ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 23 წლამდე მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება 23 წლამდე მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ - დამოუკიდებელი საქართველოს "სპორტის დედოფალს" მან ამ ასაკში პირველი მედალი მოუტანა.

ქართველი ათლეტი ტალინში 7.97 მეტრზე გადახტა და მესამე ადგილი დაიკავა - მეორე ადგილზე გასულ რადეკ იუშკას (ჩეხეთი) სამი სანტიმეტრით ჩამორჩა. 8.14 მეტრით ჩემპიონობა ფაბიან ჰეინლიმ (გერმანია) მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ხორავამ ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია ბაქოში, აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატში მოიპოვა, სადაც 8.01 მეტრი დასძლია. მანვე ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებში 7.64 მეტრით ყველას აჯობა და თამაშების რეკორდიც დაამყარა.

აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატზე დაიმსახურა ტალინის საგზური სამმხტომელმა ლაშა თორღვაიძემ 16.58 მეტრით. მას რომ ეს შედეგი ბალტიისპირეთშიც ეჩვენებინა, მესამე ადგილზე გავიდოდა. ესტონეთის დედაქალაქში ლაშა 16.33 მეტრზე გადახტა, რაც მხოლოდ მე-4 ადგილისთვის ეყო. კვარცხლბეკზე ადგილები კი ასე განაწილდა: 1. დმიტრი ჩიჟიკოვი (რუსეთი, 17.05), 2. გიორგი ცონოვი (ბულგარეთი, 16.77), 3. ილია პოტაპცევი (რუსეთი, 16.46).

ხვალ კოლუმბიაში 1998-99 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. ქართველთაგან ამ შეჯიბრებაში გიორგი მუჯარიძე (ბირთვი), თემურ აბულაშვილი (ბადრო) და საბა კურდღელია (სიგრძეზე ხტომა) იასპარეზებენ.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 15 აგვისტოს
დაბადების დღისთვის რიოს საგზური - ინტერვიუ ლაშა თორღვაიძესთან
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 12 აგვისტოს
ქართველ მძლეოსნებს ევროპის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გადასასვლელად ცოტა დააკლდათ
ქართველმა მძლეოსნებმა რიოს ოლიმპიადის ორი საგზური მოიპოვეს
რა დაუშავა ბაჩანა ხორავამ აშშ-ის საელჩოს? მძლეოსანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მიდის
რიო 2016: ლაშა თორღვაიძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგი ვერ აჩვენა
რიო 2016: ბაჩანა ხორავას მოტივაცია დიდი მიზნისთვის
რიო 2016: ბაჩანა ხორავამ სიგრძე ხტომაში საკვალიფიკაციო ვერ დაძლია