ესპანური გიტარა რუსული ბალალაიკის ნაცვლად
დიდხანს ცდილობდა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე რუსულ ყინვასთან, იქაურ ფეხბურთთან შეგუებას, მაგრამ... თეთრ დათვებში შესაძლებლობების მეათედიც ვერ გამოავლინა.

ბოლოს და ბოლოს, დაუბერა "ცვლილებების ქარმა", ანანიძემ თბილი ქვეყნისკენ - ესპანეთისკენ გაიხედა და თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ჯანო მალე პირენეებზე ითამაშებს. მისით "რეალ სოსიედადი" და "ლევანტე" დაინტერესებულან.

სითბო სიცივის ნაცვლად, ტექნიკური ფეხბურთი ხისტის ნაცვლად, გიტარა ბალალაიკის ნაცვლად...

რუბრიკა "ტაიმლაინზე" მუშაობისას სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ინგლისური ტექსტი, რომელშიც სწორედ ზემოთ ნახსენები სიტყვები ერია: "გიტარა" და "ბალალაიკა", "ცვლილებების ქარი"... მოდით ეს ტექსტი სრულად ვთარგმნოთ და თუ კითხვისას ვერ მიხვდებით საიდანაა, ბოლოს გეტყვით.

მაშ ასე, წარმოვიდგინოთ, რომ ამ სიტყვებს ჯანო ანანიძე ღიღინებს:

"მივუყვები მოსკოვს,

გორკის პარკისკენ ვეშვები,

ყურს ვუგდებ ცვლილებების ქარს.

აგვისტო, ზაფხულის ღამეა,

ჯარისკაცები მიდი-მოდიან,

ცვლილებების ქარის ხმაა.

მსოფლიო პატარაა

გიფიქრია ოდესმე,

ისე ახლოს ვიყავით, როგორც ძმები.

ცაში მომავალი მოჩანს,

ეს ყველგან იგრძნობა

ცვლილებების ქარის ქროლვასთან ერთად.

გადამაგდებს ჯადოსნურ მომენტში,

გმირულ ღამეში,

სადაც მომავლის ბავშვები ოცნებობენ

ცვლილებების ქარზე

ქუჩაში მოსეირნემ

წარსულის მოგონებები

უნდა დავმარხო, სამუდამოდ.

მივუყვები მოსკოვს,

გორკის პარკისკენ ვეშვები

ყურს ვუგდებ ცვლილებების ქარს

ცვლილებების ქარი

უბერავს პირდაპირ სახეში,

როგორც შტორმი, რომელიც რეკავს

თავისუფლების ზარს

გონების მშვიდობისთვის.

იმღეროს ბალალაიკამ ის,

რისი თქმაც ჩემს გიტარას სურს..."

შემდეგ მისამღერი მეორდება. ამიტომ, ტექსტის თარგმნა აქ დავასრულოთ.

ჯანო ანანიძის სიტუაციას მხოლოდ "აგვისტო, ზაფხულის ღამე" არ შეესაბამება, თორემ "ცვლილებების ქარი" რომ სჭირდება, თავადაც კარგად მოეხსენება. ის ხომ ბავშვივით ოცნებობს "ჯადოსნურ მომენტზე", როცა ერთ "ღამეში გმირად" იქცევა. ასეთი ნიჭის ფეხბურთელს მართლაც შეუძლია შედარებით ლაღი სტილის ფეხბურთში გმირად იქცეს.

თუმცა მანამდე კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, "სპარტაკისგან" "თავისუფლების ზარმა" კი დარეკა, მაგრამ ჯანოს ჯერ ახალი კლუბი აქვს მოსაძებნი, სათავისო, სადაც "ბავშვობის ოცნებას" აიხდენს.

ეს მხოლოდ ანანიძის ოცნება როდია: დიდი ხანია, მთელი საქართველო ოცნებობს საქართველოს ნაკრებში კარგი დირიჟორის გამოჩენაზე... დავით ყიფიანი რომ იყო, გიორგი ქინქლაძე...

ზემოთ, ბრჭყალებში მოთავსებული ტექსტი მუსიკალურ ჯგუფ "სკორპიონსს" ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდებაა "ცვლილებების ქარი" (Wind Of Change). სიტყვასიტყვით თარგმნა იოლი არ იყო და თუ მთლად პროფესიონალურად არ გამოვიდა, ბოდიშს მოგიხდით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიაბლო
ნუ გვაბოლებთ
ლაშა0406
თვეების უთამაშებელი ჯანო... როდის ფორმას აღიდგენს, როდის თამაშს დაიწყებს, და როდის ესპანეთს მიეჩვევა, ნუ ჯერ გუნდი აქვს სანახავი...
[HOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
TimeLine: ...ყაზაიშვილი, ქანთარია, ეგოროვი
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
TimeLine: ხინკლის მაკრატელა
TimeLine: ...ის მოიგებსო
TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
TimeLine: ცეცხლი აენთო...
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა