ადამიანებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, ფეხბურთელები ლანძღონ და თქვან, რომ - "ამათგან მაინც არაფერი გამოვა", მაგრამ....
"ქინქი" ინგლისში დღემდე ახსოვთ და მის მიღწევებს პერიოდულად იხსენებენ. მაგალითად, "საუთჰემპტონთან" გატანილი ქართველი ჯადოქრის გოლი დღემდე პრემიერლიგის საუკეთესო ათეულში შედის, ახლახან კი ის "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ეს სიახლეც უკვე ყველამ იცის: ინგლისური dreamteamfc.com-ის გამოკითხვაში - ვინ არის ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო 7 ნომერი? - გიორგი ქინქლაძეც მოხვდა. ქართველი ამ დროისთვის აბსოლუტური უპირატესობით ლიდერობს. ბოლოს რომ ვნახეთ, ერიკ კანტონას მხარს 1% უჭერდა, დევიდ ბექჰემს - 1,3%, კრიშტიანო რონალდუს - 3,4%, ლუის სუარესს და რობერ პირესს - 0,4 და 0,6%, მეტ ლე ტისიეს - 0,3%, ხოლო ქინქლაძეს - 93,1%!

"შეგვეძლო, აგვერჩია მხოლოდ იმ გოლის გამო, რომელიც "საუთჰემპტონს" გაუტანა. ეს იყო დაახლოებით ისეთივე, როგორიც "მიდლსბროს" კარში დიმიტრი პაიეს გოლი, მაგრამ ქინქლაძის გოლი მილიონჯერ უკეთესია. გიორგი ქინქლაძე ბრწყინვალე "7 ნომერი" იყო და ის დღემდე "მანჩესტერ სიტის" ფანების საკულტო გმირია", - წერს გამოცემა.

იხილეთ ვიდეო

ხმები მხოლოდ საქართველოდან?!

ამ ამბავმა კიდევ ერთხელ აგვაფორიაქა. ცხადია, გვეამაყება, რომ გიორგი ქინქლაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვყავდა.

მაგრამ ცხოვრების ყველა სფეროში ასეა - იმედიანს უიმედო უპირისპირდება. ეს განსაკუთრებით ფეხბურთსა და პოლიტიკაში იგრძნობა და ყველაზე მეტ კამათს იწვევს. ეს მშვენიერი ცნობაც ლამის მარადიულად ქცეული დაპირისპირების საფუძველი გახდა - ვართ თუ არა საფეხბურთო ქვეყანა და რა შეგვიძლია?

"ალბათ, ხმებს მხოლოდ საქართველოდან აძლევენ, ასე რონალდოს კი არა, მესის და მარადონასაც გადაასწრებს. სასაცილოა, ინგლისში ფეხბურთელი ერთი გოლის გამო გააღმერთო... ქინქლაძეს მთელი კარიერის განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია, ჭამას და ძილს გადააყოლა თავისი ნიჭი", - ასეთი აზრიც გამოხატეს.

ერთხელ ჟოაო აველანჟმა თქვა - 1966 წლის შემდეგ ყველა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაწყობილი იყოო. მაშინ ფიფას ექსპრეზიდენტი 98 წლისა გახლდათ და უეფასა და ფიფას ხელმძღვანელებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს - იფიქრეს, მოხუცდა კაციო...

ბოლომდე არავინ უწყის, ვინ და რა პრიზი აიღო დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, მაგრამ ჩვენში საკუთარი მიღწევების თუ დამსახურებების მიწასთან გასწორების უცნაური სურვილი რომ იგრძნობა, ეს ფაქტია.

ვის რა სჯერა?

გავყვეთ ლოგიკას, რომლის თანახმადაც, ინგლისურ ვებგვერდზე ქინქლაძეს ხმას მხოლოდ ქართველები აძლევენ. გამოდის, რომ "მანჩესტერ სიტის" ტრიბუნებიდან მას ტაშს მხოლოდ იქ მყოფი ქართველები დაუკრავდნენ და მისი თამაში სიამოვნებას მხოლოდ ჩვენებურებს ანიჭებდა, ინგლისელები კი ამას ვერ ამჩნევდნენ.

არგენტინაში მიხეილ მესხი რომ გარინჩას შეადარეს, "გრუზინული" ლეგენდააო;

"სანტიაგო ბერნაბეუზე" თბილისის "დინამოს" მიუნხენის "ბაიერნი" არ დაუმარცხებია (არადა, წინა დღეს ბავარიელ თანატოლებს "დინამოს" დუბლებმაც მოუგეს);

"ლივერპულთან" და "ფეიენოორდთან" ყარაულის თოფივით გაგვივარდა ან ტოტალიზატორის ამბავი იყო;

ასევე მოხდებოდა ესპანეთთან 7 ივნისს მოგებულ მატჩშიც - ქართველებისთვის საამაყო გამარჯვებას მცირე ნაწილი ტოტალიზატორთან კავშირით "ხსნიდა".

სამწუხაროა, რომ ჰგონიათ, თითქოს, ქართული ფეხბურთი მხოლოდ 13 მაისის გაელვება იყო. საამაყო თაობები და გუნდები მანამდეც გვყავდა, მაგრამ ეს საკმარისი არ ყოფილა, საქართველო საფეხბურთო ქვეყნად რომ გვეღიარებინა. არ სჯერათ, რომ თორნიკე ოქრიაშვილს "მარსელი" იწვევდა, ქინქლაძეს - "ლივერპული", შოთა არველაძეს - "ლევერკუზენი", ზაზა ჯანაშიას - "ლაციო", დავით მუჯირს - "იუვენტუსი", ლევან კობიაშვილს - "ბაიერნი"...

მაგრამ სჯერათ, რომ ქართველ ფეხბურთელებში ბევრი ნარკომანია, არაფერი შეუძლიათ და ზარმაცები არიან.

არათუ სჯერათ, ზოგჯერ ისე ჩანს, უხარიათ კიდეც, ასეთი მართლა თუ გამოჩნდება - ალბათ, თავიანთი ვერსიების დასტურად.

გულშემატკივარს წარმატება ახარებს, წაგება კი გულს სტკენს. ყოველ შემთხვევაში, ტკივილზე დაცინვა და მცირეოდენ წარმატებაზე ცინიკური ლაპარაკი გაუგებარია.

კონსტიტუციური უფლება

დაცინვა ადვილია, მას არც შრომა სჭირდება, არც მონდომება და არც ინვესტიცია, მაგრამ დიდი ძალა აქვს - სუსტ ადამიანებს შხამავს და იმედებს უკლავს. ფეხბურთელებს საქართველოში ხშირად ესმით, რომ არაფერი შეუძლიათ და ბევრის გონებაში ბავშვობიდან არასრულფასოვნების კომპლექსი იბუდებს და მერე დიდობაში იჩენს ხოლმე თავს.

მაგრამ ადამიანებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, იქილიკონ, ფეხბურთელები არ გაამხნევონ, ხაზი გადაუსვან, ლანძღონ და თქვან, რომ - "ამათგან მაინც არაფერი გამოვა", რომ "საქართველოში ფეხბურთი უნდა აიკრძალოს"...

ერთი შეხედვით, ლოგიკა მათ მხარესაა - ჩვენ მსოფლიო ფეხბურთის გრანდი არასოდეს ვყოფილვართ, ახლა საქართველო ფიფას რეიტინგში ასეულს მიღმაა, კლუბები კი ევროსარბიელს პირველივე ეტაპზე ეთიშებიან.

მაგრამ ესეც ლოგიკურია - დამოუკიდებლობის პერიოდში ქართულ ფეხბურთს არასოდეს ჰქონია სასურველი გარემო, პირობები და ნორმალური ინფრასტრუქტურა, წარმატება კი ნგრევასა და ომებში არ იბადება. მით უფრო იმ ქვეყანაში, სადაც სტადიონებს მზესუმზირასავით ყიდიან.

ესეც ლოგიკურია - ასეთ დროს, ასეთ გარემოში გაზრდილი ფეხბურთელებით ესპანეთს რომ მოუგებ და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს გასვლაზე ქულას გამოგლიჯავ, გამოდის, მთლად წყალწაღებულებიც არ ვყოფილვართ. დავაზუსტოთ, რომ ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ და არ ვამტკიცებთ, რომ ესპანეთ-გერმანიას ვჯობნით.

რწმენით გაკეთებული

ერთი წამით წარმოიდგინეთ, ანდრო ჟორდანია უიმედო რომ ყოფილიყო, ვარსკვლავების მთელ პლეადას აღმოაჩენდა, თბილისის "დინამოს" გავრილ კაჩალინი ჩემპიონობამდე აღაზევებდა? ნოდარ ახალკაცი კი - 13 მაისამდე?

შორს რომ არ წავიდეთ, დაქცეული ქვეყნის გუნდს გია გეგუჩაძე უეფას თასის ჯგუფურ ეტაპამდე ვერ გაიყვანდა, ხოლო რეზო გაგუა, ვახტანგ კოპალეიშვილი, კობა ჟორჟიკაშვილი, ვასილ მაისურაძე და გია ცეცაძე ასაკობრივ ნაკრებებს - ევროპის ჩემპიონატზე.

მაგრამ მათ სჯეროდათ ის, რაც სხვებისთვის გაუგებარი და სასაცილო იყო, ახლოს არ გაიკარეს ჩაგონება "არაფერი გამოვა" და ისეთი გამოუვიდათ, დღემდე რომ გვახსენდება და გვეამაყება.

რაც შეეხება ძველის გახსენებას - ქართული ფეხბურთის ისტორიაში სასიხარულო და საამაყო ამბებიც მომხდარა და მათი აღნიშვნისა და დაფასების უფლება ჩვენც გვაქვს. იმიტომ, რომ ამ წარსულში მომავალს ვხედავთ, რომელიც ბევრისთვის ზღაპარია, ჩვენთვის კი - საფეხბურთო ცხოვრების მიზანი. ამას ცინიზმი ნამდვილად ვერ მოერევა.

