ემანუელე რიგი: "საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტილით ეროვნული ნაკრებისგან რადიკალურად განსხვავებულია"
ფოტოზე: ემანუელე რიგი და ლევან სეთურიძე

საქართველოს იტალიელი სელექციონერი ემანუელე რიგი ესტუმრა, რომელიც სერია B-ს კლუბ "ვერონასთან" თანამშრომლობს. ეს ვიზიტი ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" თანადამფუძნებლის, ლევან სეთურიძის ორგანიზებული გახლდათ. აპენინელი მენეჯერი თბილისში საქართველო-ავსტრიის შეხვედრას დაესწრო, მეორე დღეს კი ზესტაფონში გაემგზავრა და ხორვატიასთან ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მატჩი ნახა.

ემანუელე რიგი თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასა და სპორტულ დირექტორს, ლევან გაბრიჭიძეს შეხვდა, უახლოეს დღეებში კი სხვა კლუბების - "საბურთალოს", "ლოკომოტივისა" და "გაგრას" თავკაცებთან მოლაპარაკებებიც შეათანხმა.

სეთურიძის თქმით, იტალიელი სტუმარი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება და ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებსაც დაესწრება.

"ლელომ" მას ინტერვიუ სთხოვა. სტუმარმა ბევრი საინტერესო ამბავი გაგვიმხილა...

- მენეჯერები საქართველოს რომელიმე კონკრეტულ მატჩზე დასასწრებად სტუმრობენ. თქვენ კი კვირაზე მეტხანს რჩებით. ეს რა მიზეზითაა განპირობებული?

- საქართველო საფეხბურთო გრანდი არ არის. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც საინტერესო ქვეყანაა. ლევანმა გარკვეული ინფორმაცია მომაწოდა თქვენი ფეხბურთის ისტორიაზე, წარმატებებზე, ცნობილ მოთამაშეებზე და დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობას აუცილებლად შევძლებთ.

ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი კლუბებთან ურთიერთობის დამყარების სურვილიც არის. ამას გარდა, კლასიკური და საზაფხულო საფეხბურთო სკოლის დაფუძნებაზეც ვფიქრობთ და ფეხბურთელების მოძიებასაც შევეცდებით.

- თანამიმდევრულად მივყვეთ და ჯერ საქართველო-ავსტრიის შეხვედრას შევეხოთ. ჯერ ამ მატჩს დაესწარით და საინტერესოა, ჩვენს ნაკრებზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- თქვენების თამაში ესპანეთთანაც ვნახე, სადაც საქართველო ძალიან აგრესიული, მონდომებული და, რაც მთავრია, მობილიზებული იყო.

ავსტრიასთან პირველ ტაიმში გუნდმა ასეთი თამაში ვერ აჩვენა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველომ ცოტა გვიან გაიღვიძა და ფეხბურთი მხოლოდ მეორე ტაიმში აჩვენა. ეს თქვენებს თავიდანვე რომ გაეკეთებინათ, ქულას მაინც მოიპოვებდნენ. მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული იყო - ავსტრიელებს უკვე ორბურთიანი სხვაობა ჰქონდათ და ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს.

- საქართველოს ნაკრების თამაშის ორგანიზაციაზე რას იტყვით?

- პირველ ნახევარში, გუნდი ბურთის სწრაფ გათამაშებას ვერ ახერხებდა, საყრდენები კი - შეტევების ორგანიზებას. მეორე ტაიმში ვითარება გამოასწორეს და გუნდი ბევრად უფრო ორგანიზებულად და მოტივირებულად ათამაშდა, შეტევებსაც უფრო ორგანიზებულად და სწრაფად ავითარებდა. თქვენებმა უპირატესობა ამის ხარჯზე მოიპოვეს.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- ზესტაფონში იყავით და ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე რას იტყვით?

- ამ გუნდმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო და სწრაფად დაწინაურდა. შესაძლოა, გუნდი ამან ნაადრევად დაამშვიდა და რაღაც მომენტში, ეროვნული ნაკრების წევრებივით, მის ფეხბურთელებსაც "ჩაეძინათ". მეორე ნახევარში საქართველო უკეთესად გამოიყურებოდა და თამაშს აკონტროლებდა. ამ გუნდის მოძრაობა, სტილი და დინამიკური ფეხბურთი მომეწონა.

საერთოდ, ძალიან ეფექტური გუნდია და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, სტილით კი ეროვნული ნაკრებისგან რადიკალურად განსხვავებულია. მის მოთამაშეებს ეტყობოდათ, რომ თავიდანვე იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ.

- U21. საქართველო-ხორვატია 2:2 - ძალიან მწარე პერიცა... [VIDEO]

- თქვენი აზრით, ეს ეროვნული ნაკრების წევრებმა არ იცოდნენ?!

- იცოდნენ, მაგრამ გუნდი ორგანიზებულად მხოლოდ მეორე ტაიმში ათამაშდა. უბრალოდ, გუნდი შედეგზე იყო ორიენტირებული და თავიდან ნაკლები რისკით ითამაშა - ამან გუნდის თამაშსა და სტილს დაღი დაასვა. ახალგაზრდული კი ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ გადიოდა და შესაძლოა, ლაღი თამაში ამიტომაც აჩვენა.

- ზოგადად, ქართველების ფეხბურთზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- აქ საინტერესო ფეხბურთელები არიან, რომელთაც ევროპაში არ იცნობენ.

