საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ფეხბურთელმა რუსულ გამოცემა "სოვეტსკი სპორტს" ინტერვიუ მისცა
ულამაზესი გოლის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილი არაერთი სპორტული გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. ამჯერად ქართველმა ფეხბურთელმა "სოვეტსკი სპორტთან" ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ "ზენიტმა" ის თავის დროზე არ აიყვანა.

- ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]

- ოქრიაშვილის პორტრეტი: როგორ იძია შური თორნიკემ "ზენიტსა" და ლუჩესკუზე

"არ მახსოვს, რა ხდებოდა გოლის შემდეგ"

- თორნიკე, ამ ამბის შემდეგ როგორ გეძინათ?

- შინ დაბრუნებულს თავიდან არ მეძინებოდა. მხოლოდ ღამის სამ საათზე შევძელი დაძინება. ეიფორიაში ვიყავი. ყველა მირეკავდა, მილოცავდა. ვფიქრობდი, ეს რა გოლი გავიტანე-მეთქი, თანაც ვის - "ზენიტს"!

- იმ მომენტში რთული არა მარტო დარტყმა იყო, არამედ - დაცემაც. რამე ხომ არ იტკინეთ?

- დაშვება კარგი გამომივიდა, რადგან ასე პირველად არ დავარტყი. ჩვენმა მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა გვითხრა, რომ ასეთ დარტყმებზეც გვევარჯიშა. შესაბამისად, ასე ხშირად ვურტყამდი, აი, გოლი კი პირველად გავიტანე.

- მამათქვენს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ბავშვობაში მსგავსი გოლები გაგიტანიათ...

- დიახ, თუმცა დიდ ფეხბურთში აღარ გამომდიოდა.

- მაგრამ მომენტი კარგად შეარჩიეთ - ტოპ-მეტოქე, მატჩის დასასრული. საერთოდ, ასეთი დარტყმის დახვეწაზე როგორ უნდა ივარჯიშო?

- ყოველ კვირა გვაქვს ვარჯიში, სადაც ფეხბურთელები მაღალ ან დაბალ გადაცემებს აკეთებენ. ჩვენ კი ტრაექტორიის მიხედვით ვურტყამთ. "მაკრატელაც" სრულდება.

- შეიძლება ითქვას, რომ ეს განსაკუთრებული მატჩი იყო? თქვენ ხომ თამაშობდით იმ "ზენიტის" წინააღმდეგ, სადაც 2010 წელს სინჯებზე იყავით, მაგრამ არ აგიყვანეს და ასევე - მირჩა ლუჩესკუს წინააღმდეგ, რომელმაც არ მოგცათ შანსი, თავი "შახტარში" გამოგევლინათ...

- რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ასე გამოვიდა. ლუჩესკუ არასდროს მენდობოდა, არ მათამაშებდა. "ზენიტშიც" 2010-ში მითხრეს, რომ ჯერ ადრე იყო... ახლა კი ისე გამოვიდა, რომ ლუჩესკუს და "ზენიტს" გავუტანე. სიტყვები არ მყოფნის. ახლაც არ მჯერა. ასეთი რამ ჯერ არ მქონია.

- არბიტრმა არ დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა, როცა "კრასნოდარის" ფეხბურთელმა ფლანგზე ბურთი მიიღო და შემდეგ საჯარიმოში ჩააწოდა. რას ფიქრობთ ამ ეპიზოდზე (საუბარია ოქრიაშვილის გოლის მომენტზე)?

- მომენტი ვნახე. დიახ, თამაშგარე იყო. არბიტრი შეცდა, მაგრამ მანამდე იყო ეპიზოდი, როცა გაზინსკის ცხვირი გაუტეხეს. იქ ასპროცენტიანი პენალტი და წითელი ბარათი იყო. მაშინ "ზენიტს" გაუმართლა, რომ მსაჯმა ის მომენტი ვერ დაინახა. იმავე მსაჯმა შემდეგ უკვე ჩვენი თამაშგარე ვერ შენიშნა.

- მოკლედ, ათამაშდით...

- დიახ! ეს რევანში იყო იმ ეპიზოდის გამო. საწყენი იქნებოდა, რომ ასეთი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვლილიყო.

- დაინახეთ, თქვენი დარტყმის შემდეგ როგორ შევიდა ბურთი კარში?

- დიახ, დავინახე, მაგრამ რა ხდებოდა გოლის შემდეგ 10-15 წამის განმავლობაში, არ მახსოვს. როგორ მივრბოდი, როგორ აღვნიშნავდი... ეს სუპერადრენალინი იყო. ასეთ სიამოვნებას მხოლოდ ფეხბურთისგან თუ მიიღებ.

"იბრაგიმაშვილთა ფოტო ვნახე"

- არ გაგახსენდათ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი, რომელიც მან ინგლისის ნაკრებს გაუტანა? მართალია, იქ უფრო დიდი მანძილი იყო კარამდე...

- ინტერნეტში ფოტოც კი ვნახე, სადაც იბრაგიმაშვილის ხელმოწერა იყო. ზლატანი მაშინ იქ ურტყამდა, სადაც უნდოდა. მეც ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული.

- შესაძლოა ითქვას, რომ ეს რევანშია - თქვენ უპასუხეთ "ზენიტს", რომელსაც თქვენ არ დასჭირდით?

- არ მინდა, ასე უხეშად გამომივიდეს. წყენა არავის მიმართ მაქვს. უბრალოდ, რაც ხდება, ყველაფერი კარგისთვის ხდება. "ზენიტში" რომ დავრჩენილიყავი, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა და არც ეს მომენტი იქნებოდა. ამიტომ მადლობა "ზენიტს", რომ არ დამიტოვა. სხვა შემთხვევაში "კრასნოდარში" არ ვიქნებოდი.

- ქართველი ფეხბურთელებიდან რუსეთში ყველაზე მეტს ვისთან ურთიერთობთ?

- ანანიძესთან, ჭანტურიასთან და რა თქმა უნდა, ლორიასთან. თითქმის ყველასთან ვმეგობრობ.

- წარმოშობით საიდან ხართ?

- თბილისიდან.

- ჩემი კოლეგა შვებულების დროს საქართველოში იყო და დღემდე შთაბეჭდილების ქვეშაა. ადამიანები, ბუნება და ღვინო ძალიან მოეწონა. თქვენ რომელი ღვინო გიყვართ?

- ტვიში, ნახევარტკბილი - ძალიან მაგარია.

- და კერძი?

- ხინკალი.

- სწორად გავიგე - ასეთი გოლი რომ გაიტანო, ბევრი ხინკალი უნდა ჭამო?

- ალბათ, ხუმრობთ, ხომ (იცინის)? ხინკალს ბევრს ვერ შეჭამთ, მაქსიმუმ, 5-7 ცალს. მაგალითად, მე მეტს ვერ ვჭამ. აი, როცა ჩემთან სტუმრები ჩამოდიან რუსეთიდან ან უკრაინიდან, 12-15 ცალს ჭამენ, ოღონდ მართლა.

- თუ გავითვალისწინებთ, როგორ ამზადებენ საქართველში, არ მიკვირს...

- ხინკალს ურიგოდ არც რუსეთში, ქართულ რესტორნებში ამზადებენ, მაგრამ საქართველოში მაინც უკეთესია.

კაკო
ჯიგარი ხარ, აბა შენ იცი, კიდევ გვასახელე!!!
qomagi
ლარგი ხარ, ოქრიკ! ახლა მთავარია არ მიეცე თვითკმაყოფილებას, შედეგიანი თამაში გააგრძელო და ძირითადის უცვლელი წევრი იქნები. აი მერე კი იქნებ ევროპის ტოპ ჩემპიონატშიც გადახვიდე
sabonis
ყველაფერი კარგია, მარა როცა სტაბილურად გააგრძელებ კარგ თამაშა და გოლების გატანას მერე გექნება სატრაბახოთ საქმე. აბა შენ იცი.
საქართველოს შვილი
მეც მექანიკურად ვატრიელებდი ვიდეოს წინ და უკან, ჯერ ესეთი გოლის ნახვა უზომოდ სასიამოვნოა, მერე როცა ამას შენი თანამემამულე ასრულებს ხო ასმაგად გახარებს. ყველა ვისურვებდით ესეთი გოლებით ქართვული ფეხბურთი და ნაკრები გვანაბივრებდეს, თუმცა ოქრის გოლი ენით აუწერელი სიამოვნება იყო 1111
merabi
ყოველთვის მჯეროდა ამ ფეხბურთელის
patrioti
ჯარჯი 21 ეტყობ შენ თვითონნ ხარ ბალღი და ეგრე იმიტომ გეჩვენება,რას იბოღმებით ხალხო ისე გამეხარდა ერთი 40 მაინც უყურე ამ გოლს და სუ კაი ხასიათზე ვიყავი.
max1983
ERTI SHEN GAGETANA EGETI LAMAZI DA MNISHVNELOVANI GOLI DA MERE GEZAXA BAVSHTA GOLI
ბაბაია
ჯიგარსონ ერთი ამ ბიჭის იმედი მაქვს მაგარი ტექნიკურია სუფთა ქართულ ფეხბურთს თამაშობს და შეშასავით არ არის როგორც მაგალითად დვალიშვილი . კრასნოდარიც ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის გენკებს და ეგეთებს კი ჯიობია ზენიტზე მოგება არ არის ხუმრობა საქმე
jarji21
ბავშვთა ბაღი :)
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
მეორე სომეხი ფეხბურთელი "ინტერში"? - "ნერაძურის" პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
თორნიკე ოქრიაშვილი: მე ვუყურე პიტერელთა ბოლო თამაშებს...
ლუჩესკუმ წიტაიშვილის "დინამოდან" წასვლაზე კომენტარი გააკეთა
პსჟ თუ "ჟირონა"? - სპერციანმა კომენტარი გააკეთა
გიორგი ჯიქიას გადაბირება სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსაც" სურს
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საბა კვირკველიას წასვლა იტალიურ ან გერმანულ კლუბში სურს, "რუბინი" კი 10 მლნ ევროს ითხოვს
კარლო ანჩელოტიმ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" გაწვრთნაზე უარი თქვა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
სკანდალი. ლუჩესკუმ განაცხადა, რომ ყაზახეთის ევროზე შესაძლო გასვლა არანორმალურია - ყაზახები აღშფოთებული არიან
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
საფონოვი პსჟ-ში - რუსული მედია ისევ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს?
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ჭოხონელიძემ ლუჩესკუს დაბრუნება შესთავაზა - მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
რამდენი ხანი გასტანს საუდის არაბეთში საფეხბურთო ბუმი? - ლუჩესკუ პროგნოზირებს
ლუჩესკუ არ ჩერდება - 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა
საქართველოსთან მატჩების წინ სომხეთის ნაკრები კაპიტნის გარეშე დარჩა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
"ნაპოლის" სომხეთის ნაკრების კაპიტანი შესთავაზეს