ფოთელებს ბათუმის "დინამოსთან" მატჩის წინ ჯანმრთელი ფორვარდი აღარ დარჩათ
სანაკრებო პაუზა დასრულდა და 15 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. ამ დღეს "წითელი ჯგუფის" ცენტრალური შეხვედრა ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართება, სადაც მეორეადგილოსანი ბათუმის "დინამო" (13 ქულა) ერთი საფეხურით ქვემოთ მყოფ ფოთის "კოლხეთს" (12 ქულა) დაუპირისპირდება.

აუტსაიდერად მიჩნეულმა გელა სანაიას გაწვრთნილებმა გულშემატკივრებს სიურპრიზი შესთავაზეს და პირველი წრე მაღალ დონეზე ჩაატარეს. ერთადერთი, ვისთანაც მისი გუნდი შერცხვა, სწორედ ბათუმის "დინამო" იყო, როცა ფოთის "პარკი არენაზე" აჭარლებმა 5:0 გაიმარჯვეს.

ამის გამო "კოლხები" მეორე წრის მატჩს განსაკუთრებული ინტერესითა და რევანშის წყურვილით ელოდნენ, მაგრამ... გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა.

აი, რა გვითხრა ფოთური კლუბის დირექტორმა თემურ ბარქაიამ:

"8 ოქტომბერს, გრიგოლეთის ბაზაზე ლანჩხუთის "გურიასთან" საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ და 0:2 წავაგეთ. ამ დღეს თითქმის ყველა ჩვენმა ფეხბურთელმა ითამაშა და, ჩვენდა სამწუხაროდ, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

მთავარი ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე დაშავებული გვყავდა, ლანჩხუთელებთან მატჩში კი მეორე თავდამსხმელს, გურამ ლუკავას საზარდული დაეჭიმა და თუ არ მომჯობინდა, ბათუმელებთან სათამაშოდ თავდამსხმელი აღარ გვეყოლება. არც ვიცით, ვინ შეცვლის მათ.

ამას გარდა, ფლანგის შემტევს, უკრაინელ ლეგიონერ ვლადიმირ კორობკას ვარჯიშზე კუნთი დაეჭიმა და ისიც მკურნალობს. სასურველ მდგომარეობაში არც ჩვენი მარჯვენა მცველი გიორგი კილასონიაა.

ლანჩხუთელებთან თამაშის დროს ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი რასიმ რამალდანოვსაც, რომელმაც ვარჯიში დღეს განაახლა.

ჩვენ მათ იმედად ვიყავით, რადგან საკვანძო ფეხბურთელები არიან. ახლა კი ნამდვილად არ ვიცი, ქობულეთში რა შემადგენლობით ჩავალთ. ამ დანაკლისის შესავსებად, "კოლხეთის" 19-წლამდელთა გუნდიდან 4 მოთამაშე დავიმატეთ - კოკაია, შალიკაშვილი, ხოფერია და მახარაძე. მათგან ერთი თავდამსხმელია. სხვა გამოსავალი არ გვქონდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

d.
1დინამო.2სამტრედია.3.კოლხეტი.
nikata
სანაიას ხრიკებია ეს :)))))))))
s
ფორვარდი აყ ყავდა მანამდე ერთი ბურთი ბურთი არ გაუტანიათ, რას ეძახით ფორვარდს, არ მესმის, რას გვატყუებთ, მარტალს წერს ის ვინც დაწერა, ვინც იყო ის გაუშვის ყველაზე პრესპეკტიული, ყველაზე კარგი შედეგი ვინც დადო,
t
მერე მშვენიერი გორვარდი გაუშვით, ახალგაზრდა , რატომ გაუშვიტ, უკეტესი ვინ იყო, აზრიანი, რაც თამაში მაგარ ჭკვიანი, საჭირი დროს სამი ქულა მოგვიტანა, ეს უნდა გაგეტვალიწინატ
ფოთელი
DINAMO-ს - მეც ეგრე მგონია :)))
DINAMO
ტაქტიკური სვლა მეგრუული:) მე ვიყო:) არადა ყველა ითამაშებს
gia.
2-0.იგებს ბატუმი
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
"სამგურალი" ბათუმის "დინამოს" ექსფორვარდით გაძლიერდა
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ირაკლი ბიძინაშვილმა ლატვიაში პირველი გოლი გაიტანა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ტრიბუნალმა კილასონიას დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, გოგონაიას - არა
ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
სიონი-კოლხეთი 0:2 - ფოთელთა ასპროცენტიანი სტუმრობა
დინამო (ბთ)-კოლხეთი 0:1 - "ქართული ლესტერი" [VIDEO]
გურამ ლუკავამ "იელგავას" 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა [VIDEO]
ლატვიურმა "ელგავამ" ირაკლი ბიძინაშვილი წარადგინა
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედოს" ფანებს ვპირდები, რომ წელს ჩემპიონები გავხდებით
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?
Sportall.ge-ს სათვალე: ნუკრის პროგრესი, +18 კადრი და ტურის გოლი შესვენებაზე
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს
ლეგიონი: 5 ქართული გოლი
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[ლელოს სტუმარი] ვერ მოვისვენებ, სანამ "რუსთავი" უმაღლეს ლიგაში არ დაბრუნდება
ეს რომ გასულიყო.... - სასწაული მომენტი ეროვნული ლიგიდან [VIDEO]
კოლხეთი-ტორპედო 2:0 [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ლეგიონი: ბეგლარიშვილის გოლი, ებრალიძის საგოლე გადაცემა
23 წლის გურამ ლუკავა ლატვიის ჩემპიონატში გადავიდა
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში ორი ცვლილებაა
"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ" - "კოლხეთი" ფოთში ბრუნდება
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტი: დაისაჯნენ კლუბებიც და ფეხბურთელებიც
შტელინი: ჩაკვეტაძეს "გენტში" დამკვიდრების ასპროცენტიანი შანსი აქვს, თუ...
სიონი-კოლხეთი 3:1 - ერთი მსახიობის თეატრი [VIDEO]
ფოთის "კოლხეთის" ამბები: სპონსორი, ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
ქუთაისის "ტორპედო": კორობკა მოდის, საბანაძე უკვე სამტრედიაშია
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
შედეგზე მანიპულირება - სფფ-მ "კოლხეთი" და გუნდის 5 ფეხბურთელი დასაჯა