შოტლანდიის ნაკრებს მაინც ვერ მოვუგებდით, მაგრამ ასეთი მსაჯობა ნამეტანია...
"დღეს ჩვენ აშკარად გვაჯობეს. ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრება, თუმცა ამ წაგებიდანაც უნდა ვისწავლოთ და ამ მხრივ ეს თამაში ნამდვილად ფასეული იყო", - ეს სიტყვები ნამატჩევს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ თქვა. მარცხის მიუხედავად, ჩვენი გუნდის მიმართ ქომაგის დამოკიდებულება კარგად აისახა სოიცალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეორგოლში, სადაც ასახულია, მატჩის შემდეგ როგორ ხვდებიან "ბორჯღალოსნებს" ერთ-ერთ შოტლანდიურ პაბში.

იხილეთ ვიდეო

ახლა, თვითონ მარცხის შესახებ. საქართველოს ნაკრებს ვიღაცასთან არ წაუგია. "ბორჯღალოსნები" დამარცხდნენ ელიტურ გუნდთან, რომელსაც ბოლო 14 წლის განმავლობაში წლევანდელ სეზონში საუკეთესო შედეგი აქვს. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის, ვერნ კოტერის დამოძღვრილი "ნარშავები" თამაშიდან-თამაშამდე პროგრესირებენ. მეტსაც გეტყვით, ასეთი ძლიერი შოტლანდიის ნაკრები მინიმუმ ბოლო 20 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა.

ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ პირველ ტაიმში მეტოქეს ბურთი დავუთმეთ. ვერ ვიტყვი, რომ "ნარშავებს" ჩვენი ბიჭები კრძალვით ეპყრობოდნენ. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მე-5 წუთზე ვასილ ლობჟანიძის ლელოთი ანგარიში სწორედ ჩვენ გავხსენით.

ამას მალე მოჰყვა სკოტების ორი ლელო, რომელთაგან (ჩვენი მოკრძალებული აზრით) არცერთი იყო ჩასათვლელი. პირველ შემთხვევაში მეტოქეს ლობჟანიძემ აშკარად დაასწრო, ბურთზე ხელი აუკრა და ტომ სიმორს ის ნამდვილად არ დაუმიწებია. მეორე ლელოს შემთხვევაში, მასპინძლებმა დერეფანში ბურთი წესის დარღვევით მოაწოდეს. მსაჯს ბურთი ჩვენთვის უნდა გადმოეცა. ამის სანაცვლოდ კი, შოტლანდიელებმა მოლი შეკრეს, მოგვაწვნენ და არბიტრმა საჯარიმო ლელო არ გვაკმარა, ჩვენი მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე სინბინში გაუშვა.

მასპინძლების უპირატესობა კაცნაკლულ მეტოქესთან კიდევ უფრო გამოიკვეთა და ამას კიდევ ერთი ლელო მოჰყვა.

ერთი სიტყვით, პირველი ტაიმი მრავალ მიზეზთა გამო ჩვენს ნაკრებს აშკარად ჩაუვარდა. პირველი ნახევარი 11:31 წავაგეთ. ლობჟანიძის ლელოს ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა ორი საჯარიმო მიაყოლა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" თითქოს ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნათ, გაცილებით უკეთ ათამაშდნენ. მეტოქეს კიდევ ერთი ლელო გავუტანეთ. თავი ისევ ლობჟანიძემ გამოიჩინა.

თუმცა, მსაჯი აქაც შეცდა ან განზრახ თვალი დახუჭა. ჩვენმა შერკინებამ შოტლანდიელები საგრძნობლად დაჩაგრა. მასპინძელთა ლელოდან ხუთ მეტრში დანიშნული შერკინებიდან ჩვენმა გუნდმა მეტოქე ჩათვლის მოედანში შეათრია. ბურთს ფეხით შეცვლაზე შესული მესამეხაზელი ლაშა ლომიძე აკონტროლებდა. ის იყო, ბურთი ხელში უნდა აეღო, რომ თამაშგარეში მყოფმა მასპინძელთა ცხრა ნომერმა გრეგ ლეიდლოუმ ფეხი მიჰკრა და უკან გამოგორდა. ბედად, ლობჟანიძე იქვე იდგა, ბურთი აიტაცა და ლელოში გადადო.

რა უნდა ექნა მსაჯს? მას საჯარიმო ლელო უნდა დაეფიქსირებინა და ლეიდლოუ სინბინში გაეშვა. ინგლისელმა არბიტრმა კი, წესის ეს დარღვევაც გაატარა, როგორც ბევრი სხვაც.

ისე არ გამოვიდეს, რომ მხოლოდ მსაჯია ჩვენს მარცხში დამნაშავე. არა, შოტლანდიას მაინც ვერ მოვუგებდით და მიუხედავად ამისა, ასეთი მსაჯობა ნამეტანია.

მორაგბეები და მწვრთნელები მარცხს მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებენ, რაზეც მატჩის შემდეგ გამოთქმული მათი კომენტარები მეტყველებს. ეს კი იმედს გვაძლევს, რომ ამ შეხვედრიდან სათანადო დასკვნები გაკეთდება, მარცხის რეალურ მიზეზებს ზუსტად განსაზღვრავენ და მათ აღმოსფხვრელად ძალას არ დაიშურებენ.

- როგორ შეხვდნენ "ბორჯღალოსნებს" ქართველი ფანები შოტლანდიურ პაბში [VIDEO]

- შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"

მატჩის შემდეგ

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"პირველი ტაიმი გულდასაწყვეტი გამოდგა, რის შემდეგაც მოგება-წაგებაზე ფიქრი ზედმეტი იყო და უბრალოდ, უნდა გვენახვებინა, რა შეგვეძლო. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა გვებრძოლა და ჩვენ ეს ნამდვილად მოვახერხეთ. ვაღიარებ, პირველი 40 წუთი წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდით და მეტოქეს თავად მივეცით ქულების ადვილად მოპოვების შესაძლებლობა.

შოტლანდია ძლიერი, გამოცდილი გუნდია და მისი ძალის შეფასებისას არ შევმცდარვართ. ნოემბერში ჩვენ იაპონიას და სამოას ვეთამაშეთ, შოტლანდია კი, ავსტრალიას და არგენტინას. დონეთა სხვაობა ძალიან დიდია და ეს პირველ ტაიმში თვალშისაცემი იყო.

თებერვალ-მარტში გერმანიასთან და ბელგიასთან მოგვიწევს თამაში, შოტლანდიას - უელსთან, ინგლისთან, ირლანდიასა და საფრანგეთთან. თუ სისტემატურად არ მოგვეცემა ელიტური ნაკრებების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა, შოტლანდიის მსგავს გუნდთან გათანაბრება გაგვიჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს თამაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა მეორე ტაიმში, შერკინებასა და მოლში კარგი თამაშით ქართული რაგბის ძალა ვაჩვენეთ".

მამუკა გორგოძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"საქართველოს ნაკრების ცალკეულ მოთამაშეს ასეთი დონის მეტოქესთან თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ როგორც გუნდს, ეს გამოცდილება გვაკლია.

მსგავსი შანსი ხშირად უნდა გვქონდეს. დღეს ჩვენ აშკარად გვაჯობეს. ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრება, თუმცა ამ წაგებიდანაც უნდა ვისწავლოთ და ამ მხრივ ეს თამაში ნამდვილად ფასეული იყო".

ვერნ კოტერი, შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. სამი ლელო სწრაფად გავიტანეთ, ბურთი მოვიპოვეთ და მეტოქეს არ მივეცით. ამიტომ მოწინააღმდეგე თამაშში ვერ ერთვებოდა. ჩვენი ბიჭები სერიოზულად მიუდგნენ თამაშს, სოლიდურად მოემზადნენ და თავიდანვე მოუპოვეს გუნდს უპირატესობა გასამარჯვებლად. მეტოქე ძალიან კარგია ფიზიკურად და ეს შეხვედრაც მძიმე იყო ამ კუთხით. ჩვენ გამარჯვება კარგი თამაშით მოვიპოვეთ.

მეორე ტაიმში თამაში ცოტა გაიხსნა. ბურთი სველი იყო, ციოდა. ამიტომაც ჩვენი გადასვლები დაცვიდან შეტევაში ისეთი სწრაფი ვეღარ იყო, როგორიც სასურველია. გრეიგ ლეიდლოუმ დიდებულად ითამაშა. ჩვენ უფრო და უფრო ვუმატებთ".

გრეგ ლეიდლოუ, შოტლანდიის ნაკრების კაპიტანი:

"ჩვენ 43 ქულა ავიღეთ და ძალიან კარგი ლელოები გავიტანეთ ფიზიკურად ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან მომწონს ჩვენი შემტევი სტილი, რომლითაც მეტოქეებს პრობლემებს ვუქმნით.

ჩვენ კარგად ვიცოდით, ფიზიკურად რამდენად მძიმე თამაში გველოდა. ძალიან კარგია ასეთი პუბლიკის წინაშე დამაჯერებლად მოგება.

პირველი ორი თამაში ავსტრალიასთან და არგენტინასთან უფრო დაძაბული იყო, დღეს უფრო კარგად დალაგდა ჩვენი თამაში, ეს კი ბიჭების მძიმე შრომის შედეგია. გვინდა, რომ ასე კარგად გავაგრძელოთ გაისად ექვს ერზეც".

ნოემბრის ტესტები

26.11. კილმარნოკი. "რაგბი პარკი"

შოტლანდია-საქართველო 43:16

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (ბეგაძე 73), აფციაური (წიკლაური 73), შარიქაძე, მჭედლიძე, თოდუა, მალაღურაძე, ლობჟანიძე (1-8) ნარიაშვილი (ასიეშვილი 49), ბრეგვაძე (ალხაზაშვილი 49), ჩილაჩავა (ქუბრიაშვილი 49), მიქაუტაძე, ნემსაძე (სუთიაშვილი 62), კოლელიშვილი (თხილაიშვილი 46), 7. გორგოძე, ბიწაძე (ლომიძე 52)

2ლ: ლობჟანიძე (2); 2ს: კვირიკაშვილი

სინბინი: მიქაუტაძე

შოტლანდია (15-9) ჰოგი, მეითლენდი (ჰიუზი 53), ბენეთი (ჰორნი 63), დანბარი, სიმორი, რასელი, ლეიდლოუ^(პრაისი 73). (1-8) დელი (ალენი 56), ფორდი (ბრაუნი 53), ფეიგერსონი (ლოუ 73), რ. გრეი, ჯ. გრეი (გილქრისთი 73), ჰარლი (ბარქლეი 48), ვოთსონი, ვილსონი

6ლ: სიმორი, საჯარიმო, მეითლენდი ჰოგი (2) ვოთსონი; 5გ,ს: ლეიდლოუ

სინბინი: ლოუ

მსაჯი: მეთიუ ქარლი (ინგლისი)

სხვა მატჩები

სამოა-კანადა 25:23

იტალია-ტონგა 17:19

ფიჯი-იაპონია 38:25

ინგლისი-არგენტინა 27:14

ირლანდია-ავსტრალია 27:24

უელსი-სამ.აფრიკა 27:13

საფრანგეთი-ახ.ზელანდია 19:24

რუმინეთი-ურუგვაი 36:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
მეგობრებო,მეც და ბევრი თქვენგანიც ბევრს ვლაპარაკობთ მსაჯობაზე.მეც და დარწმუნებული ვარ თქვენი აბსოლიტური უმრავლესობაც ფეხბურთის ტავგადაკლული გულშემატკივრებიც ვართ.ახლა რატომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი,წეღან შემთხვევით გადავრთე ტელევიზორი ,,სტარვიზიაზე*10 საათზე.ჰოდა იქ მიწვეული ჰყავდათ ვლადიმარ გუცაევი და საუბრობდნენ თასების მფლობელთა თასზე ფეინოორდთან ნახევარფინელურ მატჩებზე,ფრაგმენტების ჩვენებით.ეს სამაგალითო თამაშები იყო იმის საჩვენებლად,თუ როგორ უნდა ითამაშოს ძლიერმა გუნდმა ცუდი მსაჯობის დროს.გადაახვიეთ და ნახეთ მეგობრებო,სტარვიზია 1 დეკემბერი, 10 საათი 00 წუთი,დინამოს დიდებული თამაში და საარაკოდ უნამუსო მსაჯობა.ჯერ მარტო რამაზ შენგელიას ოთხი,დიახ არ შემშლია,ოთხი ნაღდი გოლიარ ჩაუთვალეს ორ თამაშში,არ ჩათვლილი გოლები და არდადებული პენალტები კიდევ სხვაც იყო,მაგრამ დინამომ მაინც გაიკვლია გზა ფინალისაკენ.უყურეთ მეგობრებო და ისიამოვნეთ.
ლადო
ასეთ ტამაშში მსაჯისთვის რამის დაბრალება საკუტარის სისუსტის დემონსტრირებაა. შესაძლოა, მსაჯმა რაიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს ვერანაირად იმოქმედებდა ანგარიშზე, რადგან შოტლანდიის ნაკრები ბევრად ძლიერია, სწრაფია და აშკარა იყო, მეტი მონდომების შემთხვევაში უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდნენ. რაგბის რეალურად, პროფესიულ დონეზე მთელ მსოფლიოში 20 ქვეყანაში თამაშობენ. პირველი ცხრა გუნდი ბევრად ძლიერია დანარჩენებზე და ის უიშვიათესი გამონაკლისები, როცა ტესტ-მატჩში ე.წ. "ელიტა" მარცხდება, მხოლოდ კონკრეტული შეხვედრისადმი არასათანადო მიდგომის და არასრულყოფილი შემადგენლობით თამაშის მიზეზია. საქრთველოს რაგბის ფედერაციას ამ ეტაპზე ერთი მიზანი უნდა ამოძრავებდეს: წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი თამაში პირველი ათეულის გუნდებთან. ერთ რამეზეც ცმსურს გავამახვილოთ ყურადღება. ნუ ადარებთ რაგბის მსოპლიოში ყველაზე პოპულარულ ფეხბურთს და კალათბურთს. მათ თავისი გზა აქვთ და უნდა დაიხარჯოს მეტი თანხები. კი ბატონო, ფეხბურთზე საკმაო თანხა იხარჯება, მაგრამ, როგორც ვიცი, მიღწეული მართლაც დიდი წარმატებების მიუხედავად, კალათბურთს სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღება აქვს და ფინანსებიც მიზერული აქვთ. მოკლედ, რაგბის არავის ხარჯზე არ ჭირდება დახმარება. ყველა სპორტს უნდა მიეცეს იმდენი, რასაც იმსახურებს. მთავრობას კი ვურჩევ, სპორტი სწორედ ის გზაა, რაც თაობების სწორ აღზრდას, ფიზიკურად და სულიერად გავითარებას უწყობს ხელს.
უმაქნისი ფეხბურთელების ავტორს
სვანეთი აჭარა და ყაზბეგია მარტო საქართველო??? თუ როგორ არის საქმე?? იქ გახსნა სკოლები და მოედნები რაგბის მარტო>>? არ დავასახელებ ორ რეგიონს რომელთა წარმომადგენლები არიან ნაკრებში 90% და არცერთ რეგიონს არ აქვს მაგ ორიდან მოედნები.
Emre
ამდენი იდიოტობა ტვინში საიდან მოგდით? 0-0 გახსოვთ რაგბი დამთავრებულიყოვო ტიპმა რა გააძრო :D
buxrika
თვენ მემგონი რახაცეები დაგავიწყდათ საქართველომ ესპანეთს მოუგო იტალიასთან ფრე გვაქ ნათამაშები ასევე საფრანგეთთან ურუგვაისთვის გვაქ მოგებული,რაგბში ეგეთი რამ გამორიცხულია საქართველო ვერასოდეს მოუგებსაფრიკას ზელანდიას და მსგავს გუნდებს.და საერთოდ ის დიდება მოუტანოს რაგბმა ქვეყანას რაც ფეხბურთმა მოუტანა.ძლიერ გუნდდთან არანაირი შანსი არ გვაქ შოტლანდიას რო მოენდომებინა 70 ქულით მოგვიგებდა თავისუფლად
dato
-ვეთანხმები მეს დასკვნას და მაინც პირველი ტაიმი მწვრთნელის კისერზე იყოს.ამ ყველაფრის მერე შოტლანდია ან მოიგებდა და ან არა.
Me
კარგად უყურე რაგბს ვოვა ვის ჩაურბინეს იქვე ნახავ არც პირველი ლელო იყო ჩასათვლელი და არც მეორე შოტლანდიელების თუ გინდა გამეორებაზე ნახე. პირველი ლელო რაც ჩაუთვალეს იქაც გამოჩნდა, როგორ ადგა არც გახარებია ეგონა არ ჩათვლიდნენ. შოტლანდია მეშვიდეა და ყოველწლიურად თამაშობს უმაღლეს დონეზე და იცის თავისი სისუსტე და ბურთის შენარჩუნების ფასი და ეგეთ გუნდს მსაჯი, რომ "წაეხმარება" ნამდვილად მოუგებს საქართველოს. მითუმეტეს ავსტრალია და არგენტინა დაამარცხა წელს. ცნობისთვის ჩვენი მეორე ლელოს მომენტში ლეიდლოუ გასაგდები იყო მსაჯი, რომ პატიოსანი ყოფილიყო თამაშგარედან ლელოს დადებაში ხელს უშლიდა წგეც ცინიკური თამაშია და მაგაზე უფრო ნაკლები დანაშაულისთვის გააგდეს მიქაუტაძე. ისე, მგონია, მასე ჩვენ მხარეს თუ იმსაჯებენ შოტლანდიას მოვუგებთ. შალვას კიდე მინდა ვუთხრა, 6ერზე თამაშამდე იტალია ბევრი ათამაშეს 5ერის გუნდებთან და რაც თამაშობს მას შემდეგ რამდენი მოიგო თუ იცი? და წელს რასაც მოიგებს თუმდაც შოტლანდიასთან ეგეც ვნახოთ.
ნიკ
ასეთი მსაჯობით ბებიაჩემიც მოიგებს
ვეტერანი
ამ თამაშის დიდი ნაკლი, რთული წესებია, მაგრამ ფუტბოლისაგან განსხვავებით ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში გააფრთებულია და სანახაობრიობაში ჯაბნის ფუტბოლს.გახსოვთ 0-0 დამთავრებული რაგბის შეხვედრა? ჩვენი ნაკრებისათვის შანსის არ მიცემა ეს უბრალოდ უსამართლობაა, მაგრამ ვინ გვიშლის ხელს დაფუძნდეს ალტერნატიული ტურნირი ასე ვთქვათ მეორე ეშელონის გუნდებისაგან და ასე ავიმაღლოთ კლასი. არ მგონია ჩვენს ბიჭებზე არ გაიზარდოს მოთხოვნილება წამყვანი კლუბების მხრიდან და შედეგს და მაღალ რეიტინგებს მაშინ მივიღებთ გარანტირებულად.
PARFIUMER
მთავარი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა გულსემატკივარისთვის ისაა რომ ბიჭებს მონდომებას ვერ წავართმევთ, ნამდვილად არაა შოტლანდია ის ნაკრები ასე რომ გვიგებდეს გინდ მსაჯით და გინდ უმსაჯოთ, აქ უფრო ფსიქოლოგიამ გავტეხა ჩემი აზრით.. აშკარა ფავორიტებთან არ გვითამასია ზელანდიის მერე და იოლი არ არი ასეთი თამაშები... მარა მოვა დრო და აქეთ გვექნება ტესტები გასანაწილებელი მსურველებზე... თან სულ ახლო მომავალში... მამუკას ვეთანხმები გამოცდილება არ გვყოფნის ჯერ როგორც გუნდს... უნდა მოგვცენ საშუალება. პ.ს თავისუფლება ლომტა ხვედრი ტყუილად კი არაა...
azri
ისე არ იქნება ურიგო თუ ამ საიტის მოდერაცია იტყვის ყველა კომენტარი არ დაიდება აქ მიუხედავად მათი კორქტულობისაო დავწერ, ვიტვინიკოსებ რაღაცას და დავაი რა, ვინ გიქვეყნებს, აშინ როცა აქვეყნებენ უამრავ სულელურ პოსტს თუ არ გინდათ რომ ვაკომენტარო, დარწმუნებული ვარ ჩემი დომეინიც იცით, აი-პიც და ტელ.ნომერიც ხოდა მითხარით დავაი აქედანო აბა რა უბედურებაა, წერ რაღაცას და ძაღლის ყეფასავით ყურადღებას არ აქცევთ პოსტებს და არ აქვეყნებთ
უმაქნისი ფეხბურთელები
მიეცით რაგბს 270 მილიონი როგორც ფეხბურთს, გაკეთდეს გუნდი და საბავშვო სკოლები სვანეთში, ყაზბეგში და ზემო აჭარაში და მერე ვნახოთ. შოტლანდიას მოვუგებთ ათიდან რვას
patrioti
ჩვენი ბიჭები თავმოყვარე ხალხია და არ იკადრებენ ვინმეს გადააბრალონ წაგება, თუმცა მე როგორც რიგით გულშემატკივარს მინდა აღვნიშნო, რომ შოტლანდიელების მოგება და მათი უპირატესობა გარკვეულწილად განსაზღვრა მსაჯის მიკერძოებულმა მსაჯობამ. ეხლა აღარ მოგიყვანთ კონკრეტულ მომენტებს რადგან დარწმუნებული ვარ ეს ყველამ შეამჩნია. მსაჯმა მოუპოვა უპირატესობა სკოტებს და ჩვენების დარღვევებს კარგად ხედავდა და იმათსას "არ" ხედავდა. მომიტევეთ თუ სუბიექტურად ვმსჯელობ.
irma
უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ბიჭებს და გუნდს. მთელ სულ და გულს ტოვებენ სტადიონზე, მონდომება ნამდვილად არ აკლიათ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი . რათქმაუნდა ყველას ვერ მოუგებთ ეს სპორტია , ჩვენზე ძლიერი გუნდები რათქმაუნდა არსებობს.იმედია რამდენიმე წელში საუკეთესოები ვიქნებით. ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო ბიჭების თავდადებული თამაში.
გგგ
ავტორმა არ იფიქროს ოპონირებას ვუწევდე, მაგრამ თუ იმათი პირველი ლელო არ იყო ჩასათვლელი, ჩვენი პირველიც შეეძლო არ ჩაეთვალა -მამუკამ უბურთო მეტოქეს წაავლო ხელი. აი ლეიდლოუს შემთხვევაში 100%_იანი გასაგდები იყო, მაგრამ ავტორიტეტმა ითამაშა დიდი როლი
ჯენეტი
ეს თამაშია,რომელსაც ზოგჯერ წაგებაც ახლავს, ზოგჯერ მოგებაც. მე მიყვარს ეს თამაში! მე მიყვარს ჩემი გუნდი! შემდეგ თამაშს აუცილებლად მოვიგებთ!წარმატებები!!!
vova
ყოველი დიდი ტრაბახის მერე არ მახსოვს რომ ტალახში არ ამოგვანგლონ ჩვენი მორაგბეები,მაგრამ რად გინდა რეალობას მაინც ვერ აღვიქვავთ ადეკვატურად :) ხაჭაპურზე და კოკაკოლაზე გაზრდილი (ყოფილი მოჭიდავე) მორაგბეები მოუგებენ ბრიტანელებს და ფრანგებს??! 16 წელია იტალია ამ "მხეცებთან" და რამდენჯერ მოიგეს ვინმემ(ვინც ოპტიმისტი პროფესიონალები ხართ) შემახსენეთ :)
vato
იტალიას არ უნდა ჩვენთან თამაში იმიტომ რომ გამოჩნდება ალბათ რომ სხვაობა ძაან პატარაა. რა მნიშვნელობა აქვს მთავარია ტოპ 10Dან წელიწადში 2-4 შეხვედრა გვქოდეს და საქართველოში როგორმე უნდა ჩამოვიყვანოთ. პრიციპში გორგოძემ ადრინდელ ინტერვიუში სწორად თქვა: ჯერ რეგულარულად უნდა მოუგოთ ოკიანეთის გუნებს და შემდეგი ეტაპი იქნება ხშირი ტესტები გრანდებთან, მათ შორის საქართველისშIც!
ero
მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს წელიწადში ორჯერ მაინც შევხდეთ იტალიას ტესტებში ჩვენ ნაბიჯ ნაბიჯ უნდა მივიდეთ ზედა გუნდებამდე კიდე ერთი ასეტი ტესტი გრანდთან და უკვე შევეჩვევით წაგებებს და ეს დამღუპველია ეხლა ჩვენი მიზანი არის იაპონიასთან რევანში მხოლოდ ეს მოტანს შედეგს.
giorgi da xo kidev
ამას დამატებული 20 წლამდე ნაკრები ანუ მომავაი თაობა უკვე უგებს შოტლანდიას თანაბრად ეთამაშება ირლანდიასა და უელსს. უგებს იტალიას. ფეხბურთის 21 წლამდელები 1 გოლს ვერ იტანენ ნორმალურად და ღიპებით დასეირნობენ მოედანზე სირბილის მაგივრად რაის პერსპექტივა გაქვთ ბიძია ტოტალიზატორში მატჩების გამყიდველ ხალხს.
giorgi
რაგბიზე დაბოღმილ ფეხბურთის გულშემატკივრები რატომ შემოდიხართ რაგბის განყოფილებაში საერთოდ. გადამხდელების ჯიბიდან აკრეფილი ფულით გაფინანასებენ ყოვლად უპერსპექტივო და ზარმაც ხალხს ბოდიში მაინც მოიხადეთ და შეგრცხვეთ. რაგბის რაც შეეხება 10 წელი როგორაა ერთ დონეზე ვართ 10 წლის წინ რუმინეთთან მოგება სანატრელი გვქონდა როგორც ახლა შოტლანდიასთან ,რუმინეთს კი არა სამოას და ტონგა ვუგებთ სისტემატიურად. რაგბის არ აქვს იმდენი დაფინანასებ ჩვენთან რომ იაპონის მსგავსი პრგრესი განიცადოს . აი უსაქმური ფეხბურთელების მისაცემი 270 მილიონი რომ მოგვცეს სახელმწიფომ ჩვენ 10 წელიწადში შოტლანდიას ირლანდიას და ინგლისს დავამარცხებთ. თქვენ კი ბრაზილიას გერმანიას საფრანგეთს და მსგავს გუნდებს მთელი თქვენი ცხოვრება ვერ მოუგებთ. ( ადმინ გამოაქვეყნე და ნუ მიშLი კომენტარებს.)
რეზო
10 წელი ერთ დონეზეო კაცი რომ იტყვის რაგბზე, ან ბრუციანი და ან მაგარი ბოღმა "პა ჟიზნი" :)))) ამდენ უაზრო კომენტარში ასეთი გაქანებული ტყუილი მგონი არ შემხვედრია.
kruize
რაც გვეკადრება ის მივიღეთ! ზუსტად ეგ სხვაობაა და შეეგუეთ რომ ეგრეა. არ გეკადრება არა კიდევ მოგებაც ხომ არ გვსურდა?
Buxrika-ს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი 2009 წელს მსოფლიო რეიტინგში 23 ადგილს იკავებდა. დღეს სტაბილურად მე-12 გუნდი ვართ. ჩემი ფეხბურთისადმი ფანატიკური სიყვარულის მიუხედავად, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორია, სამწუხაროდ რეგრესის ისტორიაა. სისუელელეა იმის მტკიცებაც რომ რაგბში ვუგებთ ვისაც რაგბი არ აინტერესებს. მაგალითად, ფიჯი რაგბით ცხოვრობს, რაგბით სუნთქავს; რუმინულ რაგბს უდიდესი ტრადიცია და წარსული აქვს. ამ ლოგიკით შეიძლება დავაკნინოთ წარმატებები ძიუდოში (მხოლოდ ათიოდე ქვეყანაშია წარმატებული სახეობა), ჭიდაობაში, მძლეოსნობაში და ა.შ.
buxrika-ს
სამოა, ტონგას, ფიჯის, იაპონიას არ აინტერესებს რაგბი? საიდან იგონებთ ესეთ იდეებს? ორივე სპორტია და ორივე ჩვენია რა სისულელეა ერთმანეთთან შედარება.
გულშემატკივარი
სპეციალისტი არ ვარ ,მაგრამ ჩვენი წაგების მთავარი მიზეზი მემგონი მაინც არასწორი ტაქტიკა იყო.ყველანაირად უნდა გვეცადა რომ ბურთი შეგვენარჩუნებინა და სწრაფ თამაშში არ ავყოლოდით.მელიტონს ვაფასებ მაგრამ ამხელა სხვაობით წაგება, ისევე როგორც არგენტინასთან ტაქტიკის ბრალია
buxrika
ძმა ხარ ვოვა,თუ გაინტერესებთ ძაან უპერსპექტივო სპორტია ეს რაგბი ერთ დონეხე ვართ უკვე ერთი 10 წელია.ფეხბურთში ხო ძაან გვიჭირს მარა გაცილებით დიდი პერსპექტივაა ვიდრე რაგბში,რაგბში ვუგებთ იმათ მარტო ვისაც რაგბი არ აინტერესებს რუსეთს რუმინეთს ესპანეთს და აშ.
vato
ცნობისთვის იტალია სანამ 6 ერში შევიდოდა მოყოლებული 1994 დან წელიცადში მინიმუმ 2 თამაშს ტოპ გუნდებთან თამაშობდა, კი მარცხდებოდა ზაან ხშირად მაგრამ ზუსტად ასე განვითარდა ეს გუნდი. ჩვენც ეს გზა გვაქვს გასავლელი თუ გვინდა რომ საქართველოც მაგ დონემდე ავიდეს. რათქმაუნდა კრიტიკა შეიძლება და კარგიცაა მაგრამ წაგება არაა სირცხვილი მთავარია მოგვცენ უფლება რომ მათთან ვითამაშოთ რეგულარულად. რაც მეტი მით უკეთესი. შედეგი აუცილებლად იქნება.
vova
ძალა აღმართს ხნავსო,მაგრამ ეს ანდაზა რაგბში თუ ჭკუა და სტრატეგია აქვთ მოთამაშეებს არ გამოიყენება! შოტლანდიელებმა ისიც კი გათვალეს რომ ქართველი მორკინლები სტადიონს გადაუხნავდნენ და მთავარ მოედანზეც არ ათამაშეს რომ გაზონი არ გაეფუჭებინათ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ორთაბრძოლისთვის :)
სოსო
ეეჰ ვოვა,ვოვაღმერთმა დიდხანს ათამაშოს გორგოძე,მაგრამ უახლოეს ორ წელიწადში ჩვენები მის გარეშეც მოუგებენ ათეულის რომელიმე გუნდს და მაშინ მაინც თუ გაჩუმდები,კარგი იქნება,ამ თამაშის წინ კი სკოტებმა არგენტინასაც მოუგეს,ასე რომ არ გეგონოს ,რომ ვიღაცამ მოგვიგო,თან მსაჯიც არ დაივიწყო.ისე გორგოძე არც ზაფხულის ტესტებზე იყო ნაკრებში და ვერ მოვიგეთ?
vova
შალვა 10 დან 15 მდე დარეტიანებულები იყვნენ 3 ჯერ ჩაურბინეს 100 კილომეტრ/საათში სიჩქარით შოტლანდიელებმა ეს არამგონია რომ მარტო მე რაგბის არმცოდნეს დამენახა :)
zzz
ეს ვოვები არ მევასებიან რა:)
vova
ყველას ეზრდება ახალი თაობა :) ასაკგადაკეთებული მორაგბეები დიდობაში ბევრი ვერაფერით განსხვავდებიან თავის მოწინააღმდეგეებისგან როგორ მილტონმა აღნიშნა საქართველოს მხოლოდ 1 ისარი აქვს! ეს მარტო მაგან არ იცის :) მაგ ისრის გადამტვრევა კი არ წარმოადგენს ბევრისთვის პრობლემას.
Shalva
პირველი მოგება იტალიამ პირველივე გათამაშებაში იზეიმა ცნობისთვის. ნოემბრის ტესტები ჩავაგდეთ ამის აღიარება უნდა შევძლოთ. უკანა ხაზი ფაქტიურად ვერაფერს აკეთებს ძლიერ მეტოქესთან, ახალი მორაგბეები გვყავს გამოსაცდელი 11, 14 და 15 ნომრებზე. 10 ნომერიც გვჭირდება სასწრაფოდ. მწვრთნელმა პირწმინდად წააგო იაპონიასთან და შოტლანდიასთან, შოტლანდიასთან რა ტაქტიკითაც ითამაშა გუნდმა შანსი არ გვექნებოდა არცერთ მოწინააღმდეგესთან. ბურთს ვიცილებდით ფეხით, ხაზი ვერ მიყვებოდა და ვიღებდით შეტევას ჩვენს ნახევარზე. მარტო სხვატკით და 9 ნომერით ვერაფერს ვიზამთ სამწუხაროდ :(
zura
ვოვა რაგბის აზრზე არ ხარ
დათო
ვოვა-ს საქართველოს ა ნაკრებში თუ გაქვთ ნათამაშები. ძალიან საინტერესოა
zzz
რას წვალობ vova?
kaxa
ვოვას- გორგოძეს ვენაცვალე, მაგრამ კუნძულებზე რო მოვიგეთ იქ რო არ იყო ამაზე რას იტყვი. ...... მაგარი თაობა მოდის და ნახავ ცოტა მოითმინე ვოვჩიკ.
Vato
და სხვათაშირის იტალია ტონგასთან დამარცხდა სახლში!
vato
ვამაყობ ჩვენი ნაკრებით მოიგებენ თუ წააგებენ მაინც მაგრად გირსეულად თამაშობენ გულშემატკივრებიც ბოლომდე მიყვებიან და ეს სულ ასე იქნება. კიდევ ბევრს ცავაგებთ და ადრე თუ გვიან 1ერის ნაკრებსაც მოუგებთ. ასე იყო იტალიაც რომელიც წლების განმავლობაში საშინლად აგებდა პირველი ერების გუნდებთან, მაგრამ რაც მთავარია ხშირად ეთამასებოდა ამ გუნდებს და ამის შედეგად იტალიელებმა მოუმატეს და პირველი მოგებებიც იზეიმეს საფრანგეთთან, ირლანდიასთან და ა.შ. ბოლოს 6 ერშიც შევიდნენ.
vova
ესენი უეჭველი იმსახურებენ 1 ერში თამაშის უფლებას. გოგროძე რომ გავა პენსიაში მერე საერთოდ ვეღარავის მოუგებენ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
აქ არაფერი იცვლება - დღეს სტარტს ექვსი ერის გათამაშება აიღებს
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
მიქაუტაძე ფრანგულ ლიგაში ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
"ბორჯღალოსნები" ედინბურგში დაბინავდნენ - ფრთხილად, შოტლანდიავ!
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
კონსტანტინე მიქაუტაძემ შესაძლოა მინიმუმ 2-3 თვე ვერ ითამაშოს
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ექვსი ერი. I ტური: "ნარშავები" ფავორიტები?
შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
მოდი, ვნახოთ "ბორჯღალოსნების" მეტოქე შოტლანდიელი "ნარშავები"
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
მილტონ ჰეიგი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერს ბოთლ ვისკიზე დაენაძლევა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს