საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური. წითელი ჯგუფი
მატჩის შემდეგ, ერთმა ცნობილმა გორელმა მოჭიდავემ და ფეხბურთის აქტიურმა ქომაგმა, რომელიც "დილას" თამაშებს პრაქტიკულად არ აცდენს, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა - ხედავთ, თანდათან როგორ მოუხდა "სამტრედიას" სტაბილურობა, ხოლო "დილას" ყველაზე მეტად სწორედ არასტაბილურობა აზარალებსო...

ძნელია, არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას. "სამტრედია" კარგადაა შეკრული და მიზნისკენ ჯიქურ მიიწევს, ხოლო "დილას" უამრავი პრობლემა აქვს და ამასთან, საგარეუბნო მატარებელივით მალ-მალე უწევს გაჩერება შემადგენლობის თანდათან შესავსებად. გუნდის დაკომპლექტება ჯერაც არ დასრულებულა. ამ მატჩის ძირითადში პირველად ვიხილეთ კონგოელი რომარიკ ეტუ, წინა ტურში ნიკოლოზ გელაშვილის დებიუტი შედგა, მალე ნუკრი რევიშვილიც შეუერთდება გუნდს, კიდევ ერთი ლეგიონერის, ბაისადილა არსის დებიუტი კი მომავლისთვის გადაიდო - ამჯერად, ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

კონგოელ დებიუტანტ ეტუს, მართალია, ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ ის მცველია, გუნდს კი, ვფიქრობთ, უფრო შუა ხაზში უჭირდა. კერძოდ, აშკარად აკლდნენ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ნახევარმცველები - ლუკა რაზმაძე და ლევან ნონიკაშვილი.

სტუმართა თავკაცმა ორი საყრდენი ნახევარმცველით ათამაშა "სამტრედია" (4-2-3-1). მასპინძლებს ხაზზე განლაგებული ჰყავდათ ოთხი ნახევარმცველი, ხოლო მათ წინ ალეკო გამცემლიძე და ირაკლი მოდებაძე (4-4-1-1) მოქმედებდნენ. ამ უკანასკნელს ყურადღებას არ აკლებდნენ სტუმარი მცველები და შეძლეს კიდეც მისი განეიტრალება.

უფრო მწვავედ ირჯებოდა სამტრედიელთა თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე. პირველად (მე-18 წუთი) სწორედ ის დაუსხლტა მეურვეს და ბაჩანა არაბულს კარის გასწვრივ გადააწოდა, რომელსაც ცოტა დააკლდა ბურთამდე.

უფრო ადრე გატანა "დილას" მართებდა - კუთხურიდან რატი ცაცკრიალაშვილის მიერ ჩაწოდებულს თემურ ღონღაძემ დაუხვედრა თავი, თუმცა ახლო მანძილიდან ააცილა მიზანს.

შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულობა არ აკლდა, ვერც ფეხბურთელებს დაუწუნებდა ვინმე მონდომებას, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო იყო სიფრთხილე, რასაც ორივე გუნდი იჩენდა. ამასთან "სამტრედია" ხშირად მიმართავდა პრესინგს და გორელებს მოედნის საპირისპირო ნახევარზე გადმოსვლის საშუალებას საკმაოდ ურთულებდა.

მასპინძლები გოლთან ახლოს მე-20 წუთზეც იყვნენ, როცა სამსვლიანი კომბინაციისას ბურთი მოდებაძეს მიუვიდა, მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულს კი მცველი გადაეფარა და მომენტი განმუხტა. შესვენებამდე გამოსარჩევი იყო მეკარესთან თითქმის პირისპირ გასული ლაშა შერგელაშვილის შანსი, რომელიც კარიდან დროულად გამოსულმა მიხეილ მუჯრიშვილმა გააუვნებლა და დავით რაჟამაშვილის მიერ შორიდან დარტყმული, როცა ისევ მუჯრიშვილის ეფექტურმა ნახტომმა იხსნა "დილა".

სტუმრებმა საშუალო და შორი დისტანციიდან მეორე ტაიმშიც რამდენჯერმე სცადეს გოლის "გამოდნობა" და მოგვიანებით მოახერხეს კიდეც, მაგრამ იქამდე, ამავე ხერხით "დილამ" შეძლო გატანა. ისევე, როგორც ბოლო მატჩებში თავი ახლაც გამცემლიძემ გამოიჩინა. ეს 18 წლის ბიჭი საკმაოდ შედეგიანია და ზედიზედ მესამე მატჩია, გოლი გააქვს. ბოლოსწინა საშინაო პაექრობაშიც "სიონთან" სწორედ მისი გოლით მოიგო "დილამ". ოღონდ, ამჯერად, გოლის შემდეგ მატჩი ისეთი სცენარით განვითარდა, სტუმართა თავკაცი გია ცეცაძე რომ ისურვებდა.

შესაძლოა ანგარიშში დაწინაურების მერე ბევრმა კიდეც იფიქრა, რომ მასპინძლები უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ, რადგან "სამტრედია" ძალიან დიდი მონდომებით კი უტევდა, მაგრამ მუჯრიშვილის კართან განსაკუთრებულად საგანგაშო არაფერი ხდებოდა.

აი, მე-80 წუთზე კი იმერელთა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო. არაბულის დარტყმულს, რიკოშეტით რომ წავიდა კარისკენ, გორელმა გოლკიპერმა ვეღარაფერი მოუხერხა - 1:1.

ამ გოლით გატეხილი "დილა" გულმოსულმა მოწინააღმდეგემ მეორედაც დაამწუხრა. მასპინძელთა გულშემატკივრისა და მწვრთნელისგან მიღებული გადაწყვეტილებების გამო ათასჯერ გაკრიტიკებული არბიტრის საფინალო სასტვენამდე ხუთიოდ წუთით ადრე, შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს გიული მანჯგალაძემ მიუჩინა ადგილი მეტოქის კარში - 1:2.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური. წითელი ჯგუფი

17.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე

დილა-სამტრედია 1:2

გოლები: 1:0 გამცემლიძე (62), 1:1 არაბული (80), 1:2 მანჯგალაძე (86)

დილა: მუჯრიშვილი, სამხარაძე, სალუქვაძე, კვახაძე, ეტუ, ღონღაძე, ცაცკრიალაშვილი (63. მიზრაჰი), წიქარიძე, გავაშელიშვილი, გამცემლიძე (83. გელაშვილი), მოდებაძე.

სათადარიგოები: გულუაშვილი, ლომიძე, ერისთავი, ბაისადილა, ჩახვაშვილი

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

სამტრედია: მიგინეიშვილი, შერგელაშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, მანჯგალაძე, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (69. ცნობილაძე), არაბული (90. მთივლიშვილი), რაჟამაშვილი (76. ჯიქია), ზივზივაძე.

სათადარიგოები: მეშველიანი, ახალაძე, იმედაშვილი, ნინუა

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: სამხარაძე (20), მჭედლიშვილი (35), კვახაძე (49), წიქარიძე (83), მიგინეიშვილი (90+3)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

მომდევნო ტური

თეთრი ჯგუფი

25 სექტემბერი

ცხინვალი-ჩიხურა

შუქურა-ლოკომოტივი

დინამო (თბ)-ტორპედო

გურია ისვენებს.

წითელი ჯგუფი

24 სექტემბერი

საბურთალო-დინამო (ბთ)

25 სექტემბერი

სამტრედია-ზუგდიდი

კოლხეთი-დილა

სიონი ისვენებს.

ბომბარდირები

ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6

თ. შონია (დინამო ბთ) 5

ჯ. დვალი (ცხინვალი) 4

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu-datos
მე ის არ მითქვამს სამტრედია კარგი გუნდი არაა, პირიქით ძალიან სიმპატიური გუნდია დღეისდგეობით საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, მე ის ვთქვი რომ გორის თამაშებზე მსაჯების მხრიდან ძალიან ბევრი შეცდომებია ხოლმე და ეს კარგ არავის მოუტანს, პირველ რიგში ქართულ ფეხბურთს. ღმერთმა ხელი მოუმართოს სამტრედიას მაგრამ მცირე ფინალში დინამოს რომ შეხვდება დამერწმუნეთ იქ მსაჯების დამარცხებაც დაჭირდება..
dato
Mitxarit am etapze samtrediaze uketesi gundi romelia tavis jgupshiii? Msajma tachagrao ro kdzaxit gorioo.. jer erti sajarimos garet moxvda xelze samtrediis pexburtels, penals ro itxovt da meore boris pexburtels tavis sajarimoshi ro moxvda burti xelze is ar iyo penaltii... kargad naxet ganxilvaaa da mere imsjelet.. ararealurs ro wert.. tan im dros moxvda xelze burti goris pexburtels roca samtredia agebda da ar danishna penalti da kide samtredias udgeba msajii...??? Titidan gamowovil ragaceebs nu wert ràa.. samtredia ro jobia gors amaze saubari zedmetia.. minimum 4 goli unda gaetana dacva saertod ar yavs gorsss.. eg ari dabogmili kacis saubari . Msaji da msajii.. tu magari xar ise mouge ro sawuwuno ar gagixdet msajtannn..
dudu
რაც ვნახე მსაჯი აშკარად დაბრმავდა, სამტრედია კარგ ფეხბურტს თამაშობს, მაგრამ მსაჯმა 2 ხელი ვერ დაინახა მატჩის მიწურულს ერთი სამტრედიის დაცვაში საჯარიმოში თუ საჯარიმოსთან და ერთი მაშინ როდესას სამტრედიამ პირველი გოლი გაიტანა, მე არ ვიძახი რომ მაინცდამაინც სამტრედიას მიემხრო მსაჯი მაგრამ გორი აშკარად დაჩაგრა, არც გორი სამტრედიის თამაშზე იყო კარგი მსაჯობა და რატომღაც ჟურნალისტები არაფერს წერენ ამაზე. თუ ჟურნალისტი ხარ კიდეც უნდა დაწერო და კიდეც უნდა გამოთქვა შენი აზრი...მოკლედ მაგარი ფარსია და უკვე იციან ვინ რომელზე გავა და ვინ გავარდება და ვინ გადმოვა.
ßalo
Aი გუნდიც ამას ქვია... სამტრედია ყველაზე ლამაზ და კარგ პეხბურტს ტამასჰობს
Jango
ბათუმის დინამოს ოცნებებს საყრდენები გამოეცალა :) საბურთალოსთან ვერმოგების შემდეგ სამტრედიაში წაგება გარანტირებული აქვს, ეს კი მინიმუმ 5 ქულაა დაკარგული, მაშინ როცა სამტრედია ზუგდიდსაც და ბათუმსაც ადვილად დასძლევს. ფოთმა თუ დილა იმსხვერპლა მერე დესერტზე ზუგდიდსაც მიაყოლებს და სამტრედიას გაჰყვება კვალდაკვალ.
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
ზივზივაძე "ლაიფციგთანაც" ვერ ითამაშებს
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" გიული მანჯგალაძე დაიმატა
განჯას "ქიაპაზმა" მანჯგალაძე და ლიტოვჩენკო დაიმატა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ჯერ ჭყინტი, მაგრამ ტექნიკური... ვინ არის "წლის აღმოჩენის" კანდიდატი ალეკო გამცემლიძე?
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"სამტრედია" ძლიერდება? - Sportall.ge-მ 5 ფეხბურთელის ვინაობა გაარკვია
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
უმაღლესი ლიგა. VI ტური: თბილისურ დერბიში გოლი არ გასულა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ლეგიონი: 5 ქართული გოლი
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
უმაღლესი ლიგის IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ლეგიონის უქმეები: 10 ქართული გოლი! [VIDEO]
ბუდუ ვერ დაეხმარა - "ჰაიდენჰაიმი" "ბაიერნთან" განადგურდა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
საბურთალო-დილა 2:1 - (არა)ჩვეულებრივი მატჩი, გელაშვილი კარში [VIDEO]
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
თბილისის "დინამომ" გორის "დილადან" ალეკო გამცემლიძე დაიმატა
უმაღლესი ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები