კალიფორნიულ გუნდს "მილუოკის" ცენტრის აყვანა სურს
digitaljournal.com და სხვა ამერიკული საიტები ავრცელებენ ცნობას, რომლის მიხედვითაც, "გოლდენ სტეიტი" ცენტრის პოზიციის გაძლიერებას აპირებს.

ექსპერტთა საერთო შეფასებით, ასოციაციის ფინალისტს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, თუმცა ცენტრის პოზიცია ყველაზე სუსტია. ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობა "მილუოკის" ცენტრფორვარდის, გრეგ მონროს დამატებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "გოლდენ სტეიტს" სამი ცენტრი ჰყავდა: ენდრიუ ბოგუტი, ანდერსონ ვარეჟაო და ფესტუს ეზელი. ვარეჟაო დარჩა და ის ახალწვეულ ზაზა ფაჩულიას შემცვლელად მოიაზრება, ბოგუტი და ეზელი კი გუნდიდან წავიდნენ.

გამოცემის მტკიცებით, მონრო ყველა საკითხში ფაჩულიაზე უკეთესი ცენტრია, ის "მილუოკიში" სეზონში საშუალოდ 15 ქულასა და 9 მოხსნას აკეთებდა. სხვათა შორის, ზაზა "მილუოკიში" სწორედ მონრომ შეცვალა.

ამ ტრანსფერისთვის "გოლდენ სტეიტი" შონ ლივინგსტონისა და ანდრე იგუოდალას დათმობას აპირებს.

ქუთათური
მონრო არ არის ფაჩულიაზე ძლიერი ცენტრი და ქულებსაც იმიტომ აგროვებდა ამდენს, რომ მილუოკში თამაშობს. ზაზა რომ მოლუოკში თამაშობდა გუნდი პლეიოფშიც გავიდა და ჩიკაგოსთანაც მაგრად იბრძოლა მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი მოთამაშე გამოაკლდათ სეზონის ბოლოსკენ. მონრო რომ დომინანტი ცენტრი იყოს, ისიც გაიყვანდა გუნდს პლეიოფში ზაზას რამოდენა პოტენციალი აქვს დალასში გადასვლის მერე კარგად გამოჩნდა, გუნდში რომლის მიზნები რადიკალურად განსხვავდება პროვინციული მილუოკისგან და კაცმა ისე ითამაშა პირველივე სეზონში, რომ ცოტა დააკლდა ოლსტარამდე, რითაც აქ კომენტარების დამწერების არ ვიცი და დანარჩენი საქართველო კი ნამდვილად ამაყობდა რაც შეეხება გოლდენ სტეიტს - ჯერ ერთი მგონია, რომ ლივინგსტონსა და იგუადალას არ შეეხებიან, რადგან საჩემპიონო გუნდი ძლიერი სათადარიგო სკამის გარეშე წარმოუდგენელია და თანაც კევინ დურანტის ტრანსფერმა ისედაც იძულებული გახადა სახელფასო ჭერის გამო ძველ, გამოცდილ კალათბურთელებს გამომშვიდობებოდა, მგონია რომ ასეთ რადიკალურ ცვლილებებზე არ წავლენ არც ისე მაღალი დონის ცენტრის - მონროს გადმოსაყვანად. გოლდენ სტეიტში ცენტრიდან არავინ ითხოვს ქულების ზღვას, მაგისთვის ძალიან ძლიერი უკანა ხაზი ჰყავს კარის, ტომპსონის და რათქმაუნდა დურანტის სახით. მე ისიც მგონია, რომ წელს გრინსაც შეუმცირდება ქულები და უფრო დაცვაზე იქნება ორიენტირებული ვიდრე შარშან, რადგან გუნდში მოვიდა ბევრი სპეციალისტის (და პირადად ჩემიც) აზრით საუკეთესო თავდამსხმელი ლიგაში და ის უბურთოდ ნამდვილად არ ირბენს, ბურთის ფლობაც და მითუმეტეს სროლაც ბევრს შეუმცირდება დურანტის გამო. ასე რომ ზაზადან არავინ ელის ქულების მოგროვებას, ზაზა და გრინი მაქსიმალურად იქნებიან ფარის დაცვაზე ორიენტირებული და კაცი, რომელსაც 28 მოხსნა აქვს მოგროვილი როგორმე გაართმევს თავს ფარის დაცვას, ამასტან ზაზას ძალიან კარგი პასი აქვს, მე ვიტყოდი ცენტრის პოზიციისთვის საუკეთესოც კი და ამ მხრივაც ძალიან კარგად ჯდება გოლდენ სტეიტის სწრაფ და კომბინაციურ თამაშში. ზაზა აუცილებლად მაგრად ითამაშებს წელს ახალ გუნდში, ამის მჯერა მე. რაც შეგეხებათ დაბოღმილ ხალხს - არ არის სირცხვილი, რომ რომელიმე სპორტის სახეობაში ვერ ერკვეოდე, მაგრამ სირცხვილი, როცა ამისდა მიუხედავად მაინც ეჭვქვეშ აყენებ შენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენის შესაძლებლობებს. აი მე მაგალითად კარგად ვერ ვეერკვევი ბალახის ხოკეიში და არც დადებით და არც უარყოფით აზრს ამ სპორტზე არ გამოვთქვამ და თქვენც თუ თავად ვერ ერკვევით კალათბურთში, მოიძებნეთ ისეთი ვინმე ვინც ერკვევა და თან ასეთი დამიჯერეთ საქართველოში ძალიან ბევრია, თან მრავალფეროვნებისთვის იქნებ ხანდახან კალათბურთის მატჩებსაც უყუროთ, რომ გაიგოთ ვინ სად და როგორ ირჯება
maradona - ს
შენ ძმა ზაზას კალათბურთი თუ არ მოგწონს, გამოდის რომ ქართულ კალათბურთს არ აფასებ. სახელზე გეტყობა რომ ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ და წადი და ჭიჭუეიშვილებს უგულშემატკივრე სტადიონზე და კალათბურთის გულშემატკივრებს დაანებე თავი შენი კომენტარებით
bavaria
ჩემი აზრით ზაზა ფაჩულია ბოლო 2 წელია სულ სახვა დონის ცენტრად გადაიქცა, რა თქმა უნდა არიან ნბა ში უფრო მაგარი ცენტრები, რამოდენიმე ბევრად უფრო მაგარია, მაგრამ დღეს ამერიკაში ზაზას დონის ცენტრი ბევრი არაა, გოლდენ სტეიტს ზუსტად ზაზასნაირი ცენტრი სჭირდება, ეს ძალიან მალე გამოჩნდება, სწორედ ამ საიტზე დევს ამერიკელების შესანიშნავი ანალიზი იმისა, თუ რა იყო წელს დალასის წარმატების და მილუოკის წარუმატებლობის მიზეზი, ეს მიზეზი ზაზას თამაში იყო, ვისაც არ გინახავთ, ნახეთ და არ ინანებთ,
გუგა
იგუადალას და ლივინგსტონის დათმობა მონროსთვის სისულელე იქნება, ყველაზე კარგი სათადარიგო შემადგენლობა პირველ რიგსი სწორედ მათ გამო ყავს გოლდენ სტეიტს, ცენტრს ზაზა და ვარეჟაოც გაქაჩავენ,
ნიკოლოზ
ჩემი აზრით ზაზა უფრო სასარგებლო ცენტრია გუნდისთვის,სხვა ცენტრების უმეტესობა კლოუნები არიან, მათი თამაში ეფექტურია საყურებლად, შოუს დგამენ,მაგრამ სარგებელი რეკლამა და დიდი თანხები, და არა თამაშის მოგება.თუ დააკვირდებით და გაიხსენებთ ზაზას თამაშებს,მხოლოდ ერთეულმა ცენტრებმა შეძლეს მისი დაჩაგვრა,უმეტესობა მასთან დამარცხებულია ამიტომ მას გადამწყვეტ მომენტებში უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება
gaga
ვეთანხმები maradona ს ფაჩულიას იმედზე ვერ იქნერა ვერცერთი გუნდი, მითუმეტეს გოლდენ სტეიტი, საერთოდ რატო გადავიდა ვერ გავიგე, ალბათ თამაშის გარეშე რომ გახდეს ჩემპიონი, თანაც ძალიან დაბალ ფასად...მაგრამ თავის საქმე თვითონ იცის, მაგარი კაცია ზაზა
ჯონი
საინტერესოა რამდენი სროლიდან იღებდა ზაზაზე მეტ ქულას? ასე მაგარი თუ იყო ეს მონრო, რატომ ვერ მოხვდა მიხი გუნდი რვა საუკეთესოში? ზაზას გარდაცლილი კინოვარსკლავი მერლინ მონრო ნამდვილად სჯობია სილამაზეში. ზაზა კალათბურთელ მონროზე ძლიერია და დარწმუნებული ვარ ის ძირითად ხუთეულში იქნება. ვუსურვებ ზაზას და მთელს საქართველოს წარმატებებს.
giorgi
არდაიჯეროთ ესამბავი ყოველ შემთხვევაში ლივინგსტონს და იგუს 10 მონროში არ გაცვლის გვს ბენჩზე ისედაც გაუჭირდებათ ხალხის სიცოტავის გამო
Maradonas
სამწუხაროდ მართალი ხარ! ზაზა ქართული კალათბურთის კვალობაზეა გამოკვეთილი ლიდერი და ვარსკვლავი, თორემ ნბა-ში საშუალო დონეზე ქვევით არის და ამის ორი ძირითადი მიზეზია: ძალიან ცუდი ტყორცნა და უკიდურესი არასტაბილურობა გადწყვეტ ეტაპზე. ყოველივეს მიუხედავად მაგარი მებრძოლი ბიჭია და დიდი იმედი მაქვს წელს მაინც გამოასწორებს თავის მინუსებს! ჩემპიონობას ვუსურვებ ზაზას !
maradona
აბა რას იზამდა...ნბა-ში ფაჩულიას იმედზე რომელი გიჯი იქნება...
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: შოკი "დეტროიტისგან"
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ზაზა ფაჩულია: ეს ჩემთვის განსაკუთრებული თამაში, პირადი გამოწვევა იყო!
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
რა ელის ზაზა ფაჩულიას ამერიკაში თავისუფალი აგენტების ბაზრის გახსნის შემდეგ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია