანხმო. დავამატებ რომ ჯერჯერობით არც რაიმე საშველი ჩანს,. ბოლო არ უცანს ამ ყველაფერს

• kaxa

არა დზმა პირიქიტ გამოცდილება მიღო ევროპის, აქ ჩამოდიან და მარტო რჩებიან, ენა არ იციან, დამლაპარიკე არავინ ყავტ და ფსიქოლოგიურატ ეცემიან, აი მერე იწყებენ ზოგი ნარკოტიკს და ზოგი ბარებში სმას, სამი ფეხბურტელი პირადად ვიცი, ორი საფრანგეტში ლოტაობდა სომხებტან, ერტი ბელგიაში კაიფობდა ქარტველებტან, ასე რომ რომ გამოუშვებენ აქიტ ფეხბურტელს ყურადგებაც უნდა მიაქციოს ვინმემ

• გივია

გერმანიასა და სხვა წამყვან ქვეყნებზე ჯერ ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. ჩვენ უკვე ფეხბურთელების მომზადების დონით, ფიზიკურად, ტაქტიკურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად სერიოზულად ჩამოვრჩებით ევრპის მაჩანჩალა ქვეყნებსაც კი ისეთებს როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, მალტა, ლიხტენშტეინი. სამწუხაროა მაგრამ ასეა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ფეხბურთელების ევროპული გაქანება რუსეთის სამოყვარულო, დიდი დიდი მე-2 ლიგა. უკრაინის ჩემპიონატის საშუალოზე დაბალი გუნდები და ასევე ყაზახეთის ყირგიზეთის, ყალმუხეთის და მსგავი დონის ჩემპიონატების საშუალო გუნდის ზამენების წყლისმომტანები. შესაბამის შედეგია ნაკრებთან მიმართებაშიც.

• gg

ნაცნობი სურათი.წავა ახალგაზრდა კარგ გუნდში და იმის მაგივრად პროგრესი განიცადოს და უფრო კაი გუნდში და ლიგაში მოხვდნენ,ისევ უკან ბრუნდებიან "ტრიუმფით"... საწყენია

27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?

ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს

ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს

ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა

"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს

"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს

გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია

კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში

ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა

"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია

"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა

"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?

პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს

"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა

ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა

"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]

მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით

"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა

"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

კლაუდიო პისარო: მუნდიალზეც ვითამაშებ!

სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]

ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი

"მოურინიო შთამბეჭდავია, მაგრამ გვარდიოლა..." - კლაუდიო პისარო

"ვერდერი" ბუნდესლიგაში დარჩა - 41 წლის პისარო პენსიაზე გავიდა

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-20 სეზონში გაიტანა გოლი

38 წლის კლაუდიო პისარო "კიოლნში" ჩაირიცხა

ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?

Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

ბუნდესლიგა. XXX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: მომავალი "დორტმუნდისაა"

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა