პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა ფაქტია - უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი კი ჩაშალა
30 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციებით, თორნიკე ოქრიაშვილი "მარსელში" ჩაირიცხა ან უარეს შემთხვევაში, დღეს უნდა ჩარიცხულიყო. მოკლედ, ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა.

ეს მოლაპარაკება თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა. ის ესპანეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ დაიწყო, ოღონდ ხეტაფეს სტადიონზე "ფურია როხას" კარში ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი არაფერ შუაში იყო - ფრანგები ქართველით მანამდეც იყვნენ დაინტერესებულები.

"მარსელთან" პირველი მოლაპარაკება სწორედ ხსენებული მატჩის მერე შედგა. მოლაპარაკების პროცესი ოქრიაშვილის მენეჯერმა მამუკა ამიროვმა და "გენკის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა იაკობ გიუნტერმა წარმართეს. ქართველის ბელგიურ კლუბში წაყვანა ამ უკანასკნელის იდეა იყო, ხოლო, როცა ოქრიაშვილი "გენკიდან" წამოვიდა, ცდილობდა, მას ძლიერ კლუბში მოწყობაში დახმარებოდა...

ამასობაში, "გენკი" ფრანგებს სატრანსფერო ფასზე დაელაპარაკა და შეუთანხმდა კიდეც. 30 აგვისტოს თორნიკე მარსელში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, საღამოს კი კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად კონტრაქტზე საბოლოოდ დაილაპარაკა და ხელმოწერაც დაიგეგმა.

საინტერესოა, რომ ბევრს სასაცილოდ არ ეყო, როცა "ლელომ" დაწერა, რომ სოლიდურ ფრანგულ კლუბში ჩარიცხვის იმედად, ოქრიაშვილმა უარით გაისტუმრა ჰოლანდიური "ტვენტე", ბუნდესლიგაში აღზევებული "ლაიპციგი", თურქული სუპერლიგის ბინადარი "გაზიანთეფი", მდიდარი რუსული კლუბი "ურალი"... ქართული ფეხბურთისადმი ნდობა იმდენად დაკარგულია, რომ ბევრს ოქრიაშვილით "მარსელის" დაინტერესება ზღაპარი ეგონა.

სამწუხაროდ, მოლაპარაკება სამედიცინო შემოწმების შედეგებმა ჩაშალა - გვიან ღამით შევიტყვეთ, რომ კონტრაქტზე ხელმოსაწერად გამზადებული მხარეები სწორედ ამან შეაფერხა. 24 წლის ფეხბურთელს გულის მცირე პრობლემა აღმოუჩინეს. ის დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც 20-დღიან რეაბილიტაციას გაივლის.

პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა ფაქტია - უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი კი ჩაშალა.

