ინტერვიუ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან
შარშან ლონდონში, ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის კონგრესზე ამ ორგანიზაციის თავკაცთან ერთად ფედერაციაში სახეობების მიხედვით კომიტეტების წევრებიც აირჩიეს. წყალბურთის კომიტეტში ეს პატივი ერგო ვეტერან ქართველ წყალბურთელს, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს, ამჟამად საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ბითაძეს, რაც ქართული წყალბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

- კომიტეტის წევრად ჩემი არჩევა ქართული წყალბურთის დაფასება და მისი ტრადიციების აღიარებაა, - გვითხრა ალექსანდრე ბითაძემ. - ჩვენი კომიტეტის პრეროგატივაა წყალბურთის თამაშისა და მსაჯობის წესებში გარკვეული ცვლილებების შეტანა, კონტინენტზე სპორტის ამ სახეობაში ჩემპიონატებისა და შესარჩევი ტურნირების გამართვის ადგილისა და თარიღის განსაზღვრა. პირადად ჩემი ფუნქცია იქნება, ევროპული მასშტაბით, ნებისმიერი ტურნირის მასპინძლობის, აუზების მზადყოფნის შემოწმება, არბიტრებისთვის ქულების დაწერა...

- გამოდის, რომ საერთაშორისო სარბიელზე ქართველ წყალბურთელებს ვერავინ დაჩაგრავს...

- ყოველ შემთხვევაში, რიდი ექნებათ, უნებლიე შეცდომებისგან კი არავინაა დაზღვეული. 21 იანვარს თბილისში ამ კომიტეტის სხდომა გაიმართება. ჩამოვა ყველა დელეგატი, ასევე, ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პაოლო ბარელი, ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი მარკო ბირი.

- რა საკითხებს განიხილავთ?

- ვიმსჯელებთ წყალბურთის თამაშისა და მსაჯობის წესებში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება, ამჯერად ვერაფერს გეტყვით, რადგან ბევრი სადავო და დასაზუსტებელი საკითხია. კომიტეტის სხდომის შემდეგ ყველაფერს დაწვრილებით გიამბობთ.

- კომიტეტის სხდომამდე ქართველ წყალბურთელებს დიდი გამოცდა ელით...

- დიახ, გეთანხმებით. საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები 10 იანვარს მსოფლიო ლიგის მორიგ მატჩში სტუმრად იტალიას დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, აპენინელები - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების სამ-სამგზის გამარჯვებულები - მსოფლიო გრანდებს განეკუთვნებიან. ამის მიუხედავად, ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რომ მასპინძლებმა იოლად ვერ გაისეირნონ - უბრძოლველად არაფერს დავუთმობთ. ვფიქრობ, იტალიას ამჯერად ძალიან გაუჭირდება ჩვენი გუნდის დამარცხება.

საქართველოს ნაკრების წევრები 10 დღეზე მეტია, მონდომებით ვარჯიშობენ "ოლიმპიკის" აუზში. 8 იანვარს, გამთენიისას ჩავფრინდებით იტალიაში. 10 იანვრამდე ადგილობრივ ძლიერ კლუბებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ.

მწვრთნელებმა ნატურალიზებული წყალბურთელებიდან ამჯერად მხოლოდ მარკო ელაჩა მოიწვიეს. ახალგაზრდების რაც შეიძლება მეტმა რაოდენობამ გვინდა მიიღოს საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება.

ჩვენი გუნდი აპენინებზე გაფართოებული - 17 წყალბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება. ესენი არიან: ნიკოლოზ შუბლაძე, ირაკლი რაზმაძე, ანდრია ბითაძე, ზურაბ რურუა, რევაზ იმნაიშვილი, მარკო ელაჩა, კონსტანტინე გეგელაშვილი, გიორგი ხვედელიანი, ხვიჩა ჯახაია, ბექა ქავთარაძე, ნიკოლოზ შუშიაშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ალექსანდრე რუსიშვილი, მიხეილ ბაღათურია, ლევან ჩიქვინიძე, გიორგი მესხი, ბექა კაპანაძე, მთავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი, მწვრთნელები - ვლადიმერ ისელიძე და გელა ტუკვაძე.

ნაკრების ხელმძღვანელები უშუალოდ მატჩის წინ გადაწყვეტენ, თუ ვინ ითამაშებს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ.

- თქვენს ვაჟზე - ანდრია ბითაძეზეც მინდა გკითხოთ...

- ანდრომ წლეულს, ზაფხულში რომის "ვის ნოვასთან" გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება. თავად ასე არჩია, თორემ სხვა კლუბებშიც იწვევდნენ. იტალიის ჩემპიონატი ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში - ტიტულოვანი წყალბურთელები თამაშობენ. "ვის ნოვა" გრანდებს არ განეკუთვნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ანდრომ სწორი არჩევანი გააკეთა: უმჯობესია, იყო, უბრალოდ, ძლიერ გუნდში პირველ ცენტრად და ითამაშო გრანდების წინააღმდეგ.

ჯერ იტალიის ჩემპიონატის პირველი წრე არ დასრულებულა, მაგრამ ანდრომ უკვე მიიღო იტალიის ოთხი კლუბისგან მიწვევა. ვერ გეტყვით, თავად როგორ მოიქცევა - რომაულ კლუბში მას ენდობიან, პატივს სცემენ, ადგილობრივი პრესაც მაღალ შეფასებას აძლევს მის თამაშს. მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ გეტყვით, რომ კლუბის პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალგაზრდა ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი ჩვენთვის დიდი შენაძენიაო. მისი შემდგომი კარიერის საკითხი იტალიის ჩემპიონატის დასრულების მერე გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
საქართველოს ნაკრები: ევროპის თასზე უნგრეთთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და რუმინეთთან
საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ᓐᓚᓔᓥᓡᓐᓜᓓᓠᓔ ᓑᓘᓗᓐᓫᓔ: ᓠᓣᓡᓔᓗᓗᓐᓜ ᓢᓝᓚ-ᓡᓬᓝᓠᓐᓓ ᓗᓐᓛᓐᓨᓘ ᓨᓔᓘᓫᓚᓔᓑᓐ
იტალია-საქართველო 14:5 - პირველი პერიოდი მოიგეს, მაგრამ...
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიურ ჩემპიონს სძლია
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
რთული მატჩის მოლოდინში - თბილისის "დინამო" ხორვატიაში გაემგზავრა
წინაპრის ნაკვალევზე - ინტერვიუ რევაზ იმნაიშვილთან
საქართველო VS რუსეთი - "ოლიმპიკში" რევანში გვაქვს ასაღები
თურქეთსა და რუსეთთან ტოლ-სწორად პაექრობა შეიძლება - ინტერვიუ ზურაბ რურუასთან
ვლადიმერ ისელიძე: იქნებ "ლაგუნა ვერეს" აღდგენაზეც გვეზრუნა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის თასზე ითამაშებს
წყალბურთელთა ნაკრები: ლეგიონერები ჯერ კლუბებში ითამაშებენ
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგის გათამაშებაში ითამაშებს
საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო უნივერსიადაზე პლეი-ოფში ითამაშებს
მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
წყალბურთი: "დინამოს" დაბრუნება "ივენთჰოლში" აღნიშნეს
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები: ლეგიონიც მოგვიმრავლდა
ზურაბ რურუა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იტალიას სათანადო მეტოქეობა გავუწიოთ
მსოფლიო ლიგა: საქართველო იტალიასთან დამარცხდა
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველთა სლოვაკური ოქრო