შოტლანდია-საქართველოს მატჩის შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს გიორგი გორგასლიძეს ვთხოვეთ
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტები ერთი მოგებითა და ორი მარცხით დაასრულა. ბოლო შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად, კილმარნოკში წააგეს შოტლანდიის ნაკრებთან. ამ მატჩის შემდეგ ყველა თანხმდება ერთზე - რაც შეიძლება მეტი თამაში გვინდა ასეთი დონის გუნდებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვვითარდებით.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]

არ გვინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, მალე უნდა შეიცვალოს მდგომარეობა.

განვლილი მატჩის შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს გიორგი გორგასლიძეს ვთხოვეთ, რომელიც უშუალოდ კილმარნოკის "რაგბი პარკის" ტრიბუნიდან ადევნებდა თამაშს თვალს.

"უწინარესად მინდა, კარგით დავიწყო. ეროვნული ნაკრებების თამაშამდე სამი დღით ადრე, ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ედინბურგში ითამაშეს. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ასეთი კარგი დაცვა, ქართული გუნდებისგან დიდი ხანია არ მინახავს. ძალიან კარგი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ლეგიონერი გვაკლდა. უკანა ხაზმაც და შერკინებამაც კარგად ითამაშა, მით უმეტეს, რომ დანიშნულ შერკინებაში მიწოლა არ იყო დაშვებული.

ძალიან არ მომეწონა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ნათამაშები პირველი ტაიმი. ჩანდა, რომ გუნდი სათანადოდ ვერ განეწყო. უკანა ხაზს უჭირს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაში. ძალიან ადვილად მივიღეთ ლელოები. ასე იყო იაპონიასთან და სამოასთანაც.

ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენს შერკინებასა და უკანა ხაზს შორის. ამის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ მორკინალები მაღალი დონის ფრანგულ კლუბებში ასპარეზობენ, მათ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება აქვთ. ასეთივე გამოცდილება არ აქვთ ჩვენს უკანახაზელებს, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

მერე, რაც ყველაზე მთავარია, შოტლანდიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ეს გამოჩნდა ამ ტესტებზე ავსტრალიასთან და არგენტინასთან მატჩებში. მომავალ ექვსი ერის გათამაშებაშიც ვნახავთ მათ ძალას.

გამოსავალი ერთია. რაც შეიძლება მეტი უნდა ვითამაშოთ ამ დონის გუნდებთან. არა მარტო სტუმრად, არამედ ჩვენთან, თბილისშიც. მხოლოდ მსოფლიოს თასზე ელიტურ გუნდებთან თამაში ჩვენი პროგრესისთვის საკმარისი არ არის.

ცხადია, ასეთ გუნდებთან მატჩებში თავიდან წავაგებთ. ამას უნდა შევეგუოთ. ეს არ ნიშნავს, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ. პირიქით, მათთან ბრძოლებში უნდა გავიზარდოთ. სხვა გზა არ არსებობს.

"მსოფლიოს რაგბის" ხელმძღვანელები უკვე ხვდებიან ამას. აგერ ტონგამ სტუმრად მოუგო იტალიას, იაპონიამ კინაღამ დაამარცხა უელსი, კარგი იყო ჩვენი გუნდის მეორე ტაიმი. ხედავენ, რომ სხვაობა პირველ და მეორე დონის გუნდებს შორის კატასტროფული აღარ არის.

ვფიქრობ, ამ კუთხით სერიოზული ცვლილებებია საჭირო და ამაზე მუშაობა უკვე მიდის."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თენგაბი
როგორც დროებით ღონისძიებად შეიძლებოდა ნატურალიზებული, სწრაფად მორბენალი მორაგბე, რომელიც მომავალ თაობას დაანახებდა განსხვავებას მოძრავი და დინამიური რაგბის სასარგებლოდ. ჩვენი მიზანია დავაჯინოთ სპეციალისტები, მოვიწვიოთ გამოცდილი უცხოელები და შევქმნათ ვარჯიშთა სისტემა, რომელიც ჩვენს მორაგბეებს განუვითარებს სწრაფად და სხარტად სირბილის უნარებს.
buxrika
რაგბს პროფესიულ დონეზე თამაშობენ სუ 20 ქვეყანაში აქედან11 გუნდი სათვალავში ჩასათვლელი არცაა იმხელა სხვაობაა,1 თვის უკან იყო ზელანდია ირლანდია და ზელანდიას კუში საერთოდ არ ქონდა იმხელაა სხვაობა არანაირი კონკურენცია.ჯობია სვარკას უყურო
buxrika
დღეს როგორც თქვენ ამბობთ საქართველოში ფეხბურთი მკვდარია და ამ მკვდარ ფეხბურთში გაცილებით მეტი პერსპექტივაა ვიდრე ამ ძალით გაპიარებულ რაგბში რომელიც უკვე ძალიან მოსაწყენია ერთი და იგივე გუნდებს ვუგებთ დანარჩენებთან კიი...........
რაგბი ჩვენი თამაშია
საბოლოო ჯამში ნატურალიზება ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა. უკანა ხაზელების ჩამოყვანით ადგილობრივების დონე გაიზრდება (უფრო მაღალი დონის მოთამაშესთან თამაში რო შენც გიმაღლებს კლასს რათ უნდა მაგას ლაპარაკი). არ ვიძახი მაინცდამაინც ადგილობრივები არ აღვზარდოთ თქო. უბრალოდ 3-4 წელი სანამ ჩვენი ბიჭები გაიზრდებიან, ესეთი წინა ხაზი არ გავაფუჭოთ და ბევრად მაღალ დონეზე წარმოჩინდეს ნაკრები. როგორც კი წამოეწევა ქართველის დონე იმ ჩამოყვანილისას რასაკვირველია აღარ გჭირდება და აღარ ათამაშებ.
arno
ნატურალიზებულებზე თუა ლაპარაკი, კარგი 10 და 15 ნომრები არ გვაწყენდა;(არც 12 და ფრთა) შედეგზეც იმოქმედებდა და სასწავლადაც
გამოსავალი
კალათბურთში თუ შეიძლება ნატურალიზებული მოთამაშეები რაგბში რატომ არ მოგვყავს,იტალიამ ხომ ასე დაიწყო.2,3 წელიწადში მაღალი კლასის უკანახაზელები ფაქტია არ გვეყოლება.
Torino
ბუხრიკ: რომელ ელ კლადიკოს ყურებას გვთავავახობ, კალკულიატორებით, რომ დგანან ჯამბაზა ფეხბურთელები და არბიტრი?! რამდენი კუთხური,რამდენი ჯარიმა რამდენი ყვითელი და ა.შ.... არა ძმაო ჩვენ ნაღდი სპორტით ვართ მოწამლულები, ნაღდი ქართული ალალი ჯიგრით, რაგბი ჩვენი თამაშია!!! მალე მოვა ის დრო გრანდებს რომ ვაფორთხ3ბთ გაზონზე.., ვინც არ იცის, რაგბის მოყვარულების საყურადღებოდ ვიძახი, ნახეთ ძმებო მოზარდები რას თამაშობენ (16-17), ამათ რომ ვუყურებ, თავი სადღაც სამხრეთ ნახრვარსფეროში მგონია (არ ვაჭარბებ) 10-15 ფაზა შეტევების, სწრაფი ამოღება რაქიდან, ოფლოუდების კასკადი, ბურთის ჩათამაშებები ფრთებზე, მეტობების შექმნა და ა.შ. რაც მთავარია ეს ყველაფერი ხდება ძალიან მაღალ ტემპში, სულ ცოტაც მოვითმინოთ!!!....
Temo
ძაღლი ყეფს და ქარავანი მაინც მიდისო, ზოგიერთების გასაგონად. რაც შეეხება რაგბს მე მგონია რომ ნელნელა უკანახაზის პრობლემა თავისით მოგვარდება რამეთუ აქამდე მხოლოდ მასიური და ძლიერი ხალხის სპორტად აღვიქვამდით, სხარტი და მოძრავი პატარები და მოზარდები იშვიათად რომ ამ სპორტში მოხვედრილიყვნენ, თუმცა რათქმა უნდა გულხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით რა გახდა სულ რაღაც 5-6 მილიონი რომ ჩავერთოთ პრესტიჟულ ტურნირებში და საერთოდაც ქართული ფრანჩიზი გავაკეთოთ? ამდენს და გაცილებით მეტს უაზრო პროექტებსა თუ ათას სისულელეში კი ვისვრით ყოველ წელს. ნუ ჩამოვიყვანთ თუნდაც მარუნ ფაივსა და მისთანებს, განა წარმატებული რაგბი მეტი სიხარულის მომტანი არ იქნება ქვეყნისთვის? და ბოლოს, გლახუნას იდეა მომწონს და მივესალმები
glaxuna
და ამასთან უნდა მივაღწიოთ- ს ა კ ლ უ პ ო ევროპულ ტურნირშებში მივიროთ ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ მონაწილეობა და არა ერთი გუნდით- 3-4 საკლობო გუნდით მაინც..ეს მ ო ი ზ ი დ ა ვ ს დაფინანსებას და კლუბისათვის პატრონებს- კ ო ნ კ უ რ ე ნ ც ი ა ც გაიზრდება!
glaxuna
თუ 6 ერში ა რ მიგვიღეს,დ რ ო არ უნდა დავკარგოთ. წინადადება- ყოველ 2 წელიწადსი ჩ ა ტ ა რ დ ე ს ე.წ. ,,ოკეანის თასი,,- მე-2- ეშელონის 10 გუნდი- 2 ჯგუფი 5 გუნდით რეიტინგის შესაბამისად,ნახერ-ფინალები,ფინალები და მე-3-ზე. ასე გ ა ს წ ო რ დ ე ბ ა რეიტინგიც და რ ე ა ლ უ რ ა დ ვინ-ვინ არის და მართლა რას წარმოადგენს! იტალია 6-რში და მის ნახვლად ფიჯი! 1-ლი ტურნირი თავისი გრანდიოზულობით ჩ ა ტ ა რ დ ე ს აშშ-ში,ფინანსური და ავტორიტეტისათვის ძ ა ლ ზ ე მომგებიანი იქნება. აქ გაძლიერდება ს ე რ ი ო ზ უ ლ ა დ მე-2- ეშელონის გუნდები და მცირე დროში სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ გრანდეს,ძ ა ლ ი ა ნ მცირე დროში! ანუ : ფიჯი,იაპონია,საქართველო,ტონგა,სამოა,რუმინეთი,კანადა,აშშ, ერთი უთუოდ აფრიკის ჩემლიონი, მე-10 გუნდი შესარჩევით:ერთა თასის მე-3-ე (უ დ ი დ ე ს ი სტიმულიც იქნება!) დღეს: რუსეთი-ურუგვაი-აფრიკის მე-2- გუნდი + მსოფლიო რეიტინგით მომდევნო ანუ 4 გუნდიდან! - მსოფლიო თასის შემდეგ ყველაზე პ რ ე ს ტ ი ჟ უ ლ ი შეიქმნება!
buxrika she...
ფეხბურთში კლასიკოს ყურება კარგია, მაგრამ მეგ კლესიკოზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და ჩვენ ჩვენზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ფეხბურთი გასაუქმებელი. ეგ ფული რაგბს უნდა მისცენ.
azri
ნატურალიზებაზე ლაპარაკისას ისევ ქართული სულსწრაფობის აჩრდილი დაგვდევს სწრაფი შედეგის და ფუყე მომავლის მისაღები საშუალება ნაცარქექიული მიდგომაა ეგ, საქართველოს ნაკრები წარმატებული გუნდია, მას არ სჭირდება საბჭოთა "დავეწიოთ გადავასწროთ" მენტალიტეტი
azri
ა ბატონო ესეც მე ვარ? კაც იძახის ბექების უმეტესობა საქართველოში იზრდება და მაგიტომაც ქვთ წუნიო ყველა კაჭარავა არ არის რო ჭე კლასის რუსულ ლიგაში ითამაშოს და მაინც მაგარი იყოს პირველ რიგში შიდა ჩემპიონატი და პატარების აღზრდაა საჭირო - ამას უნდა მივხედოთ მთელი სიგრძე სიგანით - ეს არის მომავალი სან-სიროს და თვიქენჰამის დონის სტადიონების აშენებას და ექვს ერთან თამაშს მოვასწრებთ და კიდევ ერთი: ნუ ხარჯავთ დროს ისეთ კომენტარებზე რომელთა მიზანიც მხოლოდ სხვების აგდება-გაღიზიანებაა
buxrika-s
ერთი მაგ შენი ელ კლასიკოთი ნუ წაგვჭამე ტვინი რააა. ფეხბურთი საქართველოში მკვდარია და უმრავლესობა გულშემატკივარი ეგრე ფიქრობს, ბაშვებიც კი არ მიყავთ უკვე ფეხბურთზე. ტუ არ აფასებთ ქართველი ბორჯგალოსნების შრომას მოდი ......... რაა ;) ოკ ჯიგარ!!!?
რაგბი ჩვენი თამაშია
რასაკვირველია ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მოვახდინოთ ნატურალიზება იქამდე სანამ კარგი ბიჭები გაიზრდებიან ჩვენთან, და ისიც 100%-ით მართალია რომ 2 კარგი კლუბი გვჭირდება (სხვანაირად ვერ გავიზრდებით). რაც შეეხება ბუხრიკას, აქ "ჩვენი ქვეყნის" საკითხს განვიხილავთ და შენ წადი სხვისი არჩიე იქ. 13 წლის წინ რაც იყო რაგბი და რაც არი დღეს კი ხედავ, და ფეხბურთიც იგივენაირად 13 წლის რაც იყო და დღეს რაც არი იმასაც ხედავ. ასე რომ შენ აღარავინ შეგეკითხება კიდე ერთ 15 წელიწადში რა სპორტი იყოს საქართველოში ყველაზე პოპულარული. პატარა ბავშვები გიჟდებიან რაგბზე და ფეხბურთი დიდად არ ეპიტნავებათ
Buxrika
ნუ წაიღეთ ამ იდიოტური რაგბით ტვინი ხო ხედავთ შოტლანდიამ რა გვიქნა.დღეს კლასიკოა.და კიდევ რაგბი ფეხბურთივით მასიური თემა ვერ იქნება ვერასოდეეეეს
gogig
ნატურალიზაცია, მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტის მომტანია. იტალია კარგი მაგალითია. არგენტინელები ყავდათ და ამით ქაჩავდნენ. ახალ ვეღარ მოყავთ და საკუთარი მოთამაშეებიც ვერ გაზარდეს. უნდა ვეცადოთ ევროპის საკლუბო ტურნირებზე ან ჩემპიონატებში ჩავერთოთ და ჩვენი მოთამაშეების დონე ამაღლდება.
mamulo
ამ ეტაპზე,ნატურალიზება კარგია(უფრო სწრაფად მოიტანს შედეგს და თანაც უფრო იაფი დაჯდება)ამასთან ერთად ,საკლუბოევროტურნირებში მონაწილეობაც აუცილებელია მომავალშიც რომ აღარ დაგვჭირდეს ნატურალიზება. .
nemogg
ნატურალიზება გამოსავალი არ არის თუ ამ გზით წავალთ მუდმივად ეგ პრობლემა იქნება კალათბურთში ყოველ სეზონზე ახალ ახალ ამერიკელს ეძებენ უნდა დავეყრდნოთ ადგილობრივ კადრებს უნდა გაძლიერდეს საკლუბო რაგბი
მერაბი გ.
უკეთესი გამოსავალია (ნათქვამთან ერთად) 1-2 ქართული კლუბი გავაძლიეროთ, დავაფინანსოთ და ევროტურნირებზე, ტურნეებზე, ამხანაგურებში ... მივუშვათ; უკანა ხაზიც გაძლიერდება და ევროპაში ჯერარწასული წინაც
რაგბი ჩვენი თამაშია
მოკლედ მაინც ვრჩები იმ აზრზე რომ, სამი უკანახაზელის რატურალიზების შემთხვევაში (10-11-15 ნომრები), ვიქნებით საკმაოდ მაღალი დონის გუნდი და პრეტენზია გაგვიჩნდება ბევრი რამის, შერკინებამ და წინა ხაზმა ორი ლელო დადო (გააკეთეს ის რაც უნდა გაეკეთებინათ), დანარჩენი უკანა ხაზელების საქმეა, მაგრამ არ გვყავს იმ დონის და რა ვქნათ (მეტსაც ვერ მოვთხოვთ). ზოგადად ლელოს დადება და სწრაფი თამაში უკანა ხაზელების საქმეა რასაც ვერ ვაკეთებთ. 3 უკანა ხაზელის ნატურალიზება და გვეყოლება მაღალი დონის გუნდი და არ გავაფუჭებთ ესეთი კარგი თაობის წინა ხაზს (მომავალი თაობაც საკმაოდ კარგი მოდის წინახაზელების, უკანა ხაზში პატარებშიც გვიჭირს).
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
როდის გაჩემპიონდება ქუთაისის "აია"?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე დაინიშნა
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა
გორგასლიძე: რუსეთთან საპარლამენტო არჩევნების დღეს თამაში არამიზანშეწონილია
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ქუთაისში შაკო ქურციკიძის მემორიალი გაიხსნა
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!