ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრების განცხადება

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრების განცხადება

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი კოტე ბოჭორიშვილი განცხადებას ავრცელებს
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი კოტე ბოჭორიშვილი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში გულშემატკივრები მოითხოვენ "ზესტაფონთან" დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენას.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ლევან კობიაშვილს;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს;

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა ოფიციალური

კლუბის წევრთა და ამავე კლუბის რიგით გულშემატკივართა

მ ი მ ა რ თ ვ ა

როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 19 აპრილს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩზე სათამაშოდ არ გავიდა. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს ბინძური გარიგება და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შეხვედრის "დათმობა" შესთავაზეს...

უნდა ითქვას, რომ "ზესტაფონი" არის საფეხბურთო კლუბი, რომელსაც არაერთგზის გაუპროტესტებია სპორტული პრინციპებითა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილე გუნდების რაოდენობით მანიპულირება.

ჩვენს საყვარელ კლუბთან ერთად, ჩვენც, მისი ქომაგები, თანაბარი დაფინანსების პრინციპის დანერგვისაკენ მოვუწოდებდით სახელმწიფოს და ყოველთვის ფეხბურთის სისუფთავის სადარაჯოზე ვიდექით. ერთ დღეს კი აღმოვჩნდით იმ საშიშროების წინაშე, რასაც ჩვენი გუნდის ფეხბურთელის მოსყიდვა და ჩვენი კლუბის ავტორიტეტის შესაძლო შელახვა ერქვა.

შექმნილი ვითარების შესახებ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ აცნობა სფფ-ის წინა მენეჯმენტს და სთხოვა მათ შექმნილი სიტუაციის შესაბამისი მოქმედებების გატარება. ჩვენდა გასაკვირად, მეორე დღესვე მოწვეულ იქნა სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელმაც მიიღო "ზესტაფონის" ჩემპიონატიდან მოკვეთის შესახებ გადაწყვეტილება. რამდენიმე დღეში კი ეს გადაწყვეტილება სფფ-ის აღმასკომის წინა შემადგენლობამაც დაადასტურა...

საინტერესოა, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ფედერაციის უკვე ახალმა ხელმძღვანელობამ ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში, მაშინ, როცა საფეხბურთო კლუბ "ლიახვის" ფეხბურთელი "ზესტაფონის" ფეხბურთელის მსგავსად მოიქცა, მასთან გარიგების მცდელობისა და ბინძური გზით სიარულზე უარი განაცხადა, "ლიახვი" არავის მოუხსნია ჩემპიონატიდან. მეტიც, ვითარებაში გარკვევამდე მატჩის გადადების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად თავად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ლევან კობიაშვილმა მიიღო...

არ იყო გასაკვირი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შარშანდელ არჩევნებში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" და მისმა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილსა და მის გუნდს - იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთში იმ პერიოდში გამეფებულ სიბინძურეს ღიად დაუპირისპირდნენ.

ფედერაციის სათავეში მოსვლამდე ამ ადამიანებმა (ლევან კობიაშვილმა და მისმა გუნდმა) პირდაპირ განაცხადეს იმის შესახებ, რომ ჩვენს გუნდს უსამართლოდ მოექცნენ, უმაღლესი ლიგიდან უკანონოდ მოკვეთეს და რომ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანა "ზესტაფონთან" მიმართებაში სამართლიანობის აღდგენა იქნებოდა. რა გასაკვირია, რომ დღესაც დარწმუნებულები ვართ - სამართალი იზეიმებს და ისინი, დაპირებისამებრ, შეასრულებენ "ზესტაფონთან" დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენის თაობაზე დადებულ პირობას.

უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო თვეების განმავლობაში "ზესტაფონის" გულშემატკივრები ვცდილობდით, მაქსიმალურად თავშეკავებულები და კორექტულები ვყოფილიყავით. ვცდილობდით, ჩვენი თემით ზედმეტი დისკომფორტი არ შეგვექმნა ქვეყნისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის.

თუმცა, ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხის დღემდე მოუგვარებლობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, შეგხმიანებოდით და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ ფეხბურთის ზესტაფონელ მოყვარულთა, რიგით ზესტაფონელთა და ჩვენი საყვარელი კლუბის მიმართ ჩადენილი უსამართლობით აღშფოთებულ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელთა მრავალათასიანი არმია კვლავაც ელოდება სფფ-ის წინა ხელმძღვანელობის მიერ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების სამართლებრივ შეფასებასა და სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას.

გვეიმედება, რომ ამ საკითხით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა, ასევე დაინტერესდებიან და ჩვენს სატკივარს გულთან ახლოს მიიტანენ საქართველოს მთავრობის მეთაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას - ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ შეფასებულ იქნას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მოკვეთის სამართლებრივი შესაბამისობის საკითხი და ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ მიღებული სადამსჯელო სანქციების უსამართლოდ მიჩნევის შემთხვევაში, ფედერაციის აღმასკომის მიერ იქნას მიღებული გადაწყვეტილება ამ სანქციების გაუქმებისა და ჩვენი კლუბის უმაღლეს ლიგაში აღდგენის შესახებ!

პატივისცემით,

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის"

გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი /კ. ბოჭორიშვილი/

2016 წლის 7 დეკემბერი

P.S. მიმართვის ტექსტს თან ახლავს პეტიცია, რომელსაც თან 1 000-ზე მეტი გულშემატკივრის ხელმოწერა ახლავს".

• CHEROELI

რატო დაწვრილმანდა ასე ეს კაცი,პრო-1 კი არა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უნდა მოეთხოვა ასეთი სტადიონის პატრონს.

• ჯუმბერი

გაუმდიტ ხალხო ქარტული ფეგბურტიდან ინვესტორები გარბის და არც კოკაიას სჰერცხვება წასვლის ტუ წასვლა უნდა ტქვენი ტვინიტ ნუ განიხილავტ რაფერ რარის იყოს ზესტაფონიც და დაატონ ერტი კლუბიც და იყოს 12 გუნდი რა პრობლემა 4 წესიერი სტადიონი სუა საქარტველოში და ერტერთი ზესტაფონსაქ და ალამაზებს ჩემპიონატს და ტქვენ უარზე ხააარტ რეალის ტამასჰის ყურება გირჩევნიატ თუ მოსკოვის ცესკასი ამაზე არ გიფიქრიათ

• GAGA

სამარტლაიანად არ მიაჰნიატ ზესტაფონის ტამასჰი ჰაჰაჰაჰა აბა რა მიგაჰნიად ბიჯოო წადიტ და დზროხებიტ სავსე სტადიონებს მიხედეტ ტორე მოიტეხა ფეგბურტელებმა ზესტაფონელი იყო არისუბრებდიტ ეგრე ჰვერო მოგვხსნეს სხვა ხო დასვს რატოარ გაიგეტ ხმა ტქვე ბოგმიანებო კოკაია დამნასჰავე და სიჯინავა წმინდანი ხოოო

• 1

უდავოე ის, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ფედერაციამ და ამდენხანსაც უნდა მიეღო. ვითომ არაფერი არ ხდება და წაყრუება გამოსავალი არ არის.

• CHEROELI

გულშემატკივრების მართლა მესმის უნდათ კარგი ფეხბურთი,მაგრამ ერთხელ რომ კაცი შუა ჩხუბში მიგატოვებს მეორედ აღარ უნდა გაყვე იმას.

• mamuka09ze

თვითონ კოკაიას არ უნდა, რომ გუნდი ჰყავდეს, უფრო სწორად ფულის ხარჯვა აღარ უნდა. კიდეც რომ აღადგინონ ზესტა უმაღლესში, მერედა რა, როგორ იარსებებს გუნდი? რატომ უნდა აღადგინონ ეგ კი საკითხავია, წესდებაში წერია, გუნდი, რომელიც თამაშზე არ გადის, უნდა მოიკვეთოს!

• irakli apkhaidze

Pრო-2-ში ბევრი გუნდია ვისაც ლიცენზია არა აქვს და თუ სფფ-მ თავის პრინციპებს არ უღალატა იქაც გამოთავისუფლდება ადგილი და თუ ნება იქნება ზესტაფონის იქ დაშვება საკმარისად სამართლიანი იქნება. ეგ კი არა წესით სხვა ლიცენზიის მქონე გუნდებმა უნდა ჩაანაცვლონ ლიცენზიის არ მქონები. იმ ინციდენტს რაც შეეხება ყველას გვახსოვს, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე ძალით გაჰყავდათ და დაშლის პირას იყო, საბაბიც გამოჩნდა შემდეგ და...

• petre

ეგ სუფრა შენი გაშლილია?

• ramazi

კოკაია სტადიონის და ბაზების გაირავებიტ უფრო ხეირობს ვიდრე გუნდიტ და ამიტომ არ გაკეთა ამ შემოდგომაზე გუნდი მეორე ლიგიდან რომ დაეცკო მარტო ჯაბუკტა გუნდი გაკეტა და ის თამშობს,ზესტაფონს ხომ კავს მეორე გუნდი მარგვეტი რომელიც ეროვნული პირველ ლიგასჰი გადავიდა და დაუთმოს სატადიონი კოკაიამ და ზესტაფონლებს მიცეს სასჰუალება ტამაშებს უკურონ

• ზესტააა,მომენატრა სავსე ქართული სტადიონიი!

მოხევა არა,ის... რა შუაშია კოკაია,პატიოსნად მოიქცა გუნდი და დაახვევინეს ეგრევე,ზოგიერთებივით ერთ ადგილს კი არ ულოკავდა სხვებს.... დააბრუნეთ ზესტა,დაააბრუნეთ.

• CHEROELI

კოკაია საბაბს ეძებდა და მონახა მაშინ,თუ უწესობა შეთავაზეს კი არ უნდა გაქცეულიყო 5-0 უნდა მოეგო იმ გუნდისთვის,მაგრამ მოხევა უნდოდა და სხვას დააბრალა.ახლა მომინდომა გაშლილ სუფრაზე წამოჯდომა.

• vasilich

შეასრულეთ სიტყვა და აღადგინეთ სამართლიანობა!

• QWERTY

კარგია და მისასალმებელია თუკი ზესატფონი დაბრუნდება, ამას რა სჯობს მაგრამ როგორი იქნება მერე ფორმატი? 4 წრედ 11 კლუბით 40 თამაში? თუ მეთორმეტე დაემატება გავარდნილი 4-იდან საუკეთესო მაჩვნებლების მქონე? მაშინ როგორ იქნება 6 საჩემპიონო და 6 დასაქვეითებელი ჯგუფები პირველი 2 წრის შემდეგ? კი მაგრამ 8 და 10 კლუბიანი ჩემპიონატის მომხრეები ხომ გადაირევიან და სუიციდს მოიწყობენ ალბათ ?

• aka

დააბრუნეთ ზესტა უმაღლესში.

• cheroelo-s

ვინაა ბოღმა_? პატიოსნად რომ მოიქცა გუნდი და გარიგებულ თამაშში არ მიიღო მონაწილეობა ეგაა ბოღმა? ყველაზე ძლიერი გუნდი იყო და ყველაზე სანახაობრივ თამაშს აჩვენებდა.. სავსე იყო ტრიბუნები ყოველთვის..ეგ არ მოწონდათ,თბილისის ცარიელი სტადიონების მესვეურებს...დააბრუნეთ მალე,რაც შეიძლება სწრაფად

• kaxa

ზესტა უნდა დააბრუნონ იქ სადაც ის თამაშობდა. სამართალმა უნდა იზეიმოს.

• კოტე

ზესტაფონს 2014-15 წლების ჩემპიონატის საბოლოო ცხრილის მიხედვით 2015-16 ჩემპიონატში მხოლოდ პირველ ლიგაში უწევდა თამაში (დისკვალიფიკაციას თუ არ ჩავთვლით). იქაც აღარ უთამაშია. მესმის, რომ ბოლო ტურები ვერ ითამაშა, მაგრამ ამ ცხრილის ფონზე უმაღლესში ადგილის მოთხოვნა აბსურდია. ამის გარდა, 2017 წლის ჩემპიონატის მონაწილეები ლიგების მიხედვით ეხლანდელი მოკლე ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დადგინდა, სადაც ასევე არ უთამაშია ზესტაფონს. რის საფუძველზე უნდა დაიშვას უმაღლეს ლიგაში? არაფერი პირადი და საწინააღმდეგო ზესტაფონის წინააღმდეგ არ მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე უმაღლესში ადგილის მოთხოვნა კიდეც უფრო მეტი უსამართლობა იქნება, ვიდრე თავის დროზე ლიგიდან მისი მოკვეთა იყო.

• cheroelo

ხზესტაფონის ზესტაფონი მალე დაბრუნდება. კარგს რაც შეეხება, ამაზე დავა უაზრობად მეჩვენება. ყველას ყველაფერი ახსოვს ვინ ვის ეთამაშებოდა. ითამაშეთ იქ სადაც თამაშობთ და ნუ ხართ ბოღმები

• CHEROELI

ზესტაფონს კარგი გუნდი ჰყავს - მარგვეთი,მიხედეთ იმას.

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

"ტორპედო" უსაქმური მკვდარი სულების თავშესაფარი არ არის! - "ჯუნგლების" განცხადება

უმძიმესი ფინანსური კრიზისი - ფოთის "კოლხეთი" განცხადებას ავრცელებს

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

"ბარსელონა" "რეალთან" მატჩის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კალათბურთის ფედერაციის გამგეობის განცხადება

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო