იტალიის თასის ნახევარფინალში "ფიორენტინამ" "უდინეზეს" აჯობა, "ნაპოლიმ" - "რომას"
იტალიის თასზე მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა - 12 თებერვალს "სან პაოლოზე" "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს, რომში გამართულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა ანგარიშით 3:2 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ "სან პაოლოზე" გამართულ საპასუხო შეხვედრას თვით "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონაც ესწრებოდა.

რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნეს, როდესაც ხოსე კალეხონმა მარჯვენა ფლანგიდან კრისტიან მაჯოს მოწოდებულს თავი მარჯვედ დაუხვედრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, სამწუთიან მონაკვეთში, მასპინძლებმა კიდევ ორჯერ დალაშქრეს მორგან დე სანტკისის კარი. გატანილი გოლებით გონსალო იგუაინი და ჟორჟინიო გამოირჩნენ.

"რომას" ყველანაირი იმედი 79-ე წუთზე გადაეწურა, როდესაც მოედნიდან მსაჯმა კევინ სტროტმანი ზედიზედ მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევა.

საბოლოოდ შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 3:0.

იხილეთ ვიდეო

ამრიგად, იტალიის თასის ფინალურ მატჩში, რომელიც 3 მაისს გაიმართება, "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, ორმატჩიან დუელში "უდინეზე" დაამარცხა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "სტადიო ფრიულიზე" ჩატარდა, რომელიც მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს და განმეორებითი მატჩის წინ გუნდებს დაახლოებით თანაბარი შანსი ჰქონდათ.

თუმცა ფავორიტად უმეტესობა მაინც "ვიოლას" მიიჩნევდა და მათი პროგნოზი გამართლდა კიდეც...

11 თებერვალს ფლორენციელებმა სრული უპირატესობით წარმართეს შეხვედრა და დამსახურებულად მოიგეს, 2:0. ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა - ჯერ მანუელ პასკუალმა დალაშქრა მეტოქის კარის "ცხრიანი", შემდეგ კი იგივე ხუან კუადრადომ გააკეთა.

მასპინძლებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ახალგაზრდა გოლკიპერი, სიმონე სკუფეტი იყო მოწოდების სიმაღლეზე. რამდენჯერმე თავისი გუნდი "ფიორენტინას" მეკარე ნეტომაც გადაარჩინა.

ფლორენციაში ფიესტა დილამდე გაგრძელდა - "ფიორენტინას" შესანიშნავი შანსი აქვს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტროფეი მოიპოვოს. აქვე მწვრთნელებს გადავცეთ სიტყვა:

ფრანჩესკო გვიდოლინი (უდინეზე):

"ჩვენს ოცნებას ახდენა არ ეწერა და ეს რეალობაა, რომელსაც თვალებში უნდა ჩავხედოთ. უნდა ვისწავლოთ მწარე მარცხის სწორად მიღება და გადატანა. ვამაყობ ჩემი შეგირდებით, რომლებიც დღეს მინიმუმ ერთ გოლს იმსახურებდნენ. "ფიორენტინა" შეტევაში უფრო აგრესიული იყო და მთლიანობაში, დამსახურებულად მოიგო. ვინჩენცო მონტელას ფინალში წარმატებებს ვუსურვებ".

ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინა):

"მინდა მეტოქე შევაქო, რომელმაც ბევრი სირთულე შეგვიქმნა და ფინალში გასვლაც შეეძლო. თუმცა, 180 წუთის განმავლობაში, ოდნავ უკეთ მაინც ჩვენ გამოვიყურებოდით და ფინალის საგზური დავიმსახურეთ. ეს განსაკუთრებული მოვლენაა მთელი ქალაქისთვის, მინდა მივულოცო ფეხბურთელებს, კლუბის მესვეურებს, ინვესტორებს და რაც მთავარია, გულშემატკივრებს. წინ დიდი მატჩი გველის".

იტალიის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები

ნაპოლი-რომა 3:0

გოლები: 1:0 კალეხონი (33), 2:0 იგუაინი (48), 3:0 ჟორჟინიო (51).

გაძევება: სტროტმანი (79).

ფიორენტინა-უდინეზე 2:0 (1:2)

გოლები: 1:0 პასკუალი (14), 2:0 კუადრადო (61).

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - გონსალო, დიაკიტე, სავიჩი (61. კომპერი), პასკუალი - აკვილანი, პისარო, ფერნანდესი - ხოაკინი (89. ვარგასი), კუადრადო, მატრი (57. მატოსი).

