სპორტული მედიცინის ცენტრი - ხსნა ქართული სპორტისთვის
როგორც ყოველთვის, ოლიმპიური გუნდის მთავარ ექიმ ზურაბ კახაბრიშვილთან ინტერვიუში პრობლემებზე საუბარმა იძალა. სხვანაირად არ გამოდის - რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდი წარმატებით კი გამოვიდა (ყოველ შემთხვევაში, ჩავარდნაც არ გვქონია), თუმცა პრობლემებიც უამრავი გამოჩნდა.

ძალიან კი გვინდოდა, კახაბრიშვილთან ჩვენს ცალკეულ ოლიმპიელებზე უფრო მეტად გვესაუბრა, მაგრამ დღევანდელი მსოფლიოს სპორტის მოურჩენელმა ჭირმა - დოპინგმა ყველაფერი გადაფარა.

საბედნიეროდ, ამ მძვინვარე დოპინგ-სკანდალს ჩვენები არ დაუზარალებია; პირიქით - გიორგი გოგშელიძის შემთხვევაში ვიხეირეთ კიდეც და მომავალშიც ველოდებით ანალოგიურ სიურპრიზს, თუმცა პატარ-პატარა, საზოგადოებისთვის ჯერაც აუხსნელი უსიამოვნო ფაქტები მაინც იყო, როგორც თამაშებისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ასევე - ზედ რიოში გაფრენის წინაც, ფაქტობრივად - თვითმფრინავის ტრაპზე.

ინტერვიუც ამ უახლესი ფაქტებით დავიწყეთ.

- რა მოხდა მოცურავე ირაკლი ბოლქვაძის შემთხვევაში, ვინც ბოლო წამებში შეცვალეს, თუმცა საბოლოოდ დოპინგის მიღება არ დაუდასტურდა. რატომ, ვისი ან რისი მიზეზით გამოტოვა მან ოლიმპიადა?

- ბოლქვაძე ჯერ კიდევ ორი წლის წინ დამიკავშირდა, როცა საოლიმპიადოდ მისი მომზადება გადაწყდა. ძალიან ყურადღებით იყვნენ ისიც და მამამისიც. ის ავსტრიაში ემზადებოდა, მაგრამ ჩვენ ჩამოვუწერეთ ყველაფერი, რა და როგორ უნდა მიეღო. ვფიქრობ, ალბათ, იქაურმა მწვრთნელმა მისგან მალულად მისცა რაღაც, რომელმაც შემდეგ გამოიწვია ეს გაუგებრობა.

თუმცა, როცა ლიცენზია აიღო, კაცი თვითმფრინავში უნდა მოსულიყო და აეროპორტში არ მოვიდა, მერე იცვლება - მის ნაცვლად რევიშვილი მოდის და ასწრებს ჩამოსვლას, ეს ყველაფერი გაუგებრობას მივაწერე. თან ის წამალი - სტანაზოლოლი, რომელმაც ბევრი ძალოსანი და ბევრი სპორტსმენი დაღუპა, რადგან დიდხანს რჩება ორგანიზმში, ადრე თუ 200 დღის განმავლობაში იყო მისი პოვნა შესაძლებელი, ახლა თანამედროვე პირობებში 300-350 დღის მერეც შეიძლება აღმოაჩინონ.

ისეც ხდება, რომ მოსვენებულ მდგომარეობაში თუ იღებ სინჯებს, შეიძლება, არ გამოჩნდეს, მაგრამ დატვირთვის მდგომარეობაში აღებულმა აჩვენოს, რადგან იმ დროს ფუნქციონალურ პიკს აჩვენებს. შეიძლება, ახლაც ასე მოხდა, თუმცა ლაბორატორიასაც გააჩნია - არაა გამორიცხული, კიოლნის ლაბორატორიამ დაიჭიროს ისეთი რამ, რასაც ვერ აღმოაჩენს ვენის, მეხიკოს, პრაღის და სხვა ლაბორატორია, რადგან მაღალი დონის ტექნოლოგიები წამოვიდა.

მე მოგიყვანთ ძალოსან მუხრან გოგიას მაგალითს: როცა ევროპის ჩემპიონატის წინ, ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ მას და გიორგი ცირეკიძეს ანალიზები ავუღეთ და გიორგი ასანიძის კატეგორული მოთხოვნით კიოლნში გავაგზავნეთ. წესისამებრ, დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ ერთი სინჯი ვადა-შიც იგზავნება იმის დასტურად, რომ შენ მოიხადე სასჯელი და სუფთა ხარ.

