ლევან გულორდავა: "ზუგდიდში" ინვესტორის ჩამოსვლას ჩემთვის გაუგებარი "კუდები" უკვე მოაბეს
ერთი თვის წინ, "ზუგდიდის" აქციათა 51% პროცენტის მფლობელი უკრაინელი ინვესტორი გახდა. კლუბში მიმდინარე მოვლენები ქართველი გულშემატკივრებისთვის უმნიშვნელო არ არის და ვფიქრობთ, "ზუგდიდის" პრეზიდენტის მრჩევლის, ლევან გულორდავას ინტერვიუ დაგაინტერესებთ...

ინვესტიცია: უკრაინის ნაცვლად საქართველოში

- დავიწყოთ იმით, საერთოდ, რატომ დაინტერესდა უკრაინელი ინვესტორი ქართული ფეხბურთით?

- მე უკრაინაში ვსაქმიანობ და ჩერნიგოვის "დესნას" სპორტული დირექტორი გახლავართ. დამიკავშირდა ინვესტორი და მითხრა: ფულს ჩავდებ, ძლიერი გუნდი გავაკეთოთ და ერთად შევარჩიოთო. მე ზუგდიდელი ვარ, აქაური ფეხბურთი მტკივა და მაწუხებს. სულ განვიცდიდი, რომ უეფას გათამაშებაში გუნდი არასოდეს გვყოლია. ეს იმ ქალაქში, სადაც ძლიერი ფეხბურთელები და უნიჭიერესი ბავშვები სულ იბადებოდნენ. მაგრამ ძლიერი გუნდი ერთხელაც ვერ ჩამოყალიბდა.

არ ვიცი, რამ მიკარნახა, მაგრამ გავრისკე და ვუთხარი, რომ გუნდის აყვანა საქართველოში ხომ არ სჯობია-მეთქი? მოვუყევი ზუგდიდის ისტორია, რა ფეხბურთელები დაიბადნენ... ისიც ვუთხარი, რომ ახლა უკრაინაში უდიდესი პრობლემებია, როცა საქართველოში მათი პრემიერლიგის დონის გუნდის გაკეთება ბევრად ნაკლები თანხებით იყო შესაძლებელი, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამაც შეგვეშველებოდა...

3 საათი ვილაპარაკეთ და ჩემდა სასიხარულოდ, ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა.

ამის შემდეგ ზუგდიდის მერს დავუკავშირდი, რომელიც კერძო ჯგუფის მოსვლისა და გუნდის მოღონიერების იდეამ გაახარა. მოკლედ, წრე შეიკრა და საბოლოოდ, შეთანხმებაც შედგა.

- ინვესტორი ისეთ გუნდში მიდის, სადაც ფულს იშოვის. უკრაინელ ინვესტორს "ზუგდიდში" რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?

- ის, რომ ჩემს ქალაქში ტალანტები არიან, მაგრამ ვერ იზრდებიან. თუმცა საფეხბურთო სკოლა რომ მოღონიერდება და ფეხბურთელებს გაზრდის, მათი გაყიდვით გუნდი აუცილებლად იხეირებს.

ვისაც ეს ინტერესი საეჭვოდ მიაჩნია, მაშინ მას ფეხბურთი არ ესმის. ინვესტორის ჩამოსვლას ჩემთვის გაუგებარი "კუდები" უკვე მოაბეს. მე კი მჯერა და მწამს, რომ ადრე თუ გვიან "ზუგდიდს" ფეხზე ისე დავაყენებთ, რომ ჩემპიონატის სამეულში სისტემატურად მოხვდება და თბილისის "დინამოსა" და სხვა ლიდერებს კონკურენციას გაუწევს.

მაგრამ საამისოდ, ფეხბურთელები თავად უნდა გავზარდოთ. უკრაინაში იციან, რომ ჩვენები ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ძლიერები არიან, მაგრამ დიდი ფეხბურთის მისადგომებთან იკარგებიან. ეს იმიტომ, რომ აკლიათ კარგი პირობები, მათ შორის - მოსამზადებელი, დისციპლინა და კიდევ ბევრი რამ. ფეხბურთი კი მხოლოდ ბურთის ტექნიკურად გორება არაა, დიდი შრომისმოყვარეობა სჭირდება და არა მარტო ეფექტური, შედეგიანიც უნდა იყოს.

სელიუკსა და სიროტაზე

- საერთოდ, ქართულ ფეხბურთში სპონსორებისა და ინვესტორების დიდი დეფიციტია და გუნდის აყვანა რომ გადაწყდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ფაქტია. მიხარია, რომ "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტად უკრაინის პროფლიგის ყოფილი პრეზიდენტი, სვიატოსლავ სიროტა ჩამოვიდა, რომელიც საქმის მცოდნე კაცია და ნახავთ, მალე გუნდს როგორც დაალაგებს.

- სხვათა შორის, უკრაინული მედია მას დადებითად არ ახასიათებს...

