ერთი რჩევა: სტატიის ბოლოს აუცილებლად წაიკითხეთ ავტორის ვინაობა
სათაურის წაკითხვისას არ იფიქროთ, სპორტულ გაზეთში პოლიტიკაზე წერა დავიწყეთ. თუმცა, ქვემოთ მოცემული პუბლიკაცია სუფთა სპორტული ხასიათისა მაინც არ არის.

ჟანრს შინაარსის გაცნობისთანავე მიხვდებით, ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ ეს ისტორიული დოკუმენტი, რომლის სათაურია, ადეიშვილი დაჭერილია!!!!!!!!! დღესაც საინტერესოდ იკითხება.

...ერთი რჩევა: ბოლოს აუცილებლად წაიკითხეთ ავტორის ვინაობა.

"ტრიბუნები ხალხით გაიჭედა. რამდენიმე წუთიც და გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა...

...ბურთი აქვს ჩივაძეს, გადააწოდა ხინჩაგაშვილს, მან უფრო წინ დარასელიას, ამ უკანასკნელმა ჩამოიცილა ერთი მეტოქე და ბურთი საჯარიმო მოედანზე გაგზავნა. იქ ყველას დაასწრო შენგელიამ, ბურთი დაამუშავა, დარტყმა და ანგარიში გაიხსნა.

აგუგუნდა 80 ათასი კაცი, აყვირდნენ ტელევიზორებს მიმსხდარი გულშემატკივრები...

და იმ დროს, როცა მილიონობით ფეხბურთის გულშემატკივარი ოსტატობას უქებდა რამაზ შენგელიას, რამდენიმე ნაძირალა მის ბინაში ტრიალებდა...

ცოტა მოგვიანებით ცნობილი გახდა ერთი არამზადის ვინაობა, ვინც პირველმა ითავა გაეტეხათ პოპულარული ფეხბურთელის ბინა - თ. ადეიშვილი. იგი 24 წლისაა, რამდენისაც რ. შენგელია, მაგრამ, აბა, რა დიდი სხვაობაა მათ შორის!

ადეიშვილმა სხვა ახალგაზრდებისგან განსხვავებით ის გზა აირჩია, რომელიც უფსკრულისკენ მიემართება. იგი იმდენად გათავხედდა, რომ ნაქურდალი ნივთები - ღამის ნათურა მადონასა და ბავშვის გამოსახულებით, საფერფლე, ფრანგული სუნამო საჩუქრად ნაცნობს მიართვა ქორწინების დღეს.

ამ გარეწარს არც ტ. აბაშიძე და დ. ქავთარაძე ჩამორჩნენ. ამ ორმა ახალგაზრდამ სხვა თანამზრახველებთან ერთად 1979 წლიდან რამდენიმე მოქალაქის ბინა გაქურდა. ი

მავე წლის აგვისტოში ტ. აბაშიძე თავის დამხმარეებთან ერთად დიღმის მასივში მცხოვრებ ზურაბ წერეთლის ბინას მიადგა. მივიდა არა როგორც სპორტსმენის სტუმარი და მეგობარი, გადაძვრა სადარბაზოს საქარე სარკმლიდან აივანზე, მერე სახრახნით ამოიღო ლოჯიის მინა და ოთახში შევიდა.

უცხოური წარმოების მაგნიტოფონი, მამაკაცის ნახმარი ფეხსაცმელები გადააწყო და სუვენირად შეძენილი საზღვარგარეთული სპორტული რეკლამაც გააყოლა ხელს. მეტიც, ვიმპელი, ჩვეულებრივი სპორტული ვიმპელი, გამარჯვებულ სპორტსმენებს რომ გადასცემენ ხოლმე, ისიც კი წაიღო.

როცა თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამომძიებლო განყოფილების გამომძიებელმა დ. გათენაშვილმა ჰკითხა ეს ვიმპელი რაღად გინდოდაო, უპასუხა - არჩევანის დრო სად მქონდა, რაც ხელს მოჰყვა, ის წამოვიღეო.

ამ ოპერაციის შემდეგ აბაშიძე და ქავთარაძე ტელმანის ქუჩაზე შოთა ხინჩაგაშვილის ბინას მიადგნენ. აქაც ნაცადი ხერხით გადაძვრნენ ბინაში. მართალია, ბევრი არაფერი დახვედრიათ, მაგრამ რაც წაიღეს, პატრონისთვის ყველაფერი ძვირფასი და სამახსოვრო იყო.

11 მოპარული ნივთის ღირებულებამ 1.450 მანეთი შეადგინა. დაუკვირდით, მკითხველო, ამ თანხას ბევრი გულშემატკივარი ერთ საგზურში გადაიხდის, ოღონდაც თავის სათაყვანებელ გუნდს გაჰყვეს საზღვარგარეთ და იქ, უცხო ქვეყანაში გაამხნევოს იგივე რამაზ შენგელია, შოთა ხინჩაგაშვილი...

იმით გათამამებულებმა, რომ მილიციამ მათ კვალს ვერ მიაგნო, უფრო მონდომებით განაგრძეს ბნელი საქმე. 1980 წლის ნოემბრიდან თბილისში ერთად თუ ცალ-ცალკე 34 მოქალაქის ბინა "გაასუფთავეს". მრავალი ადამიანი გაამწარეს და ააფორიაქეს.

ახლა ისინი უკვე სასჯელს იხდიან. 3 მათგანს 5-5 წლით პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი 10 წლით ჩამოაშორეს საზოგადოებას".

რ. ფერაძე

მილიციის კაპიტანი

გაზეთი "თბილისი". 19 ნოემბერი, 1981

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
TimeLine: ...ის მოიგებსო
თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე - დაბრუნება ხუთი წლის მერე
TimeLine: ცეცხლი აენთო...
ᓡᓝᓡᓝ ᓭᓔᕓᓘᓐ: ᓨᕔᕛᓢᓔᓕᓘ ᓑᓘᓭᓔᓑᓘ ᓛᓝᓓᓘᓐᓜ,
TimeLine: ცვლილებების ქარი
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
შოთა ხინჩაგაშვილს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს
ᓛᓣᓠᓗᓐᓖ ᓨᓔᓚᓘᓐ: ᓛᓮᓝᓚᓝᓓ ᓤᓔᕮᕑᓣᓠᓗᓘᓗ ᓣᕜᕓᓐ ᓛᓔᕪᕮᓝᓕᓠᓐ...
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
პორტრეტები: ბომბარდირი ღმერთისგან
TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს
ტაშკენტში ქართველი ფეხბურთელის ქუჩას ხსნიან
TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის
TimeLine: ხინკლის მაკრატელა