"ლივერპულიდან" "ლინფილდამდე" - "დინამო" უბრუნდება ყველაზე პრესტიჟულ ევროტურნირს და იმედია, წლევანდელი სეზონი ყველაზე წარმატებული იქნება
16 ივლისს თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ფარერების "სტრეიმურს" უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბი ამ პრესტიჟულ გათამაშებას ხუთწლიანი პაუზის მერე უბრუნდება; საერთოდ კი, "დინამომ" მერვედ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში...

ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობას ვგულისხმობთ, თორემ "დინამოს" მანამდეც უთამაშია ჩემპიონთა თასზე და თანაც, როგორ! ჰო, იმ მართლაც დაუვიწყარ სანახაობას ვიხსენებთ: 1979 წელს, ჩემპიონთა თასის საპასუხო მეთექვსმეტედფინალში თბილისის "დინამომ" 100 000 მაყურებლის თვალწინ მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის იმდროინდელ გრანდს, ინგლისურ "ლივერპულს" 3:0 მოუგო!

სამწუხაროდ, მერვედფინალში არანაკლებ ძლიერი მეტოქე, "ჰამბურგი" (კევინ კიგანი და მანფრედ კალტცი რომ ბრწყინავდნენ) შეგვხვდა და იმის მიუხედავად, რომ იმდროინდელი თბილისის "დინამოც" არანაკლები ვარსკვლავებით იყო დაკომპლექტებული (რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე, შოთა ხინჩაგაშვილი), მომდევნო ეტაპზე მაინც გერმანული გუნდი გავიდა.

აი, ამის მერე კი 14 წელიწადი გავიდა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გუნდი გამოჩნდებოდა და დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად ეს პატივი თბილისის "დინამოს" ერგო!

სამწუხაროდ, ის სადებიუტო ევროსეზონი სკანდალურზე სკანდალური აღმოჩნდა: გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" ორი მატჩის ჯამში აჯობა ჩრდილოირლანდიურ "ლინფილდს" (2:1, 1:1) და ყველა რომ მომავალი მეტოქის ("კოპენჰაგენის") მოლოდინში ვიყავით, აი, სწორედ მაშინ შევიტყვეთ ჩვენი გუნდის დისკვალიფიკაცია!

ძველი და არასასიამოვნო ამბავია, თუმცა მოკლედ ვიტყვით, რომ თბილისური შეხვედრის წინ ერთ-ერთ ქართველ ბიზნესმენს მატჩის თურქი არბიტრებისთვის ქრთამი მიუცია; მსაჯებსაც უარი არ უთქვამთ, უბრალოდ, ყველაფერი მატჩის დელეგატს მოახსენეს, იმან კი უეფა ჩააყენა საქმის კურსში...

ყველაზე უცნაური ის იყო, რომ უეფადან წამოსული დირექტივით, თბილისური მატჩიც ჩატარდა და განმეორებითიც; ანუ უეფამ განაჩენი მხოლოდ საპასუხო შეხვედრის მერე გამოიტანა, - შესაძლოა, ეგონათ, რომ ევროტურნირების დებიუტანტი (დამოუკიდებელი საქართველოს სახელით) გუნდი განმეორებით მატჩში ერთბურთიან უპირატესობას ვერ შეინარჩუნებდა და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდოდა.

განაჩენი მკაცრი იყო: 1997 წლამდე ქართულ კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზე არ უშვებდნენ და მხოლოდ თასების თასსა და უეფას თასზე მონაწილეობდნენ.

სანუკვარ ჯგუფთან ახლოს...

1997 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" პრობლემა არ შეჰქმნია: დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ჩრდილოირლანდიურ "კრუზეიდერსს" ორივე მატჩი მოუგო (3:1, 5:1); აი, მომდევნო ეტაპზე კი მართლაც უშანსოდ ვიყავით: კრისტოფ დაუმის "ლევერკუზენმა" გერმანიაში 6:1 გაიმარჯვა (ჩვენებიდან გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა); აი, საპასუხო მატჩში დავით მუჯირის ერთადერთი გოლის წყალობით "დინამომ" მოიგო.

მომდევნო, 1998 წელსაც თბილისის "დინამო" მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგაზე და პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ "ვლაჟნიას" ხვდებოდა. პირველი მატჩი თბილისში რომ ჩატარდა, "დინამომ" ლევან ხომერიკის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო, აი, საპასუხოში კი 1:3 დამარცხდა (გოლი: მიხეილ აშვეთია) და წესითა და რიგით, მომდევნო ეტაპზე "ვლაჟნია" უნდა გასულიყო.

თუმცა, როგორც გაირკვა, თბილისურ მატჩში ალბანელებს ისეთი ფეხბურთელი უთამაშებიათ, განაცხადში რომ არ იყო შეყვანილი. ჰოდა, უეფამ 1:0-ის ნაცვლად, 3:0 მოგება ჩაგვითვალა!

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი მეტოქედ ბილბაოს "ატლეტიკი" გველოდა და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ასე ახლოს არც მანამდე და არც მერე არასდროს ვყოფილვართ!

"დინამოს" მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა გახლდათ. თბილისური მატჩი 2:1 (გოლები: ლევან ხომერიკი, ლევან ცქიტიშვილი) მოვიგეთ. აი, საპასუხო შეხვედრაში კი უდიდესი იმედგაცრუება გველოდა: მატჩის უნგრელმა არბიტრმა ლასლო ვაგნერმა ყველაფერი გააკეთა, თბილისის "დინამო" ჯგუფში რომ არ მოხვედრილიყო!

ბილბაოში, "სან-მამესის" მართლაც ზღაპრულ სტადიონზე ჩატარებულ იმ მატჩში ხოსება ეჩებერიას ერთადერთმა გოლმა "ატლეტიკს" ჯგუფური ეტაპის საგზური მოუტანა.

მხოლოდ ერთ ეტაპს გავდიოდით...

1999 წელს თბილისის "დინამო" ზედიზედ მეათედ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე სრული ფიასკო გველოდა: ვერავინ წარმოიდგენდა, თუ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის "ზიმბრუს" ვერ ვაჯობებდით. იმ დროს "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი გახლდათ, "ზიმბრუსთან" მატჩში კი ახალწვეული, ცენტრფორვარდი დე სოუზა გამოჩნდა, - დღესაც ვერავის გაუგია, რა "დამსახურებით" მოხვდა ბრაზილიელი თავდამსხმელი "დინამოში".

დე სოუზას ბურთთან ყოველი შეხება ხომ კურიოზზე მეტი იყო და ბოლოს და ბოლოს შეცვალეს კიდეც.

ისე, ბოსკამპმა შეცვლები გამოიცნო: 67-ე წუთზე გოლი გავუშვით, 72-ეზე კი ორი ახალი ფორვარდი (კლიმენტი წიტაიშვილი, ლევან ხომერიკი) შემოიყვანა მოედანზე და ორივემ მატჩის მიწურულს თითო-თითო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, საპასუხო შეხვედრაში "ზიმბრუმ" ორი უპასუხო გოლი გაიტანა და "დინამოც" ჩემპიონთა ლიგას ოთხი წლით დაემშვიდობა.

2003 წლის ზაფხულში, როცა ალბანურ "ტირანას" შინ 3:0 (გოლები: ლევან მელქაძე, გიორგი ანჩაბაძე, ვიტალი დარასელია) მოვუგეთ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საპასუხო შეხვედრაში რაიმე პრობლემა შეგვექმნებოდა. სამწუხაროდ, ივო შუშაკის გაწვრთნილი "დინამო" ტირანაში ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა, პენალტების სერიაში კი ალბანელებმა იყოჩაღეს.

"დინამო" ჩემპიონთა ლიგას ორი წლის მერე დაუბრუნდა: კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ "ლევადიას" აჯობა (0:1, 2:0 - გოლები: ლევან მელქაძე, სერგი ორბელაძე), აი, დანიურ "ბრონდბიუს" კი ვერაფერი მოუხერხა: შინ 0:2 წავაგეთ, იქ კი 1:3 (გოლი - სანდრო იაშვილი).

ამის მერე კიდევ სამი წელიწადი გავიდა და "დინამო" კვლავ გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგაზე: გერმანელი სპეციალისტის, რაინერ ცობელის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების "რუნავიკს" შინ 3:0 სძლია (გოლები: გურამ კაშია, ოლეგ გველესიანი, დავით ოდიკაძე), საპასუხოში კი 0:1 დამარცხდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ილუზია არავის ჰქონდა და ასეც მოხდა: ბერძნულმა "პანათინაიკოსმა" ორი მატჩის ჯამში (3:0, 0:0) უპრობლემოდ გვაჯობა.

და აი, ხუთწლიანი პაუზის მერე "დინამო" კვლავ უბრუნდება ყველაზე პრესტიჟულ ევროტურნირს: იმედი დავიტოვოთ, რომ წლევანდელი სეზონი ყველაზე წარმატებული იქნება და ყველა ქართველი გულშემატკივრის ოცნებაც როდისმე ხომ უნდა ახდეს?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

asd
Mishka მერე შენ რაში გაინტერესებს ის 60 გუნდი რას იზავს მთავარია დინამო რას იზავს
ramo
წაიკითხეთ რა სტატისტიკაა? მერე კიდე რო ვიბლატავებთ, რაც კარგები ვართ ქართველები ვართო (ფეხბურთში). ყველაფერი ქეცბაიას ბრალიაDDDDD
odala
არა სტატიას უნდა ჰქონდეს ასეთი სათაური: 'და აი'.
Mishka
სტატიას ისეთი სათაური აქ თითქოს ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა დინამო : ) ჩვენ გარდა ყოველ წელიწადს 60ზე მეტი გუნდი უბრუნდება ჩემპიონთა ლიგას
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
შოთა არველაძე: ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და მე ეს მომწონს...
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...
როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
ᓡᓝᓡᓝ ᓭᓔᕓᓘᓐ: ᓨᕔᕛᓢᓔᓕᓘ ᓑᓘᓭᓔᓑᓘ ᓛᓝᓓᓘᓐᓜ,
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ᓛᓣᓠᓗᓐᓖ ᓨᓔᓚᓘᓐ: ᓛᓮᓝᓚᓝᓓ ᓤᓔᕮᕑᓣᓠᓗᓘᓗ ᓣᕜᕓᓐ ᓛᓔᕪᕮᓝᓕᓠᓐ...
TimeLine: ადეიშვილი დაჭერილია!!!
პორტრეტები: ბომბარდირი ღმერთისგან
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
შოთა ხინჩაგაშვილს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს
[ისტორიის უცნობი ფურცელი] როგორ დაამარცხა საქართველომ გერმანია...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"ფეხბურთით უკმაყოფილონი ვართ, სხვა სახეობებში პროგრესია"
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ვინ თქვა, სპორტი და პოლიტიკა შორს არიანო?
ნოდარ ახალკაცი - დიდი ეპოქის შემოქმედი
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე