"ლევან მჭედლიძეს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ამ თამაშებშიც გამოჩნდა, რამხელა ძალაა ის საქართველოს ნაკრებისთვის"
საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი კვლავ ყურადღების ცენტრშია. მართალია, ირლანდიიდან და უელსიდან ერთი ქულით დავბრუნდით, მაგრამ ჩვენი უმთავრესი გუნდის თამაშის ხარისხმა შემდგომი პროგრესის იმედი ჩაგვისახა. ახლა მთავარია, ნაკრებმა გეზს არ გადაუხვიოს...

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

ირლანდიურ-უელსური პერიპეტიების შეფასება თბილისის "დინამოს" გამორჩეულ საყრდენ ნახევარმცველსა და ლეგენდას, თენგიზ სულაქველიძეს ვთხოვეთ...

- ამ ორი მატჩის შეფასებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვითამაშეთ ბრიტანული სტილის გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ახლა აღმავლობას განიცდიან. ეს განსაკუთრებით ითქმის უელსზე. ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა ამ გუნდის რეალური ძალა. ბრიტანელებმა ხომ იქ ნახევარფინალში ითამაშეს და, რაც მთავარია, ეს შემთხვევით არ მომხდარა.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რემზისა და ალენის სახით მათ დიდი ძალა დააკლდათ, მაგრამ საკითხს თუ ასე მივუდგებით, მაშინ ჩვენც გვქონდა დანაკლისი.

საერთოდ, საქართველოს ნაკრები თითქმის ვერასოდეს თამაშობს ოპტიმალური შემადგენლობით. ახლაც ასე არ იყო? სულ მცირე, 5 ფეხბურთელი გვაკლდა ძირითადი შემადგენლობიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრომლემაა. ამის მიუხედავად, ნაკრებმა შეძლო მობილიზება და აჩვენა ის თამაში, რომელსაც ველოდით.

პირდაპირ ვიტყვი: იღბალი ცოტა მეტად რომ ყოფილიყო ჩვენკენ, ირლანდიაში არ წავაგებდით, უელსში კი მოვიგებდით კიდეც. რას ვიზამთ, ფეხბურთში ყოველთვის ვერ იღებ იმას, რაც გეკუთვნის. სამაგიეროდ, ამ შეხვედრებმა გამოაჩინა, რომ საქართველოს ნაკრები სწორი გზით მიდის და ეს სვლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მოკლედ, დადებითად ვაფასებ ჩვენი გუნდის თამაშს, შედეგი კი ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო.

- თქვით, რომ ნაკრები სწორი გზით მიდის. მაინც რა ტენდენციები დაინახეთ ამ ორ შეხვედრაში?

- ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ გამოჩნდა 2-3 ისეთი ფეხბურთელი, ვგულისხმობ ახალ ფეხბურთელებს, რომელთაც შეუძლიათ, წლების განმავლობაში დიდი სარგებლობა მოუტანონ ეროვნულ გუნდს. ადრე თქვენთვისაც მითქვამს და ახლა გავიმეორებ - არ შეიძლება, საქართველოში ფეხბურთელი არ იყოს! ამბობდნენ, პოტენციალი არ გვაქვსო. როგორ არ გვაქვს?! გვაქვს, უბრალოდ, ფეხბურთი ისეთი რამეა, რომ სულ უნდა ეძებო ახალი ფეხბურთელი, თუნდაც, ეროვნული ნაკრების დონეზე.

დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დავლაგდით, ახლა უნდა გაგრძელდეს პროგრესი და მჯერა, ნაკრები კიდევ მოუმატებს.

- მცველადაც გითამაშიათ და ნახევარმცველადაც. ამიტომ მინდა, ცალკე გკითხოთ ოთარ კაკაბაძესა და ვაკო გვილიაზე...

- ცოტა შორიდან დავიწყებ. გადახედეთ ამ ბიჭების ასაკს ან თუნდაც იმ ფეხბურთელების ასაკს, რომელთაც გუნდის ლიდერებად მივიჩნევთ. სიმართლე გითხრათ, ცალკე სტატისტიკა არ მიწარმოებია, მაგრამ თუ ჩვენი ფეხბურთელების საშუალო ასაკს დავითვლით, აღმოჩნდება, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებში პერსპექტივა ჩანს. 23-24 წელი ის ასაკია, როცა ფეხბურთელი უმატებს და უმატებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება ჩვენი ბიჭების შემთხვევაშიც...

რაც შეეხებათ კაკაბაძისა და გვილიას თამაშს, ჩემი შთაბეჭდილება დადებითია. ამ ორ ახალგაზრდას ნერვიულობა საერთოდ არ ეტყობოდა. არადა, ნაკრებში თამაში სულ სხვა სიმაღლეა, სხვა დატვირთვაა...

- ამ ორ შეხვედრაში გუნდის ლიდერად აშკარად გამოჩნდა თორნიკე ოქრიაშვილი. ეთანხმებით ამ შეფასებას?

- დიახ, უნდა დაგეთანხმოთ. თორნიკე ოქრიაშვილს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ იყოს ნაკრების ლიდერი. მისი თამაში მე კარგად ვიცი და ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობების ფეხბურთელი. მას შეუძლია ძალიან მაღალ დონეზე თამაში და მჯერა, ის ბოლომდე ამოწურავს თავის შესაძლებლობებს.

საერთოდ, არ მიყვარს ვინმეს გამოყოფა, უბრალოდ, ვიტყვი ლევან მჭედლიძეზე. მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ამ თამაშებშიც გამოჩნდა, რამხელა ძალაა ის საქართველოს ნაკრებისთვის. მისი ყოფნა მინდორზე ჩვენს გუნდს სულ სხვანაირს ხდის - მოწინააღმდეგისთვის უფრო საშიშს.

- კი ბატონო, მჭედლიძემ საერთო ჯამში კარგად ითამაშა, მაგრამ... უელსთან ის მომენტი აუცილებლად უნდა გამოეყენებინა...

- რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, ის გოლი რომ გაეტანა, მაგრამ სანამ არსებობს ფეხბურთი, იქნება ასეთი მომენტებიც. ხომ ვიცით, რომ იმ სიტუაციაში ლევანს ყველაზე ძალიან უნდოდა გატანა? ერთადერთი, რაც მას ხელს უშლის მართლაც დიდი პოტენციალის გამოვლენაში, ეს არის ტრავმები. მჯერა, ის საბოლოოდ დაამარცხებს ამ ტრავმებს, რადგან სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

- ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრების თამაშში პერსპექტივას ხედავთ...

- დიახ, ნამდვილად ვხედავ. ჩემი აზრით, ეს არის თაობა, რომელსაც რეალურად შეუძლია, გაგვახაროს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ბიჭების პოტენციალი და ასაკი.

- ნაკრებს აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი და ჩვენი გუნდის თამაშში არ არის სპონტანური მოქმედებები. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? და საერთოდ, რას იტყვით ვლადიმირ ვაისზე?

- ვაისი გაეცნო ქართულ რეალობას და ალღო აუღო. ამის თქმა უკვე თამამად შეიძლება. ის კარგი, მოფიქრალი მწვრთნელია და არც ექსპერიმენტებს ერიდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ელკიაერ ლარსენი
რატომ ბლოკავთ სიმართლეს
jumber
სულაქველიძე მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო.ევროპაში რომ გაეშვათ მაშინ ერთერთ ტოპ ჩემპიონატში გამორჩეული იქნებოდა.უფრო ალბათ როგორც მცველი.
მამუკა
ვისაც სულაქველიძის თამაში არ გინახავთ, სულელურ ლაპარაკს მოეშვით. ეს იყო თავისი დროის მეტად გამორჩეული ნახევარმცველი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. თან ისიც უნდა იცოდეთ, რომ "ჭომა" ყველა გულშემატკივარს ძალიან უყვარდა.
ფერნანდო
ბატონი თენგიზი უდავოდ კარგი ფეხბურთელი იყო... რაც შეეხება ლეგენდას, ჩემს წარმოდგენაში მაშინდელ დინამოში ორი ლეგენდა იყო (იმის გარდა რომ გუნდი იყო ლეგენდა!)-მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი და გუნდის "დირიჟორი" დავით ყიფიანი.
glaxo-ს
ბაგრატიონ მუხრანსკი კი არა,გლახო ხარ თუ გლახა,ისიც კი არა ხარ თენგიზ სულაქველიძესთან შედარებით.ვეთანხმები ნიკას,გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის,ეს მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტებისა და ფეხბურთელების შეფასებაა.
ნიკა
ვისაც არ გინახიათ ბ-ნი თენგიზ სულაქველიძე უპრაგონოდ ნუ შეეხებით! იმიტომ,რომ ის იყო თავის დროზე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნახევარმცველი!....დაიმახსოვრეთ არაფერს გმატებთ სხვისი დამცირება!...
glaxo
ტენგიზა ტუ ლეგენდაა ,მე ბაგრატიონ მუხრანსკი ვარ ეგრე.
65
ლეგენდამდე ცოტა უკლია
giorgi
თორნიკემ იცის ბოლომდე ბურთისთვის ბრძოლა და იმედია დანარჩენებიც მიბაძავენ მას!
llolz
ეს მაგარი ექსპერტია უეჭველი დაუჯერეთ დაგიფადებათ
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?