მალტაში მძლეოსნობის ევროპის ჩემპიონატის მესამე ლიგის პირველობაში 11 გუნდი იბრძოდა მეორე ლიგის ორი საგზურისთვის
მალტაში მძლეოსნობის ევროპის ჩემპიონატის მესამე ლიგის პირველობაში 11 გუნდი იბრძოდა მეორე ლიგის ორი საგზურისთვის.

ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ქართული მძლეოსნობის ისტორიაში პირველად 262 ქულით გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. ქართველებს ლუქსემბურგელებმა (317) და ბოსნიელებმა (266) გაუსწრეს. გაისად ისინი მეორე ლიგაში იასპარეზებენ.

პირად ჩათვლაში ქართველმა სპორტსმენებმა 4 პირველი, 11 მეორე და 3 მესამე ადგილი დაიკავეს.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ბაჩანა ხორავა (100 მ, 10,76), გოგა ჭიხვარია (ურო, 61,41 მ), მინდია ენდელაძე (400 მ, 48,22) და ზურაბ გოგოჭური (სიმაღლეზე ხტომა, 214); ხოლო ლაშა თორღვაიძეს (სიგრძე, 7,55), საბა სოსელიას (ჭოკით ხტომა, 4,36), როსტომ ჭინჭარაულს (შუბი, 68,20), გოგა მაღლაკელიძეს (სამმაგი, 15,10), საბა ხვიჩავას (3000 მ/წინაღობებით, 9.19,94), ბაჩანა ხორავას (200 მ, 22,17), გიორგი მუჯარიძეს (ბადრო, 47,66), დავით ხარაზიშვილს (3000 მ, 8.30,57), ირინა მიკიტიუკს (სამმაგი, 12,56), სალომე რიგიშვილს (ბადრო-46,72; ბირთვი-14,48) მეორე ადგილები ერგოთ, მესამე ადგილებით ნინო წიქვაძე (ურო, 53,22), დავით ხარაზიშვილი (5000 მ) და ესტაფეტაში ვაჟები (ანდრანიკ მატინიანი, დავით ლუკავა, მინდია ენდელაძე, ბაჩანა ხორავა) 4X400 მეტრზე (3.19,12) მესამე ადგილებით დაკმაყოფილდნენ.

- მალტაში მიღწეული შედეგი ჩვენი მძლეოსნების საუკეთესო მაჩვენებელია, - გვითხრა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტმა ვასილ ბერიშვილმა. - მსაჯებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, ევროპის ჩემპიონატის მეორე ლიგის საგზურს მოვიპოვებდით.

კონტინენტის ამ პირველობაზე საბა ხვიჩავამ 18-წლამდელ მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზია დაიმსახურა და კენიაში გაემგზავრა, სადაც 2000 მეტრზე წინაღობებით რბენაში (5.52,64) მეექვსე ადგილი დაიკავა, ევროპელთაგან კი მეორე შედეგი აჩვენა.

17 ივლისს იტალიას მიაშურეს გიორგი მუჯარიძემ, ნინო წიქვაძემ და მინდია ენდელაძემ, რომლებიც 20-26 ივლისს გროსეტში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს.

24 ივლისიდან უნგრულ დიორში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში გიორგი კეკიშვილი (ურო), მარი ფხალაძე (2000 მ/წინაღობებით), სალომე ჩახვაშვილი (ურო), გიორგი კარდაშიანი (სიგრძე), თემურ მამედოვი (200 მ), ბელა ჭკადუა (200 მ) და მიხეილ ცანავა (ჭოკით ხტომა) იასპარეზებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
გულიაშვილი აპრილში "რასინგის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
აპელაციამ არ გაჭრა - "საუთჰემტონი" პლეი-ოფის ფინალიდან მოხსნეს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ხელფასსაც გაუზრდის
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
"ცოტა შევშინდი" - დემბელემ თავისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-0 დინამო (თბ). თითქოს, დრო გაჩერდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. ის, ვინც მოედანზე განსხვავებას ქმნის...
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 ტორპედო. პირველი ტაიმის შემდეგ ვინ იფიქრებდა...
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბაჩანა ხორავამ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
დაბადების დღისთვის რიოს საგზური - ინტერვიუ ლაშა თორღვაიძესთან
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 12 აგვისტოს
რა დაუშავა ბაჩანა ხორავამ აშშ-ის საელჩოს? მძლეოსანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მიდის
რიო 2016: ბაჩანა ხორავას მოტივაცია დიდი მიზნისთვის
რიო 2016: ბაჩანა ხორავამ სიგრძე ხტომაში საკვალიფიკაციო ვერ დაძლია