უდინეზე (3-5-1-1): სკუფეტი - დანილო, დომიცი, ერტო - ფერნანდესი, ვიდმარი, პინცი (57. მურიელი), ალანი, გაბრიელ სილვა (90. იებდა) - პერეირა - დი ნატალე (81. ლოპესი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"მილანი" სპორტიელოს ტრავმის გამო სათადარიგო მეკარეს დაიმატებს
"სუონსის" სამი ვარიანტი: გიგზი, კოულმენი, გვიდოლინი
"ნაპოლი" თავისი ყოფილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაბრუნებას ცდილობს
Reppublica: ჟორჟინიო "ნაპოლიში" დაბრუნებაზე ოცნებობს
"ტორპედომ" "მანჩესტერ სიტის" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
უცნობი ალექსის სანჩესი: ჩილელი ვარსკვლავის სახალისო ისტორიები
"ბარსელონა" ნეტოს შემცვლელად ახალ მეკარს იმატებს
ოსიმენს მადა გაეზარდა - ცნობილი გახდა, რა ხელფასი მოსთხოვა ნიგერიელმა "არსენალს"
დე ლაურენტისი: თუ სურთ, მერტენსმა და კალეხონმა ჩინურ განავალში იცხოვრონ
კიეზა - "იუვენტუსში", კალეხონი - "ფიორენტინაში"
"ბარსელონამ" ახლად შეძენილი მეკარე მინიმუმ 5 კვირით დაკარგა
სილესენი უკვე ვალენსიაშია - რას მიიღებს "ბარსელონა" სანაცვლოდ?
ახალი კონტრაქტები "ფიორენტინაში"
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათები - ზიეჩისა და ჟორჟინიოს ბედი ენცო ფერნანდესზე გადის?
"საქართველოს ნაკრების მთავარ პლუსად ეს მიმაჩნია" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა
"ამ ფეხბურთელს "ნაპოლიში" საერთოდ რა ესაქმება? მისი თამაშის ყურებას მირჩევნია, რომ..." - რას აცხადებს მარადონას შვილი?
"ნაპოლის" ტრანსფერები - "პარტენოპეიმ" 2 ფეხბურთელი დაიმატა, 1 კი გაუშვა
გონსალო იგუაინმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა
პრემიერლიგის პირველი მსხვერპლი და პირველი ამერიკელი
მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე
"ბარსელონა" მომავალი სეზონისთვის დაინომრა - ვინ დაუთმო ნომერი დე იონგს?
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?
ხოსე კალეხონი: სკუდეტოს მოგება შეგვიძლია
ფრანჩესკო გვიდოლინი შესაძლოა გაათავისუფლონ
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
ჟორჟინიომ "ნაპოლიში" დაბრუნება გადაიფიქრა
იძულებითი ცვლილებები "სკუადრა აძურაში"
სიკვდილს გადაურჩა - მანუელ პასკუალის საზარელი ტრავმა [VIDEO]
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: "ბარსა" და "მონაკო" ასიანთა კლუბში
"ბარსელონას" მეკარეს გუნდის გამოცვლა უნდა
ვინჩენცო მონტელა: საქართველო ძალიან რთული მეტოქეა - ადვილი მატჩი არ გველის
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
იტალია. სერია A. XXII ტურის შეჯამება და სიმბოლური: ახალი ბუფონი უდინედან
იტალია-ჩეხეთი 2:1 - საკონტროლო გასროლა [VIDEO]
იტალიის ნაკრები ანტონიო კონტეს მემკვიდრის ძიებაში
კალეხონი მზადაა სეზონის ბოლომდე "ნაპოლიში" უფასოდ ითამაშოს
ᓔᓡ ᓘᓢᓐᓚᓘᓣᓠᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓮᓕᓐᓚᓘᓜᓓᓔᓚᓘ ᓓᓦᓔᓐ
მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა
ხოსე კალეხონი "გრანადაში" გადავიდა
ვინჩენცო მონტელა
ვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია - ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს
მარადონას შვილი: ჩემს მამას კვარაცხელია ეყვარებოდა, რადგან...
ოფიციალურად: "ბარსელონამ" "ვალენსიას" მეკარე შეიძინა
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"ყველა ფეხბურთელს თვალებზე გკოცნით..." - საქართველოსთან მატჩის შემდეგ თურქეთის გასახდელში ერდოღანმა დარეკა... პრეზიდენტის, მონტელასა და ფეხბურთელების დიალოგის დეტალები [VIDEO]
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
ოსიმენმა "ნაპოლიში" მარადონას შედეგი გაიმეორა
ვინ შეცვლის ლონდონში მიმავალ ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრებში?