აკვილანის, პისაროს და პასკუალს
"ფიორენტინას" სპორტული დირექტორი დანიელე პრადე "კორიერე დელო სპორტს" გაესაუბრა კლუბის გარშემო აქტუალურ თემებზე. მისი თქმით, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტი მზადდება, მეკარის გადაბირების საკითხი კი ბრაზილიელი ნეტოს ასპარეზობაზეა დამოკიდებული.

ახალი კონტრაქტები

ახალი ხელშეკრულება მზადდება ალბერტო აკვილანისთვის, მანუელ პასკუალისა და დავიდ პისაროსთვის. სამივე სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეა და მათი შენარჩუნება ჩვენთვის პრიორიტეტული ამოცანაა.

პისაროს და პასკუალის კონტრაქტებს ვადა მომდევნო ზაფხულს გასდის და მიხარია, რომ მათ უკვე დააფიქსირეს თანამშრომლობის გახანგრძლივების სურვილი. აკვილანი 2015 წლის ზაფხულამდე "ფიორენტინას" ეკუთვნის, მაგრამ აქედანვე გვინდა, რომ კონტრაქტი გავუგრძელოთ, თანაც გაუმჯობესებული პირობებით. ჩვენი მიზანია, რომ წამყვანი ფეხბურთელები შევინარჩუნოთ და სატრანსფერო პერიოდები მხოლოდ გასაძლიერებლად გამოვიყენოთ.

მეკარე

დასამალი არაა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ექსტრა-კლასის გოლკიპერის გადაბირებას ვცდილობდით, მაგრამ საწადელს ვერ მივაღწიეთ. ჩვენს სამიზნეში ბრაზილიელი რაფაელი იყო, მაგრამ საბოლოოდ, "ნაპოლიში" გადაბარგდა. რაც შეეხება ჟულიო სეზარს, მისი გადაბირებაც გვსურდა, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრეთ და "ქუინს პარკ რეინჯერსისთვის" წინადადებით არ მიგვიმართავს. მიზეზი? - ჟულიოს აპრილის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები და ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა.

მოკლედ, სასურველი მეკარე ვერ გადმოვიბირეთ და ნეტოს ვენდეთ, რომელიც ჯერჯერობით შესანიშნავად ასპარეზობს. მეკარის ტრანსფერის საკითხს ზამთარში უნდა მივბრუნებოდით, მაგრამ თუ ნეტომ ასე გააგრძელა, შესაძლოა, ეს საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან.

დანიელე პრადეს ნათქვამს "ფიორენტინას" მეკარე, ნეტო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლუბის მესვეურთა ნდობით ფრიად გახარებულია. ბრაზილიელის თქმით, ყველაფერს იღონებს, რომ ფლორენციული კლუბის მწვრთნელ-მესვეურები ახალი მეკარის შეძენაზე აღარც კი დაფიქრდნენ.

ჩვენი მხრივ, დავძინოთ, რომ ჟულიო სეზარზე საუბრისას დანიელე პრადემ შეცდომა დაუშვა - "ფიორენტინას" სპორტული დირექტორის თქმით, ჟულიოს აპრილის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები და ეს მაშინ, როდესაც კონფედერაციათა თასის გათამაშებაში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კარს სწორედ სეზარი იცავდა, აღნიშნული ტურნირი კი ივნისში ჩატარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: მარიო გომესი "ფიორენტინაში" გადავიდა

3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
ჟულიო სეზარი: ჟოზე მოურინიომ მომწერა, რომ კასილასს ცალი ხელით ვჯობდი
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐ-ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓐ 0:3 - ᓐᓦᓛᓐᓠᓗᓨᓘ ᓛᓘᓬᓔᓣᓚᓘ ᓥᓕᓐ [VIDEO]
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: 6 ᓬᓣᓗᓘ, 4 ᓒᓝᓚᓘ ᓓᓐ 3 "ᓐᓠᓐ" ᓡᓙᓝᓚᓐᓠᓘᓡᓒᓐᓜ
ბუნდესლიგა. XX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: პისაროს სევდიანი იუბილე
ჟულიო სეზარი "ფლამენგოში" დაბრუნდა
"ფიორენტინას" სპორტული დირექტორი: ზამთარში ტრანსფერებს არ ელოდოთ!
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
დავიდ პისარო მძიმედ დაშავდა
"ბარსელონა" ნეტოს შემცვლელად ახალ მეკარს იმატებს
იტალია. სერია A. XXI ტურის შეჯამება და სიმბოლური: რომაული ჯეკპოტი
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ვის აქვს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მაგარი CV?
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 15 ივლისი
სილესენი უკვე ვალენსიაშია - რას მიიღებს "ბარსელონა" სანაცვლოდ?
იტალიის თასი. 1/2-ფინალი: ფლორენციას ნეაპოლი აუმხედრდა [VIDEO]
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓡᓙᓝᓚᓐᓠᓘ ᓒᓐᓣᓨᓕᓔᓡ
ბუნდესლიგა. XX ტური: ბრემენელები მიონხენგლადბახში უშანსოდ დამარცხდნენ
"ბარსელონა" მომავალი სეზონისთვის დაინომრა - ვინ დაუთმო ნომერი დე იონგს?
ლიგა 1. X ტური: "მონაკო" და "ლიონი" ფრეს დასჯერდნენ
ᓡᓐᓓ ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ ᓐᓚᓑᓔᓠᓢᓝ ᓐᓙᓕᓘᓚᓐᓜᓘ?
იძულებითი ცვლილებები "სკუადრა აძურაში"
სიკვდილს გადაურჩა - მანუელ პასკუალის საზარელი ტრავმა [VIDEO]
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"ბარსელონას" მეკარეს გუნდის გამოცვლა უნდა
იტალია-ჩეხეთი 2:1 - საკონტროლო გასროლა [VIDEO]
"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო ლაბირინთები
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
ოფიციალურად: "ბარსელონამ" "ვალენსიას" მეკარე შეიძინა
"მანჩესტერის" ექსმცველი მოხარული იქნება, თუ "ლივერპული" ჩემპიონი ვერ გახდება
უკრაინული მედია: "შახტარში" ფერნანდინიოს "ქართველი პისარო" შეცვლის! [VIDEO]
"ბარსელონამ" ახლად შეძენილი მეკარე მინიმუმ 5 კვირით დაკარგა