- ფეხბურთელებიდან ვინმე თუ დაგამახსოვრდათ?

- საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები ჩავინიშნე, რომლებიც თავს კარგად გამოავლენენ არათუ იტალიის სერია "ბ"-ში, არამედ, ადგილს სერია A-შიც დაიმკვიდრებდნენ. მაგრამ ქართველების ევროპაში წაყვანა დიდი პრობლემაა.

- პრობლემა მათი კლასია თუ სხვა რამ?

- შესაძლოა, ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე არ გყავთ, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი რომ ეროვნულსა და ახალგაზრდულში საინტერესო ფეხბურთელი საერთოდ არ არის-მეთქი. უბრალოდ, არაევროკავშირელებზე დაწესებული მკაცრი ლიმიტის გამო, იტალიაშიც და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც, ერთი და იმავე დონის ფეხბურთელებს შორის, უპირატესობას ამ ზონის ევროპული ქვეყნების ფეხბურთელებს ანიჭებენ. ან მოთამაშე კალაძის დონის უნდა იყოს, მას ლიმიტი რომ არ შეეხოს და ძირითად შემადგენლობაში თავი დაიმკვიდროს.

- ქართველებში ასეთი პოტენციალის ფეხბურთელი დაინახეთ?

- სწორედ მათზე დასაკვირვებლად ჩამოვედი და ეროვნულ ნაკრებშიც და ახალგაზრდულშიც რამდენიმე საინტერესო მოთამაშის გვარი ჩავინიშნე. 10 და 11 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებსაც დავესწრები და ვნახოთ, აქედან რა გამოვა. მოწონებულ ფეხბურთელებს მთელი სეზონის განმავლობაში დავაკვირდები, რადგან ერთი შეხვედრის კარგად ჩატარების გამო, მოთამაშე იტალიაში არ მიჰყავთ. ბევრი რამ უნდა შევისწავლოთ - არა მხოლოდ თამაშის ხარისხი, არამედ, მისი ხასიათი და თვისებები...

- როგორც ვიცით, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებს შეხვდით...

- მე ეს კლუბი მაინტერესებს, რადგან ფეხბურთელების გაზრდაზეა ორიეტირებული და კარგი ისტორია აქვს. სიმართლე გითხრათ, თბილისის "დინამოს" ბაზაზე სტუმრობის შემდეგ გაოცებული დავრჩი. მსგავსი სპორტული ბაზა იტალიაში "იუვენტუსს", "მილანს", "რომას", "ინტერს" და "ლაციოს" თუ აქვთ. ბევრი კი ასეთი მოწესრიგებული ცენტრით თავს ვერ მოიწონებს. მაგალითად, თქვენ წარმოიდგინეთ, "ნაპოლიც" კი - არც ბაზით და არც საფეხბურთო სკოლით.

- ამ გუნდებთან თანამშრომლობას აპირებთ?

- დიახ, მათთანაც გვსურს თანამშრომლობა. "ლოკომოტივთან" შეხვედრა მქონდა, დალაპარაკებას "საბურთალოსა" და "გაგრას" ხელმძღვანელებთანაც მსურს. ქართულ ფეხბურთს უინტერესო ისტორია არ აქვს, ნიჭიერი ბავშვებიც არიან და ვფიქრობ, ეს ურთიერთობები ორივე მხარეს წაადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jaba
ეტყობა იცის თავის საქმე. სკაუტები ფეხბურთელებს მარტო შესაძლებლობებით არ არჩევენ, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ხასიათი და შრომისმოყვარეობა. იმედია ვისაც დააკვირდება იმათ აღმოაჩნდებათ ეს თვისებები
ika
ჯიღაური მოეწონებოდათ ამათ უეჭველი დონიდან გამომდინარე
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
"ორივე შემტევი მოგვწონს" - დეკუს "ბარსას" სატრანსფერო სამიზნეებზე ჰკითხეს
იამალი "ბარსელონასთან" 2030 წლამდე გაახანგრძლივებს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
გადაწყდა - მოდრიჩი "რეალს" დატოვებს
ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა
1 ნაბიჯში როლან გაროსთან - ბასილაშვილი კვალიფიკაციიც ფინალში ითამაშებს
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
"როცა საქართველოში ეს ვნახე, კულტურული შოკი მივიღე" - "რუსთავის" იაპონელი ფეხბურთელი
იოლანდამ "ნაპოლის" "ჩუმი ლიდერი" დაასახელა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
[VIDEO] "ინდიანას" საოცარი ქამბექი - "პეისერსმა" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმმა" თელავში ნავსი გატეხა, "გაგრა"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
"ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
თქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...
"ამას პირველად ვაცხადებ" - შესაძლოა, მამარდაშვილის მენეჯერმა ტოპლიგაში კიდევ ერთი ქართველი ათამაშოს
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]
"საბურთალოს" სპორტულ დირექტორად ლევან სეთურიძე დაინიშნა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
"ჯორჯიამანია" იტალიაში - მამარდაშვილის მენეჯერი "იუვენტუსის" ინტერესზე საუბრობს
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
"ვფიქრობ, დაიმსახურა, აისრულოს ის ოცნება, რასაც საქართველოს ნაკრებისთვის თამაში ჰქვია" - სეთურიძე გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ლევან სეთურიძე: მინდა, ჩემი რესურსი "საბურთალოს" მოვახმარო
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
U21. საქართველო - ბელარუსი [LIVE]