ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" გამოსვლას რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი აფასებს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გასულ უქმეებზე, ნოემბრის ტესტების მეორე მატჩში უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია სამოას საკმაოდ ძლიერ ეროვნულ გუნდთან. ამიერიდან, სამოელებთან უკვე დადებითი ბალანსი გვექნება.

ამ შეხვედრის ანალიზი ვთხოვეთ საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელს, ნიაზ მამრიკიშვილს, რომელმაც საუბარი პირველი, იაპონიასთან გამართული მატჩით დაიწყო:

- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

- საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]

"მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან შეხვედრაში, ბოლო 12 თამაშთან შედარებით, ყველაზე მაღალი დონის რაგბი აჩვენა. მეტოქეს რვაჯერ გავუჭერით შუაში ხაზი. შერკინება და დერეფანი 100 პროცენტით მოვუგეთ.

ამ დასანანი მარცხის შემდეგ სამოას ნაკრებთან, უბრალოდ, უკან დასახევი გზა მოჭრილი გვქონდა. ყველანაირად უნდა გვეცადა, რომ ეს ტესტები არ ყოფილიყო წარუმატებელი და მიმდინარე სეზონი ღირსეულად ჩაგვემთავრებინა.

სამოასთან მატჩში სტატიკურ მდგომარეობაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ. შერკინებასა და აუტში მეტოქე სრულად დავჯაბნეთ. კარგად ითამაშა დაცვის სისტემამ. საინტერესო იყო დებიუტანტი შუამარბის, გიორგი კოშაძის გამოჩენა, რომელსაც უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში მოუწია ასპარეზობა და დაცვაში თამაშს კარგად გაართვა თავი.

მეორე ტაიმის ბოლო 20 წუთში, როცა სამოელები თავზეხელაღებულ შეტევებზე გადავიდნენ, ნათლად დაგვეტყო გამოცდილი შუამარბის, დავით კაჭარავას არყოფნა. სწორედ ჩვენს მარჯვენა ფრთაზე ქმნიდნენ ყველაზე სახიფათო მომენტებს სამოელები.

ვფიქრობ, მწვრთნელმა დროულად განახორციელა შეცვლები. დროული იყო მოედანზე გიორგი თხილაიშვილის გამოჩენა, რასაც ვერ ვიტყვით იაპონიასთან მატჩზე. თხილაიშვილი იქაც გამოვიდა შეცვლაზე, მაგრამ გვიანი იყო.

ამ ორმა მატჩმა გვაჩვენა, რომ ჩვენი ნაკრები უკვე თამაშობს იმ რაგბის, რასაც, პირობითად დავარქვათ, მსოფლიოს უმაღლესი ლიგის ნაკრებები თამაშობენ.

შოტლანდია იმ გუნდებს შორის, რომლებსაც ნოემბრის ტესტებზე ვეთამაშეთ, ყველაზე ძლიერია. გუნდი შესანიშნავ სათამაშო კონდიციებშია და პროგრესირებს. თანაც, "ნარშავებს" სტუმრად ვხვდებით.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ, როდესაც დავადგებოდით ელიტისკენ მიმავალ გაზს, ის იოლი არ იქნებოდა. კიდევ უფრო მძიმე თამაშები წინ გვაქვს და ქართული აუდიტორია მზად უნდა იყოს საიმისოდ, რომ ყოველთვის ვერ მოვიგებთ. სხვაგვარად, ჩვენი ნაკრები პროგრესს ვერ განიცდის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nodo
საოცარი ხალხია ეს ქართველობა. აიგდებენ რაღაც თემას და იმდენ დროს უთმობენ, თითქოს ქვეყანა დაინგრევა, ეს რომ არ განხორციელდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს კომენტატორის საკითხია. დააკვირდით, რა თემაზეა მსჯელობა სტატიაში და უმეტესად რაზე ამახვილებენ ყურადღებას "დამპოსტავები". კარგით რა ხალხნო. ერთხელ შეიძლება გამოთქვა რომელიმე თემაზე აზრი, ორჯერ, მაგრამ ათჯერ!!!! წაიყვანოს ნიაზამ და წაიყვანოს, მაგრამ მთავარი თამაში და შედეგია. მოიგონ და გინდა ბიჭიკიამ ამ ჭიჭიკიამ წაიყვანოს რეპორტაჯი.
tato
შოტლანდიასთან ნიაზი დააბრუნეთ!!!!!!!
თაზო65
ხელოვნურია მოედანი კილმარნოკში. ამაზე რა აზრის არიან ჩვენი მწვრთელები, უარესია თუ პირიქით
ირაკლი
ვთხოვოთ იქნებ პირველ არხს დააბრუნონ ნიაზ მამრიკიშვილი კომენტატორად!!! სასწაულად მიყავს რეპორტაჟი!!!
სალი-სალი
დააბრუნეთ ნიაზი!
ოკრიბელი SPORTALL.GE-ს
ბატონო SPORTALL.GE, არ შეიძლება წამოვიწყოთ, მეტად კეთილი აქცია, რომ რაგბის თამაშის რეპორტაჟებს, დავუბრუნოთ ნიაზ მამრიკიშვილი. მისი წაყვანილი რეპორტაჯბი, არა მარტო პროფესიონალიზმით გამოირჩევა, არამედ ყოველი რეპორტაჟი, ხელოვნების ნიმუშიც არის. როგორსაც თავის დროზე წარმოაჩენდა, ფეხბურთის თამაშის რეპორტაჟისას, ბატონი ეროსი მანჯგალაძე. მერწმუნეთ, ასეთ, პროფესიონალურ-ხელოვნურ ნაზავ რეპორტაჟებს, იმსახურებს ქართველი მაყურებელიც და საქართველოს რაგბის ნაკრებიც.
status quo
ეს ის ნიაზია,რეპორტაჟისას პროთეზი რომ უვარდებოდა პირიდან?
giglia
ვუერთდები მოთხოვნას. დაგვიბრუნეთ ბატონი ნიაზის მიერ წაყვანილი რეპორტაჟები.
ოკრიბელი
ნიაზ, მომენატრა შენს მიერ წაყვანილი რეპორტაჟები. რომელსაც ვაიგიავებ, ეროსის რომ მიჰყავდა ფეხბურთის რეპორტაჟები, აი სწორედ იმასთან. შენ რა, ჩემ თავს ვუსურვებ კიდევ მრავალჯერ წაგეყვანოს პირდაპირ ეთერში რაგბის თამაშის რეპორტაჟი. შენ კი გისურვებ წარმატებებს და ბედნიერებას, ნანასთან, ქალიშვილებთან და შენს საუცხოო ძმასთან, დიტოსთან ერთად.
გია
ძალიან კარგი იქნება თუ მატჩს რეპორტაჟს ნიაზი და ზაალი წაიყვანენ
გულშემატკივარი
ვითხოვთ ნიაზს და ზაალს, სულ სხვა მუღამი აქვს მაგათ წაყვანილს
ვაკო
ისე სიმართლე რომ ითქვას რამდენი ვწერეთ ხალხმა აქ ჯიქიაზე ლიპარტიაზე და სხვებზე და იმედი მაქვს ამასაც გაიგებენ და დაგვიბრუნდება
MMM
ზაალი და ნიაზი დუეტში! ნამდვილად ბევრად უკეთესია
Geo fan
მართლა განსხვავებულად მიყავს ამ კაცს რეპორტაჟი და დააბრუნეთ
საბა
საზმაუ ხო დიდი მაფიაა და კომენტატორები ცალკე მაფიაა მანდ მემგონი )) რის მიხედვით არჩევენ ვერგავიგე. სახასიათო ხმა უნდა ჰქონდეს ცალსახად და ნიაზს ეს აქვს. სპორტში გარკვევაზე აღარაა საუბარი. დააბუნეთ ნიაზი.
ალეკსანდრე
მეც იგივე აზრის ვარ,თუ ნიაზი წაიყვანს რეპორტაჟებს ძალიან კარგი იქნება
Papa
გეთანხმები hj,სხვანაირი ლაზათით მიყავდათ ნიაზ მამრიკიშვილს და ზაალ გიგინეიშვილს,ძალიან კარგი იქნება თუ დააბრუნებენ
aleksandre
მართალია, დაგვიბრუნდი ბატონო ნიაზ პირდაპირ ეთერში, თქვენი მარგალიტები მოგვენატრა (სრულიად სერიოზულად)
hj
რატომ აღარ მიჰყავს ნიაზს საზოგადოებრივ მაუწყებელზე რაგბის LIVE რეპორტაჟები?! ძალიან დამაკლდა თვალში,ჩემი დიდი სურვილია ნიაზმა ისევ წაიყვანოს ჩვენი ლომკაცების შეხვედრები,ვიცი რომ ბევრს სურს ნიაზი ისევ ვიხილოთ პირდაპირ ეთერში...
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მსოფლიო თასი. A ჯგუფი: რუსეთმა მეორე მარცხი სამოასთან იწვნია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება
"ასე გამეტებით ოტელო არ ახრჩობდა დეზდემონას" - ქართველი კომენტატორის ფრაზები
საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]
მსოფლიო თასი. A ჯგუფი: ირლანდიამ რუსეთს მშრალი ანგარიშით მოუგო
რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია
ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ [VIDEO]
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
ნიაზ მამრიკიშვილი: "ბათუმს" სხვებმა რომ მიბაძონ, საამისოდ სერიოზული თანხებია საჭირო
სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა
ახალ ქართულ სპორტულ არხზე დიმიტრი ობოლაძეც იმუშავებს
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო VS სამოა - "სივა ტაუს" არ ვუსტვინოთ, ისე ვაჯობოთ!
ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს [VIDEO+PHOTO]
საქართველო-სამოა 20:16
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
მილტონ ჰეიგი: აშშ-სთან პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ!
აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
აშშ VS საქართველო - გამოცდა "არწივებთან"
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს