ამის შესახებ საფრანგეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა პატრიკ კანერმა რადიოსადგურ RTL-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ევრო 2016-ის დროს უსაფრთხოების ზომებს 77 ათასი სამართალდამცველი და კერძო დაცვის სამსახურების 13 ათასი თანამშრომელი უზრუნველყოფენ.
პატრიკ კანერის განცხადებით, საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე არსებობს, თუმცა ევრო 2016-ის დროს რაიმე კონკრეტულ საშიშროებაზე საუბარი არ არის.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.
ipn.ge