"შემეძლო "მანჩესტერში" და "ჩელსიში" გადასვლა, მაგრამ ჩინეთი ავირჩიე..."
დეკემბრის დასაწყისში "ფუტბოლ ლიკსის" ჰაკერებმა შოკისმომგვრელი სიახლე გამოააშკარავეს. ამ ცნობის თანახმად, ყველაზე დიდი ხელფასი მსოფლიო ფეხბურთში არა ლიონელ მესის ან კრიშტიანო რონალდოს, არამედ სხვა ფეხბურთელს აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე მეტს არც "ბარსელონას" ვარსკვლავი, ნეიმარი იღებს.

ყველაზე დიდი ანაზღაურება ესეკიელ ლავეცის აქვს - არგენტინელ ფორვარდს, რომელიც შეიძლება ბევრს დაავიწყდა კიდეც. თებერვალში ლავეციმ დატოვა საფრანგეთის ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენი" და გადავიდა ჩინეთში, იქაური ლიგის საშუალო კლუბ "ჰებეი ჩაინა ფორჩუნში". ის თითქმის 2,3 მილიო ევროს იღებს თვეში. მთლიანობაში კონტრაქტი 23 თვიანია. ამ დროის განმავლობაში ლავეცი 53,2 მილიონ ევროს მიიღებს.

"შემეძლო "ინტერში", "ჩელსიში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა, მაგრამ მე ჩინეთი ავირჩიე. ევროპაში დარჩენა ძალიან ადვილი იქნებოდა, მე კი ამ კლუბის გეგმებმა და ამბიციურმა პროექტმა მომხიბლა. არ მოვიტყუები, მნიშვნელოვანი იყო ფინანსური საკითხიც", - თქვა ლავეციმ.

ლავეცის მთელ ხელფასს უხდის კომპანია, რომელმაც ჩინური კლუბის აქციები ერთი წლის წინ შეიძინა. მაშინ ეს გუნდი ჯერ კიდევ ჩინეთის პირველ ლიგაში ასპარეზობდა. არგენტინელი ვერ მოიწყენს. რამდენიმე თვის წინ გუნდის მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გახდა. მის პარტნიორებს შორის არიან ჟერვინიო და გაელ კაკუტა.

ლავეცი ცხოვრობს ცინხუანდაოში. პეკინთან ახლოს მდებარე პატარა, კომფორტულ ქალაქში. ეს ქალაქი ჩინეთის დედაქალაქთან 300 კილომეტრით არის დაშორებული. სწორედ აქ ცდიან ახალ ავტობუსებს, რომლებიც, დრო რომ მოვა, უპრობლემოდ გაირბენენ მანქანებს შორის და თავს აარიდებენ ნებისმიერ საცობს.

ჩინეთის ჩემპიონატის ათ შეხვედრაში ლავეციმ მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ რა მოსაწყენიც უნდა იყოს მისი ჩინური სტატისტიკა, არგენტინელ ვარსკვლავს გული ევროპისაკენ მაინც არ მოუწევს.

"პერიოდულად ფეხბურთიდან წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობ. არ მომწონს ხალხი, რომელიც დღეს არის ფეხბურთში. ბევრი მათგანი სხვადასხვა ინტერესებს ლობირებს. ზუსტად ვიცი, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში არ დავრჩები", - ამბობს ლავეცი.

განსაკუთრებით არ მოსწონს ლავეცის საფრანგეთში გატარებული პერიოდი.

"საფრანგეთის ჩემპიონატი არ მომწონდა. ამ ჩემპიონატში მე ვგრძნობდი მოტივაციის დიდ ნაკლებობას. ამიტომ დავკარგე ადგილი გუნდის ძირითადში. იტალიაში ყველაფერი სხვანაირად არის. იქ სეზონში რვა დიდი მატჩი მაინც არის. საფრანგეთში კი ასეთი მხოლოდ ორია", - ესეც ესეკიელის სიტყვებია.

არგენტინის მთავარი მასხარა

ლავეცი დიდი მასხარაა. მისთვის არავისთან ხუმრობა, არავის დაცინვაა პრობლემა. პიკი 2014 წლის მუნდიალის მატჩში დადგა. არგენტინა 3:2-ს ამარცხებდა ნიგერიას. "ალბისელესტეს" დამრიგებელი ალეხანდრო საბელია ძალიან ხმამაღლა აძლევდა შეგირდებს დავალებებს. ამ დროს მახილგონიერმა ლავეციმ მწვრთნელს... ცივი წყალი გადაასხხა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საბელია საერთოდ არ გაბრაზებულა. მან ჩვეულებრივად მიიღო მომხდარი და ყვირილი გააგრძელა.

"მწვრთნელი ჩემგან მიჩვეულია ასეთ რამეებს. ის ძალიან ნერვიულობდა და მე გადავწყვიტე, რომ სიტუაცია გამენეიტრალებინა. ის საერთოდ არ გაბრაზებულა", - თქვა მოგვიანებით ლავეციმ.

ესეკიელი ალბათ ერთადერთი ადამიანია, ვინც ცხვირზე გაეთამაშა ზლატანს და მისგან სამაგიერო არ მიიღო.

ერთხელ ვატიკანში ლავეცი პაპის სავარძელში ჩაჯდა. ყველამ დაუყვირა ფორვარდს, ასე არ შეიძლება, ეს ყველა კანონის დარღვევააო, მაგრამ პაპმა თქვა, ყველაფერი წესრიგშიაო.

ლავეცი და ტატუ

2014 წელს ლავეცი არგენტინული მედიის მთავარი ვარსკვლავი იყო ლიონელ მესის შემდეგ. ეს ერთმა ეპიზოდმა განაპირობა. ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას ესეკიელი შეცვლაზე შედიოდა. მან სავარჯიშო ფორმა გაიხადა და სათამაშო უნდა ჩაეცვა. სწორედ მაშინ მოხვდა კადრში მისი მრავალრიცხოვანი ტატუ. ამან სოციალური ქსელი ააფეთქა.

ლავეცის თვრამეტზე მეტი ტატუ აქვს. თქვენ მის სხეულზე შეხვდებით რევოლვერს, მარადონას, "როსარიო სენტრალის" ემბლემას, ხუთ ჩინურ ნიშანს, შვილის და დედის სახელებს...

ზედმეტსახელი ძაღლის საპატივცემულოდ

ყველაზე ხშირად ლავეცის პოჩოს ეძახიან. "ბავშვობაში მყავდა ლეკვი პოჩო. როცა ის მოკვდა, ძმა მის სახელს მეძახდა. დამრჩა და დამრჩა ეს ზედმეტსახელი", - გაიხსენა ლავეციმ.

ქველმოქმედი

2009 წელს ლავეციმ მშობლიურ ვილია-გოვერნადორ გალვესში საქველმოქმედო პროექტი, "სამხრეთის ბავშვები" აამოქმედა. მისი მიზანია იმ ოთხიდან თხუთმეტ წლამდე ბავშვების დახმარება, რომლებიც განსაკუთრებით ღარიბი ოჯახებიდან არიან.

ბავშვებს უფასოდ აჭმევენ და აბამენ სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში. არის სხვადასხვა სექციები, რათა მოზარდმა ამა თუ იმ სფეროში ცოდნა გაიღრმავოს.

კინაღამ ელექტრიკოსი გახდა

ლავეცი სიღარიბეში გაიზარდა. დედა დამლაგებლად მუშაობდა, მამა კი მაშინ წავიდა ოჯახიდან, როცა მომავალი ვარსკვლავი ორი წლის იყო.

"მე დედამ გამზარდა. ხანდახან პურის მეტი არაფერი გვქონდა, მაგრამ მე იმ პერიოდზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი - ეს იყო ბედნიერი ბავშვობა", - გაიხსენა ესეკიელმა.

დიდი ფულის შოვნის იმედი ლავეცის პირველად 15 წლის ასაკში გაუჩნდა. მაშინ ის აგენტმა იტალიურ "პესკარაში" წაიყვანა, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო ლავეცის ევროპაში დიდხანს დარჩენა არ გამოუვიდა. შინ დაბრუნებულს კი დედამ არაერთი ლექცია წაუკითხა იმის თაობაზე, რომ დროა, ნორმალური სამსახური ეძებოს.

მთელ ოჯახში ესეკიელის საფეხბურთო ნიჭის მხოლოდ ძმას, დიეგოს სჯეროდა. ის ამტკიცებდა, რომ თუ ერთხელ არ გამოდის რამე, კიდევ უნდა სცადო. ლავეცი "ბოკაში" მივიდა გასინჯვაზე.

"სამი თვე გავატარე ბუენოს აირესში და მწვრთნელთან კონფლიქტის გამო შინ დავბრუნდი", - ეს ლავეცის სიტყვებია.

"ბოკას" მწვრთნელები ლავეციში კლასიკურ რვა ნომერს ხედავდნენ, ესეკიელს კი თავდასხმაში თამაში სურდა. ის მზად იყო, საერთოდ მიეტოვებინა ფეხბურთი, თუ მისი ოცნება არ ახდებოდა.

მომავალი სამი თვის განმავლობაში ლავეცის საერთოდ არ უთამაშია ფეხბურთი. ის ელექტრიკოსის პროფესიას ეუფლებოდა და სტაჟიორადაც იმუშავა. ასე ის მცირედით მაინც შეძლებდა ოჯახის დახმარებას.

"ზუსტად მაშინ დამირეკეს "ესტუდიანტესიდან" და კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. მაგრად გამიმართლა", - იტყვის ლავეცი მოგვიანებით.

მარიხუანა და ნაკრები

ლავეციმ მესი ჯერ კიდევ ათ წელზე მეტი ხნის წინ გაიცნო არგენტინის იუნიორთა ნაკრებში. ამის მერე ისინი მეგობრობენ. იმდენად ახლოს, რომ ჟურნალისტებმა მესი ესეკიელის პროტექციაშიც კი დაადანაშაულეს. ამბობენ, რომ თქვენ არგენტინის ნაკრებში მესისთან მეგობრობის გამო გეძახიან - უთხრეს ლავეცის აეროპორტში.

"ვიცი, რომ ჩინეთში გადასვლა რისკს შეიცავდა, მაგრამ ნაკრების მწვრთნელებმა მითხრეს, რომ უკეთესია ჩინეთში ვითამაშო, ვიდრე საფრანგეთში სკამზე ვიჯდე", - იყო პასუხი.

ესეკიელის პრობლემები ჟურნალისტებთან ამით არ დასრულებულა. ნოემბერში ლავეცი დაადანაშაულეს იმაში, რომ არგენტინის ნაკრების ბანაკში მყოფი მარიხუანას ეწეოდა. მესის თამადობით არგენტინის ნაკრებმა მასმედიას ბოიკოტი გამოუცხადა.

რადიო "მიტრეს" ჟურნალისტი, გაბრიელ ანელიო მტკიცედ იდგა თავის სიტყვებზე.

"მე ვარ ჟურნალისტი და არა მეგობარი. არ მინდა, კარგი, ან ცუდი ვიყო ფეხბურთელებისთვის და ჩინოსნებისთვის. აკრძალულ ნივთიერებას როცა იყენებ, ეს მხოლოდ შენი პირადი საქმე ვერაფრით იქნება. სახლში მან რაც უნდა, ის გააკეთოს, მაგრამ ეს ნაკრებია - ჩვენი სამუშაო ზონა", - თქვა ჟურნალისტმა.

ლავეცის საერთოდ არ გაუკეთებია კომენტარი. ძალიან კი გაუჭირდებოდა, რადგან ერთი წლის წინ მან თქვა:

"რთულია ცხოვრება, როცა ყველა გცნობს. ამიტომ არ მინდა, მქონდეს იმხელა პოპულარობა, რამხელაც მესის აქვს. მე ჩრდილში ყოფნა მირჩევნია".

ალბათ, ამიტომ მოსწონს ჩინეთში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
"დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს სიტყვები გააბრაზებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა" - შოტლანდიელმა მწვრთნელმა მესი გააკრიტიკა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ცნობილია, როგორ დაითანხმა რონალდომ ფელიქსი "ალ ნასრში" გადასვლაზე
"სრული უაზრობაა, მის განცხადებას არ ვეთანხმები" - მაჰრეზი რონალდოს მოსაზრებაზე
2016/17 წლების სეზონის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები და მწვრთნელები
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" ახალი მწვრთნელი ჰყავს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
მესი შესაძლოა, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
ლავეცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
"კვარა" ტიფოზების კერპი იყო, მაგრამ მათგან ლავეცის მსგავს სიყვარულს ვერ გრძნობდა" - "ნაპოლის" ყოფილი ნახევარმცველი
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]
"ნაპოლის" ყოფილი ვარსკვლავი ოჯახის წევრებმა კინაღამ მოკლეს
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ეს უბრალოდ სიგიჟეა" - ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
ლავეციმ განმარტა, რატომ იმყოფება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ახალი ჩინური ისტორიები: ლავეციმ ჩინელი ხალხი შეურაცხყო
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ფელიქსი, რომელიც "ბენფიკაში" დაბრუნებასთან იყო ახლოს, საუდის არაბეთში მიდის