კიოლნიდან მოგვივიდა დასტური, რომ ჩვენი ყველა სპორტსმენი სუფთაა და შეგვეძლო მათი გაყვანა ტურნირზე. გოგია რაკი მედალოსანი გახდა, მისი სინჯი ისევ კიოლნში გავაგზავნეთ, თუმცა ამჯერად გვაცნობეს, რომ ის ისევ ჩავარდა სტანაზოლოლზე. ამის გამო საქმე სასამართლომდეც მივიდა, ჩვენ მეორე ტესტი მოვითხოვეთ, ძალოსნობის ფედერაციამ კი კიოლნში გადამაფრინა, სადაც ამ ანალიზის ჩამტარებელ ექიმსაც შევხვდი, ლაბორატორიის დირექტორსაც და სინჯის გახსნასაც დავესწარი.

საბოლოოდ გაირკვა, რომ გოგიას ძველი დოპინგიდან ჰქონდა დარჩენილი, რადგან იმ დისკვალიფიკაციის დროს დეპრესიის ნიადაგზე ერთი პერიოდი არ ვარჯიშობდა. როცა ვიკითხე, მაშინ თავიდან რატომ დაგვრთეთ ნებართვა-მეთქი, მომიბოდიშეს მომხდარის გამო და მითხრეს, იმ სინჯის აღების შემდეგ ახალი ტექნოლოგია შემოვიღეთო.

მართლაც გაკვირვებული ვარ ამ ამბით. ბოლქვაძე ძალიან მშრომელია, კარგადაც ემზადებოდა ოლიმპიადისთვის და ძალიან გულდასაწყვეტია, ბოლო მომენტში ფსიქოლოგიურად ასე რომ განადგურდა.

- ძიუდოისტ ვაჟა მარგველაშვილთან დაკავშირებით რა მოხდა, მას რატომ ჩამოაკლეს რეიტინგში ქულები?

- არაფერი ისეთი, მასაც ამნისტია შეეხო, მაგრამ იყო დროის ფაქტორი, რაც თან სდევს მილდრონატის თემას. მოგეხსენებათ ჩვენი მოჭიდავეების ამბავი, როცა 6 კაცს ემუქრებოდა სასჯელი, მაგრამ დავასაბუთეთ, რომ, როცა მათ მიიღეს - დეკემბერში, ჯერ კიდევ არ იყო დოპინგში შეტანილი.

ჯერ კიდე 2003 წელს მილდრონატის თემაზე დისერტაცია მაქვს დაწერილი და მსოფლიოში ერთადერთი ვარ, ვინც ეს წამალი აღწერა. ამიტომ ვადა მე დამიკავშირდა და ავუხსენი, რომ როცა ეს წამალი აღვწერე, მაშინ არ იყო დოპინგი. როგორც ავტორი, დღესაც ამ აზრზე ვარ, რატომ უნდა შედიოდეს ის დოპინგის სიაში. როცა ეს ვიკითხე, მიპასუხეს, მილდრონატი იმიტომ შეიტანეს ამ სიაში, რომ მალავს ზრდის ჰორმონსო. მაშინ ვუთხარი, მაჩვენეთ თუნდაც ერთი ადამიანი, ვისაც ზრდის ჰორმონი და მილდრონატი ერთად უპოვეთ-მეთქი, მაგრამ ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ არაა აქსიომასავით უეჭველი, რომ მილდრონატი-მელდონიუმი ფარავს ზრდის ჰორმონს და მარგველაშვილის შემთხვევაშიც ამიტომ წავიდნენ დათმობაზე.

დეკემბერში მიღებული ეს წამალი მარტსა და აპრილში ვერაფერს გააკეთებდა. უბრალოდ, ვუსაბუთებდით, რომ იმ დროს ეს მართლაც სჭირდებოდათ სამკურნალოდ და ამიტომ მიიღეს. ამნისტიციაც ამიტომ გამოცხადდა, ოღონდ დაწესდა რიცხვი და დოზები - თუ 0.5-ზე ნაკლები იყო, მაშინ ახალ წლამდე გქონდა მიღებული, ხოლო თუ მეტი იყო, ესე იგი, ახალი მიღებული გქონდა. ჩვენ ასეთი არავინ გვყავდა და ამიტომ მოუხსნეს ბრალდება იმ მოჭიდავეებსაც.

- მაშინ მარგველაშვილს ქულები რატომ ჩამოაკლეს?

- მისი სინჯები ამნისტიის შემდეგ ორ კვირაში ჩავიდა. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეუნარჩუნეს ტიტული, მაგრამ დააკლეს ქულები. აქ ასეთი ვითარება შეიქნა - ჩვენი ბრალიცაა და თქვენიც, ამიტომ რაღაცაზე შევჯერდეთო. სხვათა შორის, ეს ოფიციალურად არც გამოუქვეყნებიათ. მას არც ჰქონდა მიღებული დოპინგი, იმდენად მცირე დოზა აღმოაჩნდა. ის თავდაპირველად ვერც აღმოაჩინეს, მხოლოდ საგანგებო რეაქტივებით უპოვეს.

- ფაქტია - ვადა-შიც მაგარი დომხალია. რითი აპირებს ის ამ ჩიხიდან თავის დაღწევას?

- მელდონიუმის თემა მართლაც დომხალი იყო, რაც, ალბათ, ვიღაცას აწყობდა. დოპინგში მისი შეტანის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიც დამისახელეს - თურმე სტატისტიკურად, 100 კაციდან 80 იღებდა ამ წამალს. ვადა-ც ამან დააეჭვა, რატომ იყენებენ ასე ხშირად, ალბათ, რაღაცას აკეთებსო. თავიდან ამ ალბათობით შეიტანეს, მერე კი ზრდის ჰორმონის დაფარვის ფაქტორიც დაემატა.

კიდევ ვიმეორებ - ბუნებაში ასეთი რამე არ არსებობს. ზრდის ჰორმონს თუ ეძებ, მაშინ ის ეძებე, ხოლო დამფარავი მექანიზმის მიზეზით შარდმდენებიცაა შეტანილი, თუმცა იმაზეც ვამბობ, რომ ეს არაა დოპინგი. პირიქით - ისინი ცუდად მოქმედებენ ორგანიზმზე, რადგან გამოაქვთ ელექტროლიტები, წონას აგდეს და ფიტავს ორგანიზმს, თუმცა შენ ვერ უსაბუთებ, რომ ამ პრერატებით წონა დაიკელი, წყალი გამოიტანე თუ რამე ნივთიერების ორგანიზმიდან გამოდევნა დააჩქარე. უმეტესობას ჰგონია, რომ დოპინგი აუცილებლად რაღაც ძვირადღირებულია. არადა, მაგალითად, შარდმდენი ფუროსემიდი კაპიკები ღირს.

- ვადა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა მოსკოვის ლაბორატორიამ, სადაც თურმე აყალბებდნენ სინჯებს. ამ პრობლემასთან ბრძოლას როგორ აპირებენ?

- ლაბორატორიას ლიცენზია შეუჩერეს, ხოლო ის კაცი, ვინც ამხილა ეს მაქინაციები, ამერიკაში წაიყვანეს და, მგონი, სულ სხვა კაცად აქციეს. ვფიქრობ, ეს ძალიან მაღალი დონის შეკვეთა იყო. შიგნიდან რომ არ ყოფილიყო გატეხვის მცდელობა, არა მგონია, სხვანაირად გაეგოთ. როგორც ამბობენ, სინჯების ორეულები კეთდებოდა თურმე.

- სადაა გარანტია, რომ ანალოგიური გაყალბება სხვა ლაბორატორიებშიც არ ხდება?

- ვფიქრობ, უკვე შუშის სინჯარების წარმოებაზე გამკაცრდება კონტროლი, რომელშიც ინახება ეს ანალიზები. ვეჭვობ, ამას ვერ აკონტროლებდა ვადა და სინჯები ამიტომ დამზადდა რამდენიმე ცალად.

ხელს ვერ დავადებ ვერც ერთ სპორტსმენს, მაგრამ ხანდახან ეჭვი მართლაც გიჩნდება, როცა ოლიმპიადაზე ხედავ რომელიმე სპორტსმენს მართლაც საუკეთესო ფორმაშია, სხვა შეჯიბრებაზე კი ჩამოშვებული კუნთებით და სულ სხვა ფორმაში. იმასაც ვფიქრობ, ინდივიდუალურად ძალიან კარგად ამზადებენ, ხოლო თუ კოქტეილებს ან რამე ამგვარებს იგონებენ, როგორც მოსკოვის ლაბორატორიას ჰქონდა, მართლა მაგრები ყოფილან!

დღესაც ვერავინ შედის ჩინეთის თუ სხვა აზიური ქვეყნების გუნდებში და ვერ ნახულობენ, როგორ ემზადებიან ისინი. მიჩნდება კითხვა - თუ ყველაფერი რიგზეა, რატომ არ გვიშვებენ მზადების ბოლო ეტაპზე?

აქვე კიდევ ერთხელ შევეხები სპორტული მედიცინის ცენტრის შექმნის აუცილებლობას. ეს საჭიროა, გენეტიკური კვლევით, სელექციით და სწორად შერჩეული სიით სპორტსმენს სწორად რომ მივცეთ ინფორმაცია, რომელი კვებითი დანამატი სჭირდება. ვფიქრობ, ქვეყანამ სპორტული მედიცინა პრიორიტეტი უნდა გახადოს. ის ქვეყნები ამგვარ ცენტრებში რაღაცას მალავენ, ჩვენ უკონტროლო გვყავს ათლეტები. ჩვენ სპორტსმენებს ელემენტარული გამოკვლეებით ვაძლევთ იმ მინიმუმს, რაც აკლიათ, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ეს არაა იმ მოცულობის ინფორმაცია, რაც ტოკიოს ოლიმპიადისთვის მჭირდება.

არადა, წარმოიდგინეთ, იქ რა ტექნოლოგიებთან მომიწევს ბრძოლა! ხალხი წლობით ემზადება, ვინ გამოიყვანოს იქ, მალავენ მათ და გამოჰყავთ კონკრეტულ შეჯიბრებებზე, ჩვენ კი გამოგვყავს ყველგან, რადგან არის ფინანსური ინტერესი, პრემირების საკითხი. არადა, ყველგან არ შეიძლება ათლეტის გამოყვანა, რადგან არ შეიძლება, ყველგან ფორმაში გყავდეს. სპორტსმენი არაა მარტო ვარჯიში. ესაა ფუნქცია, ფიზიკური მომზადება, ტაქტიკა, ტექნიკა, ფსიქოლოგია და ამ მომენტში - ორგანიზმის წონის კლება, კალორაჟი, მიკროტრავმები, ამ ყველაფერს კი დრო უნდა.

ლაშა ტალახაძეც და ირაკლი თურმანიძეც მსოფლიოს და ევროპის შემდეგ ტრავმირებულები იყვნენ, ნემსებით გამოვიდნენ შეჯიბრებაზე, მაგრამ გიორგი ასანიძეს რომ ვთხოვე მათი დასვენება, გამიგო და დაასვენა. ეს საჭირო იყო და კიდეც ვნახეთ, რა წონა ასწია იმ კაცმა. ხანდახან კიდეც უნდა მოუსწრო იმ ტრავმის მკურნალობა, მაგრამ რეიტინგის და ლიცენზიების გამო თუ ყველგან გამოვალთ, სპორტსმენი ფიზიკურად ვერ მოასწრებს აღდგენას.

(გაგრძელება შემდეგ ნიმერში)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

oto777
სპორტის დუტაა ეს კაცი რაა...
okribeli
აქ საუბრობს, რომ მოიხადა, აღარ იღებს, გადავუგზავნეთ და პასუხს ველით... კარგი რა ჯიგარო, ეს ზღაპრები სახლში სუფრაზე მოყევი. სპორტსმენი ვინც კი ერთხელ მიიღო რამე, შედეგის მისაღწევად, პანღური და სპორტიდან იალა...
დათო
იქნებ ბატონ ბიძინას მიმართოთ ამ სპორტული ცენტრის დაფინანსებაზე. ცნობილია ყველასთვის თუ რამდენ სახსრებს ხარჯავს სპორტის განვითარებაში. მგონია აუცილებლად მოაგვარებდა მაგ საკითხს
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სომხეთში იასპარეზებს
2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - საქართველოს ჩემპიონატის გამეორება თურქეთში
"გასაჩივრებული ტესტის პასუხი უარყოფითია" - ბოლქვაძემ ოლიმპიადა დოპინგ ტესტის შეცდომის გამო გამოტოვა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
ᓘᓠᓐᓙᓚᓘ ᓑᓝᓚᓥᓕᓐᓫᓔᓛ ᓐᓕᓡᓢᓠᓘᓘᓡ ᓡᓐᓔᓠᓗᓐᓨᓝᓠᓘᓡᓝ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓖᓔ ᓝᓥᓠᓝᓡ ᓛᓔᓓᓐᓚᓘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᓐ
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე
ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
ქართულმა გუნდებმა ირანში "ტახტის თასზე" გამოსვლა გამარჯვებით დაიწყეს
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
"სპორტალი": გადაცემის სტუმარია ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
"ამ პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა არ გვსურდა, მაგრამ ძირეული ცვლილებები აუცილებელია!"
ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს შესარჩევი: დათუნაშვილი ყველგან ლიდერია
მოჭიდავეთა პოლონური რეპეტიცია ლას ვეგასში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
ქართველი ძალოსნების სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]
ᓘᓠᓐᓙᓚᓘ ᓑᓝᓚᓥᓕᓐᓫᓘᓡ ᓰᓔᓗ-ᓗᓠᓘᓥᓘ ᓡᓐᓔᓠᓗᓐᓨᓝᓠᓘᓡᓝ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓖᓔ
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
3 მედალი პოლონეთში - გენო პეტრიაშვილი ციოლკოვსკის მემორიალის ჩემპიონია
ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტის წევრად აირჩიეს
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ვაჟა მარგველაშვილი დამატებით დროში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
რიო 2016. ცურვა: ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დოპინგკონტროლზე დადებითი პასუხი აჩვენა
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ირაკლი თურმანიძე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს
"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული! უპირატესი იქნება ის შედეგი, რომელსაც ისინი აჩვენებენ" - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან
ირაკლი ბოლქვაძე: ჩემს ორგანიზმში არ აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერების კვალი
ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..