"ამ პერიოდში, არსად მიმიშვეს და ისეთ გულგრილობას წავაწყდი, განადგურებული ვიყავი"
დავით ლეგაშვილი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების შეუცვლელი მეკარე გახლდათ. 18 წლისა დანიურ "ორჰუსში" მიიწვიეს. მისი შესაძლებლობები ყველამ იცოდა, მაგრამ... უცებ ყველამ დაივიწყა.

ლეგაშვილი ახლა 22 წლისაა. ის არ მალავს, რომ ფეხბურთიდან წასვლა სურდა, პირველი ლიგის ბინადარ "რუსთავში" რომ არ მიეწვიათ.

"ბოლნისის "სიონის" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგაში დებიუტი 17 წლისას მქონდა. მერე მეორე თამაშიც ჩავატარე და კარგად მახსოვს, "ლელომ" ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დამასახელა.

მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი და დიდი იმედი მქონდა, რომ კარიერას ავიწყობდი. მაგრამ სულ სხვაგვარად მოხდა. რატომღაც, ყველგან პრობლემებს ვაწყდებოდი. ბოლოს გორის "დილაში" ვიყავი და 7 თამაში ჩავატარე. მაგრამ მაინც წამოსვლა მომიხდა და ერთი წელი უგუნდოდ დავრჩი.

ამ პერიოდში, არსად მიმიშვეს და ისეთ გულგრილობას წავაწყდი, განადგურებული ვიყავი. ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი. მაგრამ მერე მამა გარდამეცვალა, რომელიც ჩემს ამბავს ძალიან განიცდიდა და მაშინ ვთქვი, რომ მისი ხსოვნისთვის მეთამაშა.

გვერდში დამიდგნენ "რუსთავის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბადრი მაჭავარიანი და ლევან სილაგაძე, რომელსაც ჯერ კიდევ "დილაში" ყოფნისას მოვწონდი", - ამბობს ლეგაშვილი.

საინტერესოა, რომ 22 წლის მეკარემ წლეულს "რუსთავში" 12 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 5 გოლი გაუშვა, პლუს - 3 პენალტი მოიგერია:

"ბავშვობაში თენგიზ კაცია მენდობოდა, მერე კი, ასაკობრივ ნაკრებების დროს, გიორგი დევდარიანი შვილივით მპატრონობდა. სხვებს კი, სამწუხაროდ, ჩემი არ სჯეროდათ, თუნდაც კარგი თამაშების შემდეგ. ეტყობა, ფეხბურთში პირდაპირობა კარიერისთვის მავნებელია.

რუსთავში ასეთივე ნდობა ვიგრძენი - სილაგაძემ და მაჭავარიანმა ჩემზე ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ სხვებს არ დაუჯერეს და გუნდში მისვლის შემდეგ ჩემში დარწმუნდნენ. მე კი მინდოდა ნდობა გამემართლებინა, თავს ვიკლავდი...

ახლა მოედანზე ისეთი განწყობით გავდივარ, თითქოს, ომში მივდიოდე".

ლეგაშვილი უკეთეს გუნდში გადასვლას იმედოვნებს:

"გორიდან წამოსვლის შემდეგ უგუნდოდ რომ ვიყავი, ტელევიზორში ჩვენი ჩემპიონატს თამაშების ხილვაზე გული მიკვდებოდა. ვიცოდი, რომ ამ დონეზე თავისუფლად ვითამაშებდი.

თამაში ისე მომენატრა, პირველში კი არა, მე-20 ლიგაზეც სიამოვნებით დავთანხმდებოდი. მაგრამ რუსთავში თავდაჯერებული გავხდი. განსაკუთრებით, თასზე ბოლნისის "სიონთან" აღებულმა პენალტმა და კარგმა თამაშმა გამახარა. მეტი ფხა რომ გამოგვეჩინა, შესაძლოა, შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით.

ახლა უფრო გაწონასწორებულიც გავხდი და, რომ იცოდეთ, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს - დავბრუნდე დიდ ფეხბურთში და ადრე თუ გვიან ეროვნულ ნაკრებშიც მოვხვდე. ვიცი, ამის პოტენციალი გამაჩნია. ადრე თუ 30 პროცენტით ვიხარჯებოდი, ახლა 100 პროცენტს ვდებ მოედანზე.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მიდგომით მიზანს მივაღწევ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

achi
საქართველოში ხელის წამკვრელი უნდა გყავდეს. თორემ თავსაც დაგანებებინებენ და ნერვოზსაც დაგმართავენ
guga
წარმატებები ლეგას
Baxva
Kai kaci xar lega kargi mekare.did warmatebas miagwev gonivrulad tu itamasheb
Baxva
Kai kaci xar lega , kai mekare . miagwev did warmatebas
Likii
წარმატებებიი LEGAA
bebeto
მაგ ასაკში ფეხბურთის დანებებაზე ფიქრი ადრეა.მაგრამ ეგ შენი ბრალი არაა ეგ ქართულ ფეხბუთში მომუშავე ზოგზოგიერთის ბრალია.
gaigher
კაი კაციხარ ლეგა .. იმსახურებ კარგ გუნდში თამაშს
giorgi
წარმატებები. შრომით და მონდომებით რომ უნდა გაიკვლიოს დიდ ფეხბურთში გზა ეს სტანდარტული სიტყვებია, მაგრამ მართლა ესეა. აწი დიდი სიამოვნებით მივადევნებ ამ ბიჭის კარიერას. ჩვენთან მდაბიო ფეხბურთის დონეა მაგრამ აქ შეიძლება სწავლა და გზა გაიკვლიო სხვა გუნდისკენ.
Lela
წარმატებები დატუნა, როცა ასე Iხარჯები აუცილებლად გაგიმარტლებს
Kvemexa
Kai kaci xar ! Warmatebebi imsaxureb
თემურ ქეცბაია
გადახტება იქანე აქანე და გამოვა რამეც...
Mashiko
Go Lega Go !! :*
zaza
მაგარი კაცი ხარ,წარსულს არ ივიწყებ ,მაგარი ხარ
ლეგას
წარმატებები
saba
როგორ ენდობოდნენ მწვრთნელები როცა თვითონვე ამბობს რო 30%ით ვიხარჯებოდიო. ფეხბურთში ყოველთვის 100%ით უნდა დაიხარჯო
gorelo
ცარმატებები ყველაფერი ცინ გაქვს , ტუ არ გადამხტარა მასჰინ ასაკობრივ ნაკრებისჰი არავინ მიიცვევდა და ნუ ხარტ გაბოროტებულები ცარმატებების უნდა უსურვო ადამიანს და არა რომ დატრგუნოტ ტეხავს ესეტი განცყობიტ რომ იხსენებტ ფეხბურტელებს პირიციტ გვერდში დგომა უნდატ ფსიქოლოგიურად რომ ხალისი ქონდეტ ტამაშის
თბილისი
შრომით მიაღწევ ყველაფერს, თუ იშრომებ შედეგი აუცილებლად მოვა, მთავარია იმედგაცრუებამ შრომაზე ხელი არ აგაღებინოს
ნიკა
თუ მოინდომებს მიაღწევს წარმატებას.ყველაფერი წინ აქვს, მეკარესთვის 22წელი არაფერია
goreli
დილაში როცა იყო მე ეს გადამხტარი არ მინახავს მარტო იდგა. ვიღა მიიწვევდა სადმე
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
პსჟ "რეალთანაც" ფავორიტია - ხვიჩასა და ტრენტის კიდევ ერთი დუელი!
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
პორტრეტი: ჩივაძის ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ᓝᓗაᓠ ᓩᓐᓤᓘᓫᓔ: ᓠᓝᓪᓐ ᓨᓔᓜᓡ ᓥᓕეᓧᓐᓜᓐᓨᓘ ᓐᓠᓐᓕᓘს ᓡᓭᓘᓠᓓᓔბᓘ, ᓛᓔᓢᓘ ᓒᓖᓐ აᓠ ᓒᓠᓩᓔბᓐ
ლაშა შინდაგორიძე: ქუთაისელი გულშემატკივრისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ
შექმნილი ვითარება ხვიჩა კვარაცხელიას "ლოკომოტივში" გადასვლაში ხელს არ შეუშლის
"რუსთავის" დირექტორი: "ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, გარიგებაა?!
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს
რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა
[ახლო ხედით] ვახტანგ ჭანტურიშვილი: ამას არავის დასანახად არ ვაკეთებ...
როგორი იქნება 2017 წელს ქართული ფეხბურთი? სფფ-მ და კლუბებმა ქობულეთში იბაასეს
მერანი-დილა 3:2 - მარტვილი "დილას" ქომაგობს [VIDEO]
ლევან სილაგაძე: "რუსთავი" თავის ადგილს დაიბრუნებს!
"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს
"რუსთავის" დირექტორი: "ლოკომოტივს" კვარაცხელიას თაობაზე არ მოუმართავს, მათ კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვთ
საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: ახალწვეულთა დომინაცია
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
რამდენს მიიღებს "რუსთავი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ?
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
ვარლამ კილასონია: გვენდობიან და ამიტომაც არიან ჩვენთან...
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
ᓪᓮᓘნᓕᓐᓚᓘᓡ "ᓡᓞᓐᓠᓢᓐᓙᓘს" ᓑᓝᓚᓝ ᓓᓐ ᓬᓐᓠᓛᓐᓢᓔᓑᓣᓚᓘ ᓡᓞᓐრᓘᓜᓒᓘ ᓡᓝᓮᓣმᓘᓡ "ᓪᓮᓣმᓗᓐᓜ"
პირველი ლიგა: რუსთავური ამბიცია
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?