ეს ყველაფერი რწმენაზეა დამოკიდებული - ზოგჯერ უნდა ირწმუნო და მერე ნამდვილად დაინახავ. მაგრამ მხოლოდ ნეგატივის ძიებით მომავალი ვერ გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kote
ქართული ფეხბურთის ისტორია 90ან წლებში დაიწყო! რაც მალე მივხვდებით ამას, მით უკეთესი იქნება! მანამდე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, საბჭოთა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი ვიყავით. საბჭოთა ჩემპიონატის (და ზოგადად, საბჭოთა სისტემის - როდესაც პრაქტიკულად ნაკრები კლუბის სახით თამაშობდა) გარეშე დინამო ვერასდროს მიაღწევდა იმ სიმაღლეებს, სადაც იყო. ამიტომ იმ დროზე საუბრისას, ჟურნალისტებო, გაითვალისწინეთ ეს - თქვენც მოგეშვებათ და ჩვენც არ ვიდარდებთ, ეს სადამდე დავეშვითო. პ.ს. ჩვენი ოფიციალური სანაკრებო სერია მოლდოვასთან მარცხით დავიწყეთ და არა კარლ ცაისზე გამარჯვებით - შემდეგ თამაშზე ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა გავიდეთ!
mamuka kikabize
მეჭვოფი-ს - მესხი მსოფლიო ნაკრებში კომუნისტებმა არ გაუშვეს, ასეთი ხმები დადიოდა-ტყუილია, თუ მართალი არ ვიცი. ყიფიანის თამაში თავად ვნახე, ოღონდ არა მსოფლიოს, არამედ ევროპის ვარსკვლავთა ნაკრებში 1981წ.
მეჭვოფი
jumber-ს ჯუმბერ ბატონო ეგ ცალკეული ფეხბურთელები კი არ აღწევდნენ წარმატებებს არამედ გუნდი, რომელშიც ისინი თამაშობდნენ. ინდივიდუალურად მსოფლიო ფეხბურთისთვის არც ერთ მათგანი ვარსკვლავი არ ყოფილა. ისე მსოფლიო ნაკრების რომელ მატჩში მიიღეს მონაწილეობა მესხმა და ყიფიანმა? ვის წინააღმდეგ თამაშობდნენ?
2015
"Sherlock"-ს. აი, სწორედ ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. რამდენიმე მაღალი დონის მომენტი შექმნა და მატჩი ჩაატარა, შეკრიბეს ვიდეოები, დადეს ლინკზე, ჰოდა ამაზე საუბრობთ 20 წელი. მთავარი კი ის არის, რას მიაღწია. რეალურად არაფერს. ერთი სეზონი ითამაშა ინგლისის პრემიერ ლიგაში, ისიც მაჩანჩალა "სიტიში". კი ბატონო, გეთანხმებით, ნიჭიერი და ბრწყინვალე მონაცემების ფეხბურთელი იყო, თუმცა ვერ განვითარდა და პრინციპში, არც ცდილობდა. კმაყოფილი იყო, კარგ ხელფასს რომ იღებდა. არც იმ "სიტიში" აღიარეს დიდად, რადგან კლუბის დიდების დარბაზში არ არის შეყვანილი, როდესაც, მის დროს მოთამაშე გერმანელი უვე რესლერია ამ დარბაზში. ასე რომ, თავს ნუ იტყუებთ და ზღაპრებსა და ოცნებებში ცხოვრებას მოეშვით. ვის ადარებთ, ბექჰემს, რონალდუს, კანტონას, სუარესს, თუნდაც რობერტ პირსს, ლე ტისიეს, ან სტივ მაკმანამანს? შეხედეთ მათ მიღწევებს და შემდეგ გიორგისას. კარგით რა... ქინქლაძე მაყურებელს მოწონდა, რადგან შეეძლო ლამაზი ფინტი გაეკეთებინა, რამდენიმე ფეხბურთელი მოეტყუებინა, მაგრამ ეს "აფეთქებები" მხოლოდ ეპიზოდური იყო და "სიტი"-ში ჩატარებულ სამ სეზონში, 100-ზე მეტ მატჩში სულ 20 გოლი აქვს გატანილი. ახალგაზრდა ფეხბურთელისტვის, ზოგადად, სპორტსმენისტვის გიო უნდა იყოს მაგალითი, როგორ არ უნდა გაანიავო ტალანტი. ანუ, ის უარყოფითი პერსონაჟია.
jumber
მესხი,მეტრეველი,და ჩოხელი ევროპის პირველი ჩემპიონები იყვნენ,რომლებსაც სსრკ ს ნაკრებში შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის დამარცხება.ხურცილავა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.1970 წელს ნოდია,ასათიანი და კავაზაშვილი მსოფლიოს მეოთხედფინალში არაობიექტური მსაჯობის გამო დამარცხდნენ.მანამდე ხურცილავა,მეტრეველი და კავაზაშვილი ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. მესხს და მეტრეველს იმ დროს მსოფლიოს ნაკრებში იწვევდნენ,ისევე როგორც ყიფიანს.მესხი და რეალელი ჰექტორ ჰენტო მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბებად ითვლებოდნენ.
Sherlock
https://youtu.be/uURCXA7jlF0 ეს არ არის იმის დასტური, რომ მსოფლიო დონის იყო?
pizunda
იმედიან-უიმედოობის საკითხს მინდა შევეხო რა. უიმედოდ სწორედ იმიტომ ვართ განწყობილი, რომ ვინც კი ბოლო პერიოდში ნორმალური ტალანტი გამოჩნდა ჩვენში, მათმა უდიდესმა უმრავლესობამ გართობას, გულაობას და საკუთარ უხიაგო ხასიათს გადააყოლა ტალანტი! მჭედლიძე, ოქრი, თარგამაძე, (სამწუხაროდ არაბიძეც მაგ გზას ადგას) და კიდევ ბევრი და ბევრი ასეთი მაგალითი გვაქვს. ნაკრების ლიდერად გვყავს ფეხბურთელი რომელიც ზამენის ფეხბურთელად მოიაზრება კრასნოდარში. რაზე უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ? ოქრი გულიანად თამაშობს ნაკრებში, რისთვისაც დიდი მადლობა მას, მაგრამ საკლუბო კარიერა ვერ აიწყო, ვერ გაუქაჩა საკუთარ ხასიათს.
მეჭვოფი
მსოფლიო დონის ვარსკვლავად როგორ შეიზლება ჩავთვალოთ აიაქსში ვერ დამკვიდრებული, გაზამენებული ფეხბურთელი? ქინქიმ მხოლოდ ორი სეზონი ჩაატარა ასე თუ ისე ნორმალურ დონეზე! დანარჩენი სეზონები ჩააგდო! ის ორი სეზონიც თამაშობდა საშუალოზე დაბალი დონის გუნდში, რომელიც ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. რაის მსოფლიო ვარსკვლავი ეგ გვყავდა! ეგეც მსოფლიო ვარსკვლავია და მესიც?)))
მეჭვოფი
აი ასე ხდება ხმების მიცემის ორგანიზება პატივცემულო ჟურნალისტებო:)ან არ გახსოვთ როგორ ვქაჩავდიტ ზაზა ფაჩულიას? NBA vote zaza paculia-ო რომ ვაქტიურობდით და დირკ ნოვიცკიზე მაღლა რომ დავაყენეთ გამოკითხვაში?))) თუმცა რას გიხსნით, თქვენც ხომ კარგად იცით რა როგორ ხდება, თავადაც არაერთხელ მიგიციათ ხმა ქართველი სპორტსმენებისათვის სხვადასხვა გამოკითხვებში.
კახა
სრული არაპროფესიონალიზმი ჟურნალისტები და ფეხბურთელები ძალიან გვანან ერთმანეთს არასწორი ანალიზი არასწორი აქცენტები და რომელ ქართველს არ უნდა მათი წარმატება კითხეთ ერთი მცოდნე ხალხს ვინ და რამდენი ქართველი დაასახელა ყიფიანმა მსოფლლიოს დონის ფეხბურთელად.
გიგა
გაგახარა ღმერთმა ასეთი სტატია დიდი ხანია არ ყოფილა აქ.
მეჭვოფი
gigliaს პრინციპში ერთადერთი კალაძეს ჰქონდა სრულფასოვანი კარიერა და თუ ვინმეს შეიძლება მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი ვუწოდოთ ეს სწორედ კალაძეა. ის ქინქისგან განსხვავებით იმსახურებს პატივისცემას მისი განვლილი კარიერის გამო.
ტანტო
ოტო ძმა, აქ ვიღაცების ასაგდებად და გასაგიჟებლად წერ ეტყობა ამგვარ სტატიებს. )))
giglia
მეჭვოფს: კალაძეს შეგნებულად არ ახსენებ ხოლმე?;) ტიტულები და კარიერა ვის ქონია სხვა ქართველს ისეთი, მაგას რომ აქვს.
მეჭვოფი
ჩვენ ჩვენები სხვებს რომ გვირჩევნია ეს ნორმალურია, მაგრამ ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ მსოფლიო ფეხბურთისთვის რასაც ქვია ვარსკვლავი ქართულ ფეხბურთს არ უჩუქნია. ყიფიანი, გუცაევი, დარასელია, მესხი და მეტრეველი იყვნენ საბჭოთა ვარსკვლავები და წერტილი. სხვა თემაში დავწერე, რომ ბეილის და გიგზის დონის ფეხბურთელი ისტორიაში არ გვყოლიათქო და ლამის იყო ანათემას გადამცეს. არადა კარიერის, ტიტულების, მონაცემების, პროფესიონალიზმის და სხვა კუთხით, ასეთი ფეხბურთელები ჩვენ არ გვყოლია!
მეჭვოფი
მთლიანობაში რომ ავიღოთ რა განსაკუთრებული შედეგი ჩვენ გვაქვს ფეხბურთში? ევროპის რანგით მესამე ტურნირის მოგება? კი ბატონო შედეგია, მაგრამ არ არის არც ჩემპიონთა თასი და არც უეფას თასი. სადაც ფეიონოორდთან და ლივერპულთან მოგებას ვახსენებთ იქვე ვახსენოთ სხვა შედეგებიც მაგ: ტოტენჰემთან 5-1 მარცხი, მტკ-სთან სახლში დიდი ანგარიშით მარცხი 4-1, გრასჰოპერსთან 4-0 მარცხი. ჩვენ გვქონდა გამონათებები, სულ ეს იყო.
მეჭვოფი
ქინქიმ სულ ორი სეზონი ითამაშა უმაღლეს დონეზე, დანარჩენი იყო ისე რა სეზონები და მთლიანად ჩაგდებული სეზონი. არ დაგავიწყდეთ, რომ იმ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელმაც აიაქსში ვერ მოიკიდა ფეხი, ზამენის ფეხბურთელი იყო!ჰქონდა უდიდესი ტალანტი, მაგრამ ნიჭი გაანიავა თავად!
მეჭვოფი
არაობიექტური შეფასებების შედეგია ის, რომ მსგავსი სტატიები იწერება. რომელი ჭკუათმყოფელი იტყვი იმას, რომ ინგლისის მასშტაბით რონალდოზე, კანტონაზე, ბექჰემზე მეტად ახსოვთ ქინქი გულშემატკივრებს? ეს არის სრული აბსურდი. რამდენჯერაც მანჩესტერის საიტზე მე ქინქისთვის მაქვს მიცემული ხმა იმდენი 100 დოლარი თქვენ და მე)) რაც შეეხება ომისა და უბედურებების გამო შედეგების უქონლობას. ხორვატიამ უდიდეს წარმატებას სწორედ მაშინ მიაღწია როდესაც ომი ახალი დასრულებული იყო და დიდი სამამულო კრიზი იყო ხორვატიაში!
ნიკოლოზი
იცი რას გეტყვით, ადამიანი წარმოადგენს იმას,რაც რეალურად არის. გიორგი ქინქლაძე, მართლაც ნიჭიერი იყო, თუმცა მაშინდელი საშუალო დონის ინგლისური კლუბის ფეხბურთელი და არავითარ გრანდში, არცერთ მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირზე არ უასპარეზია. ვინ ვის იწვევდა და ვის რა პერსპექტივა ქონდა, ბებოს ზღაპრებია. გასაგებია, რომ ყველა დედას საკუთარი შვილი სხვებს ურჩევნია, მაგრამ ნეიტრალური შეფასება და ობიექტურობა სხვაა. გიო თამაშობდა 1990-2005 წლებში. იმ პერიოდში ევროპასა და მსოფლიოში იმდენი გენიალური ფეხბურთელი მოღვაწეობდა, მათთან შედარება მართლაც უხერხულია. ნიჭიერება არის მხოლოდ მცირე ნაწილი, რთაც წარმატების მიღწევა შეიძლება."ლივერპულში", "ლაციოში", იუვენტუსში", "ბაიერნში" იწვევდნენ, გრამაფონშია, მთავარია, სად ითამაშეს და რას მიაღწიეს. მესხი კარგი ფეხბურტელი იყო, მაგრამ ის რომ, გარინჩას შეადარეს და არა პირიქით, სწორედ გარინჩას უპირატესობაზე მიუთითებს. ვიმეორებ, მტავარია, რას მიაღწევ, თორემ იმის თქმა, ასე რომ ყოფილიყო, სხვაგვარად იქნებოდაო, სასაცილოა. არსებობს ტიტული, რომელიც განსაზღვრავს სპორტსმენის დონეს. ჯერჯერობით, ასეთი ტიტული ერთადერთია, 1981 წლის ევროპის თასების თასი. დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში კი, კალაძის ჩემპიონთა თასი "მილანის" შემადგენლობაში. ინდივიდუალური ტიტულები კი ევროპის დონეზე არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ აქვს. ნიჭი კარგია, მაგრამ თუ უზარმაზარი შრომა არ მიუმატე, არაფერია.
zura
კარგით რა, ვის ადარებთ? რონალდუს, კანტონას, ბექჰემს? თუნდაც სუარესს? ასეთი სხვაობით თუ უსწრებს, მაშინ დანარჩენებს თამაში არ ცოდნიათ.
ნ
ქართველებს ანონიმშიკობა სისხლში გვაქვს.სსრკ-ს დროს ყველაზე მეტი ანონიმური დასმენის წერილი საქართველოში იწერებოდა.ეხლა ასეთი ხალხისთვის სოცქსელები ისეა,როგორც თევზისთვის წყალი.ზიან კომპთან და გულში დაგროვილ ბოღმას,შურს,ღვარძლს წარმატებულების მისამართით ანთხევენ,თანაც ერთდროულად რამოდენიმე ნიკს ამოფარებულები.დ ა ვ ი კ ი დ ო თ და განვაგრძოთ ცხოვრება და საქმის კეთება
ხმები მხოლოდ საქართველოდან?!
ხმები საიდანაც გნებავთ იქიდან იყოს; ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ ბრიტანულმა საიტმა პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეტესო შვიდიანზე გამოკითხვაში შეიყვანა ბქინქლაძე რონალდინიოს და ასე შემდეგ კომპანიის გვერდით. ეხლა თუ გინდა უკანასკნელი ადგილი დაუკავებია ქინქლაძეს. ძნელია ამის მნიშვნელობის გაცნობიერება?
zaza
მერაბ ბატონო ეჭვი გეპარებათ რომ ამ ბოლო გამოკითხვაში(და არამარტო) ქინქლაძეს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველებმა მისცეს(მეც მათთან ერთად)?! კი ნიჭიერი იყო ჩვენიანია მაგრამ სულ მცირე კანტონას და რონალდოს სჯობდა ქინქლაძე?????
ნიკა
ეჰ კუპერ კუპერ! ვერც შენ მიხვალ კუპერამდე. ისე კი ვინც იშრომა ევროპაზე დაუფასდა კიდეც. ისლანდია.
gulshematkivari
ქინქი მართლა საუკეთესო იყო.შოთას,ზაზას და კობის მართლა იწვევდნენ ეგ გუნდები;და იმსახურებდნენ კიდეც!!!ნეტა კიდევ გვყავდეს მასეთი დონის ფეხბურთელები.
გიორგი
სტატიის ავტორს ვეთანხმები სრულად.ქარრთველი ურწმუნო თომა მსოფლიოში ყველაზე ურწმუნოა თუ საკუთარი ქვეყნის წარმატებას ეხება.ეს ფენომენი მე დღემდე ვერ ამომიხსნია.ასეთები ქვეყნის პატრიოტებიც არ იქნებიან და არც ღირს მათზე ლაპარაკი.შურიან-ღვარძლიანების სიმრავლემ დააბრმავა ფეხბურთის ბევრი მესვეურიც და ამიტომაც სათანადოდარ დაფასდა ვასილ მაისურაძის ბიჭების ბრწყინვალე თამაში ევროპულ ჩემპინატში.სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ვუყურებდი მათ ნახევარფინალურ მატჩს და რომ გაიგეს ქართველი ვიყავი-მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარი მე მიკრავდა ტაშს.დააფასეთ ვასიკო.მე მას არც ვიცნობ და არცკი გამეგონა მის შესახებ რამე,მაგრამ ვასიკოც,გიაც,გიორგიც,კობაც [ მხოლოდ მასთან მაკავშირებს მეზობლობა და მეგობრობა]იმსახურებენ დაფასებასაც და ხელშეწყობასაც.დაუშვებელია აკრიტიკო ასაზღვროდ და წარმატება არ დაუფასო მწვრთნელსაც და მოთამაშესაც.ქართული სპორტი იდგა,დგას და იდგება ტალატებზე-ნიჭიერ მწვრთნელებზე და სპორტსმენებზე.გიო იყო უდიდესი მიუხედავად იმისა მოსწონს ეს მავანს თუ არა,მაგრამ საკტარი ბრილიანტის განქიქება სამწუხაროდ ამოუცნობ ქართულ ფენომენად დღეს არ ჩამოყალიბებულა;უნდა დაიგმოს,რომ აღარ დაუბნელოს ადამიანებს გონება და სპორტსმენებსაც არგაუნელოს სპორტული ჟინი.ისინი სამშობლოსათვის ირჯებიან.
პეტრე კუპრი
თორნიკე ოქრიაშვილს "მარსელი" იწვევდა, ქინქლაძეს - "ლივერპული", შოთა არველაძეს - "ლევერკუზენი", ზაზა ჯანაშიას - "ლაციო", დავით მუჯირს - "იუვენტუსი", ლევან კობიაშვილს - "ბაიერნი"... ეს ზღაპარია, მაშინ სად წავიდნენ? რა უარი თქვეს ქართველებმა? დიდი ფეხბურთი ქართველთაგან მხოლოდ კალაძემ ითამაშა... მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, გუცაევი მსოფლიო დონის საფეხბურთო გენიოსები იყვენენ. ახალი ტაობა მათთან ვერ მივა!
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
დღეს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა... რატომ არ ვაფასებთ ლეგენდარულ მწვრთნელს?
მოგვეცით ხმა! ლანჩხუთის "გურია" არჩევნების წინ ფედერაციას უპირისპირდება
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
ბერიას კერპი და საკრალური 13 - ოჩამჩირული ფეხბურთი 100 წლისაა!
"თუ ეს მოხდება, ხვიჩას "ოქროს ბურთის" მოგებაც შეუძლია" - ზაზა ჯანაშია კვარაცხელიაზე
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]
"ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს" - ზაზა ჯანაშია
ზაზა ჯანაშია: ესპანეთი მთლად ისე ძლიერი არაა - ჩვენ ცხელი სისხლი გვაქვს
[ოთხშაბათის საკითხავი] აღარც საქათმე, აღარც ბოსტანი!..
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს
"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს
"ლივერპული?" ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს" - ზაზა ჯანაშიამ "კვარაზე" ისაუბრა
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ
მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება