"...და ასეთ დროს, ქართველ ინვესტორებს არ ეძლევათ საქმის კეთების საშუალება"
"ზესტაფონის" გულშემატკივრებმა ქართული სპორტისა და სახელმწიფოს მესვეურებს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც სამართლიანობის აღდგენასა და საყვარელი კლუბის ქართულ საფეხბურთო სივრცეში დაბრუნებას ითხოვენ.

- საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრების განცხადება

- [ოთხშაბათის საკითხავი] ხალხმა თქვა, რას იტყვიან კოკაია და ფედერაცია?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჯერაც არ გამოუთქვამს. მანამდე კი "ლელო" "ზესტაფონის მფლობელ ილია კოკაიას გაესაუბრა...

- ბატონო ილია, მზად ხართ თუ არა, კვლავ დააფინანსოთ "ზესტაფონი" და რა პირობებში შეიძლება მოხდეს ეს?

- მოგეხსენებათ, ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ ჩვენი კლუბი უსამართლოდ მოიხსნა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ამდენ ხანს განხილვის საგანი. თუ აღდგება სამართლიანობა ჩვენს კლუბთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მზად ვარ, კვლავ დავაფინანსო კლუბი.

დაუბრუნდება თუ არა "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატს, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ დავდო კლუბის დაფინანსების პირობა სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში.

ყველამ კარგად იცის, რა და როგორ მოხდა "ზესტაფონთან" დაკავშირებით. ჩვენ ბოლომდე მართლები ვართ. აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ "ზესტაფონს" ჩემზე უკეთესი დამფინანსებელი გამოუჩნდება, მზად ვარ, დავუთმო მას ეს უფლება. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ კი ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ყველამ ყველაფერი იცის. ჩვენ არ ვითამაშეთ ის თამაში, რომელიც არც უნდა გვეთამაშა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქარტიაზე გვაქვს ხელი მოწერილი და მეორეც - ეს სასტიკად ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს.

- ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან თუ გქონდათ კონსულტაციები გუნდის მომავლის თაობაზე?

- არა, კონსულტაციები არ ყოფილა. ვესაუბრე თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას და მან პირობა მომცა, რომ აღმასკომის უახლოეს სხდომაზევე დააყენებდა ამ საკითხს. მან გულისტკივილი გამოხატა ასეთი სიტუაციის გამო... ასევე ვესაუბრე "გაგრის" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძეს და მისგანაც ასეთივე თანადგომა მივიღე.

მე ვერ გეტყვით, საერთოდ დადგა თუ არა აღმასკომზე ეს საკითხი და როგორ განვითარდა მოვლენები, რადგან, მოგეხსენებათ, მე არ ვარ ამ ორგანოს წევრი. საპარლამენტო არჩევნების წინ ვესაუბრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. ლევან კობიაშვილმა მითხრა, რომ ზესტაფონში ჩასვლასა და კლუბის გულშემატკივართან შეხვედრას აპირებდა, მაგრამ ასეთი შეხვედრა ჯერ არ შემდგარა.

- იმ შემთხვევაში, თუ "ზესტაფონის" დაფინანსებას გააგრძელებთ, რამდენად ამბიციური იქნება გუნდი?

- მე ვერ წარმომიდგენია, "ზესტაფონი" იყოს მაჩანჩალა და ერთ-ერთი აუტსაიდერი. თუ ის იქნება, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და ეყოლება ბევრი მაყურებელი, როგორც ჰყავდა ადრე. იქნება ის აჟიოტაჟი და მოლოდინი, რაც ადრე იყო და უფრო მეტიც. თავადაც გახსოვთ, როგორი გუნდი გვყავდა, რამდენი ფეხბურთელი გავუზარდეთ საქართველოს ნაკრებს...

"ზესტაფონში" ითამაშეს ძალიან კარგმა ლეგიონერებმა. რაც მთავარია, ეს გუნდი ყოველთვის თამაშობდა სუფთად.

ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა შეაფასოს წინამორბედის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ეს იქნება იმის პრეცედენტი, რომ სამომავლოდ არავის ექნება თვითნებურად ასეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალება ისე, როგორც ეს წინა ხელმძღვანელობამ გააკეთა.

- ფაქტია, დღეს ქართულ ფეხბურთში საიმედო კერძო ინვესტორების დეფიციტია...

- ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ამბავი. ახლახან წავიკითხე თქვენს გაზეთში - ინვესტორი, რომელსაც "ზუგდიდი" უნდა დაეფინანსებინა, თურმე ათასდოლარიან სამსახურს ეძებს... კითხვები ჩნდება სხვა კლუბებთან დაკავშირებითაც. ასეთ დროს ქართველ ინვესტორებს არ ეძლევათ საქმის კეთების საშუალება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
კობი უმედური ხარ რაგაც მოიფიქრე და გაიხსენე მად ადგილს ვისი დამსახურებიტ გაქ მიგებული გაიხსენე დაპირება
simartle
ჰვერო არაფერი გვეტქვა და ჰაწყობილ ტამაშებზე გავსულიყავიტ ჰემპიონები კიარ გვახხდებოდიტ ჰვენ ზესტაფონი ვარტ გორის დილა კიაარ ან სხვა რომელიმე კლუბი ასე რომ დაბრუნეტ გუნდი და ვინც მარტლა აწყობს ტამაშDებს ის მოკვეტედ და ვისაც სტადიონი არააქ
პალი
ვერ ვხვდები, რა არის სადავო. კობიაშვილი ჯადოქარია? ზესტამ სამწუხაროდ დაარღვია დებულება და ჩაშალა თამაში. ეს არის მოკვეთა. ჩაწყობის მცდელობა იყო თუ აფეთქების, სფფ-მ გითხრათ, არ ითამაშოთო? ანუ უნდა გეთამაშათ! 2×2=4
bibi
ზესტა როარ აგდგეეს ეს წარმოუდგენელია ჰვენ ყველაზე მაგარი გუნდი გვეყლლება 2 ლიგიდან ტქვენ დაიწეტ ტამაში ყანაში რ ო ტამაშობტ და ვაბშე ის გუნდები მოკვეტედ ვისაც სტადიიონის მაგიერ ყანააქ და ზესტაფონი დაუბრუნდეს კუტნილ ადგილს
ვაჟა-s
გაისადაც საძებარი აქვს მარგვეთა-2006ს სტადიონი. მუკაკომ და შაკომ მოაგვარონ ეგ თავის მაღრაძესთან ერთად
ზესტას და..
ვეთანხმები კობიაშვილს..მიიღოს არაკანონიერი გადაწყვეტილება და დაუშვას პირველ ლიგაში.რატომ დაისაჯა ზესტა?არ გავიდა გუნდი თამაშზე და წესდების მიხედვით მოხსნეს!...საქულას დუქანია თუ ქვეყნის ჩემპიონატი?..თუ როგორც კოკაიას გაუსწორდება,ისე უნდა იცხვლებოდეს წესები?თუ საერთოდ არ არსებობდეს კოკაია და კ.–თვის წესდება? პ.ს.საერთოდ ზესტაფონში ვერ შეიქმნება ამბიციური გუნდი ევროპის ლიგის დონის,რადგან ჯერ ქალაქი ზესტაფონი სამწუხაროდ შორსაა ევროპული ინფრასტრუქტურისგან!ძალიან შორს!... ბათუმში,ქუთაისში შესაძლებელია...საქართველოს ჩემპიონატში შესაძლებელია ყავდეს ზესტაფონს პრეტენზიული კლუბი,მაგრამ თუ ევროპაზე გაქვს პრეტენზია,მაშინ ქალაქიც უნდა იყოს შესაბამისი თავის ინფრასტრუქტურით
ვაჟა
ბატონო ილია!ზესტაფონის "მარგვეთს"30 აგვისტოს ერთადერთი სტადიონი რემონტის დაწყების მომიზეზებით რომ დაუკეტეთ,სამართლიანად მოიქეცით?გუნდი ისე გახდა მეორე ლიგის გამარჯვებული,ზესტაფონში ერთი თამაში არ უთამაშია.ეს იყო თქვენი მხრიდან სამართლიანი?(სხვათა შორის,სტადიონის რემონტი დღესაც არ არის დაწყებული).უბრალოდ ვერ აიტანე,შენს მიერ მიწასთან გასწორებულმა ზესტაფონის ფეხბურთმა ფეხზე დადგომა რომ დაიწყო და ამიტომ ღვრი ნიანგის ცრემლებს.მაგრამ უფალი სამართლიანია და ქუჩაში დატოვებული 300 ბავშვის ცოდვა არ გაგახარებს.გულს ვეღარავის აუჩუყებ.
უხილავი
კოტე.ბოჭორიშვილო-ზესტაფონი გასავარდ ზონაში იყო როგორც მახსოვს მაგ დროს.ხოდა ახლა ყველაფერს სჯობია 1ლიგაში მოხვდეთ და მერე გადმოხვიდეთ უმაღლესში როგორც რეიჯენსი იყო.სხვანაირათ ერთი გაკეთდება და მეორე გაფუჭდება.ანდაც თუ უსამართლოთ იყო ადგეს ბატონი კოკაია და გაასაჩივროს ყველგან ფიფაშიც და უეფაშიც
კოტეს
ვის მიმართ იქნება უსამართლობა, ვინც გავარდა? სხვათაშორის ზესტაფონი რო მოკვეთეს, სეზონის ბოლოს ქულებით არ გავარდნილა :D ეს ისე, ცნობისთვის. მერე მეორეც, ინვესტორები ასე მოითხოვენო. მართლა ვერ ხედავ სხვაობას უსამართლოდ მოკვეთილ გუნდსა და არარსებულ გუნდს შორის? ორი ვარიანტია სულ. ან სამართლიანად მოკვეთეს ზესტაფონი ( უნდა გვეთამაშა ეტყობა ჩაწყობილი თამაში ) და არ გვეკუთვნის ადგილი უმაღლესში, ან უსამართლოდ მოგვკვეთეს და ჩვენი კუთვნილი ადგილი გვინდა. ახლა გამოვიდეს კობიაშვილი და თქვას სათქმელი. ეგაა და ეგ...
გიორგი
უსამართლოდ მოექცნენ ზესტაფონს ახლა კეთილი ინებონ და დააბრუნონ თუ უნდატ ჩემპიონატი განვითარდეს
Kote
მაპატიეთ, მაგრამ ეს "როგორც უნდა" არის უბედურების თავი და თავი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეგ სამართლიანობა? ზესტაფონის პირდაპირ უმაღლესში დასმა არ იქნება უსამართლობა სხვა გუნდების მიმართ? ეგრე ნებისმიერი ინვესტორი მოითხოვს, დამსვით უმაღლესში და გუნდს ისე დავაფინანსებო. მაგრამ არა, კოკაიამ როგორც ყოველთვის ისეთი წინადადება უნდა ჩააგდოს, ათას კითხვას იქიტ რომ ბადებს. თვითონაც კარგად იცის, რომ დღეს შეუძლებელია პირდაპირ უმაღლესში გუნდის დასმა და მაგიტომაცაა, ასე ხმამაღლა რომ იქადნება. არაფრის დამფინანსებელი არ მგონია ის დღეს - თუ არა და დაიწყოს იქიდან, საიდანაც იწყება ყველასთვის. თავის დროზეც, როგორც მახსოვს, პირდაპირ იყიდა უმაღლესში ადგილი და იგივე უნდა ეხლაც.
GAGA
პასუხიც აგერაა რატქმაუნდა ილოს სურს ზესტაფონის დაფინანსებადა ეჯვიც არმეპარება მის სიტყვებში გუნდი უსამართლოდ მოკვეთეს და აგადგინონ სამართალი როგორც უნდათ კობიაშვილმა კი PIრობა შეასრულოს
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
როგორ აფასებენ კლუბები ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილებას
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...
მამუკა კვარაცხელია: ფედერაციაში თავიანთსავე ეთიკის კოდექსს არ კითხულობენ
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...