4 აგვისტოს ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელებმა გუნდის ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინეს
ქუთაისის "ტორპედო" ახალ საფეხბურთო სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელითა და გადახალისებული შემადგენლობით ხვდება. ორკვირიანი თურქული შეკრების შემდეგ ტორპედოელებმა მზადება საკუთარ ბაზაზე გააგრძელეს, 7 აგვისტოს კი, XXVIII ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებენ...

4 აგვისტოს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელებმა ოფიციალურად წარადგინეს გუნდის ახალწვეულები - იურგენ კოლინი (N14), გიორგი გურული (27), გუგა ფალავანდიშვილი (5), ავთო ენდელაძე (11), ალექსი ბენაშვილი (77), გრიგოლ დოლიძე (22), ცოტნე მესხი (20) და მეკარე მამუკა ქვილითაია.

კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ ახალწვეულებს "ტორპედოს" მაისურები გადასცა, პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტების კითხვებს კობა ჟორჟიკაშვილმა უპასუხა:

- ახალი სეზონისთვის მზადება 15 ივნისს დავიწყეთ. ერთი თვის განმავლობაში საკუთარ ბაზაზე ვემზადებოდით, სადაც 4 საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ. შემდეგ იყო ორკვირიანი შეკრება თურქეთში, სადაც ასევე 4 ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და თან - საკმაოდ კარგ გუნდებთან.

ვფიქრობ, ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, ფეხბურთელების მომზადების დონით კმაყოფილი ვარ. ყველა ბოლომდე იხარჯებოდა და საქმეს პროფესიულად უდგებოდა, როგორც ვარჯიშებზე, ისე - ამხანაგურ თამაშებში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემპიონატისთვის გუნდი კარგად არის მომზადებული.

ახალ სეზონს საკუთარ მოედანზე "შუქურასთან" მატჩით გავხსნით და ვეცდებით, გულშემატკივრები პირველივე შეხვედრაში გავახაროთ.

- ქობულეთის "შუქურას" სულ ახლახან "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელები - ბაქარ მირცხულავა და გურამ ადამაძე დაემატნენ. ქუთაისელი გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ გუნდმა ეს ფეხბურთელები ვერ შეინარჩუნა...

- ფეხბურთელები იცვლიან კლუბებს და ეს ბუნებრივი პროცესია. მირცხულავა და ადამაძე "ტორპედოს" მიზეზით არ წასულან. ჩვენ ფეხბურთელების შენარჩუნებას ყველანაირად ვცდილობთ...

- საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დაიმატეთ. რამდენად შეძლებენ ისინი გუნდიდან წასული მოთამაშეების ღირსეულად შეცვლას?

- ახალი ფეხბურთელები სათამაშო სისტემიდან გამომდინარე შევარჩიეთ. როგორ ფეხბურთს ვითამაშებთ და რომელ პოზიციაზე უფრო ძლიერი მოთამაშეები გვყავს, ამას ახლა ვერ გავამხელთ, რადგანაც ეს გუნდის შიდა სამზარეულოა. ვფიქრობ, ახალი ფეხბურთელები გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ და ჯანსაღი კონკურენციის არსებობას შეუწყობენ ხელს.

კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად იმ პოზიციაზე ვარ, რომ ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც გუნდში მოვიწვევთ, ადგილობრივ ფეხბურთელზე ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს. სწორედ ამ პრინციპით დავიმატეთ ჰოლანდიელი იურგენ კოლინი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია, არაერთ წამყვან ევროპულ გუნდში უთამაშია... კოლინის მოწვევას ორი დატვირთვა აქვს - პირველ რიგში ის, რომ გუნდი გააძლიეროს და მეორეც - მისი გამოცდილება ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც გაიზიარონ...

საერთოდ, გვინდოდა, რომ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი გაგვეკეთებინა და ვფიქრობ, გამოგვივიდა კიდეც.

- რა მიზნებისთვის იბრძოლებს "ტორპედო" გარდამავალ ჩემპიონატში ?

- "ტორპედო" სახელითა და ტრადიციებით იმსახურებს, რომ მუდამ წამყვან პოზიციებზე იყოს. კლუბის ხელმძღვანელობა მაღალ მიზნებს მისახავს და ასეც რომ არ იყოს, საკუთარი თავის მიმართ მაქვს მოთხოვნა, რომ "ტორპედოს" წარმატება მოვუტანო.

გარდამავალი ჩემპიონატი იოლი არავისთვის არ იქნება, ახალი ფორმატიდან გამომდინარე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lelo
არ დაიღალეთ ამდენი დაცინვით, კარგი გუნდია ტორპედო და კარგ შედეგსაც დადებს ხემძღვანელობასთან ერთად. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო და სხვა გუნდს შევადარო, მაგრამ ირგვლივ მიმოიხედეთ რა ხდება?!
klaWo
რა მშვენიერი ფორმაა უბრალოდ ვერცხლისფერი წარწერები აქვს სად ხედავთ თეთრს თქვე მართლა დალტონიკებო
juja
დანელია, გოგრიჭიანი და მისთანები აბუნტებენ "ტორპედოს" მისამართით ყველას ესენი არაინ ყველაფერი და დანარეაჩჰენები კიდევ კუდები
lile
რასაც ზურა აკეთებს ბევრი ვერ შეძლებდა არ გრცხვენიათ მას რომ ლანძღავთ
luka
ჩაკვეტაძე რომ არა ეს გუნდი უკვე დამარხული იქნებოდა
kako
ბოგმიანებო დადუმდით აღარ გრცხვენიათ
toro
წარმატებები ტორპედო!ენა დადუმებინეთ ჩასაფრებულ მტრებს განსაკუთრებით შინაურებს...ძალიან კარგი მაისურია უბრალოდ ფოტოზე ვერცხლისფერი ღიად ჩანს ან კიდე შავად დააწერენ და მორჩა,როგორ ყველაფერში უბედურება უნდა დაინახოთ?ჩემპიონატი იწყება წარმატებები ვუსურვით და რა ჩავუსაფრთედ მიდამ გუნდს.ვინმემ ერთი აგური დადო ამ გჰუნდის შესანარჩუნებლად ან შესაქმნელად?მაშინ გაჩუმდით..ერთ ლარიან ბილეთის ყიდვითაც ვერ შეეწევიან გუნდს და ასეთი ხალხი საუბრობს რაიმეზე?
toro
წარმატებები ტორპედო!ენა დადუმებინეთ ჩასაფრებულ მტრებს განსაკუთრებით შინაურებს...ძალიან კარგი მაისურია უბრალოდ ფოტოზე ვერცხლისფერი ღიად ჩანს ან კიდე შავად დააწერენ და მორჩა,როგორ ყველაფერში უბედურება უნდა დაინახოთ?ჩემპიონატი იწყება წარმატებები ვუსურვით და რა ჩავუსაფრთედ მიდამ გუნდს.ვინმემ ერთი აგური დადო ამ გჰუნდის შესანარჩუნებლად ან შესაქმნელად?მაშინ გაჩუმდით..ერთ ლარიან ბილეთის ყიდვითაც ვერ შეეწევიან გუნდს და ასეთი ხალხი საუბრობს რაიმეზე?
bebeto
ტორპედოს კარგი შემადგენლობა უნდა ყავდეს,შეიძლებოდა კიდევ ალბათ კარგი ფეხბურთელების დამატება.ტორპედო უბრალო კლუბი არ არის ეს ყველამ უნდა გაიგოს იქ მოთამაშეებმაც და მწვრთნელებმაც.
eeh
რაარის ლილოზე იყიდეთ ეს მაიკებიი??? რა უბედურებაა
Zviad
Pორმა ძალიან დაბალი ხარისხის ჩანს ,თან ნომრები არც ეტყობა ჯერ ეგ უნდა ვისწავლოთ -კარგად შეფუთვა და მერე ხალხს მოვთხოვოთ მოსვლა სტადიონზე.
qarveli
ამ ცვერს რატო არ იპარსავენ ნეტავი...
gela
ტორპედო მოვიდა დრო რომ ჩემპიონობიტ გაგვახაროტ
გოჩა
ბევრმა ქალაქში იცის რომ მირცხულავას არ უნდოდა ტორპედოდან წასვლა.
gizog
წარმატებები ქუთაისის ტორპედოს. სულ გამარჯვებებით გევლოთ.
კლიმენტი
ერთი იდეა ფეხბურთის ფედერაციას (იდეაში ფულს არ ვითხოვ :) ). ყველა გუნდს ახალი შტატის დამატება დააავალდებულონ. პარიკმახერის. ასე უმუშევრობის ცოტათი შემცირებაც მოხრხდება და მეორეც, ეს ჩვენი ფეხბურთელები ნაჩვენები თამაშის ფონზე უკეთესი შესახედავებიც იქნებიან! რომ იცოდეთ, არც ისე სახუმარო თემაა
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
ბოლნისის "სიონი: ახალგაზრდებიც და გამოცდილებიც
ფოთის "კოლხეთი": ესეც კენიელი მარსელო...
"ტორპედომ" "ტრენჩინთან" პირველ ტაიმში ანგარიშში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]
ლოკომოტივი-შახტარი 2:5 - არაბიძის გარეშე [VIDEO]
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
ქუთაისის"ტორპედოს" თურქულ შეკრებაზე საფრანგეთის მოქალაქე ფრანკ მბარგაც შეუერთდა
ლოკომოტივი-მიხალოვცე 1:2 - მარცხი სლოვაკებთან [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
დავით ბოლქვაძე: ასე მეგონა, ფეხი მომაძრეს
კობა ჟორჟიკაშვილი: უახლოეს დღეებში "ტორპედოში" ლეგიონერებს ველოდებით
ევროპის ჩემპიონატი და საქართველო: გოლი, ბაბაჯან!
ქუთაისის "ტორპედომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ლოკომოტივი-სამტრედია 0:1 - ომარ შეუდარებელი
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
თბილისის "დინამო" კიდევ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
რევაზ ჩელებაძე: სხვაგვარად ამ სეზონში კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
ტორპედო-საბურთალო 2:0 - ქუთაისი ოქროსკენ იწევს [VIDEO]
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
ფოთის "კოლხეთი": მზადება გაურკვევლობაში, ბაზისა და სტადიონის გარეშე
სანაია ბიჭებს ხაჭაპურისგან იცავს - "კოლხეთი" ფოთის სარაგბო სტადიონზე ითამაშებს?
ფოთის "კოლხეთმა" ავთო ენდელაძე დაიმატა
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ლოკომოტივი-საბურთალო 3:2 - თბილისური დერბი უხვი გოლით [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XI ტური: "კოლხეთმა" თბილისში "საბურთალოს" მოუგო
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე