ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ონოს გასაღები გორში იჭედება! ინტერვიუ ლაშა შავდათუაშვილის პირად მწვრთნელთან

ონოს გასაღები გორში იჭედება! ინტერვიუ ლაშა შავდათუაშვილის პირად მწვრთნელთან

ნიკო ბიბილაშვილი: "რაც შორიდან დავინახე, ონომ ლაშას ფიზიკური მონაცემების ხარჯზე აჯობა"
ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის (73) პირადი მწვრთნელი ნიკო ბიბილაშვილი ბედნიერი კაცია, მისმა შეგირდმა ხომ ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მოიპოვა მედალი. ამჯერად - ბრინჯაოსი, თუმცა როგორც თავად ამბობს, ახალ წონაში გადასული და იქაც გვარიანად ნატანჯი სპორტსმენისთვის ეს ჩემპიონობის ტოლფასი გამოსვლაა.

რიოს ოლიმპიადაზე შეგირდის გამოსვლის შეფასება ამჯერად სწორედ ბიბილაშვილს ვთხოვეთ, რომელიც გუშინწინ გამოეწერა საავადმყოფოდან - შავდათუაშვილის წარმატების ღამეს იმ სიხარულის ფონზე იყო თუ სხვა მიზეზით, თირკმლების მწვავე შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კენჭების დაშლის პროცედურა ჩაუტარეს.

- რამდენად ხართ კმაყოფილი ლაშას ამ გამოსვლით?

- ეს ძალიან დიდი შედეგია. წინა ოლიმპიადაზე გამარჯვება თავადაც ვერ აღიქვა, იმდენად პატარა იყო, ის წარმატებაც და ახლანდელიც ახლა უფრო აღვიქვით მანაც და მეც. თან, ლაშამ წონა შეიცვალა და ამის შემდეგ, ამხელა კონკურენციაში მედალი მოიპოვო, ცხადია, დიდი მიღწევაა.

- ოლიმპიადაზე როგორი განწყობით, როგორი გეგმით წავიდა?

- ძალიან კარგი განწყობით წავიდა. ამბობდა, ონოს უნდა მოვუგოო, თუმცა ის ისეთი სპორტსმენია, ამ ეტაპზე მაგის მოგება შეუძლებელია. ოღონდ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მაინც ლაშამ გაუწია. იმედია, ცოტა დრო დაგვჭირდება მაგის დასამარცხებლად.

- ონოს გარდა, ორუჯოვის დამარცხებას არ ნატრობდა? ან - სხვებისას? დანარჩენებს არ მიიჩნევდა ძირითად კონკურენტებად?

- კი, როგორ არა, მათაც მიიჩნევდა კონკურენტებად, მაგრამ ამბობდა, რომ ყველასთან შეიძლება მოგება. ლაშა ოპტიმისტია და მუდმივად პირველობაზეა ორიენტირებული. ბავშვობიდან ასე იყო - გვარ-სახელს არ აქცევს ყურადღებას, შიშის განცდა არ აქვს და არაფერი. ერთადერთი, რაც ონოსთან დააკლდა, ფიზიკური მომზადებაა, რაც წონის შეცვლამ განაპირობა, თორემ სხვა ყველაფერი ხუთიანზე შეასრულა.

- თქვენი აზრით, მომავალში რის ხარჯზე უნდა მოუგოს ონოს, რაში უნდა გაძლიერდეს?

- ჩვენ ერთად ვაკეთებთ ვითარების ანალიზს. ამიტომ ლაშა რომ ჩამოვა ბრაზილიიდან, დავილაპარაკებთ ამ ყველაფერზე, თუმცა რაც შორიდან დავინახე, ონომ ფიზიკური მონაცემების ხარჯზე აჯობა. ჩავლებით აჯობა, ანუ ამან რამდენიც აუღო ჩავლება, იმდენი ჩაუშალა. კი, წონაც ამოქაჩა ლაშამ და საკმარის კონდიციამდე მივიდა, მაგრამ დროში ვერ ჩაეტია, მაინც არ ეყო ბოლომდე ეს დრო, რომ დაეწიოს და გაუსწროს ისეთ სპორტსმენს, როგორიც ეს იაპონელია.

ალბათ, მაჯებზე მუშაობა და ფიზიკური მომზადებაა საჭირო, თორემ დგომით, ფსიქოლოგიურად თუ სხვა ასპექტებში ლაშა ძალიან მაგრადაა მომზადებული. ონოზე მეტი თუ არა, არც ნაკლებია.

- დაახლოებით რა დრო დასჭირდება მაგ ხარვეზის შევსებას?

- ვფიქრობ, ლაშას შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე, მაქსიმუმ, 1 წელი მაინც დასჭირდება. სავარაუდოდ, მსოფლიოსთვის მზად უნდა იყოს, მაგრამ ბევრი შრომა და ბევრი ვარჯიში უნდა კიდევ, რათა აჯობოს ონოს. თუმცა არა მარტო მას, რადგან კონკურენტები სხვებიც არიან.

მაგალითად, კონკურენციის გაწევა იმავე აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვსაც თავისუფლად შეეძლო. უბრალოდ, ონოზე იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ მაგას მიიჩნევდა მთავარ ფავორიტად.

- როგორ მიგაჩნიათ, იმ სიძნელეების შემდეგ რის ხარჯზე მოიპოვა ეს წარმატება, რა თვისება გახდა გადამწყვეტი?

- ლაშა შეკრებიდან რომ დაბრუნდა, წასვლამდე 3-4 დღე გორში იყო და ეს დღეებიც კი არ გამოტოვა, მაინც ბოლომდე დაიხარჯა. იმის მიუხედავად, რომ ძლიერი შეკრება გაიარეს იაპონია-მონღოლეთში, მერე აქ გააგრძელეს ვარჯიში, ცხვირიც იტკინა და ამხელა ტრავმა ჰქონდა, მაინც არ შეუწყვეტია წვრთნა და დღეში ორჯერ ვარჯიშობდა. მეუბნებოდა, ნიკო მას, კიდევ მჭირდება, კიდევ მინდა დამატებაო.

უკვე იმ დონის პროფესიონალია, თვითონ იცის, რა სჭირდება, სად რა უნდა გააკეთოს, როდის უნდა გაჩერდეს, როდის მოუმატოს. ამის ხარჯზე მიაღწია ამ წარმატებასაც. ის კარგად გრძნობს საკუთარ ორგანიზმს, ასეთები კი ერთეულები არიან. წლეულს ის, ფაქტობრივად, ევროპის ჩემპიონი გახდა - ორუჯოვთან, რაც უნდა დავარქვათ მომხდარს, ამხელა კონკურენციაში უცებ ამოიზარდა.

- მისი ხასიათი არ გიხსენებიათ - ბოლომდე მებრძოლი, შემტევი, ჟინიანი ხასიათი. ეს თვისება თავიდანვე ახასიათებდა თუ მერე მოიტანა წლებმა და გამოცდილებამ?

- არა, მასში თავიდანვე ვხედავდი ამ კარგ თვისებას. ერთადერთი ნაკლი, რაც არ აქვს თანდაყოლილი, ფიზიკური კონდიციებია - გამხდარია. აი, მაგალითად, ბექა ღვინიაშვილი ბუნებრივად უფრო მძლავრია. ლაშამაც იცის, რომ ეს მისი ნაკლია და ამიტომ სულ ცდილობს, დაუმატოს, მოძლიერდეს. სულ ამბობს, მკლავებში მაკლია, ფეხებში მაკლია - თავის ნაკლს არ მალავს. პირიქით, მის გამოსწორებაზე მუშაობს და მუდმივად უმატებს.

- ამ წარმატების შემდეგ თუ შეეხმიანეთ ერთმანეთს?

- კი, რა თქმა უნდა. უფრო ინტერნეტში გვაქვს მიმოწერა, თორემ რომ ვურეკავ, ხშირად არ იღებს ტელეფონს. ამ დილითაც დამხვდა მისი წერილი, ჩემს ამბავს კითხულობდა.

თვითონაც ძალიან კმაყოფილია ამ მედლით. მეც მიმაჩნია და თვითონაც ამავე აზრზეა, რომ ეს ჩემპიონობის ტოლფასია. ის ჯერ 24 წლისაა, ყველაფერი წინ აქვს და ღმერთის წყალობით, ეს ოთხი წელიწადი ტრავმების გარეშე თუ ჩაივლის, ტოკიოში ამ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ის მებრძოლია, ფსიქოლოგიურად ძლიერი, ხოლო ფიზიკურ მომზადებას ვარჯიში სჭირდება, შრომა კი არ ეზარება. თან ახლა ისეთ ასაკში შედის, როცა ორგანიზმი ზრდას ამთავრებს, დაღვინებისკენ მიდის. ლაშამ დაღვინებამდე მოიპოვა ამხელა შედეგები, ის ასაკი კი ჯერ კიდევ წინაა, როცა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ამიტომ მჯერა, რომ ძალიან დიდ შედეგებს მოიპოვებს. მთავარია, ტრავმებმა არ შეგვაფერხოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გიო

რა ყველგან პოლიტიკას გააკვეხებთ ხოლმე რა უბედურებაა ამ საამაყო კაცის სტატიაში მაინც ნუ წერთ პოლიტიკაზე სად ლაშა და სად პოლიტიკა ნამუსი იქონიეთ ცოტა ამ პარტ.აქტივისტებმა!!!

• imenna goreli

გილოცავ ლასჰა მაგრა გაგვახარე ქარტველები

• ავოიე ჩუჩმეკისტან

ბიძინას არ მიგდოთო, 4 წლის წინ მიშას, მანამდე ედიკას და აბა ჰე პირდაპირ ვირისუკანალშია ჩვენი ადგილი ხო? მართლა გაიღვიძეთ მეზობლებო გამოდით უნდა დაგთვალოთ მე თქვენ გენაცვალეთ

• კაცი

პირველ კომენტარს იმკურნალე საცოდავო ტუ აცრა გინდა

• კომენტარის "ქართველ ჩუჩმეკებს" ავტორს

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ კოსმოსში ხართ გაჭრილი., აშკარად :)

• ქართველ ჩუჩმეკებს

ჩვენბიჭებს არავინ არ ადანაშაულებს ეს საკამათო არც არის, მაგრამ ეს ხომ სიმართლეა რომ დღეს საქართველო მიექანება მოუსვლელში და ვინც ამას ვერ ამჩნევს და არ ხედავს ეს არის ზუსტადაც ის გზა საიდანაც გამოსავალი არ არის, ქახალდზე დაწერილი ფსევდო თეორიულ დემოკრატიის მშენებლობა ეს სრული დემაგოგიაა და ეს არის გზა გვირაბში სადაც არც სინათლე ჩანს და არც ცოტაოდენ ნაპერწკალი, დღეს ჩვენს საქართველოს არა აქვს ის ჯიგარი რასაც ქვია გულისცემა ქვეყანა გაჩერდა,გაცივდა,გაიყინა და ამას ყველაფერს განაგებს სხვა ქვეყნის სპეც სამსახურები რომლის მიზანია საქართველოს განადგურება თვით ქართველების ხელით. ხალხო გამოიღვიძეთ დიდი საშიშროების წინაშე ვართ, თუ ღმერთი გწამთ თვალი გაახილეთ და არ მივუგდოთ ჩვენი დედა სამშობლო ამ გარეწრებს ივანიშვილის მეთაურობით, ნუ დახარბდებით მის ფულებს

• გიჟუა

რავი, კაცო? რაც მაგან ზილის პაკრიშკები ათრია და.....

• roma

ლაშა ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ,მაგრამ მწვრთნელებმა და ვაი სპეციალისტებმა დაანებეთ თავი ტრაბახს და არაკომპენტენტურ კომენტარების კეთებას,ეს მხოლოდ აბნევს და აზარალებს ლაშას,ონოსთან მას ჯერჯერობით შანსი არ აქვს,მოკლედ ქართულად,რომ ვთქვათ ჯერ გადახტით და ჰოპა მერე დაიძახეთ,ლაშას კი წარმატებები და გახსოვდეს შვილო,რომ ნიჭი,კარგი მომზადება და სხვა რამ უკვე აღარ არის საკმარისი ოლიმპიადის მოსაგებად,მთავარია ორთაბძოლის სწორად წარმართვა,თითოეული დიდი ფალავნის შესწავლა და მასზე მორგებული,ინდივიდუალურად,საგანგებო ჭიდაობა,ამ ხერხებით დაგამარცხეს თქვენ მოწინააღმდეგეებმა,გამარჯვებები მომავალში,აბა შენ იცი,შენ ჩვენი იმედი ხარ.

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე

"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

ცივი და თბილი ვარშავა - რეპორტაჟი ევროპის ჩემპიონატიდან

ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა! - ევროპის ჩემპიონატის შეფასება

ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად

ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია

სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...

ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...

ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]

ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]

ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: "ოქროს ლიგის" ოთხეული გაირკვა

თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს

ნუგზარ ტატალაშვილი: ყველაზე რთული ჩემს მეგობარ ლაშასთან ჭიდაობაა...

დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?

ყაზახეთის პრეზიდენტის თასი: გორელი ძიუდოისტების ბრინჯაო აქტობედან

ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]