რიოს ოლიმპიადაზე ჩვენი მძლეოსნებიდან პირველი საასპარეზოდ სიგრძეზე მხტომელი ბაჩანა ხორავა გავა
რიოს ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან ხუთი მძლეოსანი იასპარეზებს. დღეს, 12 აგვისტოს მათგან პირველი გავა საასპარეზოდ სიგრძეზე მხტომელი ბაჩანა ხორავა.

ჩხოროწყუელმა სპორტსმენმა კარიერა სპრინტერულ დისტანციებზე რბენით დაიწყო. 2013 წელს მწვრთნელმა ანდრო ბედუკაძემ ურჩია, სიგრძეზე ხტომაში ეცადა ბედი. 2015 წლის ქვეყნის ზამთრის ჩემპიონატზე 7,94 მეტრით საქართველოს რეკორდი დაამყარა (უწინდელი მიღწევა 7,67 მეტრი იყო).

შარშან ხორავამ ბაქოში 7.64 მეტრით პირველ ევროპულ თამაშებში გაიმარჯვა, შემდეგ ტალინში 23 წლამდე მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატში 7,97 მეტრით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მაღალი რანგის შეჯიბრებებიდან მძლეოსნობაში პირველი ჯილდო იყო. თან ახალგაზრდებში საქართველოს რეკორდი (7.94 მ) გააუმჯობესა.

წლევანდელი სეზონი ხორავამ ზამთრის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლითა და რეკორდით (8.25 მ) გახსნა. ამ შედეგმა მას რიოს თამაშების საგზურიც მოუტანა. ზაფხულში, მცირე ქვეყნების ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც 18 სახელმწიფოს მძლეოსნები მონაწილეობდნენ, 8.02 მეტრით პირველი ადგილი დაიკავა.

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ოლიმპიადისთვის ვინ როგორ ფორმაში იქნება, - მითხრა რიოში გამგზავრების წინ ბაჩანამ. - მაგალითად, 29 წლის ბრიტანელი გრეგ რუტერფორდი, რომელიც 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, ხოლო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები თითოჯერ ჰქონდა მოგებული, მთელი სეზონის განმავლობაში რეიტინგით მე-6 იყო. წლეულს ამსტერდამში ევროპის ჩემპიონატზე კი ოქროს მედალი მეორედ მოიპოვა.

ასე რომ, მთავარია, თავად იყო მომზადებული და მოტივირებული. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უკვე ისედაც დიდი მოტივაციაა და იქ ჯილდოს მოპოვების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
წარმატებები ბაჩანას.
ლევანი
მისი რეკორდი 8.25 რო შევადაროთ წინა ოლიმპიადის შედეგებს, ის ამ მაჩვენებლით მე 2 ზე უნდა გავიდეს მაშინ. იქ 1 ადგილოსანი 8.31 გადახტა.. ფინალში გასვლა პროგრამა მინიმუმია მისთვის
d
მე ბცჰანას დიდი იმედი მაქვს და წარმატებებს ვუსვურვებ
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
ბაჩანა ხორავამ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 12 აგვისტოს
დაბადების დღისთვის რიოს საგზური - ინტერვიუ ლაშა თორღვაიძესთან
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ქართველ მძლეოსნებს ევროპის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გადასასვლელად ცოტა დააკლდათ
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
რა დაუშავა ბაჩანა ხორავამ აშშ-ის საელჩოს? მძლეოსანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მიდის
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
რიო 2016: ბაჩანა ხორავამ სიგრძე ხტომაში საკვალიფიკაციო ვერ დაძლია