სამწუხაროა ისიც, რომ ოქრიაშვილი ამის გამო ნაკრებს 5 სექტემბერს ავსტრიასთან თბილისურ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სწორედაც რომ "გენკში" ჰქონდა ფიზიკის პრობლემები. მე ვუყურებდი მაგის ყველა თამაშს და 60 წუთის მერე თვალები ბუდეებიდან ლამის უცვივდებოდა დაღლისგან და შესაცვლელი იყო.
gigusha
ეს ყველაფერი ზღაპარია ხალხო ეს კლუბი გაიყიდა და შეისყიდა ვიგაც ამერიკელმა შესაბამისად თოკოსტან შეთანხმება რო დაერღვიათ მოუგონეს ეს ყველაფერიამ კლუბის მწვრთნელიც კი გაუშვეს ასე რომ თოკო სრულიად ჯანმრთელია და მაგარ ხოდზეა
gigusha
ეს ყველაფერი ზღაპარია ხალხო ეს კლუბი გაიყიდა და შეისყიდა ვიგაც ამერიკელმა შესაბამისად თოკოსტან შეთანხმება რო დაერღვიათ მოუგონეს ეს ყველაფერიამ კლუბის მწვრთნელიც კი გაუშვეს ასე რომ თოკო სრულიად ჯანმრთელია და მაგარ ხოდზეა
saki
გენკში რო იკო მაშინ არ ქონდა გულის პრობლემა? რას აბოლებთ ხალხს? ხვალ დაწერეთ , რომ პსჟ ეპარიჟება, ზეგ ბარსელონა, მერე რეალი.... და ხალხიც წაიკითხავს თქვენს სტატიებს, მერე ატყდება კომენტარები... თქვენც ხომ ეს გინდათ? თქვენს საიტზე ტრანსფერებზე ინფორმაციის 99 % ბლეფია...
fexburti
პახმელიაზე იქნებოდა :):):)
gizog
გაიხარე სოსო, ასეთი ადამიანური, ჰუმანური კომენტარისთვის. უფალმა გვიმრავლოს სოსოს შენნაირი კაცები საქართველოს.
სოსო
ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ეს განაჩენი არ არის.რონალდუსაც ჰქონდა გადატვირთვის გამო გულზე პრობლემები და ოპერაციაც კი გაიკეთა გულზე,ასე რომ იმკურნალებს და ყველაფერი წესრიგში იქნება.იქნებ გუჯა კახიძესაც მოუსმინოს ვინმემ,კაცი იხვეწება და სცადონ რა დაშავდება ამით. ოქრის მალე გამოჯანმრთელებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.
gizog
თოკო გაიხარე, უფალმა დაგლოცოს და ყველაფერი კარგი მოგცეს ჯანმრთველობაც და ცხოვრებაც. ნამდვილ ქომქგებს კარგად გვახსოვს შენი გულიანი თამაშები ნაკრებში და ერთმანეთზე საუკეთესო და საჭირო გოლები. შენი კარგი თამაშით უკვე ბევრ სტაჟიან ფეხბურთელზე მეტი გაქვს გაკეთებული. მაგრამ დღეს უმადურობის, უმეცრების და უგუნურების დრეიფია საქართველოში, ამიტომ ყურადღებას ნუ მიაქცევ თოკო ზოგიერთების ულოგიკო გაუგებარ კომენტარებს. თოკო შენც და ყველა სპორცმენს რომელიც საქართველოს სახელით გამოდიხართ ნამდვილად უანგაროდ და არ იშურებთ არც ჯანმრთველობას და არ ძალღონეს შემოგევლეთ ყველას რაგბისტებს, კალათბურთელებს, ფეხბურთელებს და ყველა უანგარო კაცს, გაიხარეთ.
დილა გორი
დღეს დღეობით ამნაირი არგვყავს ამ საცოდავ ნაკრებში ვაკოზე აღარ მაქვს ლაპარაკი რაუნდა ვერ ვიგებ.
გუჯა კახაძე
დიდი დატვირთვები და სწრაფი დაღლა გულს პრობლემებს რომ უქმნის ეს ყველამ იცის. ექიმები შედეგს უმკურნალებენ (როგორც ბევრ ქართველ ფეხბურთელს) და დროებით შედეგს მიიღებენ, მაგრამ ვიდრე მიზეზი იარსებებს იგივე შედეგს მივიღებთ და ისევ მკურნალობა იქნება საჭირო. საკმარისია მოძრაობის ოპტიმიზაციის შესწავლა და დატვირთვები შემცირდება. შესაბამისად გულიც მაქსიმალურად გაჯანსაღდება. დავით მუჯირს იგივე პრობლემა ჰქონდა 33 წლის ასაკში, როდესაც ჩემთან დაიწყო ვარჯიში და 10 დღეში დაღლა აღარ ახსოვდა. იმედი მაქვე ბ-ნი თორნიკე წაიკითხავს და გაიზიარებს ჩემს მოსაზრებას.
zaza
წუხელ–სიხარული,დღეს დილიდან –შოკი(((თუ დასკვნა სიმართლეა,თორნიკეს გვერდში დადგომა,გამხნევება ჭირდება...პ.ს.20დღიან რეაბილიტაციას მარსელი ვერ დაელოდებოდა?
valderrama
მგონია რომ ცინიკურ და ბოღმიან კომენტარებს უნდა შევეშვათ და მხარში დავუდგეთ დღეისთვის ნაკრების ყველაზე ძლიერ ფეხბურთელს, რომელსაც არ აქვს იოლი ხასიათი და ბევრი დააკლო საკუთარ თავს ამით, მაგრამ ნაკრებში თავი არასოდეს დაუზოგავს და ვინც ნაკრების თამაშს უყურებს ამას ყველა ხედავს.არც ჩემი ახლობელია და არც არაფერი, ამიტომ არ ვწერ, უბრალოდ ყველას ერთი საზომით გაზომვა არ შეიძლება, წარმატებები და ჯანმრთელობა ოქრიაშვილს!
gurami
ოქრიაშვიტან და ფეხბურტელებტან არანაირი პრენტეზია არ მაქ მე, მე მაქ პრეტენზია ჯურნალისტებტან, რას გვაბოლებტ, წერონ სიმარტლე, მიმდინარეობს მოლაპარიკება და ზუსტ პასუხს გეტყვიტ როცა მოლაპარიკება დამტავრდება, ასე არ ჯობია, გინდ დინამს და ნაკრების ტამაშების დაწყებამდე წერენ უეჩველი მოუგებტ და ბლატაობენ, ფეხბურტელებსაც სტრეს კიდებენ, არ გვყავს ჩვენ ისეტი გუნდები და ნაკრები ვინმესტან წინასწარ მოგება რომ დავგეგმოტ, ფეხბურტელებს სტრეს ტუ არ ავკიდებტ, შეუდზლიატ ტანბრად ეტამაშონ დიდი გუნდებს მაგრამ ან მოიგებენ ან ვერ, ასეტი გუნდები და ნაკრები გვყავს დგეს ჩვენ და ასე უნდა დაიწეროს სიმარტლე ჯურნალისტმა, ცხადაზეს კონდა გამონატება მაგრამ რამდენი ტამში წაგო გაიხსენეტ და რამდენ ბოდიშს იხდიდა, კეცბა პირდაპირ ამბობდა და არ მოგვწონდა.
koki
ამბობთ მარსელში შემოწმება ვერ გაიარა და აღარ აიყვანაო . თუ ეს ყველაფერი სიმართლეა ოქრუაშვილი ან ფეხბურთს უნდა შეეშვას ან ისეთ გუნდში ითამაშოს სადაც სირბლი რომ არ დაჭირდება ანუ ქართულ რომელიმე კლუბში. ამ კაცს იწვევდნენ ნაკრებში და ამის იმედი ქონდათ კარგით რა სამედიცინო შემოწმებას რომ ვერ გაივლი და მითუმეტეს გულის პრობლემით არ ვიცი რა უნდა თქვა ხო მართლა ტორნიკეს გული და ჯამრთელობა არ არის დამაკმაყოფილებელი მარსელისთვის იმიტომრომ რომ იქ სხვა დატვირთვაა გულზე უფრო მეტი ვაჯიში მეტი სირბილი სისწრაფე და ამის გული კი არ არის ამისთვის მზად და ვერც გაუძლებს ესაა და ეს მხოლოდ. რაც კარგად გამოდით ქართველ ფეხბურთელებს იმას მიაწვეს ანუ ივარჯიშოს რა სელფის გადაღებაში .
Nika
არ შეირგო ამ ბიჭმა ნიჭი. სანამ ასაკი ხელს უწყობს იშრომოს, თორემ მწარედ ინანებს.
ზღაპარ იყო
სერიოზული თუ არაფერია და 20 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი შველის, მარსელი ვერ გაუკეთებდა მაგას? გუნდს როცა ფეხბურთელი მართლა უნდა თავად უგვარებს ყველა პრობლემას მათ შორის სავიზო და ა.შ. დაანებეთ თავი საკუთარი მცდარი სტატიების გაპრავებას
პიტერ
სანდო წყარომ გვითხრა ხელი მოწერილი აქვსოო, ე ბიჭო თუ არ იცით ბოლომდე გადავიდა თუ არა რას დებთ ამ ნიუსებს..
giga
მარსელის ტრანსფერი და მერე ეგ გულის ამბავი, ნეტა ჟურნალისტის ფანტაზია ხომ არ არის? :D
111
მარტალი ხარ zviadi. სულ ტყულა ანერვიულებენ ამ ხალხს

ვისაც სპორტთან შეხება ჰქონია იმისთვის დასაჯერებელია და ვინც კლავიატურის დონეზე ერკვევა სპორტში იმათთვის სულ ერთია მაინც ბალ-ტყემალივითაა ეს საქმე. ოქრიაშვილს რომ პრობლემა ჰქონდა ამას მე პირადად "გენკში" თამაშისასაც ვამჩნევდი. ის ვერ უძლებდა იმ დატვირთვებს აშკარად ჩანდა არადა ტექნიკურად ყველაზე ძლიერი იყო, ამიტომაც მოიშორეს ბელგიელებმა ჩუმად და ზედმეტი ხმაურის გარეშე. მაგრამ სერიოზულმა შემოწმებამ პრობლემა გამოაჩინა. იმედია უსაშველო არაფერია და ექნება ისევ ნორმალურ გუნდში თამაშის შანსი.
lasha19
წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით თორნიკე, მაგრამ ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანი ჩანს.არა მგონია შეირგოს თუნდაც დიდი ტრანსფერი, ტიპური ქართველი სპორსტმენია
al
ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ფეხბურთელს აღმოაჩნდეს გულის პრობლემა 23-24 წლის ასაკში? არ ეხება მხოლოდ ოქრიაშვილს, სხვა უცხო ქვეყნის ფეხბურთელებსაც ჰქონიათ ანალოგიური პრობლემა. მანამდე შემოწმებას არ გადიან? გენკმა როგორ აიყვანა თავის დროზე? სამედიცინო შემოწმება არ გაიარა გენკში რომ გადადიოდა? ან შახტარში რომ გადადიოდა მაშინ არ გაიარა უკრაინაში? ესე უცებ როგორ აღმოაჩნდა პრობლემები. კატასტროფის წინაშე ვართ ჩვენც და ოქრიაშვილიც. ფაქტიურად სეზონი ჩაუვარდება, ანუ წელს ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს. აბა 20 დღის მერე ყველანაირი სატრანსფერო ამბები მოყომარებული იქნება
eee
ამ დილაუთენია პირდაპირ რომ გვაჯახეთ ეს ამბავი, შეგეპარებიათ
eee
თქვით რომ ხუმრობაა )))
zviadi
იქნებ არც იყო სამედიცინო შემოწმება
zviadi
ჩამოდი საქართველოში,
eee
ეს გვინდოდა კიდეევ? გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო ასეა ჩვენი საქმე
გიო
არაუშავს, მომავალ წელს პესეჟე აიყვანს.
gode
მაგარი გასატეხი ამბავია.
გიორგი
ისე წერთ სასაცილოდ არ ეყო ბევრს მარსელით დაინტერესებაო, გეგონება მართლა გადავიდა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"მარსელი" ყველაზე რეალური იყო, მაგრამ სხვა ვარიანტებიცაა - "გენკი" ოქრიაშვილისთვის კლუბს ეძებს...
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ანდრე ვილაშ ბოაში "მარსელში" წარმოუდგენლად დაბალ ხელფასზე იმუშავებს
Footballclubdemarseille: ოქრიაშვილმა და "მარსელმა" კარგი სპექტაკლი დადგეს
"ატალანტა" მზადაა "გენკის" მცველი 10 მილიონად შეიძინოს
ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: დღე, როცა ყველა თამაში უმნიშვნელოვანესია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპული" გადარჩა, "ზალცბურგი" ჩარჩა, "ნაპოლი" მეორეზე დარჩა [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
კარლო ანჩელოტი: არ გადავდგები, თუმცა...
ევრამ გულშემატკივარს წიხლი ჩაარტყა და მატჩის დაწყებამდე გააძევეს [VIDEO]
"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
პატრის ევრა დროებით გუნდიდან მოკვეთეს
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"მეტი პატივისცემა გმართებთ" - "მარსელის" გულშემატკივრებმა ნეიმარს სხვადასხვა საგანი ესროლეს [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?