- მედიასაც გააჩნია. მასზე აგორებული შავი პიარი ძველი ისტორიაა, როცა სიროტა პროფლიგის პრეზიდენტის პოსტზე პოლიტიკურმა ინტრიგებმა შეიწირა, წაყენებულ ბრალდებებს კი რეალური საფუძველი არ გააჩნდა. არადა, ეს ისტორია ასე დასრულდა - სიროტა გაამართლეს და უკრაინული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა საპატიო მედლითაც დააჯილდოვა.

ის უფრო საინტერესოა, რომ მან მოლდოვაში ჩვენზე ბევრად უარესი შემადგენლობით ბელცის "ზარია" ისტორიაში პირველად ქვეყნის თასის მოპოვებამდე მიიყვანა და ევროპის ლიგაზეც გაიყვანა.

- სიროტა ცნობილი მენეჯერის, დმიტრი სელიუკის თანაშემწე და კოორდინატორი იყო. კლუბი თავად შეიძინა თუ "ზუგდიდის" შესყიდვასთან სელიუკი რაიმე კავშირშია?

- მესმის, ეს ვარაუდი რატომაც გაჩნდა. დიახ, სიროტა სიმფეროპოლის "ტავრიაშიც" და დონეცკის "მეტალურგშიც" სელიუკის თანაშემწე გახლდათ. მაგრამ სელიუკს კლუბთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დახმარება თავად სიროტამ სთხოვა. ის ცნობილი მენეჯერია, "ბარსელონას" და "რეალის" ბოსებთან მეგობრობს, იაია ტურესა და ბევრი ცნობილი ფეხბურთელის მენეჯერია და მოთამაშეებიც დაგვახმარა. ეს ცუდი საქმეა?!

არავინ გაგვიშვია, მაგრამ მეტი გვინდა

- გუნდში თქვენი ფეხბურთელები და მწვრთნელი მოიყვანეთ, რამდენიმე ქართველი კი გაუშვით. არც ის იყო სასიამოვნო, მოთამაშეები ქუჩაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე რომ აღმოჩნდნენ...

- ჩვენ კონტრაქტი არავისთვის გაგვიწყვეტია. მაგრამ პირველ ორ ტურში გუნდის თამაშს დავაკვირდით და დავრწმუნდით, რომ ამ შემადგენლობით ვერაფერს მივაღწევდით და ეს სიროტამ ფეხბურთელებს პირდაპირ უთხრა. ამის მერე რამდენიმე მათგანმა წასვლა გადაწყვიტა...

საერთოდ, ზუგდიდში ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ჩამოვედით. ყველა აღიარებს, რომ ჩვენი ჩემპიონატი დაბალი დონისაა, რომ ფეხბურთელები მოუმზადებლები არიან და თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ... ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ ჩემპიონატშიც კი "ზუგდიდი" აუტსაიდერი იყო - თქვენი აზრით, ამ ყველაფრის შემდეგ შემადგენლობის შეცვლა და ლეგიონერების ჩამოყვანა საჭირო არ იყო?

ამიტომ, ვისაც საკუთარი თავის იმედი აქვს, დარჩა და დარწმუნებული ვარ, მალე ბევრი მათგანი კარგადაც გამოჩნდება.

- მაგრამ ჯერ თავი მათ შემცვლელ ლეგიონერებსაც არ გამოუჩენიათ...

- მესმის, რომ ხალხი ჩვენი შედეგებით უკმაყოფილოა. მაგრამ ამაზე სეზონის ბოლოს ვილაპარაკოთ. სხვათა შორის, ჩვენ ბევრად ძლიერი მოთამაშეების ჩამოყვანაც გვსურდა, მაგრამ სად უნდა ვავარჯიშოთ და ვაცხოვროთ? ამისთვის კლუბი თავადაც უნდა შეემზადოს, გეგმაში ბაზის აშენებაც გვაქვს. არის მოლაპარაკება, რომ ბაზისთვის ტერიტორია გადმოგვეცეს.

- იყო ინფორმაცია, თითქოს, ინვესტორი ფულს არ ხარჯავს, გუნდს არ გააჩნია ახალი სათამაშო ფორმა და ასე შემდეგ...

- ფული როგორ არ ჩაიდო, აბა, 51 პროცენტი უფასოდ გადმოგვცეს? ეს ხომ აბსურდია?! გარკვეული პრობლემები კი იმით იყო გამოწვეული, რომ კლუბის გადმოფორმება გაგრძელდა, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყველაფერი დალაგდება.

იანვრიდან კლუბის საქმეებს მთლიანად ჩვენ მივხედავთ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებს კარგი ამბებით გავახარებთ. სხვათა შორის, უკვე ტექნიკური სპონსორიც მოვძებნეთ - იტალიური კომპანია, რომელიც ოდესის "ჩერნომორეცს" მოსავს. ის იანვრიდან დაგვეხმარება.

- "ზუგდიდმა" საქართველოს თასის პირველ ეტაპზე პირველლიგელ ვანის "სულორთან" 0:1 წააგო. სათამაშოდ მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ჩახვედით. დროული ჩასვლა რა პრობლემა იყო?

