ევროლოგიკა - ცოტა ლა ლიგა და ბევრი ინგლისი

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგა ევრო 2016-ზე ყველაზე ფართოდ იქნება წარმოდგენილი. ინგლისის ჩემპიონატის მოთამაშეები თითქმის 20%-ს შეადგენენ. 552 ფეხბურთელიდან 103 სწორედ პრემიერლიგის ემისარია.

მეორეზე გერმანიის ბუნდესლიგაა 57 მოთამაშით. მესამეზე იტალიის სერია A მოდის 52 ფეხბურთელით. მეოთხეზე თურქეთის სუპერლიგა მოდის 35 წარმომადგენლით და მხოლოდ შემდეგ ვხვდებით ევროტურნირების ტრიუმფატორ ესპანეთის ლა ლიგას ოდენ 34 ფეხბურთელით.

პრიმერადივიზიონს რუსეთის პრემიერლიგა მოჰყვება (32 მოთამაშე) და შემდგომ ინგლისის ჩემპიონშიპი (31) მოდის, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ს (22) საგრძნობლად უსწრებს. მეცხრეზე უკრაინის ჩემპიონატია, ხოლო ათეულს შვეიც
არიის პირველობა აგვირგვინებს.

როგორც ხედავთ, ათეულში არ არის არც პორტუგალიის და არც ბელგიის ჩემპიონატი. ჰოლანდიის ერედივიზიეს კი სულაც 2 წარმომადგენელი ჰყავს.

კონკრეტულად კლუბებზე თუ ვისაუბრებთ: 

ყველაზე მეტი წარმომადგენელი ტურინის "იუვენტუსსა" და "ლივერპულს" ჰყავთ, იტალიის ჩემპიონი და მერსისაიდული გუნდი 12-12 მოთამაშით იწონებენ თავს. მესამეზე "ტოტენჰემია" 11 ფეხბურთელით, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მოსდევს 10-ით. "ბარსელონა" და "ბაიერნი" 9-9 ვარსკვლავით იქნებიან წარმოჩენილები.

"რეალს", "არსენალს", "ბაზელს", ცსკა-ს, "ფენერბაჰჩესა" და "რომას"8-8 მოთამაშე ეყოლებათ. "ბეშიქთაშს", კიევის "დინამოს", "საუთჰემპტონსა" და "შახტარს" 7-7 ფეხბურთელი ეყოლებათ, რითაც უსწრებენ მაგალითად, "ჩელსის", "სიტის", "დორტმუნდს", "ფიორენტინას", "ნაპოლის"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული