საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. წითელი ჯგუფი. III ტური
ბოლნისურ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ამავე დროს, მეტოქენი თამაშს ფრთხილადაც ეკიდებოდნენ. "კოლხეთმა" პირველ ტურში გასვლაზე "ზუგდიდს" მოუგო (1:0), მეორე ტურში კი ფოთის "პარკი არენაზე" ბათუმის "დინამოსთან" 0:5 განადგურდა. რაც შეეხება "სიონს", ის ორივე სასტარტო შეხვედრაში დამარცხდა ("საბურთალოსთან" 1:2, "სამტრედიასთან" 1:4) და მოულოდნელად აუტსაიდერებში აღმოჩნდა.

გარდამავალ, მოკლე ჩემპიონატში თითოეულ ქულას ფასი დაედო და სტარტზე წაგებებმა ბოლნისელები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. "სიონი" მოედანზე მოსაგებად გავიდა, მაგრამ ისინი შეცდომაში შეიყვანა ფოთელთა ბოლო მარცხმა - მეტოქე ჯეროვნად ვერ შეაფასეს და კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.

თამაში სანახაობრივი გამოვიდა. ორივე გუნდი სწრაფ ტემპში ირჯებოდა. სტუმრები უფრო ორგანიზებულად გამოიყურებოდნენ და სათამაშო დისციპლინას იცავდნენ, ბურთს არ აყოვნებდნენ და დინამიკურად უტევდნენ. ძალიან მობილური იყო უკრაინელთა სამეული - ივანკო, კორობკა და განსაკუთრებით - ოზარკივი, რომელიც იერიშებს ტემპს აძლევდა. საიმედოდ იდგა დაცვა - დისკვალიფიცირებული გუნდის კაპიტანი გოგონაია მშვენივრად შეცვალა ჩაკვეტაძემ.

ფლანგზე მონდომებული იყო გიორგი კილასონია, ხოლო თავდამსხმელი ნიქაბაძე ორი მცველის ყურადღებას მაინც იქცევდა. მაგრამ განსაკუთრებული ქება ვეტერან ბოლქვაძეს ეკუთვნის, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და ბოლომდე დაიხარჯა, შეტევებს დროულად იწყებდა და მოედნის ცენტრში ჩინებულად გამოიყურებოდა.

უკვე მე-3 წუთზე მასპინძლების დაწინაურება შეეძლო ჯაბა უგულავას, რომელიც გიორგი ჯანელიძემ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გაბრიელ თებიძე ბოლო მომენტში ბურთს თითებით შესწვდა და "კოლხეთი" აშკარა გოლისგან იხსნა.

საერთოდ კი, ბოლნისელთა შეტევებს სიმწვავე აკლდა და პირველ ტაიმში სხვა რეალური საგოლე მომენტი ამიტომაც ვეღარ შექმნეს. უშედეგო გამოდგა ძარიას მიერ შესრულებული ჯარიმა და კასრაძის დარტყმა. ტაიმის შუაწელიდან სტუმრებმა შეუტიეს, თუმცა ნიქაბაძისა და კილასონიას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში მოხდა. სამი ქულის მოსაპოვებლად "სიონმა" მთელი ძალებით შეუტია.

მაგრამ სანაიას გაწვრთნილები გაცილებით ხარისხიანად და სწორად თამაშობდნენ, პრესინგით მეტოქეებს საკუთარ საჯარიმოზე ზღუდავდნენ, თავად კი შეტევები ცენტრიდან ფლანგებზე კარგად გადაჰქონდათ, მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და მეტოქის დაცვის სისუსტეებით ისარგებლეს.

64-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ბურთი ბოლქვაძემ ჩააწოდა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა რასიმ რამალდანოვმა კი ახლო მანძილიდან ისე დაარტყა, ხელი არავინ შეუშალა - 0:1.

ზედიზედ მესამე წაგების საფრთხემ ბოლნისელები აიძულა, ვა-ბანკზე წასულიყვნენ, მაგრამ დაცვაც გააშიშვლეს. სხვაობის გაზრდა ნიქაბაძეს შეეძლო, რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა, მაგრამ სტუმრებმა მეორე გოლი მაინც გაიტანეს. 73-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში კილასონია ჩაერთო, ცენტრში შევიდა და დაახლოებით 30 მეტრიდან ისე ძლიერად დაარტყა, მეკარე ილიუშჩენკოვს შანსი არ დაუტოვა - 0:2 ულამაზესი გოლით.

"სიონს" სხვაობის შემცირება შეეძლო, როცა ფლანგიდან ლაშა შინდაგორიძემ შეუტია და საჯარიმოში დავით ვოლკოვი მოძებნა, მაგრამ მასპინძელთა თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

უპირატესობის გაზრდის რამდენიმე შანსით ვერც ფოთელებმა ისარგებლეს, მაგრამ დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს და გასვლაზე ნაჩვენები 100-პროცენტიანი შედეგით, მოულოდნელად, "წითელ ჯგუფში" მე-2 ადგილზე დაწინაურდნენ.

უმაღლესი ლიგა. წითელი ჯგუფი. III ტური

20.08. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"

სიონი-კოლხეთი 0:2

გოლები: 0:1 რამალდანოვი (64. ბოლქვაძის პასით), 0:2 გ. კილასონია (73)

სიონი: ილიუშჩენკოვი, ხურცილავა, სვანიძე, თოთაძე, კასრაძე (67. სიხარულიძე), ძარია, ვასაძე, უგულავა (58. ზ. ლობჯანიძე), ჯანელიძე (75. შინდაგორიძე), კობახიძე, ვოლკოვი.

სათადარიგოები: ნანიევი, გიორბელიძე, დ. ფოფხაძე, ჟადერი.

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

კოლხეთი: თებიძე, გ. კილასონია, რამალდანოვი, ჩაკვეტაძე, ქებურია, ოზარკივი (90. ლუკავა), შ. კერძევაძე, ივანკო (62. ჟიშკარიანი), ბოლქვაძე, კორობკა (81. გედენიძე), ნიქაბაძე.

სათადარიგოები: ძაგანია, ნ. ტუღუში, ჟღამაია, თ. შალიკაშვილი.

მწვრთნელი: გელა სანაია

გაფრთხილება: ქებურია (38), ვასაძე (62), ოზარკივი (78), თებიძე (89)

არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომდევნო ტური

27 აგვისტო

თეთრი ჯგუფი

ლოკომოტივი-გურია

შუქურა-ცხინვალი

ტორპედო-ჩიხურა

დინამო (თბ) ისვენებს

წითელი ჯგუფი

კოლხეთი-საბურთალო

დილა-სიონი

ზუგდიდი-დინამო (ბთ)

სამტრედია ისვენებს

ბომბარდირები

თ. შონია (დინამო, ბთ) 4

ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 3

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
ბრავო გელა სანაია.ჯიგარი ხარ! შენ 5-0 წაგების მერე იგებ გასვლაზე 2-0, სამტრედია კი 2-0 იგებდა და ისიც გაანიავა...
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
რასიმ რამალდანოვის უარი "კოლხეთს", "სამტრედიას" და თბილისის "დინამოს"...
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
რასიმ რამალდანოვი: მინდა, თბილისის "დინამოში" ვითამაშო და არა მგონია, ეს რთული იყოს
ტრიბუნალმა კილასონიას დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, გოგონაიას - არა
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
ფოთის "კოლხეთი": ესეც კენიელი მარსელო...
ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით...
Sportall.ge-ს სათვალე: ნუკრის პროგრესი, +18 კადრი და ტურის გოლი შესვენებაზე
რასიმ რამალდანოვი: "სამტრედიიდანაც" დამირეკეს...
"კოლხეთის" ყოფილი მცველი: "ყარაბაღი" "სამტრედიას" მოუგებს
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
[ლელოს სტუმარი] ვერ მოვისვენებ, სანამ "რუსთავი" უმაღლეს ლიგაში არ დაბრუნდება
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
რასიმ რამალდანოვმა ეძება, ეძება და... ისევ ფოთის "კოლხეთი" მოძებნა
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
ვოლკოვი ნაკრებში ჰეთ-თრიქით მოდის - ქართველის სუპერ მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში [VIDEO]
სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
შედეგზე მანიპულირება - სფფ-მ "კოლხეთი" და გუნდის 5 ფეხბურთელი დასაჯა