- მიზეზი ისაა, რომ ავტობუსმა დააგვიანა და ამის გამო ყველა მკაცრად გააფრთხილეს. ეს კიდევ არაფერი, გუნდში ბევრი სხვა საკითხიც დასალაგებელია. ჩემთვის კი ზუგდიდში ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება ღირსების საქმეა. ამიტომ იყო, უკრაინული კლუბისთვის გამზადებული ინვესტიციები აქ რომ ჩაიდო.

სხვათა შორის, მიხარია, რომ "ზუგდიდის" აყვანის შემდეგ სხვა უკრაინული ჯგუფი დამიკავშირდა და საქართველოში კლუბის მონახვაში დახმარება მთხოვა. ჩემგან ეს უხერხული იყო და იმედია, სხვა პარტნიორს მოძებნის.

მიხარია, რომ უკრაინაში ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი გაჩნდა. ჯაბა კანკავამ და სანდრო კობახიძემ დამირეკეს და წარმატებები მისურვეს. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან გულორდავა,ზუგდიდი

თენგო
ეს თუ ყველაფერი სიმართლეა,ყოჩაღ ბიძიკო შენ.შენ გახდები ზუგდიდში ყველასთვის საყვარელი და საპატივცემულო კაცი.აბა შენ იცი ზუგდიდი არ დააღალატო,გისურვებ წარმატებას
Goga
Rato blokavt chems komentars? Aravistvis ar miginebia da arc sheuracxofa mikadrebia.ubralod geubnebit realurad rac xdeba zigdidshi.forma ara akvt gunds da sakutari velosipedic ki ara kavt da romel investiciaze gveibneboan ver gavige.aba gamoakveknet.
შოთა გუგეშაშვილი
გორის დილასი რა ხდება ტყუილი იყო ყველაფერი
bebeto
ზუგდიდს ჭირდება ძლიერი გუნდი,ინფრასტრუქტურასაც თუ მიხედავენ ამით ქართული ფეხბურთი ბევრად მოიგებს,ზუგდიდიდან ყოველთვის ძლიერი ფეხბურთელები მოდიოდენ, მოკლედ რომ ვთქვათ ზუგდიდი საფეხბურთო ქალაქია.
daviti
ადმინისტრაციას: კახეთში,ლაგოდეხში, რომელიღაც სოფელში ერთი კარგი ადამიანი ფეხბურში რომ თანხების ჩადებას აპირებდა, გადაამოწმეთ რა ხდება? არის რამე სიახლე? მე ხშირად ვკითხულობ თქვენ საიტს , მემგონი არ დაგიწერიათ არაფერი
daviti
ძალიან მაგარი ინფორმაციაა, მაგარი ადამინი ხარ და გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს შენ და ქართულ ფეხბურთს, გაიხარე
აი კაცი!
ყოჩაღ კარგი კაციხარ.
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ზუგდიდის" ყოფილი უკრაინელი ვიცე-პრეზიდენტი სამსახურს ეძებს
ფოთის "კოლხეთი" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტს გამოისყიდის
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში
აგენტი: ოთარ კიტეიშვილით დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" იყვნენ დაინტერესებულნი
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ალექსანდერ ჩეფერინი უეფას ვიცე-პრეზიდენტობიდან სურკისის გაშვებას აპირებს
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."
"ზუგდიდი": სიროტა წავიდა, რას აპირებენ უკრაინელი ინვესტორები?
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
რამდენი დაუჯდა თბილისის "დინამოს" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტის გამოსყიდვა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
უკრაინა ომობს, სურკისები კი მონტე-კარლოში გრიალებენ
სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ და 16 მილიონი წაიღეს
მიკოლა კოვტალიუკი: საქმეც ის არის, რომ რუსული კარგად მეც არ ვიცი...
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
როგორ ჩამოვიყვანოთ კარგი ლეგიონერი 100 დოლარად - ინტერვიუ ლაშა ჯაკობიასთან
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
იაია ტურეს აგენტი: გვარდიოლას ძაღლსაც ვერ უწოდებ, რადგან ის ადამიანის მეგობარი არაა
სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
"არ ვიცი, დათოს გარდაცვალებით მოყენებული ჭრილობა როგორ შეხორცდება"
სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველ თავდამსხმელებს ჩანაფიქრს რას გაუგებ...
რუსი აგენტი: თუ ბელარუსის ჩემპიონატი განავალია, რუსეთის ჩემპიონატი შეფუთნილი განავალია
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
"კალაძე კოლაბორაციონისტია, რუსეთი იმიტომ აირჩია, რომ საქმე დიდ ფულშია, ან..." - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი თავის სამშობლოს მიერ კალაძის დასანქცირებაზე
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
სვიატოსლავ სიროტა: "ვორსკლა" და "ჩერნომორეცი" საქართველოში ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
სურკისებს კიევის "დინამოს" 400 მილიონად გაყიდვა უნდოდათ
"ზახარიანი ბარსელონაში"? არუსტამიანი "სომხურ რადიოს" ბევრს უსმენს" - ამბობს აგენტი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
600 ათასიდან დარჩა 85 ათასი, ინვესტორი კი წავიდა? ორი ვერსია "ზუგდიდის" ამბებზე
დემოკრატია რუსულად - მთავრობის გაკრიტიკების გამო მეკარისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა