ევროპის საკლუბო ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" გათამაშებაში კვარცხლბეკზე ერთბაშად ორი ქართული კლუბი ავიდა
ბარბარობა დღეს - 17 დეკემბერს ქართულმა ძიუდომ მორიგი ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად - საკლუბო დონეზე: გროზნოში ჩატარებული ევროპის საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, "ოქროს ლიგის" გათამაშებაში კვარცხლბეკზე ერთბაშად ჩვენი ორი კლუბი ავიდა: "საგარეჯო სუპერსტარი" ჩემპიონი გახდა, ხოლო "მებრძოლი" მესამეზე გავიდა.

ტურნირში კიდევ ერთი ქართული კლუბი გამოდიოდა - "შევარდენი 2005", რომელიც მეშვიდეზე დარჩა.

"მებრძოლი" ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და წლეულსაც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. ჯაბანი არც "საგარეჯოა", თუმცა უფრო ტიტულოვანი შემადგენლობა მაინც "მებრძოლს" ჰყავს. ოღონდ ეს კია, 73 კილოგრამში მათ აკლდათ ფეხმტკივანი ლიდერი, ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი, მაგრამ "საგარეჯომ" მართლაც ჩინებულად იასპარეზა და დიდ მონდომებასთან ერთად მაღალი კლასიც აჩვენა.

გამარჯვებას ათმაგ ფასს ის გარემოებაც სძენს, რომ ჩვენებმა ფინალში უძლიერესი რუსული კლუბი, რუსეთის პრეზიდენტის ფავორიტი სანკტპეტერბურგული "იავარა ნევა" დაამარცხა მეტისმეტად დაძაბულ ბრძოლაში - 3:2.

ამ შეხვედრის გმირად მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი იქცა, ვინც 2:2-ზე, ბოლო და გადამწყვეტ პაექრობაში დგომიდან, მაღალი ტრაექტორიით ჩინებული კისრულით წამოიღო მასზე ბევრად ტანმაღალი რენატ საიდოვი და წმინდა მოგებით საკუთარ კლუბს პირველი, ქართულ ძიუდოს კი მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა.

იხილეთ ვიდეო

"საგარეჯოს" წარმატება აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ნიჯატ შიხალიზადამ, ახალგაზრდა ბაგრატ ნინიაშვილმა (ორივე - 66), ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73), კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ოღონდ საბერძნეთის მოქალაქე ქართველმა რომან მასტოპულოსმა (81), უნიჭიერესმა ბექა ღვინიაშვილმა (90), ლევან მატიაშვილმა და გუგა კიბორძალიძემ (ორივე - +90) მოუტანეს.

იქიდან გამომდინარე, რომ 8-გუნდიან ტურნირში სამი ქართული კლუბი გამოდიოდა, ჯგუფებში მათი ერთად მოხვედრა გარდაუვალი იყო. წილისყრამ ერთ მხარეს "მებრძოლი" და "შევარდენი" მოახვედრა, თუმცა ისინი ერთმანეთს სანუგეშო წრეში შეხვდნენ და არა ძირითად ბადეში, რადგან პირველივე წრეში ორივემ წააგო. თუმცა ამათგან უფრო მოულოდნელი "მებრძოლის" მარცხი იყო ნალჩიკის "გრენ ჰილთან" - 2:3.

ამასობაში "საგარეჯომ" პორტუგალიურ "სპორტინგს" მოუგო ასეთივე ანგარიშით. მომდევნო პაექრობაში "საგარეჯომ" არც ისე დიდი ხნის წინ ევროპული საკლუბო ძიუდოს ფლაგმანი, გერმანული "აბენსბერგი" "გათელა" - 5:0. როგორც გითხარით, ფინალში ჩვენებმა "იავარა ნევას" სძლიეს დრამატულ შეხვედრაში - 3:2.

სანუგეშო წრეში "მებრძოლი" და "შევარდენი" პირველივე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და "მებრძოლმა" 4:1 მოიგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ასეთივე ანგარიშით "აბენსბერგს" მოუგო.

შეხვედრის ყველაზე ტექნიკურ მონაწილედ "საგარეჯოს" წევრი ბექა ღვინიაშვილი (90) დაასახელეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rene
გიგა-ს მე ცნობილი რუსეთემე ვარ. ვაღიარებ. ჩვენი კლუბის გამარჯვება არ გამხარებია, პირიქით, ძალიან მეწყინა.აი, გოიმობას და ქაჯობას ნაღდად ვერ ვიტან. გულზე მჯიღის კვრასაც და ქართული გენის და ნიჭის უნიკალურობასაც არ ვაღიარებ.ჩემი შემთხვევა მძიმეა.
ბესო
ბიჭებო გაიხარეთ
nukri, kopilli policieli
დაანებეტ რუსებს ტავი, პუტინსაც. გენაცვალეტ ბიცჰებო. მატიასჰვილო კაცი ხარ კაციი.
tazo-s da giga-s
მართლა ....ჩვენებს კი ვულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.
giga
რა საინტერესოა, ჯერ ის მაინც თქვი რო უნდა გიხაროდეს ქართული გუნდფის მოგება, მარა არა. თურმე უფრო მნიშვნელოვანია რო ღრუსეთუმეების მებატონე როგორ მოიხსენიეს უდიერად .
რენე
პუტინის ხსენება ამ კონტექსტში გოიმობაა. რომ წაგვეგო, სათაურში უნდა დაგვეწერა - პუტინის ფავორიტმა "საგარეჯო სუპერსტარი" დაამარცხა.ეს, ისე, ობიექტურობისათვის.
კოტე
უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადიული თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს ნოდარ დუმბაძე
ჯონდოიე
გაიხარეთ! თქვენ თუ გვანიჭებთ სიხარულს.
ლაშა
კისრული კი არა გარეფეხი გააკეთა :)
gizog
გილოცავთ ბიჭებო, გაიხარეთ, სულ გამარჯვებებით გევლოთ.
tazo
ყოჩაღ ბიჭებო!გველების ბუდეში ,გველეშაპი დაამარცხეთ!წარმატებები ღმერთი თქვენთან!
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩხვიმიანი VS მშვიდობაძე - ყაზანური ფინალი ძიუდოში [VIDEO]
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ქართველთა მაჟორული აკორდი [VIDEO]
ძიუდო. ახალგაზრდული რეიტინგი: ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი პოზიციები გამყარდა
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან-სლემის ფინალშია
ბრწყინვალე იპონი ფინალში - შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული [VIDEO]
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
სამსუნის გრან-პრიზე საქართველოს მეორე ბრინჯაო უშანგი მარგიანმა მოუტანა
თბილისის გრან პრი. III დღე: ვერცხლი და ბრინჯაო გრანატირებულია, თუმცა ოქრო გვინდა
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
თბილისის გრან პრი. III დღე: ქართველებმა ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვეს!
"ოქროს ლიგა": ძიუდოს კლუბი "საგარეჯო" ფინალში რუსულ "იავარა ნევას" შეხვდება
ტოკიოს გრან-სლემი: ავთანდილ ჭრიკიშვილის ისტორიული ოქრო - 33 წლის შემდეგ [VIDEO]
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ახალი ტურნირის დასაწყისი
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
8 მედალი და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ევროპირველობაზე [VIDEO]
ლევან გუგავამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
დღეს ძიუდოს ქართული კლუბები ევროპულ ლიგებში, თბილისსა და ვენაში იასპარეზებენ
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ევროპის საკლუბო ჩემპიონატი: "საგარეჯო" ნახევარფინალშია, "შევარდენი" - რეპეშაჟში
ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. I ლიგა: "საგარეჯო" ფინალშია, "შევარდენი" - რეპეშაჟში
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. I ლიგა: "შევარდენმა" ბრინჯაო მოიპოვა
ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. I ლიგა: "საგარეჯოს" - ოქრო, "შევარდენს" - ბრინჯაო!
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ფინალური კვარტეტი ცნობილია
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]